თავი ოცდამეხუთე - მალქუთი; მეათე სეფირა

სახელწოდება: მალქუთი, სამეფო. (ებრაული დასახელება: მემ, ლამედ, კაფ, ტაუ, ვაუ).

 მაგიური ხატ-სახე: ახალგაზრდა, გვირგვინოსანი და ტახტზე დაბრძანებული ქალბატონი.

 განლაგება სიცოცხლის ხეზე: წონასწორობის სვეტის ძირში.

 "სეფერ იეცირას" ტექსტი: მეათე ბილიკს ეწოდება ბრწყინვალე ინტელექტი, რადგან იგი ამაღლებულია ყოველი თავის ზემოთ და მისი ფესვები ბინას ტახტზე ზის. იგი ახორციელებს ყოველი მნათობის ბრწყინვალების ილუმინაციას, რომელიც სახეთა პრინცისგან, კეტერის ანგელოზისგან ემანირდება.

 აღწერილობითი დასახელებები: კარიბჭე, სიკვდილის კარიბჭე, სიკვდილის აჩრდილის კარიბჭე, ლოცვის კარიბჭე, ძლევამოსილთა ასულების კარიბჭე, ცრემლების კარიბჭე, ედემის ბაღის კარიბჭე, მალახი, დედოფალი, კალახი, პატარძალი, ქალწული.

 ღმერთის სახელი: ადონაი მალეხი ან ადონაი ჰა არეცი.

 მთავარანგელოზი: სანდალფონი.

 ანგელოზთა დასი: აშიმები, ცეცხლის სულები.

 სამყაროსეული ჩაკრა: ქოლემ ჰა იესოდოთჰი, ელემენტების სფერო.

 სულიერი გამოცდილება: წმინდა მფარველი ანგელოზის ხილვა.

 სათნოება: დისკრიმინაცია.

 მანკიერება: სიხარბე და ინერცია.

 შესაბამისობა მიკროკოსმოსში: ტერფები. ანუსი.

 სიმბოლოები: ორმაგი კუბის საკურთხეველი, თანაბარ-ხაზოვანი ჯვარი, მაგიური წრე, ხელოვნების სამკუთხედი.

 ტაროს სუიტი: ოთხი ათიანი.

 კვერთხების ათიანი: შევიწროება, ტვირთის ტარება, ზედმეტი სტრესი, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, დანიშნულების წერტილამდე მიღწევა, სამუშაოსთან დაკავშირებული ზეწოლა, გადატვირთვა, მარტოობა, მკაცრი პროექტი, შფოთვა, ჩაგვრა, აკვიატებული ქცევა, ძალაუფლების ცდუნება, შრომა უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობის სიმწიფე, საკუთარი ქმედებებისგან უსიამოვნო შედეგების მიღება.

 თასების ათიანი: ოჯახური ცხოვრება, გაერთიანება, ერთგულება, სიყვარულითა და სიმშვიდით სავსე გარემო, ჰარმონია, ქორწინება, ბედნიერება, ურთიერთობებში ხანგრძლივი კმაყოფილება, რწმენა, საიმედო ურთიერთობა, ბედნიერების გაზიარება, გაეცით და მიიღეთ სიყვარული, მშობლებსა და შვილებს შორის კარგი ურთიერთობა, სისრულე, სიხარულით სავსე, ემოციური კმაყოფილება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, დაცვა, გულწრფელი მეგობრობა, თანამშრომლობა, თავსებადობა, მშვიდობა, სულიერი ნეტარება, სურვილი მალე ახდება, მხიარული მოვლენა, მადლიერების დღე.

 ხმლების ათიანი: ტოტალური კოლაფსი, უბედურება, აუტანელი სევდა, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური აშლილობა, ზურგში დარტყმა, მარცხი, კრიზისი, ღალატი, დასრულება, დაკარგვა, განადგურება, დამარცხება, შესვენება, იძულებითი ცვლილება, ურთიერთობის დასრულება, გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებას ცვლის, ნგრევა, ტანჯვის შეწყვეტა, ილუზიების დასასრული, მუდმივი ჩიხი, ტკივილი, გაშვების დრო მოვიდა, ნეგატიური აზრები, მწუხარება, დეპრესია, გაკოტრება, ძარცვა, ცუდი მდგომარეობა, კატასტროფა, ფატალური დაავადება, სიკვდილის პირისპირ, საშიში სიტუაციები, განქორწინება, გაჭირვება, საშიშროება, სასიკვდილო დარტყმა, მოგზაურობა სადმე შორს.

 პენტაკლების ათიანი: ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების გაზიარება, მდიდარი ოჯახი, სიმდიდრე, მემკვიდრეობა, პენსია, მყარი კავშირი, ტრადიცია, კომფორტი, ფული, ფინანსური სტაბილურობა, წარმატება, უსაფრთხოება, თაობებს შორის კავშირი, პასუხისმგებლობები, გამჭრიახი რჩევა, კეთილდღეობა, ხელფასის ზრდა, ბედნიერება, ნდობა, აღიარება, პრესტიჟი, მნიშვნელოვანი წინსვლა ცხოვრებაში, მიჯაჭვულობა ტრადიციულ ცხოვრების წესზე.

  ფერი აზილუთში: ყვითელი.

  ბრიაჰში: ციტრინი, ზეთისხილისფერი, ყავისფერი და შავი.

  იეცირაში: იგივე, რაც ბრიაჰში: ციტრინი, ზეთისხილისფერი, ყავისფერი და შავი.

  ასიაში: შავი, ყვითელი ტონებით.

 

 I

 

1. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სიცოცხლის ხეზე სეფიროტები სამ ფუნქციონალურ წყვილად იყოფა, მაგრამ მეათე და ბოლო სეფირა, მალქუთი, არ მონაწილეობს სამების ციკლში, არამედ მათგან ცალკე დგას. "სეფერ იეცირა" ამის შესახებ ამბობს, რომ მალქუთი ყველა დანარჩენი სეფირას ემანაციებს და გავლენებს ღებულობს. მიუხედავად იმისა, რომ მალქუთი ერთადერთი სეფირაა, რომელიც არც ერთ სამებაში არ შედის, მხოლოდ მას გააჩნია ფერთა შკალაში ოთხი განყოფილება, რომლებიც მატერიალური სფეროს ოთხ ელემენტს, ცეცხლს, წყალს, ჰაერს და მიწას განასახიერებენ. მალქუთი არც ერთ ტრიადაში ფუნქციონალურ სეფირად არ ითვლება, მაგრამ იგი ყველა სეფირაში არსებული აქტივობის საბოლოო შედეგს წარმოადგენს. ეს არის ევოლუციის უმდაბლესი ასპექტი, რომელიც აუცილებელი მოცემულობაა, სანამ სიცოცხლე ისევ იქ დაბრუნდება, საიდანაც მოვიდა.

 2. ნათქვამია, რომ მალქუთი დედამიწის სფეროა; მაგრამ ჩვენ შეცდომა არ უნდა დავუშვათ და ვიფიქროთ, რომ კაბალისტები ამაში მხოლოდ ხმელეთს და პლანეტა დედამიწას გულისხმობდნენ; ისინი ამავდროულად დედამიწის სულს, ანუ მატერიის დახვეწილ, ფსიქიკურ ასპექტსაც მოიხსენიებენ. ფიზიკური სიბრტყე ძირითადად ავლენს ყველა ფიზიკურ მოვლენას, რაც ელემენტების მიერ წარმოიქმნება. არსებობს ოთხი ელემენტი და ოთხი პირობა, რომელშიც ენერგიას არსებობა შეუძლია. დედამიწაზე არსებული ელემენტები არ არიან ამ ელემენტთა ერთადერთი განსახიერებები; ეზოთერიკოსი ერთმანეთისგან განასხვავებს უხეშ-მატერიალურ ელემენტს და იმას, რასაც თავად „ბრძენთა ცეცხლს“, „ბრძენთა წყალს“ და ა.შ. უწოდებს.

 3. ფიზიკოსი მატერიის არსებობის სამ მდგომარეობას აღიარებს. პირველი არის მყარი მდგომარეობა, სადაც ნაწილაკები მყარად ეკვრიან ერთმანეთს; მეორეა თხევადი, რომელშიც ნაწილაკები თავისუფლად მოძრაობენ ერთმანეთთან, ხოლო მესამეა აირადი, სადაც მოლეკულები გავრცელებას და ერთმანეთისგან განცალკევებას ცდილობენ. მატერიის სამი ფენომენი მიესადაგება ოთხიდან სამ ელემენტს, მიწას, წყალს და ჰაერს, ხოლო ელექტროობის ფენომენი ცეცხლის ელემენტს ეკუთვნის.

 4. ეზოთერიკოსი მალქუთში ყველანაირი ოპერაციის საბოლოო შედეგს ხედავს; სანამ საპირისპირო წყვილები წონასწორობის მდგომარეობას, ანუ თანმიმდევრულობას არ მიაღწევენ, არ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი გამოცდილების მოცემული ციკლი დასრულდა. როდესაც ეს მიიღწევა, ისინი ქმნიან მუდმივი მანიფესტაციის საშუალებას, მათივე სტერეოტიპული რეაქციების შესაბამისად. ამგვარად, განვითარებული მანიფესტაციის მექანიზმი თვითრეგულირებადი ხდება და ფუნქციონირებას მინიმალური ყურადღებით აგრძელებს, ისევე როგორც ადამიანის გული ხსნის და ხურავს საკუთარ სარქველებს სრულყოფილი კანონზომიერებისა და სისხლის წნევის ფონზე.

 5. მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც მალქუთთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ სწორედ ამ სფეროში მიიღწევა სტაბილურობა. მალქუთის სათნოება მისსავე ინერციაში იმალება. ყველა დანარჩენი სეფირა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ნამდვილი სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ცენტრალურ სვეტზეა შესაძლებელი, მაგრამ ისიც ისეთივე ილუსტრაციით, როგორც თოკზე მოსიარულე აღწევს მას.

 6.  ყველა სხვა სეფირას მსგავსად, მალქუთის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც იგი მის მეზობლებთან მიმართებაში განიხილება. მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მეზობელი გვყავს - იესოდი. იესოდის გარეშე შეუძლებელია მალქუთის გაგება.

 7. ვინაიდან მალქუთი არსებითად ფორმაციის სფეროა, ყველაფერი, რაც ელექტრომაგნიტურ მიზიდულობას და მექანიკურ სტრესებს ეხება, დამოკიდებულია იესოდის სფეროზე. იესოდი ფორმაციის მომნიჭებელი სეფირაა, მაგრამ მანიფესტაციის მასალას მალქუთის მიერ მიწოდებული სუბსტანციის მეშვეობით ავლენს. იესოდის ფორმები ისეთ სუბსტანციებს წარმოადგენენ, რომლებიც სიზმრებში ჩნდებიან ხოლმე, სანამ მალქუთის მატერიალურ ნაწილაკებს მანიფესტაციისთვის არ მიიღებენ.

 8. იგივე ხდება მალქუთის შემთხვევაშიც; იგი უსულო მატერიაა, სანამ იესოდის ძალაუფლება მას სიცოცხლეს ჩაბერავს.

 9. ჩვენ მატერია იმგვარად უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც გარეგანი და უხილავი ეთერული აქტივობების ხილული ნიშანი. სადაც სიცოცხლეა, იქვეა იესოდიც, რადგან იესოდი სასიცოცხლო მექანიზმია. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ სადაც არ უნდა იყოს რაიმე სახის ელექტრული აქტივობა ან გამტარობა, იქნება ეს კრისტალები, ლითონები ან ქიმიკატები, ასეთ დროს ადგილი აქვს იესოდური ძალის ფუნქციონირებას. ეს არის ფაქტი, რომელიც გარკვეულ თილისმებს გამოსაყენებლად ვარგისად ხდის, რადგან ისინი ასტრალურ ძალას ატარებენ.

 10. ამ გვერდებზე შეუძლებელია ეზოთერული ფიზიკის დეტალურად შესწავლა; საკმარისია ადეპტს მივაწოდოთ საფუძვლად მყოფი პრინციპების გაგება მატერიალური სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელიც უხილავი ფარდის მხოლოდ ხილული მხარეა.

 11. იესოდსა და მალქუთს შორის არსებული ურთიერთობის ბუნება მკაფიოდ უნდა იქნეს გაგებული, რადგან ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია პრაქტიკული ოკულტური სამუშაოსთვის. იესოდი ფორმაციის სფეროა, რომელიც მალქუთში მანიფესტაციას ავლენს; გამოსავლენი ფორმა მალქუთს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან მანიფესტაცია მატერიალური კანონების ჩარჩოებში მოქცევისკენ ისწრაფვის. მატერიალური პრინციპები თავიანთი ბუნებით უკიდურესად მდგრადნი და უპასუხისმგებლონი არიან, ამიტომ, ინიცირებული მატერიაში მუშაობას  ასრულებს ელემენტით, რომელსაც სპეციალური სახელით, "ელემენტალური ცეცხლით" მოიხსენიებს და რომლის მეშვეობითაც იესოდურ ძალებს ეფექტის მოხდენა შეუძლიათ. როდესაც შედეგი ცეცხლის ელემენტის გამოყენების შემდეგ დადგება, სხვა ელემენტებსაც შეუძლიათ საკუთარი გავლენის განხორციელება.

 12. ელემენტალური ცეცხლი მატერიის ერთგვარი გადაჭარბებული მდგომარეობაა, რისი გაცნობაც მხოლოდ ყველაზე მაღალგანვითარებულ ფიზიკის დარგებს შეუძლიათ. ეს ერთგვარი ურთიერთობის მდგომარეობაა, ვიდრე თავისთავად რაიმე საგანი. ელემენტალური ჰაერი ამ ურთიერთობის მიღწევის საშუალებაა და ამავდროულად, ფიზიკური ცხოვრების სასიცოცხლო პრინციპი; მხოლოდ მატერიას გააჩნია ორგანული ნივთიერების ორგანიზების უნარი და შესაძლებლობა. ელემენტალური წყალი პროტოპლაზმას როლს ასრულებს; ხოლო ელემენტალური მიწა არაორგანული ნივთიერებაა.

  13. ორგანიზებული ძალისა და რეაქციის თითოეულ ტიპს მათთვის დამახასიათებელი განსაზღვრული ბუნება გააჩნია. ელემენტებს შორის არსებობს ურთიერთკავშირი, რომელიც თავისთავად გამოიხატება ოთხ ელემენტარულ მდგომარეობას შორის და მათი გავლენების გამოყენებით გარკვეული შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. ეს, რა თქმა უნდა, სუსტი ელემენტარული ფორმების მაგიური მანიპულირების მეთოდს წარმოადგენს; მაგრამ, იგი ასევე ცხოვრების მეთოდიცაა; თუ მაგია თვითშთაგონებას უნდა აღემატებოდეს, მაშინ მან ცხოვრებისეული მეთოდები უნდა გამოიყენოს - სხვანაირად რომ ვთქვათ, განდობილმა პროტოპლაზმის შუამავლობით უნდა იმუშაოს, რადგან პროტოპლაზმა საკუთარ სტრუქტურაში ელემენტალური ცეცხლის დახვეწილ მაგნიტურ ძალას ატარებს, რომელიც ელემენტალური ჰაერის მეშვეობით გადაეცემა; ეს ნიშნავს, რომ ადეპტმა საკუთარი სხეული თვითმმართველობის საწყის წერტილად უნდა გამოიყენოს, რადგან მასში არსებული პროტოპლაზმა მანიფესტაციის ნებისმიერი ძალის საფუძველია, რაც კი მალქუთის სფეროში შემოდის. მოცემული პრინციპი შეგვიძლია დავაკავშიროთ თაობების, პროტოზოების ან სპერმატოზოიდების პრინციპთან.

 14. მატერიის თანამედროვე კონცეფცია ძალიან მიახლოებულია იმასთან, რაც ეზოთერულ მეცნიერებას უხსოვარ დროში უკვე გააჩნდა. ისინი, რასაც ჩვენი შეგრძნებები აღიქვამს, გარკვეულ ფენომენებს წარმოადგენენ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ძალის მოქმედებებს მიეკუთვნება, განსხვავებულ პირობებში და კომბინაციებში. მხოლოდ ამ ძალების ბუნების გაგების შემდეგ გახდება შესაძლებელო მატერიის ბუნების გაგება. ეგზოთერული მეცნიერება მატერიის კონცეფციას იქამდე ხვეწს, სანამ მასში ყველანაირი ნივთიერება არ გაქრება; ის, რაც ახლა ფიზიკოსებმა იციან, ძალიან შორსაა აშკარა შეჭმარიტებისაგან.

 15. ეზოთერიკოსი პრობლემას საპირისპირო მხრიდან უახლოვდება როცა აცნობიერებს, რომ მატერია და გონება ერთი მონეტის ორი მხარეა. მაგრამ გარკვეულ საფეხურზე დგება მომენტი, როდესაც ტერმინოლოგიის შეცვლა მომგებიანია და საუბარი იწყება ფსიქოლოგიურ ჭრილში - ძალებისა და ფორმების შესახებ; მათ ასეთ დროს რეალური და მიზანმიმართული მნიშვნელობები ენიჭებათ. ეს საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ფენომენებს რომლებშიც ვხვდებით და უკეთესია ასეც მოვიქცეთ, ვიდრე შეზღუდულ თვალსაწიერში დავრჩეთ და უმართავი ძალების შესახებ პირობითი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენ ყოველთვის უნდა მოვიყვანოთ ანალოგები საკუთარი ინტელექტის ბუნებიდან გამომდინარე, დამხმარე საშუალების სახით.

 16. როდესაც ცხოვრებისა და ინტელექტის ტერმინოლოგიას მიზანმიმართულ განზრახვასთან ერთად ვიყენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ხელთ გვაქვს ანალოგი, რომელსაც ჩვენთვის შეზღუდვის ნაცვლად სიცხადე მოაქვს და გაგების ხარისხში წინსვლას გვანიჭებს.

 17. სწორედ ამ მიზეზით, ეზოთერიკოსი ახასიათებს უფრო დახვეწილ ძალებს და მათ ინტელექტუალურ ქმნილებებს უწოდებს. შემდეგ იგი აგრძელებს ამ ძალებს ისე მოექცეს, თითქოს ისინი ინტელექტუალურები არიან და ამის შემდეგ აღმოაჩენს, რომ არსებობს მისივე ბუნებისა და ცნობიერების დახვეწილი მხარე, რომლის მიმართაც რწმენით დამოკიდებულების შემთხვევაში, ისინი რეაგირებას და გამოხმაურებას ახდენენ.

II

 18. სანამ მატერიის დისციპლინისგან თავის დაღწევას შევძლებთ, მანამდე მისი გაკვეთილების ათვისება მოგვიწევს; სანამ ეს არ გამოგვივა, არ გვეძლევა სამოთხისეულ სამყაროებში გადასვლის შესაძლებლობა, არამედ განვითარებისათვის ტანჯვით გვიწევს გაკვეთილების ათვისება. ეს არის სულიერი დეფექტები, რომლებიც ყველგან აღინიშნება. ადამიანები ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებისგან თავის დაღწევის მიზნით იაფფასიან იდეალიზმებს პოულობენ, მაგრამ ეს პროგრესის ნაცვლად დეგრადაციის გზას წარმოადგენს. ადრე თუ გვიან მათ უნდა შეხედონ საკუთარ ალაგს და გაასუფთავონ იგი. ცხოვრება აღზრდის თითოეულ ადამიანს ისევ და ისევ, ხანდახან სამყარო "მათრახს" ან ფსიქოლოგიურ ავადმყოფობას იყენებს ადამიანის გამოსაფხიზლებლად. იგი, ვინც თვალებში არ უყურებს სიცოცხლეს, მატერიიდან განქარდება. დისოციაცია და საკუთარი თავის განყენება ავადმყოფობათა უმრავლესობის მიზეზია, რომლის მემკვიდრესაც გონება წარმოადგენს.

 19. თუ ისტორიის გაკვეთილებს შევისწავლით, ბევრს აღმოვაჩენთ მორალური და სულიერი პრობლემების შესახებ, რომელთაც მოულოდნელი კუთხიდან გამოხტომა სჩვევიათ. მთელი ცივილიზაცია და შთაგონება აღმოსავლეთიდან არის წარმოშობილი; აღმოსავლური ტრადიციის მქონე ამაყი მემკვიდრეები ამტკიცებენ, რომ დასავლეთი აღმოსავლეთის ფეხებთან უნდა იჯდეს, თუ მას სიცოცხლის საიდუმლოებათა შესწავლის სურვილი ამოძრავებს. 

 20. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ აღმოსავლეთში არსებობს ბევრი რამ - განსაკუთრებით ფსიქოლოგიის შედარებით არარეგულარული ასპექტები, რომელთა შესახებაც აღმოსავლეთმა დასავლეთზე ბევრად მეტი იცის და რომლის შესწავლაც ჩვენთვის გონივრული ნაბიჯი იქნება. მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ აღმოსავლეთიდან წარმოშობილი ზრდისა და განვითარების წერტილი ევოლუციის სახით ახლა დასავლეთში თამაშდება. აღმოსავლეთმა უნდა გაიხედოს დასავლეთისკენ და იგი აღმოაჩენს ბორბლის ცხოვრების სტანდარტს. არ დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრების პრიმიტიულ სტანდარტთან ერთად აუცილებლად დადგება პრიმიტიული სიკვდილის სტანდარტი. პრიმიტიული კულტურა პრიმიტიულ მოსახლეობას წარმოშობს; უამრავი ადამიანი უნდა მოკვდეს, ძირითადად მოხუცები და ახალგაზრდები. ბუნების დაუოკებელი გავლენა არც თუ ისე სასიამოვნო საგანია განსახილველად. როდესაც ადამიანები მიწაზე ძალიან მრავლდებიან, ბუნება ანადგურებს მათ დაავადებითა და შიმშილით. თეთრკანიანთა ცივილიზაცია თეთრკანიანების სანიტარიისკენ მიდის. ყოველგვარი მოქმედებისგან თავის შეკავებამ ადამიანი შეიძლება მიიყვანოს სხეულის მონობისაგან განთავისუფლებისკენ უფრო სწრაფად და ეფექტურად, ვიდრე ეს შეუჩერებელი მოქმედების ფარგლებში მოხდება.

 21. ბერძნებმა დანარჩენებს შორის ყველაზე უკეთ გაიგეს მალქუთის პრინციპი; ისინი დასავლური ევროპული ცივილიზაციის ფუძემდებლები არიან. მათ სილამაზის დანახვა სრულყოფილ პროპორციაში და ფუნქციაში გვასწავლეს და სხვაგან არსად.

 22. სწორედ მალქუთის სფეროში მუშაობს ცივილიზაცია ბოლო ათასი წლის განმავლობაში. არავითარი ასტროლოგის დოკუმენტი აღარ გვჭირდება იმის სათქმელად, რომ დიდი ომი დასრულდა, რომელმაც ერთი ეპოქა დაასრულა და ამჟამად ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე ვიმყოფებით. კაბალისტური დოქტრინის მიხედვით, ელვისებური ზიგზაგი, რომელიც ზემოდან ქვემოთ, კეტერიდან მაქლუთამდე ჩამოდის, ახლა იცვლება სიბრძნის გველის სიმბოლიკით, რომელიც ქვემოდან ზემოთ, მალქუთიდან კეტერამდე ამაღლდება. ელვისებური ზიგზაგი წარმოადგენს ძალაუფლების არაცნობიერ დაღმართს, მანიფესტაციის სიბრტყეების აგებას და აქტიურიდან პასიურში გადასვლას; შემდეგ მიმართულება იცვლება და იგივე პროცესი უკან მიმდინარეობს, რათა წონასწორობა შენარჩუნებული იქნეს. სიცოცხლის ხის ბილიკებზე შემოხვეული გველი განასახიერებს ობიექტური ცნობიერების განთიადს და ინიციაციის სიმბოლოს. ინიცირებულები, რომლებიც ამ ბილიკს მიჰყვებიან, დროს წინ უსწრებენ, უკან კი მათთან ერთად ევოლუციაც მოძრაობს, რომელსაც მთელი რასა მიჰყვება. ახლა ნორმალური ხდება ადამიანმა გააკეთოს ის, რასაც ადრე მხოლოდ ინიცირებულები აკეთებდნენ.

 23. მალქუთიდან ევოლუციის ზრდის დასაწყისში, მიმართულება იესოდისკენ ინაცვლებს; ეს ნიშნავს, რომ მეცნიერება სცილდება უსულო მატერიის შესწავლას და საგნების ეთერული და ფსიქიკური ასპექტის გამოკვლევას იწყებს. ეს ცვალებადი ეტაპი ჩვენ გარშემო ყველგან ჩანს, თუ მათი ნიშნების წაკითხვის უნარი გაგვაჩნია. ჩვენ ამას ვხედავთ მედიცინაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ინდუსტრიულ ორგანიზაციაში... და ბოლოს, ყველაზე უხალისოდ, ცვლილებას ვიგრძნობთ ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებებში, რომლებიც მტკიცედ ეკიდებიან ყველაფრის მატერიალისტურ ახსნას, სასიცოცხლო პროცესების ჩათვლით.

 24. მალქუთის ოკულტური დაყოფა ოთხ ელემენტად, გვაძლევს ძალიან ღირებულ გასაღებს. ჩვენ მატერიას ისეთივე სახით ვიცნობთ, როგორც მალქუთის დედამიწას აღვიქვამთ. სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა, იქნება ეს მოლეკულებში თუ მასებში, შეიძლება კლასიფიცირდეს ორი სათაურით: ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი; სხვანაირად რომ ვთქვათ, შენებისა და ნგრევის პროცესები; ეზოთერულ ტერმინოლოგიაში მოცემული ასპექტი შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მალქუთის წყალი და მალქუთის ჰაერი; რასაც ეზოთერული ფილოსოფია და წარმართული მითოლოგია ამ ელემენტებთან მიმართებაში ამბობს, ზემოთხსენებულ მეტაბოლურ პროცესს და ფუნქციას აღნიშნავს. მალქუთის ცეცხლი დახვეწილი ელექტრომაგნიტური ასპექტია, რომელიც კავშირშია ცნობიერებისა და ცხოვრების პროცესთან და მასთან დაკავშირებით ყველა ცხოვრებისეული მითი ვრცელდება.

 25. როდესაც კლასიფიკაციის მოცემული პრინციპი გასაგებია, ალქიმიკოსთა ტერმინოლოგია ნაკლებად გაურკვეველი და აბსურდული ხდება, რადგან ნათლად ჩანს, რომ კლასიფიკაციის ოთხი ელემენტი ნამდვილად ეხება ფიზიკური სფეროს მანიფესტაციის ოთხ რეჟიმს. კლასიფიკაციის ამ მეთოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს უკეთ აღვიქვათ ფიზიკურ სიბრტყეზე ელემენტების ურთიერთობისა და მათ უკან არსებული სასიცოცხლო პროცესების მექანიზმი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიის შესწავლაში და პათოლოგიური ასპექტების პრაქტიკულ გამოყენებაში, რადგან თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენს. უფრო მოწინავე ექიმები უკვე იხრებიან ამ პოზიციისკენ და პარაცელსუსის კლასიფიკაციებს დღეს უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე სამედიცინო აზროვნების თანამედროვე ლიდერებს. ძველი კლასიფიკაციის დანახვა ოთხ ტემპერამენტში იძლევა მკურნალობის სასარგებლო სახელმძღვანელოს, როდესაც მკურნალი ყველა პაციენტს ერთნაირად არ ეპყრობა; მაგალითად, აპათია ფლეგმატურ ტიპებში შეიძლება უბრალოდ მოწყენილობას ნიშნავდეს; ხოლო იგივე ხარისხის აპათია სანგვინიკის ტიპში შეიძლება მთელი პიროვნების სრული დაშლისკენ მიუთითბდეს.

 26. ოთხი ელემენტი შეესაბამება ჰიპოკრატეს მიერ აღწერილ ოთხ ტემპერამენტს, ტაროს დასტის ოთხ სუიტს, თორმეტ ზოდიაქოს ნიშანს და შვიდ პლანეტას.

 27. მიწის ელემენტი შეესაბამება ფლეგმატურ ტემპერამენტს, პენტაკლების სუიტს, კუროს, ქალწულის და თხის რქას ზოდიაქოს და პლანეტებიდან ვენერას და მთვარეს.

 28. მელანქოლიკური ტემპერამენტი შეესაბამება წყლის ელემენტს, თასების სუიტს, კირჩხიბის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს და პლანეტა მარსს.

 29. ჰაერის ელემენტი შეესაბამება ქოლერიკულ ტემპერამენტს, ხმლების სუიტს, სასწორის, ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს და პლანეტებიდან სატურნს და მერკურს.

 30. ცეცხლის ელემენტი შეესაბამება სანგვინიკურ ტემპერამენტს, კვერთხების სუიტს, ვერძის, მშვილდსანის და ლომის ზოდიაქოს და პლანეტებიდან მზეს და იუპიტერს.

 31. თუ ჩვენ დავახარისხებთ ამქვეყნიურ საქმეებს და ფენომენებს ოთხი ელემენტის თვალსაზრისით, შედეგად დაუყოვნებლივ დავინახავთ მათ ურთიერთობას ასტროლოგიასთან და ტაროსთან კავშირში.

 32. ეზოთერული მეცნიერების ტრაგედიაა, რომ მისი ექსპონენტები თითქმის ყოველთვის არასაკმარისად იყვნენ აღჭურვილნი მალქუთის სფეროში და შესაბამისად, არ შეეძლოთ მათი შედეგების კოორდინაცია სხვა დარგის მუშაკებთან ერთად.

 33. მოდით ახლა განვმარტოთ შედარება ტექნიკური ოკულტიზმის გადმოსახედიდან; ყველა მაგიური ოპერაცია შექმნილია სფეროებიდან ენერგიის ადეპტამდე მიწოდებისთვის, რათა მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ძალა, რომელსაც შემდგომში ნებისმიერი მიზნისთვის იყენებს, რისი შემუშავებაც შეუძლია. ბევრი ოპერატორი კმაყოფილია თუ მათ შეუძლიათ მიიღონ წმინდა სუბიექტური შედეგი - ანუ  ამაღლების განცდა; სხვები ფსიქიკური ფენომენების წარმოებას ისახავენ მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ოპერაცია მალქუთის სფეროში კარგად არ არის "დამიწებული", ირგვლივ შემორჩენილი ფხვიერი ძალა მაგიურ ექსპერიმენტებში პრობლემების წარმოქმნას იწყებს. შეიძლება ერთმა ექსპერიმენტმა არ გამოიწვიოს რაიმე სახის პრობლემა, მაგრამ ექსპერიმენტების სერიების განმავლობაში ეფექტი შეიძლება კულმინაციური იყოს და გამოიწვიოს ზოგადი ფსიქიკური აშლილობა, ცუდი იღბალი და უცნაური მოვლენები, რომელთაც ასე ხშირად აფიქსირებენ ექსპერიმენტატორები. სწორედ ამის გამო ექსპერიმენტული მაგია ცუდ ტიტულს ატარებს და მისი გამოყენება საშიშად ითვლება. გაუმართავი ტექნიკა ყოველთვის უბედურებას იწვევს, როდესაც აქტიური პოტენციალი დაუმუშავებელია, მაგრამ, თქვენი ტექნიკის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში თქვენ იშორებთ პრობლემებს და გამოსაყენებლად ძალიან დიდი ძალა გრჩებათ.

 III

34. იესოდიდან მალქუთში განხორციელებული ტრანზაქციის ერთადერთი საშუალება ცოცხალი ნივთიერებების შუამავლობით ხორციელდება. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა და ხარისხი არსებობს. ეზოთერიკოსი სიცოცხლეს ხედავს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ორგანიზებული ფორმა, რადგან ის ამბობს, რომ მხოლოდ ცხოვრებაა ფორმის ორგანიზატორი, თუმცა რასაც ხალხში არაორგანულ ნივთიერებებს უწოდებენ, მათში სიცოცხლის წილი ძალიან მცირეა და ზოგიერთ შემთხვევაში უსასრულოდ მცირეც. არაორგანული ნივთიერების ზოგიერთ ფორმაში სიცოცხლის უმნიშვნელო პროპორცია გვხვდება, ისევე როგორც მცენარეებში გვხვდება ინტელექტის უმნიშვნელო ნაწილი. ბოლოდროინდელი მიღწევები ექსპერიმენტულ მუშაობაში ამ ფაქტს ადასტურებს, განსაკუთრებით კი ჯაგდიშ ჩანდრა ბოსის მიღწევები. მაგრამ ასეთი ფაქტები უკვე დიდი ხანია ემპირიულად ცნობილია პრაქტიკული ოკულტისტისთვის. არსებობს სხვადასხვა სახის მინერალური ქვა, რომლებიც შესაბამისი ძალით იმუხტებიან და ამ ძალას ინახავენ. ძვირფასი ქვა, რომელიც რა თქმა უნდა, ფერადი კრისტალია, გარკვეულ ოპერაციებში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მოქმედებს, როგორც ძალის ფოკუსი. ფერების გავლენა ფსიქიკურ მდგომარეობებზე დღევანდელ დროში საკმაოდ კარგადაა აღიარებული. ფოტოგრაფიული მასალის მწარმოებელ ორგანიზაციებში თანამშრომელი არ არის ნებადართული, რათა დიდი დრო გაატაროს წითლად განათებულ ოთახში, რადგან საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანები ემოციურ აშლილობას და დროებით ფსიქიკურ დისბალანსს ექვემდებარებიან.

 35. მცენარეებში სხვადასხვა ხარისხით "ფსიქიკურ აქტივობას" ვხვდებით. ეს განცხადება განსაკუთრებით მიეკუთვნება არომატულ მცენარეებს. ძველებს ჰქონდათ ატრიბუტების დახვეწილი სისტემა მცენარეების სხვადასხვა ფორმებისა და ასპექტების მიმართ. ზოგიერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, მაგრამ არსებობს გარკვეული ფართო პრინციპები, რომლებიც გვხელმძღვანელობენ. სადაც არ უნდა შეგვხვდეს მცენარე, რომელიც ტრადიციულად ასოცირებულია რომელიმე ღვთაებასთან, ჩვენ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ მცენარეს კავშირი აქვს ძალის იმ ტიპთან, რომელსაც ღვთაება განასახიერებს. მაგალითად, ვარდი არის ვენერას ყვავილი, ხოლო შროშანი ღვთისმშობელის. ყველა პრაქტიკული მიზნისთვის ასეთი ურთიერთკავშირის ცოდნა ბევრისმომცემია და ეს არა მხოლოდ მცენარეებს ეხება, არამედ ცხოველებსაც.

 36. ატრიბუტი, რომელთაც განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, არის სუნამოები და ფერები. ფერთა ატრიბუტები უკვე მოცემულია თითოეული თავის დასაწყისში მოცემულ ცხრილებში. რაც შეეხება სუნამოებს, შედარებით რთულია ამ სივრცის ფარგლებში განვმარტო მოცემული საკითხი, რადგან ხელმისაწვდომი სუნამოები თითქმის უთვალავია და ძალები პრაქტიკულ მუშაობაში ხშირად მიდრეკილნი არიან, რომ ერთმანეთისკენ გადაიხარონ. მაგალითად, ძნელია და ფაქტობრივად არასასურველიც, განვაცალკევოთ ნეცახის ძალები ტიფარეტიდან, ან ჰოდის ძალები იესოდიდან, ან იესოდის მალქუთიდან; ვინც შეეცდება გებურასთან მუშაობას გედულას გარეშე, თითებს დაიწვავს.

 37. სუნამოები არა მხოლოდ ღვთაების მანიფესტაციისთის გამოიყენება, არამედ ოპერატორის ფანტაზიის გასაძლიერებლადაც. ამას ყველა აღმოაჩენს, ვინც ოპერაციის ჩატარებას შესაბამისი სურნელის გარეშე ცდილობს, შემდეგ კი იგივეს სურნელის გამოყენებით ეცდება. გამოუცდელი ოპერატორის შემთხვევაში მიზანშეწონილია უარი თქვან სუნამოების გამოყენებაზე, რადგან ფსიქიკური ეფექტი ზედმეტად მკვეთრია.

 38. ზოგადად, შეგვიძლია სუნამოები დავყოთ ორ ჯგუფად: ისინი, რომლებიც ამაღლებენ ცნობიერებას და რომლებიც აღძრავენ ქვეცნობიერს აქტივობისკენ.

 39. მაგალითად, ვენერას სუნი არის ტკბილი, მომხიბვლელი ბუნების, როგორიცაა ვანილი. ხშირად ასეთი სუნები ერთ ნივთიერებას შეიცავენ, ზოგჯერ კი მათი შერევა ხდება, რაც გასაყიდად დამზადებულ სუნამოებში ფართოდ არის გავრცელებული; ასეთი სუნამოები თავისთავად უხეში და მძაფრი არომატისაა, ან მომაბეზრებელი და ავადმყოფური ხდება ხშირი შესუნთქვის შემთხვევაში.

  40. ამბობენ, რომ სინთეტიკური სუნამოები უსარგებლოა მაგიურ სამუშაოში. ჩემი გამოცდილებით ეს ასე არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ესენციები კარგი ხარისხისაა. კარგი სინთეზური ესენციები არ განსხვავდება ბუნებრივი პროდუქტებისგან. იმ ფაქტის გამო, რომ სუნამოების ეზოთერული ღირებულება ფსიქოლოგიურია, მათი მოქმედება ოპერატორზე აისახება და არა გამოძახებულ ძალაზე.

 41. იგივე ხდება ძვირფას ქვებთან დაკავშირებითაც. ყველაფერი რაც ადეპტს სჭირდება, არის შესაბამისი ფერის მქონე კრისტალი. ანტიკური ხალხი ამ ცოდნას უძველეს დროშიც ფლობდა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ღვთაებების აღწერილობისას მათთან დაკავშირებული ძვირფასი ქვებიც არის მოხსენიებული. მაგალითად, ქროული თავის "777"-ში მარგალიტს, მთვარის ქვას და კრისტალს მთვარის ძალებისთვის წმინდა ქვებად მოიხსენიებს, ხოლო ლალს და ნებისმიერ წითელ ქვას მარსიანულ ქვებად.

 42. ოკულტისტების აზრით, განზრახვის მენტალური კონცენტრაცია, რომელსაც წარმოსახვაც მხარს უჭერს, გავლენას ახდენს გარკვეულ კრისტალებზე, ლითონებზე და ეთერზეთებზე. ოკულტისტი ასეთ ნივთებს კონკრეტული ძალის შესანახად ან მუდმივი გავლენის განსახორციელებლად იყენებს. ცერემონიული მაგიის დიდი წილი იარაღების კურთხევაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო აღჭურვილობას მის გამოყენებამდე ყოველთვის აკურთხებენ. ეფექტურია თუ არა ასეთი კურთხევა, განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ნებისმიერი კარგად გაწვრთნილი ექსტრასენსი ადვილად განასხვავებს ერთმანეთისგან ნაკურთხ და არანაკურთხ საგნებს, რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ კურთხევა ეფექტურია. ნებისმიერი პრაქტიკოსი ოკულტისტის გამოცდილების საკითხია, რომ მასში ბევრი რამ იცვლება, როდესაც ხელში მაგიურ ინსტრუმენტს იკავებს ან სარიტუალო სამოსს იცვამს. ადეპტს მათი მეშვეობით იმის გაკეთება შეუძლია, რასაც მათ გარეშე ვერ შეძლებს.

 43. პრაქტიკულ მუშაობაში გავლენის მალქუთის სფერომდე მოტანა დიდ პრობლემას წარმოადგენს. რამდენად შორს იყო მანიფესტაციის გავლენა ვირგილიუსის მიერ სისხლის მსხვერპლშეწირვის მეთოდში? და რამდენად შორს მიდის მონაწილეთა ამაღლებული ფანტაზიები შიშის მომგვრელი რიტუალების ჩატარებისას, რომლებიც გამოვლინების/მანიფესტაციის საფუძველს იძლევა?

 44. როგორიც არ უნდა იყოს ფაქტები, ანტიკურ ხალხთა ჰოლოკოსტური მეთოდები თანამედროვეთათვის პრაქტიკულ მეთოდს არ წარმოადგენს, რომელიც ექსპერიმენტატორმა უნდა დაიცვას. თუმცა, იდეის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ახლად დაღვრილი სისხლი ექტოპლაზმას გამოყფს. არსებობს მატერიალიზებული საშუალებები, რომლებიც ასევე გამოყოფენ ექტოპლაზმას სისხლის დაღვრის გარეშე. როდესაც რამდენიმე ფსიქიკურად განვითარებული ადამიანი ერთ წრეშია თავმოყრილი, მათ შეუძლიათ გამოყონ საკმარისი ექტოპლაზმის წარმოქმნას აუცილებელი საფუძველი ფიზიკური მანიფესტაციისთვის. ასეთი მეთოდი სირთულეებისა და რისკების გარეშე არ არსებობს, ამიტომ, ეზოთერიკოსი, რომელიც ფილოსოფოსია და არა ექსპერიმენტატორი, იშვიათად იყენებს ამ სახის რიტუალს. საკმარისია თუ იგი იღებს გამოვლინებებს იესოდის სფეროში და აღიქვამს მათ შინაგანი ხედვით.

 45. ევოკაციის ერთადერთი დამაკმაყოფილებელი არხი არის თავად ოპერატორი. ევოკაციის ეგვიპტურ მეთოდში, ოპერატორი საკუთარ თავს ღმერთთან აიგივებს და მისსავე არსებას გამოვლინების არხად სთავაზობს. ეს არის ადეპტის მაგნეტიზმი, რომელიც ხიდს ავლებს მალქუთსა და იესოდს შორის არსებულ ბილიკზე. არ არსებობს ამაზე უფრო ეფექტური და დამაკმაყოფილებელი მეთოდი, რადგან ადამიანში არსებული მაგნეტიზმი ყველა ძვირფას ქვაში, ლითონში ან კრისტალში არსებულ მაგნეტიზმს ბევრად აღემატება, რაც არ უნდა ძვირფასი იყვნენ ისინი.

 46. ეს უძველესი მეთოდი ჩვენთვის სხვა სახელითაც არის ცნობილი; თანამედროვეები ამას მედიუმიზმს ეძახიან. პროცესი ხდება ზუსტად იგივენაირად, როგორც ძველ ეგვიპტეში, როდესაც ჰორუსის ნიღბიანი ქურუმი ტრანსში ყოფნისას ჰორუსის ხმით ქადაგებდა.

 47. მიკროკოსმოსური ხის განხილვისას, ფიზიკური სხეული მალქუთს წარმოადგენს; ეთერული დუბლი არის იესოდი; ასტრა-მენტალური სხეული არის ჰოდი და ნეცახი; უმაღლესი გონი, ჭეშმარიტი ინდივიდუალობა არის ტიფარეტი.

 48. საუკეთესო მაგიური იარაღი თავად მაგია, ყველა დანარჩენი ჩანაფიქრი კი მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად, მიზანს კი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რაც ჩვეულებრივ ადამიანს მაგად ხდის. "ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენა ხართ". (კორინთელთა 3:16-17). თუ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ამ ცოცხალი ტაძრის სიმბოლური ავეჯი, სამოთხის გასაღებები ჩვენს ხელთაა.

 49. მათი გამოყენების გასაღებები მოცემულია ხის მიკროკოსმოსურ ატრიბუტებში. ფუნქციონირებისა და სულიერი პრინციპების ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია განვბლოკოთ ძალის საწყობის კარი. ღმერთის ძალის საუკეთესო და სრული გამოვლინება გაწვრთნილი და თავდადებული ადამიანის ენერგიული ენთუზიაზმის მეშვეობით ხორციელდება. უფრო გონივრული იქნება, თუ ჩატარებული ოპერაციის მაგიურ შედეგს ბუნებრივი არხების დახმარების გზით შევეცდებით და არა ბუნების მსვლელობაში ჩარევის გზით, რაც იმედგაცრუებისთვისაა განწირული.

 50. ავადმყოფობის განკურნების მიზნით სიცოცხლის ხეზე ტიფარეტის სფეროში რიტუალის ან მედიტაციის გზით უნდა ვიმუშაოთ. მაგნიტური ძალის გასატარებლად ზეთისცხების რიტუალები იესოდის სფეროს ეკუთვნის. ასევე ძალიან გონივრული მეთოდია, რომ გამოვიყენოთ მალქუთის სფეროს ოპერაციები ფორმაციის სფეროში ძალის სტაბილური მანიფესტაციისთვის.

 51. რა არის მალქუთის სფეროს ოპერაცია? ეს არის უბრალო მოქმედება ფიზიკურ სფეროში.

 52. ეჭვგარეშეა, რომ დაავადებების განკურნების მიზნით დიდი სულიერი ძალების გამოყენება შეიძლება, მაგრამ, პირველ რიგში მათ მანიფესტაციის არხი უნდა ჰქონდეთ. ღმერთი იდუმალი გზით ასრულებს თავის საოცრებებს, როდესაც ბუნებრივი კანონების გაგება ჩვენთვის დახურული წიგნია; მაგრამ როდესაც გვესმის ბუნების მუშაობის პრინციპები, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი მოქმედებს სრულიად ბუნებრივი გზით, რეგულარულად ჩამოყალიბებული არხების მეშვეობით; განსხვავება ზებუნებრივსა და ბუნებრივს შორის არ იმალება გამოვლინების არხებში, რომლებიც გამოიყენება, არამედ იმ სიმძლავრის ოდენობაში, რომელიც მათგან მოედინება.

 53. მალქუთის მთელი პრობლემა არხებში და დამაკავშირებელ ბილიკებში მდგომარეობს. დახვეწილ სფეროებში დანარჩენ სამუშაოს გონება ასრულებს. ნამდვილი სირთულე მდგომარეობს დახვეწილიდან მკვრივზე გადასვლაში, რადგან დახვეწილი ძალიან ცუდად არის აღჭურვილი მკვრივზე სამუშაოდ. მსგავსი გადასვლა ცოცხალი არსებების მაგნეტიზმის საშუალებით ხორციელდება, იქნება ეს ორგანული თუ არაორგანული.

 IV

 54. "იეცირას" ტექსტიდან სამი იდეა იკვეთება: მალქუთი, როგორც ბრწყინვალე ინტელექტი, როგორც ყოველი მნათობის ბრწყინვალების ილუმინაციის არხი; მალქუთსა და ბინას შორის არსებული ურთიერთობა და კეტერის ანგელოზის გავლენა მალქუთზე.

 55. შეიძლება უცნაურად ჟღერს, რომ მალქუთი, რომელიც მატერიალური სამყაროა, მნათობთა ბრწყნვალების ილუმინაციის არხია; ამ აზრის გაგება ადვილად შეგვეძლება, როდესაც ფიზიკის ანალოგიას მივმართავთ: იგი გვეუბნება, რომ ცას ლურჯი შეფერილობა მხოლოდ უთვალავი სინათლის სხივის არეკვლის გამო აქვს. ეს არის მტვრის ნაწილაკები, რომელთა გარეშეც სინათლე არ იარსებებს და ვარსკვლავთშორის სივრცეში სრული სიბნელე იქნება გამეფებული. ფიზიკიდან ასევე ვგებულობთ, რომ ჩვენ ობიექტებს მხოლოდ სინათლის სხივების საშუალებით ვხედავთ, რომლებიც დანახული ობიექტებიდან ირეკლებიან.

 56. მალქუთის ფორმირებისა და კონკრეტიკის ფუნქცია საბოლოოდ ხელშესახებს და განსაზღვრულს ხდის იმას, რაც უმაღლეს სფეროებში არამატერიალური და განუსაზღვრელი სახით არსებობს. ყველა მნათობის, ანუ ყველა სეფირას გამოსხივება ხილული ხდება მალქუთის მაკონკრეტებელ სფეროში.

 57. ყველა მაგიურმა ოპერაციამ უნდა გაიაროს მალქუთის სფეროში, სანამ იგი დასრულებულად ჩაითვლება, რადგან მხოლოდ მალქუთია ძალაუფლების ფორმაციის და საბოლოო ჩაკეტვის სფერო. ამიტომ, ყველა მაგიურად შესრულებული რიტუალი ბევრად უკეთესად ხორციელდება, თუნდაც ოპერატორი მარტოდმარტო მუშაობდეს; ასეთი რიტუალები უბრალო მედიტაციის ფორმაზე უფრო ეფექტურია, რომელიც მხოლოდ ასტრალურ სფეროზე მოქმედებს. ფიზიკურ სფეროში რაღაც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, თუნდაც თილისმაზე დახატული ხაზები ან ჰაერში გამოსახული სიმბოლოები, რათა ჩაითვალოს, რომ მალქუთში მოქმედება შედგა. გამოცდილება ადასტურებს, რომ მალქუთში დასრულებული ოპერაცია ძალიან განსხვავდება იმისგან, რომელიც ასტრალში იწყება და ასტრალშივე მთავრდება.

 58. მალქუთსა და ბინას შორის ურთიერთობა ძალიან ნათლად არის მითითებული ორივე სეფიროტისთვის მინიჭებულ სათაურებში. ბინა არის უმაღლესი დედა, ხოლო მალქუთი უმდაბლესი დედა. როგორც უკვე ვნახეთ, ბინა არის პირველყოფილი ფორმის მომცემი სეფირა, მალქუთი კი თავად ფორმის სფეროა; მათ შორის არსებული ურთიერთობა აშკარაა. ბინაში დაწყებული ასპექტი საკუთარ კულმინაციას მალქუთში ჰპოვებს. ეს მოცემულობა გვაძლევს მნიშვნელოვან მინიშნებას, რომელიც ჩვენს კვლევებს პოლითეისტური პანთეონის განშტოებებს შორის წარმართავს. კაბალისტური სისტემა ხსნის დოქტრინებს ემანაციათა შესახებ, სადაც ერთი ვითარდება მრავალში და შემდგომ მრავალი ხელახლა შეიწოვება ერთში. არც ერთი სხვა სისტემა კონკრეტულად ამ საკითხზე სპეციფიკურ ყურადღებას არ ამახვილებს, თუმცა ყველა მათგანში არსებობს მინიშნება გენეალოგიების შესახებ. შობადობა და შეჯვარება, ღმერთები და ქალღმერთები და მსგავსი პოლარული ქმნილებები არავითარ შემთხვევაში არ არიან ადამიანის პრიმიტიული ფანტაზიის ნაწილნი, რადგან ღმერთებმა ადამიანები საკუთარი თავის ხატად და მსგავსად შექმნეს.

 59. მიღებული ინფორმაციის იმ რიტუალებთან ფრთხილად შედარება, რომლითაც ანტიკურ დროში ღმერთებს ეთაყვანებოდნენ მალევე ცხადყოფს, რომ მკაფიო მითებს, რომლებიც ასე ლაკონურად გადაიცემა ბავშვებისათვის ზღაპრების სახით, ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს ფაქტობრივი რელიგიის გადმოსახედიდან, რომელიც უშუალოდ სულიერებას ასწავლის.

 60. უძველესი ხელოვნების შესწავლიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ღმერთებისა და ქალღმერთების მახასიათებლები, აბსტრაქტული იდეების ფორმაციული წარმოჩენის აღსანიშნავად გამოიყენებოდა და მათი მნიშვნლობა მღვდელმსახურებას კარგად ესმოდა. მსგავსი საშუალებით ხშირად წერა-კითხვის უცოდინარ მოსახლეობას უმკლავდებოდნენ, რადგან ძველ დროში სწავლის ფუფუნება ძალიან შეზღუდული იყო, მაგრამ ბრძენი სწავლულები დაინტერესებულ პირებს სიმბოლოს განმარტებას აძლევდნენ და სწორი მიმართულებით ფიქრის შემთხვევაში ილუმინაციის სინათლე ჩნდებოდა. პროპორციულად, რამდენადაც შეძლებთ მის მიღებას, იმდენად შემოვა სინათლე თქვენს სულშიც, სავარაუდოა, რომ მისტერიებში მოცემული ილუმინაცია ასეთი მითების მეტაფიზიკის შეცნობას ეხებოდა.

 61. პერსეფონეს, დიანას, აფროდიტეს, ჰერას და ყველა დანარჩენის სიმბოლოები, ფუნქციები და მახასიათებლები, დამაბნეველად მონაცვლეობენ ბერძნულ პანთეონსა და ხელოვნებაში. ანალოგიური რამ ხდება პრიაპოსთან, პანთან, აპოლონთან და ზევსთან. საუკეთესო, რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ ყველა ქალღმერთი დიდი დედაა და ყველა ღმერთი სიცოცხლის მომცემია; მათ შორის განსხვავება ფუნქციონირებას არ წარმოადგენს, არამედ იმ საფეხურს, რომელზეც თითოეული ფუნქციონირებს. ციური ვენერა და ამავე სახელის მქონე სიყვარულის ქალღმერთი ერთმანეთისგან განსხვავდება; გამჭრიახს თანაბარი განსხვავების პოვნა შეუძლია ზევსსა და პრიაპოსს შორის; ორივე მათგანი მამობის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ერთი ციურ დონეზე, მეორე კი მიწიერ დონეზე. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ორი სხვადასხვა ღმერთი; სინამდვილეში ეს ერთი ღმერთია, ისევე როგორც ბინა და მალქუთია ერთი ძალის ორი განსხვავებული ასპექტი, როდესაც იგივე ძალა სხვადასხვა დონეზე მოქმედებს. სწორედ ეს არის ნამდვილი მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ღვთაება კაცობრიობაში - მან კაცობრიობა ღვთაებამდე უნდა აამაღლოს. მოცემული პროცესი, ფროიდისტული თერაპიის საფუძველია.

 62. განცხადება, რომ მალქუთი გავლენას კეტერის ანგელოზისგან ღებულობს, კიდევ უფრო ადასტურებს ამ აზრს. ჩვენ ვხედავთ, რომ მალქუთი, ანუ დედოფალი/დედა, პოლარიზებას ახდენს კეტერთან, ანუ ყოველთა მეფესთან/მამასთან.

 63. მოცემული კლასიფიკაცია ძალიან მარტივად ჟღერს იმისთვის, რათა რაიმე სახით ადეკვატურად დაგვეხმაროს პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან წარმართული პანთეონების განმარტებას უმარტივესი ტერმინოლოგიით ვცდილობთ, როდესაც საქმე პირადი ცხოვრების ცვლილებების შესაძლებლობას ეხება, თუმცა, მალქუთის ოთხ ელემენტად დაყოფილ სფეროში ჩვენ იმ გასაღებებს ვიპოვით, რომლებიც გვჭირდება.

 64. ეს ოთხი ელემენტია მიწა, ჰაერი, ცეცხლი, და წყალი - ანუ აქტივობის ოთხი რეჟიმი. ეზოთერული მეცნიერების აღნიშვნაში ისინი ოთხი სხვადასხვა ტიპის სამკუთხედით არიან წარმოდგენილი. ცეცხლი გამოსახულია სამკუთხედით, წვერით მაღლა. ჰაერი იგივე სამკუთხედით, მაგრამ წვერთან გავლებული ხაზით, რაც მიუთითებს, რომ ჰაერი ცეცხლის მსგავსია, მაგრამ მასზე უფრო მკვრივია. სწორი იქნება თუ ჰაერს ნეგატიურ ცეცხლს ვუწოდებთ, ხოლო ცეცხლს პოზიტიურ ჰაერს. წყალი გამოისახება ამოტრიალებული სამკუთხედით, ხოლო მიწა ამოტრიალებული სამკუთხედით და წვერთან გავლებული ხაზით. მათზეც იგივე პრინციპები ვრცელდება, რაც მათ წინამორბედებზე.

65. ცეცხლის სამკუთხედი განასახიერებს უპირობო ძალას; ჰაერის სამკუთხედი განპირობებულ ძალას; მიწის სამკუთხედი წარმოადგენს სრულიად ინერტულ ფორმას, ხოლო წყლის სამკუთხედი აქტიური ტიპის ფორმაა. უძველეს მითებში ჰაერი, ანუ კოსმიური ღმერთი, მზის ღმერთის (ცეცხლის) მშობელია, ხოლო წყალი მიწის წარმომქმნელ მატრიცად ითვლება. მოცემული კლასიფიკაცია აშკარადაა ილუსტიტებული სიცოცხლის ხის გლიფში, სადაც კოსმიური კეტერი ჩრდილავს ცეცხლოვან ტიფარეტს და ფლუიდური იესოდი ჩრდილავს მიწიერ მალქუთს.

 66. მალქუთის ფერადოვან შკალაზე ოთხი ელემენტი კეტერიდან ჩამომავალ სასიცოცხლო ძალას განასახიერებს, რომელიც მოქმედი ელექტროენერგიის ანალოგს წააგავს. ეს ძალა ხან მალქუთიდან კეტერამდე მიედინება და ხანაც კეტერიდან მალქუთამდე.

 67. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც მიკროკოსმოსის შესწავლაში გამოიყენება, რადგან ის გვასწავლის, რომ ჩვენ დედამიწის სულის ციკლში ისევე უნდა ვიმყოფებოდეთ, როგორც ზეცის ღმერთთან მიმართებაში; სწორედ ესაა შთაგონება, რომელიც ამოდის არაცნობიერის სიღრმეებიდან და მიემართება ზეცნობიერის სიმაღლეებამდე.

 68. ზემოთაღნიშნული აშკარად ჩანს ბერძნულ მითებში, სადაც ჩვენ ვპოულობთ ისეთი სახის პოზიტიურ დედამიწისეულ ძალებს, როგორიცაა პანი, თხის სიმბოლიზმის სახით გამოხატული, რადგან თხის რქა ყველაზე მიწიერი ნიშანია მატერიალურ ტრიადას შორის (იგულისხმება მიწის სტიქიის სამი ზოდიაქოს ნიშანი: თხის რქა, კურო და ქალწული). პანი განასახიერებს დედამიწის დადებით მაგნეტიზმს, რაც მალქუთის სფეროს "ყოველთა მამასთან" დაბრუნებას იწვევს. ცერერა ან მრავალმკერდიანი დიანა, რომლებიც ძალიან მიწიერი ვენერასეული განსახიერებები არიან, წარმოადგენენ ზეციური ძალის საბოლოო ფორმირებას მკვრივ მატერიაში. ჰერა, რომელსაც ციურ ვენერას ან ზეციურ აფროდიტეს ეძახიან, წარმოადგენს ამაღლებული მიწის ძალის ზეცაში დაბრუნებას და დედამიწის დადებით პოლუსს ზეციურ დონეზე.

 69. ეს ყველაფერი ძნელად გასაგებია მათთვის, ვისაც შუაღამის მზე არ უნახავს. ისინი ბევრს მედიტირებენ, მაგრამ ცოტას თუ აღმოაჩენენ ხოლმე.

 V

 70. მალქუთის სფეროში ყველანაირი სახის მკითხაობა მუშაობს. მკითხაობის ნებისმიერი მეთოდის მიზანია შესაბამისი კომპლექტის პოვნა ფიზიკურ სფეროში, რომლებიც ისევე ზუსტად შეესაბამებიან ყოვლისმომცველ უხილავ ძალებს, როგორც საათის მაჩვენებელი შეესაბამება დროის გასვლას.

 71. უნივერსალური გამოცდილებით მიღებული ზოგადი ტენდენციებისა და პირობების გამოვლენის შედეგად, საყოველთაოდ მიღებულია, რომ ასტროლოგია შესაბამისობების საუკეთესო სისტემაა. მაგრამ მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხის მისაღებად ასტროლოგია არ არის საკმარისად სპეციფიკური სისტემა, რადგან ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეცვალოს მოსალოდნელი შედეგი. ამრიგად, ინიცირებული მკითხავი იყენებს უფრო სპეციფიკურ სისტემებს, როგორიცაა ტაროზე მკითხაობა ან გეომანტია, თუ მას სურს მიიღოს პასუხი კონკრეტულ კითხვაზე.

 72. ტაროს მაღაზიაში შესვლა და დასტის ყიდვა სრულებით არ ნიშნავს, რომ პიროვნება თითოეული არკანის ასტრალური შესაბამისობის შესაქმნელად საკმარის ცოდნას ფლობს. ამას დრო სჭირდება, რადგან სამუშაოდ სამოცდათვრამეტი არკანი გვაქვს. ტაროს სისტემს შესწავლის შემდეგ, ადეპტს შეუძლია დასტის ხელში აღება და ქვეცნობიერის მიმართ ნდობის ხარისხის მეშვეობით, ყველა არკანის ინტერპრეტაცია უნებლიედ ხორციელდება. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა პრინციპით მოქმედებს ტარო და როგორ ხდება მისი მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მიღება, მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ტაროს დიად ანგელოზთან კონტაქტში შედიან, არკანები საოცრად ნათლად ამჟღავნებენ ინფორმაციას.

 73. მალქუთის სფეროს ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, ახლა შესაძლებლობა გვეძლევა შევისწავლოთ მისი სიმბოლოები.

 74. თარგმანში მისი სახელი ჟღერს, როგორც "სამეფო" - სხვა სიტყვებით, "სფერო, რომელსაც მეფე მართავს". ამ შემთხვევაში მეფეს განასახიერებს მიკროპროსოპოსის ტიტული, რომელიც ექვსი ცენტრალური სეფიროტისგან შედგება. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მალქუთის სფერო ექვსივე სეფიროტის გამოვლინებისა და მანიფესტაციის სფეროა, რომლებიც სამი ტრიადის მეშვეობით ვლნდებიან. ყველაფერი მალქუთში მთავრდება, მაშინ, როდესაც ყველაფერი კეტერში იწყება.

 75. მალქუთის მაგიური ხატ-სახე არის გვირგვინოსანი და ტახტზე დაბრძანებული ქალბატონი; იგია ბუნების ისისი, რომლის სახეც დაფარულია იმის დასანახად, რომ სულიერი ძალები გარეგან ფორმაში იმალებიან. იგივე იდეა გვხვდება სეფირა ბინას სიმბოლიკაში: "გარეგანი დაფარული სამოსი". როგორც "იეცირას" ტექსტშია მითითებული, მალქუთი არის იგივე ბინა, მაგრამ ქვედა შკალაზე.

 76. ბინას ეწოდება "ბნელი სტერილური დედა", ხოლო მაქლუთს "მიკროპროსოპოსის პატარძალს" ეძახიან. იგი შეესაბამება ეგვიპტური მთვარის ქალღმერთის ორმაგ ასპექტს, როგორც ისისი და ჰათჰორი; ისისი არის ქალღმერთის დადებითი ასპექტი, ხოლო ჰათჰორი მისი უარყოფითი ასპექტია. ბერძნულ სიმბოლიკაში ეს შეესაბამება აფროდიტეს და ცერერას. აფროდიტე ქალური პოტენციალის დადებითი ნაწილია, რადგან მას უნდა ახსოვდეს, რომ პოლარობის კანონში რაც უარყოფითია გარე სფეროში, შიგნიდან დადებითია და პირიქით. აფროდიტე, იგივე ციური ვენერა, მაგნიტურ სტიმულს აძლევს სულიერად ნეგატიურ მამაკაცს. ბინა, ანუ ისისის უმაღლესი ასპექტი უნაყოფოა, რადგან დადებითი პოლუსი ყოველთვის სტიმულის მომცემია, თუმცა არასოდეს არის თავად შედეგის მწარმოებელი. ისისის მალქუთის ასპექტი ნათელი და ნაყოფიერია, იგი ნაყოფიერების ქალღმერთია, რითაც თავისთავად მიუთითებს ისისის ოპერაციის ფიზიკურ სიბრტყეში საბოლოო შედეგზე.

 77. მალქუთი მდებარეობს ცნობიერების სვეტის ყველაზე დაბალ წერტილში; მისი უმაღლესი სფეროდან კეტერი სცილდება დაათის უხილავი სეფირას უფსკრულს და ტიფარეტში გადადის. ეს არის ცნობიერების გზა, ხოლო ორი გვერდითი სვეტი ფუნქციების ბილიკებს განასახიერებენ. ორივე გვერდითი სვეტი ასევე ეხება მალქუთს ოცდამეერთე და ოცდამეცხრე ბილიკის გავლით. შედეგად, ისევ და ისევ ყველაფერი მალქუთში მთავრდება.

 78. ჩვენ ყველანი, ვინც ფიზიკურ სხეულში ვართ ხორცშესხმულები, მალქუთში ვდგავართ, ხოლო როდესაც ინიციაციის გზას ვადგებით, ჩვენი მარშრუტი ოცდამეთორმეტე ბილიკზე გადის, იესოდისკენ მიმართულებით. ცენტრალურ სვეტზე გავლებულ ბილიკს "ისრის ბილიკი" ეწოდება, რომლის გასროლაც "ქეშეთიდან", ანუ "აღქმის მშვილდიდან" ხორციელდება. სწორედ ამ მარშრუტით ადის მისტიკოსი სხვადასხვა სფეროში; ინიცირებული, მისტიკოსისგან გასნხვავებით საკუთარ გამოცდილებას გვერდითა სვეტებზე მიღებული ძალაუფლების რეალიზაციასაც ამატებს.

 79. ცენტრალური სვეტის მოცემული ასპექტი გამოხატულია "იეცირას" ტექსტში, სადაც ნათქვამია, რომ: "...მალქუთი ახორციელებს ყოველი მნათობის ბრწყინვალების ილუმინაციას, რომელიც სახეთა პრინცისგან, კეტერის ანგელოზისგან ემანირდება".

 80. მალქუთის აღწერილობით დასახელებებს მისი ატრიბუტები აშკარად სინათლეზე გამოაქვს. იგი ყველაზე ხშირად მოხსენიებულია, როგორც "კარიბჭე". ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ ბინა არის სიკვდილის მომნიჭებელი სეფირა; კარიბჭისა და სიკვდილის იდეა არსებითად ერთი და იგივე იდეაა, რადგან საშვილოსნოში მყოფი ბავშვისთვის დედა სიცოცხლის მომნიჭებელია, მაგრამ ამავდროულად ბავშვი სიკვდილის კარიბჭეში შემოდის, რადგან ფორმის სიბრტყეში დაბადება თავისთავად გულისხმობს სიკვდილს, მაღალ სამყაროებში გადასასვლელად.

 81. ღმერთის სახელი მალქუთში არის ადონაი მალეხი ან ადონაი ჰა არეცი, რაც ნიშნავს "უფალ-მბრძანებელს" და "დედამიწის მეუფეს".

 82. ისინი, ვინც ღმერთს ადონაის სახელის ქვეშ მოუხმობენ, ღმერთის დედა-ბუნებაში გამოვლინებისკენ ისწრაფვიან. ეს არის ღმერთის ერთ-ერთი ასპექტი, რომელსაც უძველეს წარმართულ ტრადიციებში და დიონისეს კულტში ინიცირებულები სცემდნენ თაყვანს.

 83. მალქუთის მთავარანგელოზი არის დიადი სანდალფონი, რომელსაც ზოგჯერ კაბალისტები "ბნელ ანგელოზს" უწოდებენ; მთავარანგელოზი მეტატრონი, "სახეთა პრინცი", ნათელი ანგელოზია. ეს ორი მთავარანგელოზი სულიერი კრიზისის საათებში სულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დგას. ისინი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც "კარგი" და "ცუდი" კარმის ნაწილნი. სანდალფონის ფუნქციონირებაში შეინიშნება იდეა კარმული ვალის შესახებ; მალქუთის ერთ-ერთ აღწერილობით დასახელებას სამართლიანობის კარიბჭე და ცრემლების კარიბჭე წარმოადგენს. ერთმა ბრძენმა ჭკვიანური რამ თქვა, მაგრამ მან არ უწყოდა, რომ მის ნათქვამში იმაზე მეტი სიმართლე იდო, ვიდრე თავად წარმოედგინა. ბრძენმა თქვა, რომ დედამიწა, სინამდვილეში რომელიღაც სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია. მალქუთი ჩვეულებრივ ისეთი სფეროა, სადაც კარმა მუშავდება. როდესაც საკმარისი ცოდნა არსებობს, კარმა შეიძლება განზრახ დამუშავდეს შედარებით დახვეწილ სიბრტყეებზეც და ეს მეთოდი სულიერი განკურნების ერთ-ერთი ფორმაა.

 84. მალქუთისთვის მინიჭებული ანგელოზთა ორდენი არის აშიმები, ცეცხლის სულები. ამ ცეცხლოვანი არსებების შესახებ ბლავატსკაია ძალიან საინტერესო რაღაცებს ამბობს. ცეცხლის სული ფაქტობრივად ატომის ცნობიერებას ნიშნავს; აშიმები მკვრივი მატერიის ბუნებრივ ცნობერებას წარმოადგენენ; სწორედ ეს არის მათი მახასიათებელი. სწორედ აშიმებმა მოქსოვეს უსასრულო ელექტრული მუხტების მეშვეობით, უზარმაზარი აქტივობის ფონზე მატერიის ქსელი. ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, როგორც მატერია, ამ ნიადაგზეა აგებული. აშიმების მეშვეობით, მაგიის გარკვეული ტიპები მუშავდება, მაგრამ ძალიან მცირეა, ვინც ასეთ მაგიას იყენებს; რაც უფრო მკვრივია სფეროთი მანიპულირება, მით უფრო დიდი უნდა იყოს იმ მაგის ძალა, ვინც მას მეთაურობს.

 85. მალქუთის სამყაროსეული ჩაკრა არის ელემენტების სფერო. ელემენტების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმდენად დეტალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

 86. მალქუთის სულიერი გამოცდილება წმინდა მფარველი ანგელოზის ხილვაა. კაბალისტური სისტემის მიხედვით, ეს ანგელოზი ყოველ დაბადებულ სულს ენიჭება და თან ახლავს მას სიკვდილის მომენტამდე, რომელსაც გარდაცვალების შემდგომ თავის საკუთრებაში აიყვანს და წარადგენს მას განსასჯელად, ღმერთის წინაშე. წმინდა მფარველი ანგელოზი სინამდვილეში არის ყოველი ჩვენგანის "უმაღლესი მე", რომელიც ღვთაებრივი ნაპერწკალის ირგვლივ ყალიბდება; ესაა სულის ბირთვი და იგი ევოლუციის პროცესს უძლებს. წმინდა მფარველი ანგელოზი ყოველ ინკარნაციაში პიროვნების მატერიალური პროცესების ახალ საფუძველს წარმოადგენს.

 87. როდესაც უმაღლესი მე და უმდაბლესი მე ერთიანდება, (პროცესი უმაღლესის მიერ უმდაბლესის სრულ შთანთქმას გულისხმობს) ჭეშმარიტი ადეპტის სტატუსი მოიპოვება; ეს არის დიდი ინიციაციის დასაწყისი და მცირე ღვთაებრივი კავშირი. ამ საფეხურზე მიღწევა ხორცშესხმული სულის უმაღლეს გამოცდილებად ითვლება და როცა ეს ხდება, სული თავისუფლდება ყოველგვარი იძულებისგან; მას ნება ეძლევა აღორძინდეს ხორციელი საბყრობილედან.

 88. მალქუთის სულიერი გამოცდილება არის ღმრთეების ჩამოყვანა ადამიანში, ისევე როგორც ტიფარეტის სულიერი გამოცდილებაა კაცობრიობის ღვთაებამდე ამაღლება.

 89. ამბობენ, რომ მალქუთის განსაკუთრებული სათნოება არის დისკრიმინაცია. ეს იდეა შემდგომში ანტიკურ ხალხთა სიმბოლიზმში განხორციელდა, რომელმაც მიკროსამყაროში შესაბამისობა ანუსთან გამოაცხადა; მისი ფუნქცია გამოყოფის/ექსკრეციის აქტია, ხოლო მაკროკოსმოსურ ექსკრეციაში შედის ქლიფოთური სფეროები, რომლებიც მალკუთის ქვემოთ არიან ჩამოკიდებულნი. კოსმიური გამოვლინებები ქლიფოთური სფეროებიდან ორგანიზებულ სიბრტყეში იქამდე ვერ დაბრუნდებიან, სანამ წონასწორობას არ იპოვიან. აქედან გამომდინარე, ქლიფოთური სფერო არა იმდენად ჯოჯოხეთია, რამდენადაც განსაწმენდელი. ეს არის დეზორგანიზებული ძალების რეზერვუარი, რომელიც დაშლილი ფორმებიდან და განდევნილი ევოლუციიდან წარმოიშობა; ეს არის ქაოსი ქვედა შკალაზე. სწორედ ამ ძალის რეზერვუარებიდან აყალიბებენ არაწმიდა არსებები თავიანთ მანქანებს. ასევე ნათქვამია, რომ ქლიფოთი წარმოადგენს ბოროტი სახის მაგიის სფეროს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქლიფოთური ძალები ქაოსში მოქმედებენ და ასეთსავე მდგომარეობაში ითრევენ ადეპტებს. ქაოსის სფერო არ არის სასურველი სუბსტანცია მუშაობასთან დაკავშირებით. უმჯობესია ქაოსი იქ დარჩეს, სადაც არის, სანამ მისი განწმენდა ბოლომდე არ იქნება დასრულებული და სანამ იგი კვლავ გაიფილტრება დედამიწის სფეროში ბუნებრივი არხების მეშვეობით, რითაც კიდევ ერთხელ შემოიყვანენ ევოლუციის ნაკადში. სწორედ ამიტომ არის არასასურველი მიცვალებულთა გამოძახება; ფორმებს, რომლებთაც მანიფესტირებული ერთეულები იღებენ, ქაოსში აქვთ ფესვები გადგმული.

 90. ამბობენ, რომ მალქუთის ფუნქციონირების დამახასიათებელი მანკიერება არის სიხარბე და ინერცია. ადვილი მისახვედრია, რომ მალქუთის სტაბილურობა შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს, შესაბამისად, გამოიწვიოს დუნე და ინერციული მდგომარეობა. სიხარბის ცნება არც ისე აშკარაა ზედაპირზე, მაგრამ გამოძიების შედეგად მალევე იძენს მნიშვნელბას. ზედმეტად თავშეკავება და სიძუნწე დისკრიმინაციის სულიერი ფასეულობის ზუსტად საპირისპირო ასპექტია, რომელიც უარყოფს სიცოცხლის გამოდინებას კოსმიური ანუსიდან.

 91. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მანამდე უნდა ვისწავლოთ, სანამ მალქუთის ცხოვრების შეზღუდვებიდან გამოვალთ და უფრო ფართო ჰაერის შესუნთქვას დავიწყებთ, არის გაშვება; ჩვენ უნდა გავწიროთ მცირე, უფრო დიდის მისაღებად. არ არსებობს მოგება მსხვერპლის გარეშე. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველი მსხვერპლი მნიშვნელოვან საგანძურს მოიპოვებს სამოთხეში, სადაც არც ჩრჩლი და არც ჟანგი არსებობს.

 92. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ შესაბაისობა, რომელიც მინიჭებული აქვს მალქუთს მიკროკოსმოსში. ასევე ნათქვამია, რომ მალქუთი შეესაბამება ღვთაებრივი ადამიანის ტერფებს. აქაც მნიშვნელოვანი კონცეფცია ვლინდება; სანამ ჩვენი ფეხები მტკიცედ არ დაეყრდნობიან დედამიწაზე, სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია. ძალიან ბევრი "მძიმე მისტიკოსი" ფიქრობს, რომ ღვთაებრივი ადამიანი ქერუბიმივით სრულდება; მათ უნდა ისწავლონ გაკვეთილი,რაც ზეციურმა სიზმარმა წმინდა პეტრეს ასწავლა, რომ ღმერთის მიერ შექმნილთაგან არაფერია უწმინდური, თუ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იგი ასეთი გახდეს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ღვთაებრივი ცხოვრება მის ყველა ფუნქციაში და ასე მოვიყვანოთ ადამიანის არსება ღმრთეებაში, მისი განწმენდის მიზნით. განწმენდის გვერდით დგას ღვთისმოსაობა, განსაკუთრებით შინაგანი სისუფთავე. თუ რაიმეს მოვერიდებით, როგორ შევინარჩუნებთ მას სუფთა და ჯანსაღ მდგომარეობაში? ჩვენს ცივილიზებულ ცხოვრებაში დამკვიდრებულმა პრიმიტიული ხალხის ტაბუებმა  დამღუპველი შედეგები მოიტანა კაცობრიობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

 93. მალქუთის სიმბოლოებია ორმაგი კუბის საკურთხეველი, თანაბარ-ხაზოვანი ჯვარი, მაგიური წრე და ხელოვნების სამკუთხედი.

 94. ტაროს ოთხი არკანი იძლევა ცნობისმოყვარე შედეგებს, რომლებიც მედიტაციებს იმის გათვალისწინებით ექვემდებარება, რაც მალქუთის შესახებ ვიცით. კვერთხების ათიანს ეწოდება შევიწროების მბრძანებელი; თასების ათიანი არის სრულყოფილი წარმატების მბრძანებელი; ხმლების ათიანი განადგურების მბრძანებელია, ხოლო პენტაკლების ათიანი სიმდიდრის და ჯანმრთელობის მბრძანებელი.

 95. როგორც უკვე ვნახეთ, მალქუთში სულიერი ძალები ფორმაში ვლინდებიან და ამ შევსებული ფორმების 'შეწირვა" სულიერი პოტენციალის გახსნის გაგებით შეგვიძლია აღვიქვათ.

 96. ეს ოთხი ტაროს არკანი როგორც ჩანს, მონაცვლეობით არის კარგი და ცუდი მნიშვნელობის მატარებელი. ამბობენ, რომ ხმლების ათიანი ყველაზე ცუდი არკანია მკითხაობაში, არსებობს ალქიმიური დოქტრინა, რომელსაც გავლენა აქვს მსგავს საკითხებზე; ალქიმიაში ისწავლება, რომ პლანეტარული ნიშნები შედგენილია სამი სიმბოლოსაგან - მზის დისკოსგან, ნახევარმთვარისგან და მსხვერპლშეწირვის ჯვრისაგან. სწორად ინტერპრეტირებული სიმბოლოები იძლევა პლანეტის ქიმიურ ბუნებას და მისი გამოყენების შესაძლებლობას; წმინდა წერილის სიტყვებით, პირში ტკბილია და მუცელში მწარე.

 97. თითოეული არკანი წარმოადგენს გარკვეული ტიპის ძალების მუშაობას, სულიერი ძალის მკვრივი მატერიის სიბრტყეზე. ყველაზე სულიერი სუიტის, კვერთხების სუიტის ტუზს ეწოდება ცეცხლის ძალაუფლების ფესვი, მაგრამ მის ათიანს შევიწროების მბრძანებელს უწოდებენ. "როგორც ოქრო გამოიცდება ღუმელში, აგრეთვე გული გამოიცდება ტკივილით".

 98. მეორეს მხრივ, თასების სიმბოლიკა ძალიან ნათლად აჩვენებს ვენერას გავლენას; სწორედ ამ სუიტში ვპოულობთ სიამოვნების, მატერიალური ბედნიერების და სიუხვის მბრძანებლებს, მაგრამ ასევე ვპოულობთ ილუზორული წარმატების მბრძანებელს, მიტოვებული წარმატების მბრძანებელს და სიამოვნების ნაკლებობის მბრძანებელს.

 98. ხმლების სუიტი მარსის გავლენის ქვეშაა და განადგურების მბრძანებელი ყველაფრის ტოტალურ მსხვერპლს გვიჩვნებს.

 99. პენტაკლებში სიტუაცია ტრიალდება და აღმოვაჩენთ, რომ იგი სიმდიდრის მბრძანებელია.

 100. ყველა ამქვეყნიური საქმე ზღვის ტალღასავით მაღლდება და ეცემა, რადგან იგი რიტმული პროცესის ნაწილია; ამიტომ, როდესაც ნებისმიერი ამქვეყნიური მდგომარეობა მის ზენიტში ან დაღმასვლის პიკში იმყფება, ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში მიქცევა ან მოქცევაა მოსალოდნელი.

 101. ეს ოთხი არკანი იძლევა ჭეშმარიტ წარმოდგენას მალქუთში მოქმედი ძალების შესახებ; როდესაც ისინი მკითხაობის დროს გამოჩნდებიან, ადამიანი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ გარეთა ოქრო გადაიქცევა კოროზიად, ხოლო გარეგანი კოროზია - ადრე თუ გვიან ოქროდ გადაიქცევა, ადამიანი კი ამის შესაბამისად განსაზღვრავს საკუთარ აფრებს.

 102. ეს არის მკითხაობის ჭეშმარიტი გამოყენება - მოგვცეს საშუალება გავაცნობიეროთ სულიერი ძალები ნებისმიერ მოვლენაში და ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად. ძველ ხალხს შორის მკითხაობა რელიგიური რიტუალი იყო და ასეც უნდა იყოს ჩვენ შორის, თუ ცუდი იღბალის გამოღვიძება არ გვინდა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff