თავი ოცდამეშვიდე - შეჯამება

 1. წმინდა კაბალას სწავლების დასრულების შემდეგ, რომლებიც ათ სეფიროტს ეხებოდა, მე ვერ ვპოულობდი სიტყვებს სათქმელად, გარდა ერთისა: "მცირე შესრულებულია - უსასრულო შეუსრულებელი".

 2. იმედია, ამ წიგნს სხვა წიგნებიც მოჰყვება. ოცდაორი ბილიკი ქმნის მისტიური ფსიქოლოგიის სისტემას, რომელიც ადამიანის სულისა და სამყაროს ურთიერთობას ეხება. ათი სეფიროტი და ოცდაორი ბილიკი მიკროკოსმოსსა და მაკროკოსმოსს შორის არსებული ურთიერთქმედების გასაღებია; მკითხაბა, მისი ნამდვილი გაგებით სულის დიაგნოზია, რაც საკმაოდ განსხვავდება მომავლის შესახებ მჩხიბავობისგან.

 3. ღმერთების სფეროები სიცოცხლის ხეზე ღრმა ინტერესის საგანს წარმოადგენს და დაუყუვნებელ პრაქტიკულ გამოყენებას მოითხოვს. არსებობს სპეციალური რიტუალები, რომლებიც ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ სხვადასხვა პერსონიფიცირებულ ძალასთან კონტაქტისა და წონასწორობის დამყარებისთვის,

 4. თუმცა, ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება დეტალურ ცოდნას მოითხოვს, რისი შეგროვებაც თანდათანობით არის შესაძლებელი. ეს წიგნი იმაზე მეტია, ვიდრე ერთ კალამს შეუძლია დაწეროს, ყველას დახმარების გარეშე. მე მივესალმები მათ, ვინც დაინტერესებულია ამ თემებით არა როგორც ანტიკური კვლევის საგანი, არამედ როგორც უშუალოდ ცოცხალი ძალების ნავსაყუდელი, რაც მთელი სამყაროს ცხოვრებას წარმართავს.

 5. ცერემონიული მაგიის მეშვეობით ღმერთის სულის ინვოკაცია წმინდა წყლის ცრურწმენაა; მაგრამ, როდესაც მსგავსი ინვოკაცია ადამიანური სულის გამოღვიძების კუთხით განიხილება, ეს წმინდა ფსიქოლოგიის საკითხია და მეც ასე ვუყურებ. ინვოკაცია უკვე დაკარგული ხელოვნებაა დასავლეთში, მაგრამ ეს ხელოვნება ჭეშმარიტად ღირს ხელახლა ასაღორძინებლად.

 6. მოცემულ გვერდებზე მოვიყვანე ფილოსოფიური საფუძვლები, რომელსაც კაბალას ხელოვნება ეყრდნობა. მისი პრაქტიკული გამოყენება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ საკუთარ თავში გარკვეული ძალების განვითარებაზე, გონებაში ფრთხილი და ხანგრძლივი ვარჯიშით გამომუშავების შედეგად, რომელთაგან პირველი არის კონცენტრაციის ძალა და მეორე ვიზუალური წარმოსახვის ძალა. ვიზუალურ წარმოსახვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ძალიან უცოდინრები ვართ დასავლეთში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff