სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

შესავალი

inne1r

გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან

ავტორი: სადჰგურუ

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

 

შესავალი

ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა

ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემავალმა მყიდვალმა დაინახა კაცი, რომელიც გარეთ საფარნე ბოძს ეხუტებოდა, და თან თვალებს ველურად აბრიალებდა.

როდესაც შიგნით შევიდა, მან იკითხა, „ვინ არის ეს კაცი? რა სჭირს მას?“

შანკარა პილაიმ მშვიდად უპასუხა, „აჰ, ის ჩემი ერთერთი კლიენტია.“

-„კი მაგრამ რა დაემართა?“

-„მას უნდოდა რამე ყივანახველას სამკურნალოდ, და მეც შესაბამისი წამალი მივეცი.“

-„და რა მიეცით?“

-„სასაქმებელი აბები და ვურჩიე აქვე დაელია.“

-„სასაქმებელი ყივანახველასათვის?!“

-„რათქმუნდა. თქვენ ხომ ნახეთ ის, როგორ ფიქრობთ, მეტჯერ გაბედავს დახველებას?“

შანკარა პილაის სასაქმებელი აბები სიმბოლოა იმ ტიპიური გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში გამოიყენება, მათთვის ვინც ეძებს კეთილდღეობას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ტერმინი „გურუ“ გადაიქცა ოთხი ასოსგან შემდგარ უბრალო სიტყვად.

სამწუხაროდ, ჩვენ დაგვავიწყდა ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. „გურუ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „წყვდიადის გამფანტავს.“ გურუს ფუნქცია, გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, სულაც არ არის სწავლება, ქადაგება ან მოქცევა. გურუ აქ არის, რათა ნათელი მოჰფინოს თქვენი სენსორული აღქმებისა და ფსიქოლოგიური დრამების მიღმა არსებულ განზომილებებს, განზომილებებს რომელთა აღქმაც ამჟამად არ შეგიძლიათ. გურუ აქ არის უმთავრესად იმისთვის, რომ ნათელი მოჰფინოს თქვენი არსებობის ჭეშმარიტ ბუნებას.

დღეს თანამედროვე მსოფლიოში მოდაშია ბევრი მცდარი და სახიფათოდ დამაბნევლი სწავლება. „იყავი ამ მომენტში“ ერთერთი მათგანია. აქ ნავარაუდებია, რომ შენ შეგიძლია იყო სხვაგან, თუ მოისურვებ. როგორ არის ეს შესაძლებელი? აწმყო არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია იყო. თუ ცხოვრობ, შენ ცხოვრობ ამ მომეტში. თუ კვდები, შენ კვდები ამ მომენტში. ეს მომენტი მარადისობაა. როგორ შეძლებთ მისგან თავის დაღწევას, როგორც არ უნდა მოინდომოთ?

ამჟამად თქვენი პრობლემა არის ის, რომ თქვენ იტანჯებით იმის გამო, რაც მოხდა ათი წლის წინ და ასევე თქვენ იტანჯებით იმის გამოც, რაც შეიძლება მოხდეს ზეგ. არც ერთი მათგანი არ არის რეალური ჭეშმარიტება. ეს უბრალოდ თქვენი მეხსიერებისა და წარმოსახვის თამაშებია. ნიშნავს ეს იმას, რომ სიმშვიდის მოსაპოვებლად თქვენ უნდა გაანადგუროთ თქვენი გონება? სულაც არა. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა აიღოთ მასზე პაუხისმგებლობა. თქვენი გონება შეიცავს მეხსიერების უდიდეს მარაგებს და წარმოსახვის საოცარ შესაძლებლობებს, ეს ევოლუციური პროცესის შედეგია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში გრძელდება. თუ შეძლებთ მის გამოყენებას როდესაც გჭირდებათ, და მის გვერდზე გადადებას როდესაც არ გჭირდებათ, - მაშინ გონება შეიძლება გახდეს ფანტასტიური ინსტრუმენტი. წარსულის მივიწყება და მომავლის უგულებელყოფა ნიშნავს ამ შესანიშნავი უნარის გამარტივებას. ამგვარად განსაზღვრება: „იყავი ამ მომენტში“ გადაიქცევა დამღუპველ ფსიქოლოგიურ შეზღუდვად; ის უარყოფს ჩვენს ეგზისტენციალურ რეალობას.

„ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამ გააკეთე“, გახდა კიდევ ერთი პოპულარული თვითდახმარების სლოგანი. რატომ უნდა გააკეთო მხოლოდ ერთი რამ, როდესაც გონება არის ფენომენალური მრავალგანზომილებიანი მექანიზმი, რომელსაც შეუძლა ერთდროულად მართოს რამოდენიმე სხვადასხვა სირთულის აქტივობა? ნაცვლად იმისა რომ გონების მართვა და გამოყენება ისწავლოთ, რატომ გინდათ მისი განადგურება? როდესაც შეგიძლიათ შეიცნოთ გონებრივი აქტივობის თავბრუდამხვევი სიხარული, რატომ ირჩევთ ნებაყოფლობით ლობოტომიას?

შემდეგი ფრაზა, რომელიც კლიშედ იქცა მისი ხშირად გამოყენების გამო არის „პოზიტიური აზროვნება.“ როდესაც ხდება მისი ზედმეტად გამარტივება და სწრაფადმოქმედ მანტრად გამოყენება, პოზიტიური აზროვნება ემგვანება კედლის შემათეთრებელს ან შაქრის პუდრს, რომლითაც ფარავთ თქვენს რეალობას. როდესაც არ შეგიძლიათ რეალურ დროში მიმდინარე ინფორმაციის დამუშავება და თქვენი ფსიქოლოგიური დრამის კონტროლი, მაშინ იყენებთ „პოზიტიურ აზროვნებას“ როგორც დამამშვიდებელ საშულებას. საწყის ეტაპზე ეს ჩანს ისე, თითქოს თქვენს ცხოვრებაში ნერგავთ ახალ თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს. მაგრამ ეს ძალიან შეზღუდული ხედვაა. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ თქვენ უარყოფთ ან ამპუტირებას უკეთებთ რეალობის ერთ ნაწილს, შედეგად ღებულობთ ცალმხრივ ცხოვრებისეულ ხედვას.

ასევე არსებობს ადამიანთა კეთილდღეობის სამოთხეში ექსპორტირების დამსახურებული ბიზნესი, რომელიც ემყარება მოსაზრებას, რომ სამყაროს დედაარსი არის სიყვარული. სიყვარული ადამიანური შესაძლებლობაა. ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება თუ გინდათ, მიმართეთ თქვენს ძაღლს. ის სავსეა სიყვარულით. მაგრამ სიყვარულის შესაცნობად სულაც არ არის საჭირო ღია კოსმოსში გამგზავრება. ყველა ეს ბავშვური ფილოსოფიები გამომდინრეობს ვარაუდიდან, რომ სამყარო ცენტრი ადამიანია. ამ იდეის გამო დავკარგეთ ყველა შეგრძნება და ჩავიდინეთ ყველაზე სასტიკი და საძაგელი დანაშაულები ისტორიის განმავლობაში. და ეს დღესაც გრძელდება.

როგორც გურუ, მე არ გასწვლით რაიმე დოქტრინას, არ გადმოგცემთ რაიმე ფილოსოფიას და არც ვავრცელებ რომელიმე რწმენას. იმიტომ, რომ, ერთადერთი განმკურნავი საშუალება, კაცობრიობას თავს დამტყდარი ავადმყოფობებისგან არის თვითტრანსფორმაცია. თვითტრანსფორმაცია არ არის თვითგაუმჯობესების შემდეგი საფეხური. თვითტრანსფორმაცია არ მიიღწევა არც მორალით და არც ეთიკით, არც დამოკიდებულებით და არც ყოფაქცევის ცვლილებებით, არამედ იმის უსაზღვრო ბუნების განცდით, ვინც ვართ სინმდვილეში. თვითტრანსფორმაცია ნიშნავს, რომ არაფერი ძველისგან არ დარჩება. ეს თქვენს მიერ ცხოვრების აღქმისა და განცდის ფუნდამენტური ცვლილებაა.

ამის ცოდნა არის იოგა. ვინც ამას ახორციელებს ის არის იოგი. ხოლო ვინც მიგიძღვებათ ამ მიმართულებით ის არის გურუ.

ამ წიგნში ჩემი მიზანია სიხარული ვაქციო თქვენს მუდმივ თანამგზავრად. ამის მისაღწევად ეს წიგნი გთავაზობთ არა ქადაგებას, არამედ მეცნიერებას; არა სწავლებას, არამედ ტექნოლოგიას; არა მცნებებს, არამედ გზას. დროა დაიწყოთ ამ მეცნიერების ათვისება, ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა, ამ გზაზე სიარული.

ამ მოგზაურუბაში გურუ არ არის დანიშნულების ადგილი, არამედ ის გზამკვლევი რუკაა. შინაგანი განზომილება რუკაზე აღუნიშვნელი ტერიტორიაა. თუ იკვლევ ტერიტორიას რომელიც უცხოა შენთვის, უმჯობესი არ იქნება გზის მაჩვენებელი ბოძებით ისარგებლო? შენ შეგიძლია შენითაც იპოვო გზა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამას მთელი ცხოვრება დასჭირდეს. როდესაც უცხო ტერიტორიაზე ხარ, გონივრულია იკითხო მიმართულება. გარკვეულ დონეზე გურუ სწორედ ამას ნიშნავს - მოქმედი გზის რუკა. ჯიპიეს; გურუს გზამკვლევი სისტემა!

და ამიტომაც არსებობს ეს ცუდი რეპუტაციის მქონე ოთხასოიანი სიტყვა. ეს გზა თქვენთვის ორჯერ უფრო რომ გამეადვილებინა, გადავწყვიტე ეს სიტყვა მექცია რვა ასოიანად...          

....სადჰგურუ

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე) 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff