მისტიური კაბალა

ავტორი: Admin
0
(0)

fortune1

ავტორი: დიონ ფორჩუნი

მთარგმნელი: მამუკა გურული
 
წინასიტყვაობა
 
სიცოცხლის ხე დასავლური ეზოთერული ტრადიციის ფუნდამენტს წარმოადგენს;  ესაა სისტემა, რომლის საფუძველზეც ასწავლიან მოსწავლეებს „შინაგანი სინათლის საძმოში“. 
   
ებრაული სიტყვების ტრანსლიტერაცია, კერძოდ - ინგლისურ ენაში, მრავალი უთანხმოების საფუძველი ხდება. ყველა მეცნიერი საკუთარ სისტემას იყენებს. მოცემულ წიგნში ვიყენებ ალფაბეტურ ცხრილს, რომელიც მოყვანილია მაკ-გრეგორ მაზერსის მიერ, წიგნში - «Kabbalah Unveiled», რადგან, როგორც წესი, სწორედ ამ წიგნს იყენებენ ეზოთერული სკოლების მოსწავლეები. (მაკ-გრეგორ მაზერსი - ჰერმეტისტული ოკულტური ორგანიზაციის, "ოქროს განთიადის" დამაარსებელი, რომელიც 1887-1903 წლებში ფუნქციონირებდა). თავად მაზერსიც, ყოველთვის არ მიჰყვება საკუთარ ცხრილში მოყვანილ პრინციპებს, და ზოგჯერ ერთი და იგივე სიტყვების ჩაწერისას სხვადასხვა ვარიანტს იყენებს. ეს ძალიან აბნევს ყველას, ვისაც შემეცნების გემატრიული მეთოდის გამოყენება სურს (სადაც ასოები ციფრებით არის ჩანაცვლებული). ამიტომ, როდესაც მაზერსს ტრანსლიტერაციის რამდენიმე ვარიანტი მოჰყავს, მე იმას ვიყენებ, რომელიც მისივე ცხრილს შეესაბამება. 
  
მოცემულ გვერდებში გამოყენებული თანმიმდევრობა შეიძლება უჩვეულოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ იგი ტრადიციულად გამოიყენება დასავლური ეზოთერული მიმდინარეობის შემსწავლელ სტუდენტებს შორის. ამ სისტემაში, ჩვეულებრივი სიტყვები, (როგორიცაა დედამიწა, გზა და ა.შ.) გამოიყენება ტექნიკური გაგებით, სულიერი პრინციპების აღსანიშნავად. მსგავსი სიტყვების კაპიტალს ფაქტების აღსანიშნავად ვიყენებთ, ხოლო როცა კაპიტალი არ გამოიყენება, სიტყვა ჩვეულებრივი გაგებით უნდა გავიგოთ. 
  
რამდენადაც კაბალას მისტიციზმში ჩემთვის ავტორიტეტებს მაზერსი და ქროული წარმოადგენენ, კარგი იქნება, თუ ავხსნი ჩემს პოზიციას ამ ორ მწერალთან მიმართებაში. ერთი პერიოდი მე ვიყავი მაზერსის ორგანიზაციაში, და არასოდეს მქონია პირადი ნაცნობობა ქროულთან.  საერთოდ არ ვიცნობდი არც ერთ ამ ჯენტლმენს, რადგანაც ამ ორგანიზაციაში ჩემი მოსვლის დროისთვის მაკ-გრეგორ მაზერსი უკვე გარდაცვლილი გახლდათ, ალისტერ ქროული კი "ოქროს განთიადში" აღარ ირიცხებოდა.
  
"შინაგანი სინათლის საძმო" არის ამ წიგნის ავტორის, დიონ ფორჩუნის მიერ დაარსებული ოკულტური ორდენი მათთვის, რომელთაც სურთ განაგრძონ დასავლური ეზოთერული ტრადიციის შესწავლა. 
 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წ...

მშვიდობიანი მეომრის გზა

ავტორი: დენ მილმენი მთარგმნელი: მამუკა გურული (ფილმი, რომელიც გადაღებულია ა...

ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველა...

მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტ...

რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაშ...