გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეცხრე

 

თავი მეცხრე

ჩვენი ავტობუსი უკიდეგანო უდაბნოში მიდიოდა. გზაში იშვიათად გვხვდებოდა დასახლებები ღარიბული თიხის ქოხებით და აქლემების ქარავანები. მიუხედავად მძიმე ტვირთისა, აქლემები მედიდური ნაბიჯით მიიწევდნენ წინ და გრძელ ყელს ნაბიჯის ტაქტში აქნევდნენ. მხედრები მზისგან და ქვიშისგან გახუნებულ ჩალმებში აქლემებზე შემომჯდარიყვნენ, ან ფეხით მიჰყვებოდნენ მათ საუკეთესო მეგობრებს. აქ, ირანის უდაბნოს უღრუბლო ცაზე, სხვა ცხოვრება მიედინებოდა, და იგი საერთოდ არ ჰგავდა იმას, რომელსაც მე ვიყავი მიჩვეული. არ მტოვებდა შთაბეჭდილება, რომ წარსულში დავბრუნდი. როცა მზე ჰორიზონტს მიეფარა, უდაბნოში ვარსკვლავებიანი სპარსული ღამე ჩამოწვა – ისეთი წყნარი და უშფოთველი, რომ ჩამეთვლიმა.
რამდენიმე წუთში, როცა თვალი გავახილე, კინაღამ დამაბრმავა კაშკაშა სინათლემ. ვარსკვლავების სინათლე შეცვალა ნეონური აბრების სინათლემ: Mობილ, შჰელლ, Eხხონ, თეხაცო.ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ავტობუსით, როგორც დროის მანქანით, საუკუნეებს გადავაბიჯეთ. ჩემსა და მძღოლის გარდა ავტობუსში ყველას ღრმად ეძინა. თეირანს ვუახლოვდებოდით, რომელიც ირანის შაჰის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით, შტაბ-ბინა გახდა მთელი რიგი უცხოური ნავთობ-კომპანიებისათვის. ქალაქი წარმომიდგა, როგორც ნეონური შუქებით სავსე კუნძული, უძველესი უდაბნოს უკიდეგანო ზღვაში.
თეირანში ჩვენმა თანამგზავრებმა წაგვიყვანეს სასტუმროში, რომელშიც ჩვეულებრივ ჩერდებოდნენ ხოლმე დასავლეთელი ახალგაზრდები. რაც უფრო შორს მივდიოდით კორიდორში, მით უფრო მძაფრად იგრძნობოდა ჰაშიშის სუნი. მალე მისი წყაროც აღმოვაჩინეთ: დიდ ოთახში საწოლებზე ინგლისელი, გერმანელი და კალიფორნიელი ჰიპები წამოწოლილიყვნენ... დინამიკებიდან ისმოდა Iრონ Bუტტერფლყ-ს სიმღერა “Iნ-A-Gადდა-Dა-Vიდა”. ჰიპებიდან ერთ-ერთი, სახეზე ჩამოყრილი მწითური თმით, არამყარი ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
“კეთილი იყოს სახლში დაბრუნება, ძმებო, - ჩაილუღლუღა მან. ჩაწითლებულ თვალებს ძლივს ახელდა. – შემოგვიერთდით, მაგარი “დაცემა” ჰაშიში გვაქვს!” ღრმა ნაფაზი დაარტყა ჩილიმიდან და მე მომაწოდა: “აჰა, შენ თვითონ გასინჯე”.
მაგიდაზე ჰაშიშის რამდენიმე ნაჭერი იდო, მსხვილი ვაშლის ზომისა. ხანგამოშვებით ჰიპები ცოტ-ცოტას აცლიდნენ, რომ ჩილიმი გამოეტენათ, ან დაეღეჭათ. თუმცა ხანდახან ჩვენც ვატარებდით ექსპერიმენტებს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ ოთახში დანახული, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა.
რემსი აღშფოთდა:
“ეშმაკმა დალახვროს! ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯით იმუქრებიან ერთი გრამი ჰაშიშის გულისთვისაც კი, თქვენ კი აქ რამდენიმე კილო გამოგიფენიათ!” – თქვენ რა, გარეკეთ? კვამლი მთელ კორიდორშია. ამისთვის შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ!” – დაამატა ჯეფმა.
ერთ-ერთი ჰიპი, რომელიც იატაკზე იწვა, შემოგვიბრუნდა და დაგვიყვირა:
“მთელი კაიფი გამიტეხე! წადი მოშორდი აქედან!”
ქერა გოგო, რომელიც გამალებით შეექცეოდა ჩიპსებს, თავის საქმიანობას მოწყდა და გადმოგვძახა:
“უცნაურები ხართ რა. უკარებებს თამაშობთ. შეეშვით უკვე თუ?”
“გეყოფათ ხალხის დაშინება, - ენის ბორძიკით გვითხრა შემხვედრმა წითურმა ჰიპმა და კვლავ მოქაჩა კვამლი. – ან ჩვენთან ერთად იკაიფეთ, ან დაახვიეთ ღრუბლიდან”.
ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდით. ჯეფმა გვიჩურჩულა:
“ჩქარა წავიდეთ, სანამ გვიანი არაა”.
სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება მყარად აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. ჩქარა დავეშვით კიბეებზე და სამ პოლიციელს შევეჩეხეთ, რომლებიც ზემოთ ადიოდნენ. გავიფიქრე, რომ ეს ჰიპები მართლა ღრუბლებში დაფრინავდნენ, მაგრამ ახლა მალე მათ თავზე მეხი და ელვა დაეშვებოდა.
თეირანში კარგად ვაკვირდებოდი მუსულმანებს. რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და უჩვეულო შინაგან სილამაზეც ანიჭებდა მათ. მე დიდ შთაგონებას მაძლევდა უბრალო მუსულმანების სულიერი სიმრთელე და ღმერთისადმისიყვარული, მაგრამ ამასთან ერთად საშინლად მეჩვენებოდნენ ისინი, რომლებიც ისლამს ამოფარებულნი, ღია ექსტრემისტულ შეხედულებებს იზიარებდნენ. ძალიან მინდოდა გამეგო, რითი ცხოვრობდნენ ნამდვილი მუსულმანები – ვიმედოვნებდი, რომ ეს ყველა რელიგიის არსის გაგებამდე მიმიყვანდა.
ირანში მოგზაურობას ვაგრძელებდით და მეშჰედამდე მივედით – შიიტი მუსულმანების წმინდა ქალაქამდე. მეშჰედში ჩემს მეგობრებსვუთხარი, რომ აქ რაღაც დროით დავრჩებოდი, ამიტომ შევთანხმდით, რომ რემსი და ჯეფი ჩემს გარეშე განაგრძობდნენ გზას, და შემდეგ ქაბულში დავეწეოდი მათ.
ირანული საზომით საკმაოდ უცნაურად გამოვიყურებოდი. წარმოიდგინეთ გრძელთმიანი ახალგაზრდა ამერიკელი, დახეული ჯინსებით, რომელიც მარტო ზის და ყურანს კითხულობს ან წაკითხულზე მეჩეთის შესასვლელთანფიქრობს. ვიღაც მამაკაცმა შემამჩნია. დიდხანს შორიდან მაკვირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, დაინტრიგებული, მომიახლოვდა. ეს იყო მაღალი, ნათელი კანის, ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი, ნათელი ყავისფერი თვალებით. თოვლივით თეთრი ტანსაცმელი ეცვა და თავზე ჩალმა ეხურა.
მამაკაცმა პატივისცემის ნიშნად თაყვანი მცა:
“ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. მე იბრაჰიმი მქვია და წმინდა ქალაქ მეშჰედის მაცხოვრებელი ვარ”. მეც საპასუხოდ ხელი გავუწოდე.
“როგორც ჩანს ჩვენმა რელიგიამ დაგაინტერესათ. შემიძლია გაგესაუბროთ?”
გამომკითხა რა ჩემი ცხოვრების შესახებ, იბრაჰიმი დამთანხმდა, რომ ისლამის შესახებ მოეთხრო ჩემთვის. ჩვენ რომელიღაც დიადი მუსულმანი წმინდანის სამარხთან პატარა ხალიჩებზე დავსხედით, და იბრაჰიმმა სწავლება დამიწყო. მზერა ცაში აღაპყრო და მგრძნობიარე ხმით წარმოთქვა:
“თავად ყოვლისშემძლე ალლაჰმა მოგიყვანა ამ წმინდა ადგილას, ისე რომ ყველაზე შესაფერისი დრო შეარჩია. ამ სამარხებში უდიდესი წმინდანების ნეშტებია დაკრძალული: იმამ რეზის და ჰარუნა ალ-რაშიდის. ახლა მეშჰედში ათასობით მწირი ჩამოდის, რომლებსაც აქ წმინდა რამადანის, მუსულმანური კალენდრის მეცხრე თვის, გატარება სურთ”.
იბრაჰიმმა პაუზა გააკეთა და გამიღიმა. შემდეგ მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მოციქულმა მუჰამედმა რამადანის თვეში პირველი გამოცხადება, რომელიც შემდგომ ყურანის საფუძველი გახდა.
“ყოვლისშემძლე ალლაჰის ყოვლადმოწყალე წარმოგზავნილი, ანგელოზი ჯიბრაილი, მოციქულს გამოქვაბულში გამოეცხადა და ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ წმინდა ყურანი აუწყა”, - იბრაჰიმმა ხელები შეატყუპა, შემდეგ კი საჩვენებელი თითის წვეროები შუბლთან მიიდო.
“ისლამი ნიშნავს საკუთარი თავის ალლაჰისადმი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედისადმი მიძღვნას. მე მოგიყვები ჩვენი სწავლებისა და ყოველდღიური მოვალეობების შესახებ”.
მალე ჩვენს გარშემო მოგზაურების მთელი ბრბო შემოიკრიბა. ისინი გაკვირვებულნი მათვალიერებდნენ. ალბათ, მართლაც უცნაურ სანახაობას წარმოვადგენდი იმ ადგილებისთვის.
უსაქმურებს რომ ხელი არ შეეშალათ ჩვენთვის, იბრაჰიმმა თავისთან, სახლში დამპატიჟა და ბიბლიოთეკაში შემიყვანა, რომელსაც ცალკე ოთახი ეკავა. მასთან საუბრისას გავიგე, რომ ის ლიბერალური ყაიდის ღვთისმეტყველი იყო, სულგრძელი, კეთილი და თავისი რელიგიის ყველა მცნების გულწრფელად მიმდევარი ადამიანი. თაროდან, რომელზეც ძველი არაბული და სპარსული მანუსკრიპტები იდო, იბრაჰიმმა ყურანი ჩამოიღო და შესავლიდან ნაწყვეტი წამიკითხა. შემდეგ ხელისგულები ცისკენ აღაპყრო და ლაპარაკი დაიწყო:
“ისლამი ასწავლის, რომ არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, და მუჰამედი – მოციქულია მისი. ალლაჰმა თავისი გამოცხადება ხალხს აუწყა მუჰამედისა და სხვა ისეთი მოციქულების მეშვეობით, როგორებიც იყვნენ ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე და იესო. მაგრამ მუჰამედმა დაასრულა წარმოგზავნითი მისია და იგი “მოციქულთა ბეჭედს” წარმოადგენს. მისი სწავლება მოქმედი იქნება ალ-კიიამამდე, განსასჯელის დღემდე”.
შემდეგ იბრაჰიმმა დაიწყო ახსნა, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰი ანგელოზებს წარმოგზავნის დედამიწაზე, რათა ისინი დაეხმარონ მორწმუნეებს განსასჯელის დღის დასახვედრად, როცა უკვე გადაწყდება, სად მოხვდებიან ისინი – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. ამბობდა, რომ მუსულმანები ყურანს ყველაზე მთავარ და უკანასკნელ ღვთითგამოცხადებულ წერილად თვლიან. იბრაჰიმმა ასევე ჩამომითვალა ისლამის ხუთი მთავარი მცნება: ჩათვალონ ალლაჰი ერთადერთ ღმერთად, დღეში ხუთჯერ შეასრულონ ნამაზი, იმარხულონ რამადანის თვეში, მსხვერპლი გაიღონ ღატაკებისთვის და ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ შეასრულონ ჰაჯი – მწირობა მექაში.
ასე რამდენიმე საათის განმავლობაში მიყვებოდა იბრაჰიმი თავისი რელიგიის ისტორიის და ფილოსოფიის შესახებ. იგი ძალიან დახვეწილი და კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდა და ნაკლებად ჰგავდა იმ მუსულმანს, რომელმაც ერზრუმის ჩაიხანაში ღმერთის სახელის ყვირილი მაიძულა. იბრაჰიმმა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩამიტარა. მასთან საუბრის შედეგად გავიგე, რომ ნებისმიერ რელიგიაში არიან სხვადასხვა დონის მორწმუნეები, ამიტომ მთელ რელიგიაზე მათი ერთი-ორი წარმომადგენლის საფუძველზე მსჯელობა, სხვა თუ არაფერი, სიბრიყვეა.
დაისის დროს, როცა მზემ ოქროს ფარჩა გადმოჰფინა მეშჰედს, დამშვიდობებისას იბრაჰიმმა გამხმარი ხილით სავსე ორნამენტებიანი ყუთი მაჩუქა, და ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. რამადანის დროს საჭმლის მიღება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ იყო ნებადართული, და იბრაჰიმი ჩქარობდა, რომ მთელი დღის მარხვა თავის ოჯახთან ერთად შეეწყვიტა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff