გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ოცდამერვე

 

თავი ოცდამერვე

შემდეგ სვაიამბჰუნათჰისკენ გავემართე, ლამაზი მთისკენ, რომელიც ბრინჯის ყანებით იყო გარშემორტყმული. იგი კატმანდუდან დასავლეთით სამ კილომეტრში მდებარეობდა, და მის მწვერვალზე იდგა მაიმუნის ტაძარი, უძველესი ბუდისტური სიწმინდე უზარმაზარი გუმბათით. გადმოცემის თანახმად, ეს ტაძარი ორიათას წელს ითვლიდა. გუმბათიდან ბუდას რვა თვალი სამყაროს ოთხივე მხარეს იმზირებოდა. მალე ამ თვალებს რაღაც არაჩვეულებრივის დანახვა მოუწევდათ.
მე განმარტოებით, მთის მწვერვალზე ვცხოვრობდი, მაგრამ ერთ დილას, არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად კატმანდუში წასვლა მომინდა. მთიდან დავეშვი, ფეხით გავემგზავრე ქალაქისკენ და ცოტა ბაზრებსა და ქუჩებში ვიხეტიალე. როცა ეს მომბეზრდა, უკან დავბრუნდი, სვაიამბჰუვანათჰში უკიდეგანო ბრინჯის ყანებზე გავლით. კატმანდუს ველი, მისი მდიდარი მცენარეულობით და ცას მიბჯენილი ჰიმალაების თოვლიანი მწვერვალებით, სამოთხედ მეჩვენებოდა დედამიწაზე. სანამ აუჩქარებლად მივაბიჯებდი ბრინჯის ველებზე, ცა საწვიმრად მოიქუფრა. მუქი ლურჯი მუსონური ღრუბლები ცაში შექუჩდნენ და მზე გადაფარეს.
როცა წვიმის წვეთები გახშირდა, მე აქეთ-იქით დავიწყე ყურება და თავშესაფარის ძებნა, მაგრამ ერთი ხეც კი ვერ დავინახე. ჩემს გარშემო მხოლოდ ბრინჯის ყანები იყო, რომლებიც ჰორიზონტის ბოლომდე გადაჭიმულიყვნენ. მაგრამ სადღაც შორს სილუეტი გავარჩიე, როგორც მე მომეჩვენა ეს იყო მოხუცი მამაკაცი თავს ზემოთ გაშლილი ქოლგით. იმის იმედით, რომ მის ქოლგას შევეფარებოდი, ბილიკს სწრაფი ნაბიჯით გავუყევი და უცნობს დავეწიე. ვიწრო, სრიალა გზა საშუალებას არ მაძლევდა, რომ მის გვერდით მევლო, ამიტომ მისი ქოლგას უკნიდან შევეფარე. ვცდილობდი ქოლგის ქვეშ მქონოდა თავი, მაგრამ მაინც გადამიცდებოდა ხოლმე ფეხი ბრინჯის პლანტაციების თხევად ტალახში. ამ დროის განმავლობაში ქოლგის მფლობელი ერთხელაც არ შემობრუნებულა უკან. იქნებ, ჩემი მოულოდნელი გამოჩენის შეეშინდა, ან იქნებ, უბრალოდ ყურადღებით აკვირდებოდა გზას და ცდილობდა, რომ ტალახში არ ჩავარდნილიყო. ასეა თუ ისე, ჩვენ უხმოდ მივუყვებოდით უდაბურ ჭაობიან ველებს – ორი უცნობი, თავსხმა წვიმისაგან ერთი ქოლგის ქვეშ შეფარებულნი.

ათი წუთის შემდეგ წვიმამ გადაღება დაიწყო, და უცნობს მადლიერების გამომხატველი სიტყვებით მივმართე. იგი შემობრუნდა, რათა ჩემთვის შემოეხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, და მომეჩვენა, რომ მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა. პირები დავაღეთ, თვალებზე კი ცრემლები მოგვადგა. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?
რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექით, თითქოს დროის ნაკადიდან ამოვარდნილნი. ქოლგა ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ ტალახში ჩავარდა.

“ჰარი!” – ვიყვირე მე.
“მანქ!”

მოქუფრული ცის ქვეშ ერთმანეთს გადავეხვიეთ, და ჩვენი გულები ამოვარდნას ლამობდნენ სიხარულისგან. “ჩვენ კვლავ ერთად ვართ”, - წამოვიძახე მე.
მარტონი ვიდექით ჰიმალაების უკიდეგანო ველზე, აღფრთოვანებულნი მორიგი გამოცანით, რომელიც ცხოვრებამ შემოგვთავაზა. კუნძულ კრეტაზე ჩვენი სევდიანი გამომშვიდობების დროიდან ორივენი საკუთარი გზით მივდიოდით. ბავშვობის განუყრელი მეგობრები, ბედის ნებით დავშორდით ერთმანეთს, რათა უცნობ მეთოჯინეს დღეს კვლავ შევეხვედრებინეთ ერთმანეთს ნეპალის ბრინჯის ველებზე.
სიხარულით აგზნებულნი მე და ჰარი იმ ადგილისკენ გავემართეთ, სადაც იგი დაბანაკებულიყო, და გზაში ერთმანეთს ვუყვებოდით, თუ რა გადაგვხდა განშორების მომენტის შემდეგ.
“მაშ, ჩახვედი ისრაელში?”
იგი ჩემსკენ შემობრუნდა, ხელით წვერი ეჭირა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილიყო მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები უკვე თითქმის ერთი წელია გაიყო. “კრეტადან შენი წასვლის შემდეგ, - მიხსნიდა იგი, - მე თევზსაჭერ გემზე მოვეწყვე, რომელმაც ისრაელამდე ჩამიყვანა. ისრაელში რაღაც პერიოდი კიბუცში ვმუშაობდი, შემდეგ კი ფული მოვაგროვე და ინდოეთში გავემგზავრე”.
“როგორ ჩამოხვედი აქამდე?”
“ჯადოსნური ავტობუსით”, - ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ კი გზა განაგრძო და მიყვებოდა იაფფასიან ავტობუსზე ევროპელი ღარიბი მოგზაურებისთვის, რომლებსაც ინდოეთში მოხვედრა სურდათ. ისრაელიდან წამოსვლის შემდეგ იგი ზღვით გადავიდა სტამბულში, ახლო აღმოსავლეთი გადაკვეთა და საბოლოოდ დელიში აღმოჩნდა.
“და რამ მოგიყვანა აქ, ამ უდაბურ ადგილას ბრინჯის ყანებში?” – ვკითხე მე.
“დელიში საშინლად ცხელოდა, - მგზნებარედ მიპასუხა ჰარიმ, და მღელვარებისგან ჯერ კიდევ კანკალებდა. – ამიტომ მეგობრებთან ერთად ჯადოსნური ავტობუსიდან კატმანდუს ველებისკენ წამოვედი და აქ პატარა სახლი მოვიძიეთ ქალაქგარეთ”.
ჩვენ სოფელში შევედით. მე კვლავ ჩემი ძველი მეგობრის გვერდიგვერდ მივაბიჯებდი. გზად კამეჩი შემოგვხვდა. გვერდზე გავიწიეთ და გზა დავუთმეთ.
“მანქ”, - განაგრძო ჰარიმ, - მე იმისთვის ჩამოვედი ინდოეთში, რომ შენ მეპოვნე, მაგრამ როცა ამდენი მილიონი ადამიანი ვნახე ამხელა ფართობზე, გადავწყვიტე, რომ ეს შეუძლებელი იყო. ვხვდებოდი, რომ შენი ძებნა უშედეგო იქნებოდა იქ, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებიან ხოლმე ჩამოსულები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ რომელიმე გამოქვაბულში ან განმარტოებულ აშრამში იცხოვრებდი. აღარც კი ვოცნებობდი, რომ კვლავ გნახავდი”. ამ დროს ჰარი ჩემსკენ შემობრუნდა თვალებგაფართოებული: “იცი, რომ მოვყვეთ, არავინ დაიჯერებს ამ ისტორიას. არავინ”.
ყველაფერი ეს 1971 წლის აგვისტოში ხდებოდა. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრეტაზე დავშორდით ერთმანეთს. ჩემი გარეგნობით ჰარის შეეძLო მიმხვდარიყო, რომ სადჰუს წესით დავიწყე ცხოვრება. რთულმა მოგზაურობამ ახლო აღმოსავლეთში, გასხივოსნებული იოგების გვერდით გატარებულმა დრომ, და განმარტოებით გატარებულმა თვეებმა გამობრძმედილ განდეგილს დამამგვანეს. ამიტომ ჰარის ყველა საფუძველი ჰქონდა დაეჭვებულიყო, ღირდა თუ არა ჩემი წაყვანა იქ, სადაც თავის მეგობრებთან ერთად კაიფობდა.
იცით, რა ხდება, როცა დასავლეთელი ჰიპები ნეპალის სოფელში ქირაობენ სახლს? როგორც კი მცირე შენობის ზღურბლს გადავაბიჯეთ, როკ-ენ-როლის ხმამ დამაყრუა. რამდენიმე ქალი და მამაკაცი ცეკვის დროს იკლაკნებოდნენ და ერთმანეთს აღაგზნებდნენ, და კვამლის ღრუბლებში წრეში ტრიალებდა ოპიუმის მოსაწევი მილები. ჰარიმ ჩემი თავი მეგობრებს წარუდგინა, რომლებსაც თავაზიანად მივესალმე. იმის თქმა, რომ ამ ჯგუფთან თავს არ ვაიგივებდი, ძალიან რბილი იქნებოდა. უბრალოდ გვერდზე ვიდექი და ვაკვირდებოდი.
ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ჰარი გვერდზე გავიხმე და წყნარ ადგილას, გაშლილ ველზე გავიყვანე, სადაც ბანიანის ხის ქვეშ ჩამოვჯექით. სიამოვნებით ჩავისუნთქეთ მთის გრილი ჰაერი და ფილტვები ოპიუმის კვამლისგან გავანთავისუფლეთ. არავის განკითხვა არ მინდოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე პირდაპირ მელაპარაკა ჩემს მეგობართან: “ჰარი, შენ ნახევარი მსოფლიო გამოიარე აქ მოსახვედრად. ეს სულიერების მიწაა. შენ კი დასავლეთელი ჰიპების კულტურა ჩამოიყოლე აქ. მაგრამ ასე ცხოვრება ჩიკაგოს დატოვების გარეშეც შეიძლებოდა. იგივე, თუ უარესი არა, სისულელით ხარ დაკავებული – უბრალოდ სხვა ვითარებაში. ესაა მთელი განსხვავება. დაგეხმარება ეს გაზრდაში? რას მიაღწევ ამით?” ამ სიტყვებში მთელ ჩემს გულწრფელობას ვდებდი: “ძალიან გთხოვ, ძმაო, დამიჯერე: სანამ აქ, მსოფლიოს ამ ნაწილში ხარ, ეცადე რომ ინდოეთის სულიერ სიმდიდრეებს ეზიარო. თუ თანახმა იქნები, ნამდვილ წმინდა ადგილებს გაჩვენებ და სადჰუს ცხოვრების წესს გასწავლი”.
ჰარი სადღაც შორს, ჰორიზონტისკენ იყურებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან მიპასუხა: “უნდა ვიფიქრო ამაზე”.
“კარგი რა, ჰარი, - დაჟინებით ვაგრძელებდი მე. – შენ რა, არ გახსოვს, როგორ მეხვეწებოდი ევროპაში წამოსვლაზე? მე ყველა ჩემი საქმე მივატოვე და წამოვედი. ახლა მე გთხოვ, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე წმინდა ადგილებზე”. მე მიყვარდა ჩემი მეგობარი, და გული მტკიოდა იმის დანახვაზე, თუ როგორ კარგავდა ძვირფას შესაძლებლობას ამ სიშორიდან ჩამოსული.
მეორე დღეს ჰარი თავის მეგობრებს დაემშვიდობა და დაიწყო თავისი სწავლება სულიერი მოხეტიალეების სკოლაში. ჩვენ კვლავ ერთად ვიყავით და კვლავ ცხოვრების აზრს ვეძებდით, და ვეცნობოდით ახალ ადამიანებს ახალ ადგილებში. თუმცაღა ამჯერად იმ ტრადიციებს მივყვებოდით, რომლებიც უძველესი დროიდან დაადგინეს განთავისუფლებულმა ბრძენებმა. დღითი-დღე ვასწავლიდი ჩემს ძველ მეგობარს იმას, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ჭეშმარიტების მაძიებელს ინდოეთში. ავტოსტოპით მოგზაურობას მიჩვეულ ჰარის არანაკლებ გაუკვირდა, როცა შეიტყო უფასო მოგზაურობის საშუალებების შესახებ, როგორიცაა მესამე კლასის მიმავალი ვაგონის ფანჯარაში შეხტომა. ასევე ვასწავლე, თუ როგორ ეთხოვა სწორად მოწყალება, მოეპოვებინა საკვები და როგორ ეტარებინა სადჰუს ტანსაცმელი.
ერთმა ხანშიშესულმა სადჰუმ გამოქვაბულ ამარანათჰის შესახებ მოგვიყვა. ეს იყო ცნობილი მწირობის ადგილი მაღლა, ჰიმალაებში, კაშმირთან ახლოს. მან გვითხრა, რომ ნებისმიერი იღბლიანი სული, რომელიც ამ რთულ მოგზაურობას განახორციელებს, ჯილდოდ უზარმაზარ სულიერ ჯილდოს ღებულობს. ამ მომენტისთვის ჰარი უკვე მომწიფდა და მზად იყო თავგადასავლებისთვის. ჩემზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გზას გავუდექით.
კატმანდუდან ინდოეთში სატვირთოს ძარაზე დავბრუნდით – თავიდან რაკსაულში, შემდეგ პატნაში, სადაც ჰარის რამა სევაკა სვამი გავაცანი. სვამი გულწრფელად ნასიამოვნები დარჩა, როცა მის მიერ ნაჩუქარი ხელჯოხით დამინახა, ჰარი კი გაკვირვებული უცქერდა და აღფრთოვანებული იყო იმით, თუ ვისთან მქონდა ნაცნობობა.
პატნადან მატარებლით დასავლეთისკენ გავემართეთ. ჰარის ძალიან უნდოდა, რომ ვარანასი ენახა სადჰუს თვალებით. რამდენიმე დღით ვარანასში გავჩერდით და ერთ ადრიან დილას კაში-ვიშვანათჰას ცნობილი ტაძარი მოვინახულეთ. უკრავდნენ ბრინჯაოს ზარები, ტაძრის ქურუმები რეჩიტატივით მღეროდნენ ჰიმნებს, ხოლო კეთილსურნელების სქელი კვამლი სვეტებად ადიოდა და ჰაერში იფანტებოდა. მე ლოცვა დავიწყე: უფალო, ძალიან მინდა შენი გაცნობა და შენი შეყვარება. გთხოვ, მიჩვენე ჩემი გზა. ამ დროს რაღაც დამემართა. ჩემს შიგნით, მზესავით გამოანათა იმედმა. მივხვდი, რომ როგორც კი დავემორჩილებოდი ღმერთს, ყველაფერი გამეხსნებოდა, რაზეც ვლოცულობდი. უფალი თითქოს ხელს მიწვდიდა, და შემიპყრო წინათგრძნობამ, რომ სულ მალე რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო.

* * *
ვარანასის რკინიგზის სადგურზე ძლივს შევეტენეთ პირთამდე გავსებულ მატარებელში. წვიმების სეზონის შემხუთველ სიცხეში ხალხი, დამსხდარი და ფეხზე მდგომი, მჭიდროდ ეტმასნებოდა ერთმანეთს. საყვირმა დაიყვირა, მატარებელმა კვამლის ღრუბელი გამოაფრქვია და ორთქლი გამოუშვა. მძიმე ფოლადის ბორბლები დატრიალდნენ, შემადგენლობა დაიძრა და ჩვენ გზას გავუდექით.
მალე მატარებელს გზა მღვრიე ტბამ გადაუღობა – სულ ეს იყო, რაც წვიმის შემდეგ სამეურნეო ველიდან დარჩა. მოლოდინშI საათები გადიოდნენ. სიცხისგან ვიხუთებოდი, ვცდილობდი აზრობრივად დავშორებოდი ჩემს სხეულებრივ მდგომარეობას და მოუთმენლად ველოდი მატარებლის საყვირის ხმას, რომელსაც მოძრაობის განახლება უნდა ეუწყებინა.
ორი დღის შემდეგ ჩვენმა მატარებელმა ნელა, ლოკოკინასავით, გააღწია ველებიდან და განთიადისას რომელიღაც უცნობ სადგურზე ჩამოდგა. მე და ჰარი ფანჯრიდან პლატფორმაზე გადავძვერით, რათა ცოტა ჰაერი ჩაგვეყლაპა, სანამ მტანჯველ მოგზაურობას განვაგრძობდით. სუფთა ჰაერი შესანიშნავი იყო. სუსტი შუქით განათებული და ხალხით გადატენილი პლატფორმა ჭუჭყიანი და მოუვლელი იყო, თუმცა ჩვენ იგი იმ მომენტში სამოთხედ მოგვეჩვენა – აქ შეგვეძლო გვეპოვა ცოტა წყალი, ჩაგვესუნთქა სუფთა ჰაერი და გაგვეშალა დაბუჟებული კიდურები. მაგრამ ამასობაში სასტვენის ხმა გაისმა. მატარებელმა ორთქლი გამოუშვა და დაიძრა. კისრისტეხით გავეკიდეთ ვაგონს და ვცდილობდით ფანჯარაში შევმხტარიყავით, მაგრამ შიგნიდან ფანჯარას ხალხის მჭიდრო მასა აწვებოდა. ფანჯრიდან ფანჯარამდე, კარიდან კარამდე ვცდილობდით მატარებელში შეღწევას. ბოლოს და ბოლოს შემადგენლობა ხედვის არეს მიეფარა და ჩვენ ბაქანზე დაგვტოვა.
ჩვენ სრულიად უცნობ ადგილას აღმოვჩნდით, და არ ვიცოდით, როდის მოვიდოდა შემდეგი მატარებელი. ჰარიმ შემომხედა და წარმოთქვა: “და ახლა რა ვქნათ?”

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff