გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ოცდამესამე

 

თავი ოცდამესამე

და აი, დადგა დრო, როცა სიმშვიდის ამ სამყოფელს – მაკლეოდ განჯის უნდა გამოვმშვიდობებოდი. არასოდეს დამავიწყდება სიკეთე, რომლითაც იქ გამათბეს, მაგრამ ინდოეთის სხვა წმინდა ადგილები მიხმობდნენ თავისთან. მინდოდა სხვა სულიერ პრაქტიკები და ტრადიციებიც გამეცნო და იმედი მქონდა, რომ ჩემი დანიშნულება გამეხსნებოდა.

პათანკოტში მატარებელში ჩავჯექი, სამხრეთისკენ, ჰარიანას შტატში გავემართე, და კურუკშეტრაზე – ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილას ჩამოვედი. სწორედ ამ ადგილას იყო მოთხრობილი “ბჰაგავად-გიტა”. თან როგორც ყოველთვის მხოლოდ ჩანთა მქონდა, სულიერი წიგნებით სავსე. როგორც კი რკინიგზის სადგურს გავცდი, მაშინვე მომესმა “ბჰაგავად-გიტას” ლექსები სანსკრიტზე, რომელიც შორიახლოს მდებარე ტაძრის დინამიკიდან მოდიოდა.
კურუკშეტრაზე მე ჩავიძირე კრიშნას არჯუნასადმი წარმოთქმული დარიგებების შესწავლაში, რომელიც გადაულახავი წინააღმდეგობების გამო უკვე მზად იყო ეღალატა თავისი მოვალეობისთვის. “გიტა” იმიტომ მოეთხრო ბრძოლის ველზე არჯუნას, რომ ცხოვრება – ეს სიკეთის და ბოროტების უწყვეტი ბრძოლაა, რომელშიც ჩვენი ღირებულებები და იდეალები გამუდმებით გადიან სასტიკ გამოცდებს. ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან ვაწყდებით სასიკვდილო საფრთხეს, ან დემონებს ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთ. და მათთან შეტაკებისთვის მზადყოფნა, ისე რომ ამ დროს ღირსება და რწმენა არ დავკარგოთ, ძალიან ბევრს გვაძლევს. დროისადმი დაუქვემდებარებელ კრიშნას მოძღვრებას უანგარო ერთგულებისკენ, თავგანწირვისკენ და სულიერი გაწონასწორებულობისკენ მივყავართ, და ეს გვეხმარება ღმერთისადმი სიყვარულის ძლევამოსილების შეცნობაში, რომელიც ყველანაირ შიშს ამარცხებს.

ამ წმინდა ადგილას ვიგრძენი, რომ “ბჰაგავად-გიტას“ სიტყვები ჩემს გულში შემოიჭრა, თითქოს კრიშნა თავად მომმართავდა მისი ფურცლებიდან. მე მქონდა ჯიბის “ბჰაგავად-გიტა” გამოცემული “გიტა პრეს”-ში – იაფფასიან ქაღალდზე, თეთრი მუყაოს გარეკანით, - და ყოველდღე რამდენიმე თავს ვკითხულობდი. ჩემი მოგზაურობის მანძილზე ბევრი სულიერი წიგნი წავიკითხე, მაგრამ სწორედ “ბჰაგავად-გიტამ” მომხიბლა თავისი უჩვეულო პრაქტიკულობით.
ვსწავლობდი რა “გიტას” ძველი ბანიანის ხის – კრიშნას და არჯუნას საუბრის მოწმის ქვეშ, მე აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ღრმად ხსნიდა ეს წიგნი საკუთარი თავის შეცნობის მეცნიერებას ყველაზე სუფთა სახით, ისტორიული და რელიგიური კონტექსტების გარეშე. იგი აშუქებდა რთულ თემებს: სულის ურთიერთობას ღმერთთან, მატერიალური ბუნების გავლენას უკვდავ სულზე, ადამიანის დამოკიდებულებას კარმაზე (სამყაროს კანონზე, რომლის მიხედვითაც ჩვენი ერთი ქმედებაც კი არ რჩება შესაბამისი შედეგის გარეშე) და დროის მოუხელთებელ ძალაუფლებას, რომელიც მთელს სამყაროში ვრცელდება. მსგავსად მარტოსული მოხეტიალისა, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს საფრთხეებით, ცდუნებებითა და შიშებით სავსე სამყაროში, მე სიმშვიდეს და სიმტკიცეს “ბჰაგავად-გიტას” უკვდავი სიტყვებიდან ვიღებდი. იქ, კურუკშეტრაზე, იგი ჩემი სამაგიდო წიგნი გახდა, და მას შემდეგ მთელი ცხოვრება არ დავშორებივარ მას.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰარიანა დავტოვე. როცა ინდოეთის დაბლობებზე მიმავალი მატარებელი რომელიღაც სადგურზე გაჩერდა, მე ერთი უგვანო სცენის მოწმე გავხდი: ბაქანზე მამაკაცი ლანძღავდა და სცემდა თავის მოსამსახურეს – მოზარდ ყმაწვილს. ის თავის დაცვასაც კი არ ცდილობდა და სიტყვაც კი არ წამოცდენია, სანამ ბატონი არ მოსცილდა. მე ვთხოვე მეზობელ სტუდენტს აეხსნა, თუ რა მოხდა. მან მიპასუხა: “ეს ყმაწვილი უმდაბლესი კასტიდანაა, იგივეა, რაც მონა. საეჭვოა, რომ ოდესმე კარგი განათლება მიიღოს და დაქორწინდეს გოგოზე, გარდა მისი ჩაგრულთა კასტის წარმომადგენლისა. მთელი ცხოვრება მონური შრომა მოუწევს. ეს ყველაფერი კარგად ვიცი, იმიტომ რომ თავადაც იგივე კასტიდან გახლავართ. უბრალოდ მე, მისგან განსხვავებით გამიმართლა. სახელმწიფო ებრძვის მსგავს უსამართლობას, და არა მარტო იგი: განათლებული და კულტურული ადამიანების უმეტესობა, რომლებიც საზოგადოების მდგომარეობით არიან შეწუხებულნი, ასევე გამოდიან მსგავსი უსამართლობის წინააღმდეგ. მაგრამ კასტური განწყობილება ძალიან ღრმად ზის ადამიანთა ცნობიერებაში”. სტუდენტმა ამიხსნა, რომ კასტური სისტემა სინამდვილეში ვედური ვარნაშრამის – საზოგადოებრივი წყობის უძველესი სულიერი სისტემის უხეში დამახინჯებაა. როგორც ადამიანის თავი, ხელები, მუცელი და ფეხები მუშაობენ მთელი სხეულის საკეთილდღეოდ, ასევე ადამიანთა საზოგადოებაში სხვადასხვა ფენები შეთანხმებულად უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალს, თავიანთი ბუნებრივი შესაძლებლობებისა და მიდრეკლებების შესაბამისად. ასეთია ვედების სწავლება. ეს წყალობას მოუტანთ როგორც მათ, ასევე მთლიანად საზოგადოებას. ვარნაშრამას ვედური სისტემა უნდა შთააგონებდეს, უფლებამოსილს ხდიდეს და აერთიანებდეს საზოგადოების ყოველ წევრს. “თუმცაღა, - დაასკვნა ჩემმა თანამგზავრმა, - როცა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ადამიანის კასტა მისი წარმომავლობით განისაზღვრება, და შეუბრალებლად დაიწყეს დაბალი კასტების ექსპლუატაცია, მთელი სისტემა დანგრეული და დამახინჯებული იქნა”.
მე გამახსენდა რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია ამერიკასა და ევროპაში და ჩავიძირე სევდიან მოგონებებში იმაზე, თუ როგორი მრავალსახოვანი და ამოუწურავია ადამიანში საკუთარი უპირატესობის სხვებისათვის დემონსტრირებისა და სხვათა ექსპლუატაციისადმი მიდრეკილება. ამ მიდრეკილებამ თავისი გამოხატულება ჰპოვა სოციალურ წყობაში, პოლიტიკაში, ფილოსოფიაში და რელიგიაშიც კი. მე უფრო და უფრო მკაფიოდ მესმოდა, რომ თუკი მართლა მინდა ღმერთის გაგება, მაშინ რომელიღაც ერთი სულიერი გზის არჩევა მომიწევდა. თუმცა ამასთან მაშინებდა ის, რომ მსგავსი არჩევანის გაკეთებით ფართო აზროვნებას დავკარგავდი. რადგანაც ინდოეთის მთავარი რელიგიებიდან ერთ-ერთი – ინდუიზმი მიზიდავდა, - მოხარული ვიყავი გამეგო, რომ ინდუიზმის ჭეშმარიტი ფილოსოფია სულაც არ უწყობს ხელს ადამიანთა ჩაგვრას მათი კანის ფერის, კასტის, სქესის ან წარმომავლობის გამო. და მითუმეტეს მე თვითონაც არასოდეს შემხვედრია მსგავსი განწყობა ინდოეთში იოგებთან და სხვა წმინდა ადამიანებთან ურთიერთობის მთელი ამ დროის განმავლობაში.

* * *
კულუს ველზე მივაბიჯებდი ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში და ბუნების სილამაზით ვტკბებოდი. ასეთ ბუნებრივ გარემოში განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი ღმერთთან. სულ რაღაც ორი დღით ადრე რკინიგზის სადგურის კედელზე დავინახე აბრა კულუს ველის ფოტოთი. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ კულუსკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილის ძარაზე ავმხტარიყავი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ტყეში ვსეირნობდი და მთის სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი, შევხვდი მოგზაურს კოლორადოდან, რომელიც ირანში გავიცანი. იქ მან მითხრა, რომ ინდოეთისკენ მიემართებოდა ტიბეტური ბუდიზმის შესასწავლად. “წარმატებით დასრულდა შენი ძიებანი?” – დავინტერესდი მე.
მან თვალები დახუჭა და თითქოს ტრანსში ჩაძირულმა წარმოთქვა: “თავად ღმერთი მოევლინა დედამიწაზე!” ქუთუთოები აუთრთოლდა და ხმა აუკანკალდა: “მე დამაბრმავა ღვთაებრივმა სინათლემ უბრალოდ მის თითთან შეხების შემდეგ. სხეულში ექსტაზის ტალღებმა დამიარა. ყურებში ღვთაებრივი მუსიკა ჩამესმა. ნესტოებით ამბროზიის სურნელებას, ხოლო ენაზე ნექტარის გემოს ვგრძნობდი. თავად სამყაროს უფალი ჩამოვიდე მიწაზე. დაუყოვნებლივ გაემგზავრე მასთან”.
ექიმივით, რომელიც წამალს აძლევს მომაკვდავ პაციენტს, ის დაჟინებით მთხოვდა: “ინდოეთში შენი ხანგრძლივი მოგზაურობის მიზანი ჰარიდვარში გელოდება. ახლავე წადი, ძმაო, დრო არ დაკარგო. უახლოეს მომავალში უზენაესი უფალი საზღვარგარეთ გაემგზავრება”.
ამ ყველაფრით დაინტერესებული, სამხრეთისკენ, ჰარდვარის აშრამში გავემგზავრე. როცა ტაძარში შევედი, მე გამაკვირვა დიდმა ფოტომ საკურთხეველზე. მასზე გამოსახული იყო ახალგაზრდა გურუ გვირგვინზე ფარშევანგის ბუმბულით. იგი კრიშNას პოზაში იდგა და ფლეიტაზე უკრავდა. თუმცაღა ის საერთოდ არ ჰგავდა კრიშნას სურათიდან, რომელიც დელიში შევიძინე. ისევე, როგორც ჩემმა ნაცნობმა კოლორადოდან, ამ გურუს მოსწავლეებიც გარს შემომეხვივნენ და ხმამაღლა იძახდნენ: “ყოვლადმოწყალე უფალი უკვე მოდიოდა როგორც რამა და როგორც კრიშნა, და ის კვლავ მოევლინა. როცა გურუ მაჰარაჯი (ასე ეძახდნენ მას მოსწავლეები) ცოდნით აჯილდოებს ადამიანს, ის ღვთაებრივ ხედვას ანიჭებს მათ, რისი მეშვეობითად ადამიანს შეუძლია სამყაროს უფალი შეიცნოს მასში”. რადგანაც გურუ მაჰარაჯი თავისი პირველი უცხოური ტურნესთვის ემზადებოდა, მისი მოსწავლეები მარწმუნებდნენ, სასწრაფოდ წავსულიყავი ნიუ-დელიში.
ავტობუსით დელიმდე ჩავაღწიე და დავინახე, რომ აშრამის ეზოში გურუ მაჰარაჯის ასეულობით მოსწავლე ელოდა, რათა თვალი მაინც მოეკრა მისთვის. მე კუთხეში დავჯექი და ვაკვირდებოდი. ერთმა ხანშიშესულმა მოსწავლემ საუბარი წამოიწყო ჩემთან, შემდეგ კი მაჰატმების ჯგუფს გამაცნო – მოსწავლეებს, რომლებიც გურუ მაჰარაჯის სახელით უფლებამოსინი იყვნენ ცოდნის გადაცემაში. მაჰატმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა შევხვედროდი შრი მატაჯის – მათი ღმერთის წმინდა დედას. ის სავარძელზე იყო დაბრძანებული თაყვანისმცემლების გარემოცვაში, რომლებიც მარაოთი უნიავებდნენ და მის ყოველ სიტყვას იჭერდნენ. ჩემდა გასაკვირად, მან გადაწყვიტა, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო პირადად შევხვედროდი მის ვაჟს, და ერთ-ერთმა მაჰატმამ მისი მოსასვენებელ ოთახამდე გამაცილა. გურუ მაჰარაჯი აღმოჩნდა ცოტა სრული აღნაგობის ცამეტი წლის მოზარდი, აკურატულად უკან გადავარცხნილი თმით. მან თავი წარმომიდგინა, როგორც პრემ რავატი და ამიხსნა, რომ მისი მამის – შრი ჰანსჯი მაჰარაჯის მემკვიდრე გახლდათ. გურუ მაჰარაჯიმ სახურავზე ამიყვანა, სადაც როგორც იქნა მარტონი დავრჩით. იქ, აღტაცებული თაყვანისმცემლებისგან მოშორებით, ჩვენ გავისეირნეთ და ვისაუბრეთ. გურუ მაჰარაჯი მეკითხებოდა ჩემი ცხოვრების შესახებ და მიყვებოდა თავისი პირველი საზღვარგარეთული ტურნეზე, რომელიც წინ ელოდა. როცა მკითხა, მინდა თუ არა ინიციაციის მიღება ცოდნაში, მე ავუხსენი, თუ როგორ ვუხსნიდი სხვა სულიერ მასწავლებლებსაც, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეპყრობი საკუთარ თავზე მსგავსი პასუხისმგებლობის მიღებას. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ხალხის ბრბო მოუთმენლად ელოდა ეზოში მის გამოჩენას. რაღაც მომენტში რომელიღაც მაჰატმამ თავი ამოყო სახურავზე და თქვა, რომ აეროპორტში გამგზავრების დრო დამდგარიყო. გურუ მაჰარაჯი აჩქარდა: “ჩემი წასვლის დროა. თუ ოდესმე მოგინდება ჩემგან ცოდნის მიღება, - თქვა მან, - შეგიძლია პირადად მომმართო ინდოეთში, ამერიკაში ან ლონდონში”. ათასამდე ადამიანის მზერის ქვეშ, კიბეზე დავეშვით. მე მაშინვე განზე გავდექი, ხოლო გურუ მაჰარაჯიმ თავისი მიმდევრების სასიხარულოდ კურთხევა მისცა მათ, შემდეგ კი ავტომობილში ჩაჯდა და გაემგზავრა. მადლიერებას ვგრძნობდი მის მიმართ ჩემდამი ყურადღების გამოჩენისათვის. ცხადი იყო, რომ მან იოგას უმაღლეს საფეხურებს – ჯერ კიდევ წინა ცხოვრებაში მიაღწია. თუმცაღა ჩემს გულში ჩავიხედე და მივხვდი, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა, კრიშნად, სამყაროს უზენაეს უფლად მიმეღო იგი. “ის საკითხი, თუ ვინაა ღმერთი, -- ვმსჯელობდი მე, - მეტისმეტად სერიოზულია იმისათვის, რომ ასე ზერელედ მოვეპყრო მას”.

* * *
ჩემი მოგზაურობის დროს საკმაოდ ძლიერი მიჯაჭვულობა განმივითარდა სულიერი წიგნებისადმი, რომლებსაც ყოველთვის თან დავატარებდი. ნელ-ნელა ჩემს ჩანთაში მთელი ბიბლიოთეკა დაგროვდა. წიგნებიანი ჩანთის გარდა ჩემს საკუთრებას შეადგენდა თასი შესაწირისათვის და ხელჯოხი ხის ტოტისგან. არაერთხელ განმიზრახავს ჩემი ტვირთის შემსუბუქება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობდი უარი მეთქვა წიგნებზე, რომლებიც აღარ მჭირდებოდა, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ვერც ერთს ვერ შეველეოდი. ჩემს კოლექციაში იყო “ბჰაგავად-გიტა”, ბიბლია, უპანიშადები, “იოგის ავტობიოგრაფია”, წიგნები ბუდიზმზე, შანკარაჩარიას ტრაქტატი და წიგნი “კრიშნა”, რომელიც შრილა პრაბჰუპადას ხელით მივიღე. ყოველი ეს წიგნი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, და მეშინოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვეღარ ვიპოვიდი მათ, ამიტომ ყველგან თან ვატარებდი ამ ბიბლიოთეკას, მისი სიმძიმისგან გადაღლილი.
გზაჯვარედინზე ვიდექი კონოტ-პლეისთან ახლოს დელიში, და წიგნებიანი ჩანთა ფეხებთან ახლოს მედო. გვერდზე მოტო-რიქშები დარბოდნენ. ქუჩა ავტომობილებით იყო გადავსებული, და ყოველი მათგანი სხვებზე წინ გაჭრას ლამობდა. ველო-რიქშები და ურიკიანი ვაჭრები ლავირებდნენ სატვირთოებს შორის, რომლებიც ხმამაღლა ასიგნალებდნენ და ნამწვავი გაზის ღრუბლებს აფრქვევდნენ. ტროტუარზე ვიდექი და მწვანე შუქს ველოდი.
უეცრად უკნიდან ვიღაც მომახტა. მტკიცედ ჩამეჭიდა შუბლზე და ყურში რაღაც რკინა ჩამთხარა. შემდეგ ღრმად ჩამიდგა ყურის ხვრელში და მტკივნეულად დაატრიალა. მე შიშისგან ავკანკალდი. რა უნდა და რას მიკეთებს? ყურის ბარაბანს ხომ არ გამიხვრეტს? ამასობაში უცნობი რკინს ტრიალს აგრძელებდა, მე კი, მისი სრული ძალაუფლების ქვეშ მყოფს, განძრევაც კი მეშინოდა. შემდეგ გამიშვა, რკინა ამოიღო, თვალებთან მომიტანა და ყურის გოგირდის დიდი საცობი დამანახა. ძალიან გამიხარდა, რადგანაც გაცილებით უკეთ მესმოდა – ყოველ შემთხვევაში ცალ ყურში მაინც. მეორე ყურის გამოწმენდისთვის უცნობმა რუპია მომთხოვა. მაგრამ ფული არ მქონდა. მან შევაჭრება სცადა, და როცა მიხვდა, რომ ერთი გროშიც კი არ მქონდა, წავიდა და დაგუბული მეორე ყურით დამტოვა. მომხდარის დაჯერება მიჭირდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენი ჭუჭყი დამგროვებოდა ყურში, სანამ არ გამიწმენდნენ მას. ეს განსაკუთრებით მეორე ყურთან კონტრასტის გამო იყო შესამჩნევი. ტანჯული ღიმილით, გონებაში პარალელი გავავლე მომხდარ ამბავსა და ჩემს სულიერ ძიებებს შორის:
ეგოიზმის სიბინძურე, რომელიც ჩვენს გულშია დაგროვილი, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ცხადად შევიგრძნოთ ღმერთის ხმა ჩვენს შიგნით. ცოდნით შეიარაღებული, გურუ წმენდს ჩვენს გულს. ის, რაც გულიდან გარეთ გამოდის, შეიძლება საზიზღრად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ მოთმინებით აღვიჭურვებით და ამ გზას ბოლომდე მივყვებით, შეგვიძლია ბოლომდე განვიწმინდოთ.

და კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე ამ ამბიდან:

ხანდახან ღმერთი რელიგიური გამოცდილების “უფასო მაგალითს” გვიგზავნის, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მეტი მივიღოთ, საჭირო საფასური უნდა გადავიხადოთ, და ეს საფასური განწმენდის გზაზე სიარულისადმი გულწრფელი მზადყოფნაა.

ახლა ჩემი სასმენი აპარატი არეულ სტერეო-სისტემას ჰგავდა. მესმოდა, რომ განწმენდა მესაჭიროებოდა, და ამასთან მრავალ დონეზე. ჯერ კიდევ გზაჯვარედინზე ვიდექი, მწვანე შუქის მოლოდინში, და როცა იგი აინთო, ხელი წავიღე წიგნებით სავსე ჩანთისკენ, მაგრამ იგი გამქრალიყო! მომეჩვენა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. ყველგან დავიწყე მისი ძებნა, წინ და უკან დავრბოდი და გამვლელებს ვეკითხებოდი, მაგრამ ამაოდ. თანდათან შევეგუე იმ აზრს, რომ წიგნები მომპარეს. და ასე, გზაჯვარედინზე მდგარი, ჩემს დანაკარგს მივტიროდი.

ამ შეუფასებელი წიგნებიდან ვიღებდი ცოდნას და შთაგონებას. ისინი იყვნენ ჩემთვის ყველაზე დიდი საგანძური. ჩემი მასწავლებლების მოწყალე ხელიდან ვიღებდი მათ. და ახლა ჩემი სიმდიდრისგან კვალიც კი არ დარჩა.

მწუხარებისაგან გატეხილი და წიგნების დაბრუნების ყველანაირ იმედ-დაკარგული, იმ ადგილს გავეცალე.
მაგრამ, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, უეცრად ვიგრძენი, თუ როგორ გამიადვილდა სიარული. მძიმე ტვირთი, რომელსაც ამდენი ხანი მხრებით ვატარებდი, გაქრა. მთლიანად შემიპყრო განთავისუფლების გრძნობამ, ისეთივე მოულოდნელმა, როგორც ცოტა ხნის წინანდელმა სასოწარკვეთილებამ. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ სიხარულისგან არ მეხტუნავა და ვფიქრობდი:
ჩვენი ჭკუისთვის დამახასიათებელია, ნაკლებადმნიშვნელოვანი საგნები მნიშვნელოვნად ჩათვალოს. ჭკუა ხელოვნურ მოთხოვნილებებს ქმნის და გვარწმუნებს, რომ მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ასე დავატარებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი მიჯაჭვულობების მძიმე ტვირთს. მიჯაჭვულობა – მძიმე ტვირთია ჭკუისთვის. და მანამ, სანამ არ განვთავისუფლებით ამ ტვირთისგან, ისევე როგორც ჩემი წიგნების ან ყურის საცობის შემთხვევაში, ვერ მივხვდებით, თუ რა სიმძიმე დავიყარეთ საკუთარ თავზე. მაგრამ თუ ვისწავლით სიხარულის ჩვენი შინაგანი სამყაროდან მიღებას, მაშინ შევძლებთ უბრალო, უსასრულო პრობლემებისგან თავისუფალ ცხოვრებას.
ჩემი მოგზაურობის განმავლობაში განმივითარდა მიჯაჭვულობა იმისადმი, რომ ჩემი ძალებით მეპოვნა ჭეშმარიტი გზა და სულიერი მოძღვარი. მაგრამ ახლა ერთი პარადოქსული რეალობა შევიცანი: იმისათვის, რომ მართლა მეპოვნა, რასაც ვეძებდი, უარი უნდა მეთქვა ჩემი ამ მიზნისადმი მიჯაჭვულობაზე და უბრალოდ გულწრფელად განმეგრძო ძიება. რა წინააღმდეგობებიც არ უნდა შემხვედროდა ამ გზაზე, მესმოდა, რომ ისინი საბოლოოდ სრული თავისუფლების მოპოვებაში დამეხმარებოდნენ.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff