პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

თაიგერ სვამი (ვეფხვი სვამი)

თავი მეექვსე თაიგერ სვამი (ვეფხვი სვამი)

(მეექვსე თავიდან თარგმნა: ირინე ქრისტიანე ნუცუბიძემ)

სოჰონგი იყო მისი საბერო სახელი, საეროდ კი თაიგერ-სვამის ეძახდნენ.

“მე გამოვიკვლიე თაიგერ-სვამის მისამართი. ხომ არ ვესტუმროთ?“

ეს მისასალმებელი მიპატიჟება მოდიოდა ჩანდისგან, ჩემი სკოლის მეგობრისგან. ბუნებრივია, დიდი სურვილი მქონდა შევხვედროდი წმინდანს, რომელმაც ბერად აღკვეცამდე, შიშველი ხელებით ვეფხვი დაიჭირა და დაიმორჩილა, რადგანაც ჩემი ახალგაზრდობის აღფრთოვანება მისი არაჩვეულებრივი საქმიანობისა გამო დიდი იყო.

შემდგომმა დღემ ზამთრის სუსხი მოიტანა; თუმცაღა, მე და ჩანდი გამხიარებულები გავუდექით გზას. გრძელი, უშედეგო ძიების შემდეგ ბჰავანიპურში, კალკუტას გარეუბანში, სწორი სახლი ვიპოვეთ. კარზე ეკიდა ორი რკინის ბეჭედი, რომელიც ერთმანეთს ძლიერ დავარტყი. მიუხედავად ამ ხმაურისა მსახური ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და თავისი ირონიული ღიმილით მიგვანიშნა, რომ ხმაურიანი მნახველები წმინდანის სახლში სიმშვიდის დარღვევას ვერ შეძლებენ.

ჩვენ ვიგრძენით ჩუმი საყვედური და მადლობელი დავრჩით, შესვლის უფლება რომ დაგვრთო. თუმცა დაუსრულებელი მოლოდინი გვაფორიაქებდა. ინდოეთში მოთმინება ერთერთი დაუწერელი კანონთაგანია, რომელსაც ჭეშმარიტების ყოველი მაძიებელი უნდა დაემორჩილოს. ხშირად ოსტატი მნახველებს გამიზნულად აცდევინებს, იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად სერიოზულია იგი ამ შეხვედრის მიმართ _ ერთგვარი ფსიქოლოგიური ხრიკია, რომელსაც დასავლეთში ექიმები ხშირად იყენებენ. 

როგორც იქნა, მსახურმა გაგვიხმო მას გავყოლოდით და შეგვიძღვა ერთ საწოლ ოთახში, სადაც ცნობილი სვამი სოჰონგი საწოლზე იჯდა. მისი უზარმაზარი სხეულის ხილვამ უსიტყვოდ დაგვტოვა. ვიდექით ასე დამუნჯებულები და თვალებგაფართოებულები. აქამდე არასოდეს გვენახა ასეთი გულმკერდი და ფეხბურთის მსგავსი მკლავები. სვამის სასტიკი და ამავდროულად მშვიდობიანი სახე ძლიერ კისერს ეყრდნობოდა, ტალღოვანი კულულებით და წვერ-ულვაშით იყო დაფარული. მის მბრწყინავ, შავ თვალებში იყო რაღაც მტრედის და ამავდროულად ვეფხვისთვის დამახასიათებელი რამ. ის გადაცმული იყო ვეფხვის ტყავში, რომელიც კუნთოვან წელს უფარავდა. 

მას შემდეგ რაც ენა ისევ ამოვიდგით, მივესალმეთ ბერს და მადლიერება გამოვხატეთ მტაცებლურ ასპარეზზე გამოვლენილი მისი გმირობისათვის.

„შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ არის შესაძლებელი, ბენგალელი სამეფო ცხოველის, ჯუნგლების საშიში მტაცებლის შიშველი ხელებით დაჭერა?“

“ვეფხვს რომ შეებრძოლო, ყმაწვილებო, ეს პატარა რამეა ჩემთვის. თუ საჭიროა, ახლაც გავაკეთებ მაგას. თან ბავშვური ღიმილი დასთამაშებდა. თქვენ ვეფხვს, როგორც ვეფხს, ისე უყურებთ. ჩემთვის კი ისინი მხოლოდ კნუტები არიან.“

“სვამიჯი, მე შემიძლია ჩემი ქვეცნობიერი იმაში დავარწმუნო, რომ ვეფხვები მხოლოდ კნუტები არიან; თავად ვეფხვები დაიჯერებენ კი ამას?

“ძალაც რასაკვირველია აუცილებელია. არ შეიძლება პატარა ბავშვისაგან ველოდოთ ვეფხვის დამარცხებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰგონია, რომ ეს სახლის კატაა. ჩემი ძლიერი ხელები იარაღად საკმარისია.“

შემდეგ გვთხოვა, ეზოში გავყოლოდით, სადაც მან კედლის კუთხეს დაარტყა. ერთი აგური მიწაზე კრახით დაეცა. შედეგად ამ ხვრელის მეშვეობით ცის ნათლად განჭვრეტა იყო შესაძლებელი. გაკვირვებულმა უკან დავიხიე. ვისაც მასიური კედლიდან ერთი დარტყმით მყარი აგურის ამოგდება შეუძლია, გავიფიქრე მე, თავისუფლად შეუძლია ვეფხვს კბილები ჩაუმტვრიოს.

“უამრავია ადამიანი, ვისაც ისეთივე ძალა აქვთ, როგორიც მე, თუმცაღა მათ ცივსისხლიანი თავდაჯერებულობა არ გააჩნიათ. ვინც სხეულებრივ ძლიერებას ფლობს, მაგრამ არა სულიერ სიმტკიცეს, შეიძლება თავისუფალი მტაცებლის უბრალო გამოხედვაზეც კი გაფითრდეს. უზარმაზარი განსხვავებაა თავის ბუნებრივ გარემოში მყოფ ვეფხვსა და ოპიუმით მოწამლულ ცირკის ცხოველს შორის.

ბევრი ადამიანი, რომელსაც ბენგალის ვეფხვი დაესხმება თავს, თავისი ჰერკულისეული ძალის მიუხედავად, შიშისგან პარალიზდება. ამგვარად, ვეფხვი ჩააყენებს ადამიანს უძლურ მდგომარეობაში, რომელშიც ის თავს უმწეო კნუტად იგრძნობს. თუმცა ძლიერი ფიზიკისა და დაუოკებელი ნებისყოფის მქონე ადამიანს შეუძლია მაგიდის შებრუნება და ვეფხვის გადარწმუნება იმაში, რომ თავად(ვეფხვი) არის ისეთივე დაუცველი, როგორც კნუტი. რამდენჯერ გამიკეთებია ასე!“

დარწმუნებით მჯეროდა, რომ მოგზაურობას, რომელიც წინ მელოდა, ვეფხვების კნუტებად გადაქცევა შეეძლო. როგორც ჩანს, მას ესიამოვნა, რომ ჩვენ მის სწავლებას ასეთი მოწიწებით ვუსმენდით, რადგან განაგრძო : 

“არის გონება, რომელიც კუნთებს აკონტროლებს. ჩაქუჩის დარტყმის ძალა მთლიანად დამოკიდებულია გამოყენებულ ენერგიაზე; ადამიანის სხეულის სიძლიერე დამოკიდებულია ინდივიდის აგრესიულობასა და გამბედაობაზე. სხეული ნამდვილად გონებისაგან ყალიბდება და ნარჩუნდება. წინა ცხოვრებაში განვითარებული, ღრმად ფესვგადგმული ინსტიქტების მეშვეობით ჩვენს ცნობიერებაში თანდათან ყალიბდება სიძლიერის ან სისუსტის შესახებ შეხედულება. აქედან გამომდინარე ის განავითარებს გარკვეულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ სასურველ თუ არასასურველ სხეულს ქმნიან. ყოველ ფიზიკურ სისუსტეს სულიერი მიზეზი აქვს. ეს დამღუპველი ციკლია: სხეული საკუთარ თავს ჩვევებისაგან დამონების საშუალებას აძლევს, ხოლო გონებას კი სხეული აფერხებს. როდესაც ბატონი ნებას აძლევს თავის მსახურს უბრძანოს, ეს უკანასკნელი დესპოტი ხდება. იგივე ხდება მაშინაც, როდესაც გონება სხეულის სწრაფვას ემორჩილება და მას თავის დამონების უფლებას აძლევს.“

ჩვენი თხოვნით, შთამბეჭდავი სვამი დაგვთანხმდა, მისი ცხოვრებიდან რაიმე მოეყოლა.

„ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში მქონდა ამბიცია, ვეფხვებთან მებრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ფოლადის ნება მქონდა, სხეული იყო სუსტი.“

გაოგნებული ხმა აღმომხდა, რადგან ძნელად წარმოსადგენი ჩანდა, რომ ამ “ატლასის მხრებს“ ოდესმე სისუსტე სცნობოდა.

“დაუოკებელი ძალით ჩემი აზრებისა, რომლებიც მუდმივად იყო ორიენტირებული ჯანმრთელობასა და ძალაზე, საბოლოოდ გადავლახე ეს დაბრკოლება. მე მაქვს ყველა მიზეზი იმისა, რომ შევაქო გონების უპირატესობა, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილი ვეფხვის მომთვინიერებელია.“

“როგორ ფიქრობთ, პატივცემულო სვამი, რომ ოდესმე შევძლებ ვეფხვის დაპყრობას?“ ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა ამ უცნაურმა ამბიციამ შემიპყრო.

“დიახ, თქვა ღიმილით.  “მაგრამ არსებობს ვეფხვის სხვადასხვა სახეობები. ზოგიერთი მათგანი ადამიანის სურვილების ჯუნგლებში ცხოვრობს. ცხოველების უგუნურად ცემას გონივრული სარგებელი არ მოაქვს. სჯობს ეცადო შენში არსებული მტაცებელი დაამარცხო!“

“შეიძლება გავიგოთ, რამ განაპირობა, ნაცლად ველური ვეფხვისა, თქვენი ველური ვნებების მოთვინიერება?“

შემდგომ თაიგერ სვამი დიდხანს ჩაიძირა სიჩუმეში. შორს იმზირებოდა. თითქოს წარსულის სურათები ამოტივტივდა. შევამჩნიე როგორ უჭირდა შინაგანად და დავეჭვდი, ჩემი თხოვნისათვის უნდა ეპასუხა თუ არა. ბოლოს კი თხოვნას ღიმილით დაეთანხმა.

„როდესაც ჩემი დიდების მწვერვალზე ვიდექი, თავს მივეცი უფლება სიამაყით შემცდარიყო და გადავწყვიტე არა მხოლოდ ვეფხვებთან შებრძოლება, არამედ მათთან ერთად სხვადასხვა ხრიკებიც შემესრულებინა. ჩემი ამბიცია მივმართე, გარეულ მხეცებს ისე მოქცეოდა, როგორც შინაურ ცხოველებს. და ასე დავიწყე საჯარო სპეკტაკლების წარმოდგენა, რომლითაც დიდი წარმატება მოვიპოვე.“

ერთ დღესაც მამაჩემი დაფიქრებული გამომეტყველებით შემოვიდა ჩემს ოთახში.

„შვილო, შენთან სერიოზული საუბარი მჭირდება. რადგანაც მსურს მომავალი ტანჯვისაგან დაგიცვა და აგარიდო, ის რაც მიზეზ-შედეგობრივი ბორბალის ქვეშ მოგაქცევს.“

„ფატალისტი გახდი, მამა? ამ ცრურწმენის გამო ჩემს წარმატებულ საქმიანობას უნდა დავანებო თავი?“

„არა, ფატალისტი არ ვარ, შვილო ჩემო. მაგრამ მე მჯერა შურისძიების სამართლიანი კანონის, როგორც ეს წმინდა წერილებშია გადმოცემული. ჯუნგლების მტაცებლები შენს მიმართ ღრმა წყენას დაიკავებენ და ეს შეიძლება ერთ დღეს ძვირად დაგიჯდეს.“

„მამა, შენ მართლაც მაოცებ. შენ ხომ იცი, როგორები არიან ვეფხვები_ლამაზები, მაგრამ დაუნდობლები. ვინ იცის, იქნებ ჩემი დარტმები სქელ თავის ქალაზე მათ მეტად საზრიანს ხდის. მე, ასე ვთქვათ, ჯუნგლების სკოლა ინტერნატის ოსტატი ვარ, რომელიც მხეცებს უფრო რბილ მანერებს ასწავლის. 

გთხოვ, ვეფხვის მკვლელად ნუ დამინახავ, მამა, არამედ როგორც ვეფხვის მომთვინიერებელი. როგორ შეიძლება ამ კარგმა საქმიანობამ ზიანი მომიტანოს? გთხოვ, ნუ მაიძულებ ჩემი ცხოვრების წესი შევცვალო!“

ჩანდი და მე სმენად ვიყავით გადაქცეული, ვინაიდან ეს დილემა ჩვენც კარგად გვესმოდა. ინდოეთში შვილები ასე ადვილად ვერ ეწინააღმდეგებიან მშობლების ნებას. 

„სტოიკური დუმილით ისმენდა მამაჩემი ჩემს ახსნა-განმარტებებს“, განაგრძო თაიგერ-სვამიმ. „მერე სერიოზული გამომეტყველებით შემდეგი განცხადება გამიკეთა:

„შვილო, შენ მომიწოდებ იმისკენ, გამცნო ერთი საშინელი წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც ერთი წმინდანის პირიდან მოდის. ის გუშინ მომიახლოვდა, როდესაც _ისევე როგორც ყოველდღე_ ვერანდაზე ვიჯექი და ვმედიტირებდი. 

„ძვირფასო მეგობარო“, მითხრა მან, „ მესიჯი მაქვს შენი მებრძოლი შვილისათვის. მან თავისი ბარბაროსული საქმიანობა უნდა შეწყვიტოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ვეფხვს შეხვდება, მძიმე ჭრილობებს მიიღებს და სიცოცხლესა და სიკვდილს შორის თვეების განმავლობაში იცურებს. ამის შემდეგ ის ახალ ცხოვრებას დაიწყებს და ბერად აღიკვეცება.““

ამ მოხსენებამ დიდა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ვეჭვობდი, რომ მამა თავისი დაუდევრობის შედეგად ვიღაც ფანატიკოსის მსხვერპლი გახდა.“

ამ აღსარებაზე თაიგერ-სვამიმ მოუთმენლად აიქნია ხელი, თითქოს რაღაც დიდი სისულელე გაახსენდა. მერე დიდხანს იჯდა სიჩუმეში, თითქოს ჩვენი იქ ყოფნა სულ დაავიწყდა. მაგრამ უეცრად მან დამორჩილებული ხმით განაახლა თავისი ამბის ძაფი :

„ამ მამობრივი გაფრთხილებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ვესტუმრე დედაქალაქ კუჩ-ბიჰარს. იქაური თვალწარმტაცი პეიზაჟი ჯერ კიდევ უცნობი იყო და ამიტომ ცვლილებებისათის გადავწყვიტე ამ უბანში რამდენიმე დღე გამეტარებინა. როგორც ყველგან, აქაც ქუჩაში ცნობისმოყვარე ბრბო გამომყვა, დროდადრო მათ კომენტარებს ვისმენდი: 

„აი ის კაცი, რომელმაც ველურ ვეფხვს შეებრძოლა!“ , 

„შეხედეთ მის ფეხებს _ ყველაზე წმინდა ხის ტოტები!“

„ და შეხედეთ მის სახეს! ის ნამდვილად სამეფო ვეფხვის ფიზიკური განსახიერებაა!“

თქვენ იცით, როგორ ესალმებიან ყოველ სიახლეს ქუჩის ბავშვები, და როგორი სისწრაფით ვრცელდება სენსაციური ინფორმაცია ქალების მიერ! რამდენიმე საათში მთელმა ქალაქმა იცოდა ჩემი იქ ყოფნის შესახებ.

როდესაც საღამოს მოსვენება ვპოვე, უცებ მომესმა ცხენების ჩლიქების ხმა, რომლებიც ჩემი სახლის წინ შეჩერდნენ. ამის შემდეგ მაშინვე შემოვიდნენ ჩემს ოთახში რამდენიმე მაღალი პილიციელი, რომლებსაც ტურბანები ეცვათ. გაოგნებული ვუყურებდი მათ. „კანონის ამ მცველებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი“, გავიფიქრე მე. „შესაძლოა იმ საკითხზე სურთ გამესაუბრონ, რის შესახებაც მე საერთოდ არაფერი გამეგება.“ მაგრამ ჩინოვნიკები არაჩვეულებრივი თავაზიანობით იხრიდნენ ქედს ჩემს წინაშე.

„ძვირფასო ბატონო, ჩვენ გამოგგვზავნეს, რომ მოგესალმოთ კუჩ-ბიჰარის პრინცის სახელით. მოხარული იქნება, თუ ხვალ დილით სასახლეში ესტუმრებით.“

ცოტა ხნით დავფიქრდი ამ შემოთავაზებაზე. რატომღაც _ მე თავადაც არ ვიცოდი, რატომ _ ძლიერ სინანულს ვგრძნობდი ჩემს მშვიდობიან მოგზაურობაში ასეთი შემოჭრის გამო. მაგრამ პოლიციელების თავმდაბალმა საქციელმა ჩემზე გავლენა იქონია და ამიტომაც  დავთანხმდი. 

როგორი გაკვირვებული ვიყავი, როცა მეორე დღეს ჩემს კართან დავინახე სამეფო მსახურები, რომლებმაც ოთხცხენიან ეტლამდე მიმაცილეს. ერთ-ერთ მათგანს ჩემი თავის ზემოთ დახვეწილი ქოლგა ეჭირა, მცხუნვარე სხივებისაგან დასაცავად. ვისიამოვნე ქალაქსა და ტყის შემოგარენში სასიამოვნო გასეირნებით. თავადი თავად დამხვდა სასახლის კარიბჭესთან, ჩემთან მოსასალმებლად. შემდეგ მან ოქროს ბროკადით დაფარული სავარძელი შემომთავაზე, როდესაც თვითონ უბრალო სავარძელში დაიკავა ადგილი. 

„მთელი ეს თავაზიანობა რა თქმა უნდა რაღაცად დამიჯდება“, ვფიქრობდი სულ უფრო გაოცებული. რამდენიმე შეუსაბამო შენიშვნის შემდეგ პრინცმა საბოლოოდ გამოავლინა თავისი განზრახვა.

„ჩემი ქალაქი სავსეა ჭორებით, რომ ველური ვეფხვის დაპყრობა შიშველი ხელებით შეძელით. მართალია ეს?“

„კი, ასეა.“

„თუმცა, ჩემთვის ასეთი ქცევა დაუჯერებელია. თქვენ ხართ ბენგალიელი კალკუტადან, რომელიც, ისევე როგორც ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა, თეთრი ბრინჯით იკვებებით. აღიარეთ: უბრალოდ ოპიუმით დაუძლურებულ ვეფხვს არ შეებრძოლეთ?“ მისი ხმა, რომელსაც პროვინციული ტონი ჰქონდა, ხმამაღლა და სარკასტულად ჟღერდა.

მისი შეურაცხმყოფელი კითხვა დავაიგნორე და პასუხის გაცემას არც ვაპირებდი.

„ამით მე გიწვევთ თქვენ ბრძოლაში ჩემს ახლახან დატყვევებულ ვეფხვთან რაჯა ბეგუმთან. თუ თქვენ მას წარმატებით დაიმორჩილებთ, მიამაგრებთ მას ჯაჭვით და შემდეგ გალიაში დატოვებთ, თან ფხიზელ მდგომარეობაში, ეს სამეფო ვეფხვი საჩუქრად დაიტოვეთ, ასევე მიიღებთ რამდენიმე ათას მანეთს და მრავალ სხვა საჩუქარს. მაგრამ თუ ბრძოლაზე უარს იტყვით, მთელ მიწაზე მატყუარას სახელს გაგივრცელებთ.“

მისმა თავხედურმა სიტყვებმა ღეროსავით დამკრა და პასუხი გაბრაზებულმა ვესროლე სახეში. პრინცმა აღელვებულმა წამოიწია ადგილიდან, მაგრამ მაშინვე სადისტური ღიმილით დაბრუნდა უკან. მე გამეფიქრა რომის იმპერატორებზე, რომლებიც მტაცებლურ ასპარეზზე დაუცველ ქრისტიანთა ხილვით ქეიფობდნენ. 

„შებრძოლება დღეიდან ერთი კვირის მანძილზე უნდა გაგრძელდეს, თქვა მან, სამწუხაროდ მე ვერ მოგცემთ უფლებას, ვეფხვი წინასწარ ნახოთ. „

ალბათ პრინცს ეჭვი ეპარებოდა, ეგონა შემეძლო ცხოველის ფიპნოზირება ან ფარულად ოპიუმის მიცემა.

სასახლიდან რომ გამოვედი, გამიხარდა, რომ ამჯერად სამეფო ქოლგა და დიდებული ეტლი არ ჩანდნენ. 

მომდევნო კვირაში ვამზადებდი ჩემს სხეულს და გონებას მომავალი ცეცხლოვანი სასამართლოსათვის. ჩემი მსახურისაგან შევიტყვე, რომ ყველანაირი ფანტასტიური ჭორები გავრცელებულიყო. ავისმომასწავებელი წინასწარმეტყველება, რომელიც წმინდანმა მამაჩემს უთხრა, თანდათან ნაცნობი ხდებოდა და დღითიდღე უფრო საშინელ ფორმებს ღებულობდა. ბევრ უბრალო სოფლის მაცხოვრებელს სჯეროდა, რომ ღმერთების მიერ განდევნილი ბოროტი სული განსახიერდა როგორც ვეფხვი, რომელიც ღამით ანადგურებდა დემონურ ფორმას, მაგრამ დღისით ზოლიანი ვეფხვის ფორმას უბრუნდებოდა. ეს ვეფხვის დემონი, სავარაუდოდ, არჩეულ იქნა ჩემი დამორჩილებისათვის. 

ამ ჭორის კიდევ ერთი ვერსია იყო ის, რომ  ვეფხვის ზეცაში ამაღლებულ ცხოველთა ლოცვებს უპასუხეს და რაჯა ბეგუმი ამისთვის ინსტრუმენტია, რომლითაც მე, თამამი ორფეხი, შეურაცხყოფა მივაყენე ვეფხვის მთელ რასას, უნდა დავისაჯო. ერთი კაცი, ბეწვისა და თათების გარეშე, რომელიც ბედავს კლანჭებით შეიარაღებულ ძლევამოსილ ვეფხვს დაუპირისპირდეს! ყველა დამცირებული ცხოველის ერთობლივი უკმაყოფილება _ ასე ამბობდნენ სოფლის მოსახლეები _ საკმარისი მამოძრავებელი ძალა იყო ფარული კანონების ამოქმედებისათვის და ამაყი ვეფხვის მომთვინიერების დაცემისათვის. 

ჩემმა მსახურმა გამიმხილა, რომ პრინცი გრძნობდა ადამიანისა და მხეცის ხელჩართული ბრძოლის ორგანიზატორად თავს. ის მეთვალყურეობდა ამინდის მდგრადი პავილიონის მშენებლობას, რომელიც განკუთვნილი იყო რამდენიმე ათასი ადამიანის მოსათავსებლად. პავილიონის შუაში მოთავსებული იყო რაჯა ბეგუმი უზარმაზარ გალიაში, რომელიც გარშემორტყმული იყო გარე უსაფრთხოების კომპლექსით. პატიმარი გამუდმებით გამოთქვამდა ისეთ ნაყოფიერ ღრიალს, რომ ამის გამგონეს ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. მას მცირედი საკვებით კვებავდნენ, რათა მისი ცხოველური მადა შენარჩუნებულიყო. ალბათ პრინცი ელოდა, რომ ჯილდოდ ვეფხვს, როგორც ტრაპეზი ისე დავრჩებოდი. 

დიდი რაოდენობით ხალხი ქალაქიდან თუ გარეუბნებიდან უკვე ყიდულობდნენ ბილეთებს, რადგან ეს უნიკალური კონკურსი ყველგან იყო გამოცხადებული. როდესაც ის დიდი დღე დადგა, ასობით ადამიანი იძულებული გახდა, უკანვე გაბრუნებულიყო, რადგან ყველა ადგილი დაკავებული იყო. ბევრი კარვის ღიობებიდან შემოიჭრა შიგნით ან გალერიის პატარა სივრცეებში მიიყუჟნენ უკან.“

თანდათან თაიგერ სვამის ამბავი კულმინაციას აღწევდა, ჩემი მღელვარებაც წუთიერად იზრდებოდა. ჩანდიც ჩუმად და თითქოს შელოცვილი იჯდა. 

„გაბრაზებული რაჯა ბეგუმის ღრიალისა და აღელვებული ბრბოს აურზარის ფონზე მშვიდად შევედი არენაზე. მე მხოლოდ წელზე ვიყავი ჩაცმული. სხეულის დანარჩენი ნაწილი დაუფარავი იყო.  შემდეგ კარის ჭანჭიკი უკან გამოვწიე, რომელიც უსაფრთხოებისათვის იყო და კარი მშვიდად ჩავკეტე ჩემს უკან. ვეფხვმა სისხლის ყნოსვა დაიწყო, ჭექა-ქუხილით გადახტა გისოსებთან და მწარედ მომესალმა. აუდიტორია სამარცხვინო შიშით გაიტრუნა. ამ მძვინვარე მხეცთან შედარებით მე ნაზი კრავივით გამოვიყურებოდი. 

წამში გალიაში ვიყავი. ჯერ კიდევ კარს ვაჯახუნებდი, რომ რაჯა ბეგუმი გამოვარდა ჩემსკენ და მარჯვენა ხელი საშინლად დამიჭეჭყა. ადამიანის სისხლი, ვეფხვისათვის მეტად სასიამოვნო, ნაკადებად გადმოედინებოდა, წმინდანის წინასწარმეტყველება სრულდებოდა. ეს იყო პირველი სერიოზული ტრავმა, რომელიც მსგავს შეჯიბრებაში მიმიღია. მიუხედავად ამისა, თავდაპირველი შოკის შემდეგ, მაშინვე სიმშვიდე მოვიპოვე. სწრაფად დავმალე სისხლიანი თითები ტანსაცმელში, მარცხენა ხელით კი მის ძვლისდამტვრელ დარტყმას ვიგერიებ. მხეცმა გალიის უკანა ნაწილისკენ დაიხია და დაკრუნჩხულმა წინ გადმოხტა. ახლა ჩემმა ცნობილმა მუშტებმა დააწვიმა თავზე. 

მაგრამ ადამიანის სისხლის გემომ ისეთივე დამათრობელი ზეგავლენა იქონია რაჯა ბეგუმზე, როგორც ღვინის პირველმა ყლუპმა ალკოჰოლიკზე ხანგრძლივი აბსტინენციის შემდეგ. საკუთარი ყრუ ღრიალით ანთებული ცხოველი სულ უფრო და უფრო გიჟურად მიხტებოდა. რადგან მხოლოდ ერთი ხელით შემეძლო თავის დაცვა, დაუცველი ვიყავი მისი თათებისა და კლანჭებისაგან. მაგრამ მე მას განსაცვიფრებელი საპასუხო დარტყმები მივუგე. ორივე სისხლით შეღებილები ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლისათვის. გალია ჯოჯოხეთად იქცა, სისხლი ყველა მიმართულებით იფრქვეოდა. მხეცის ყელიდან ტკივილის შემზარავი ხმები და მკვლელი განზრახვა ამოვარდა. 

„ესროლეთ! მოკალით ვეფხვი! _ ისმოდა აუდიტორიის ყვირილი. მაგრამ კაცი და ცხოველი ისე სწრაფად მოძრაობდნენ, რომ მცველმა ტყვია ააცილა. მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე, ვიღრინე და ერთი საბოლოო, გამანადგურებელი დარტყმა მივაყენე. ვეფხვი ჩამოვარდა და გაუნძრევლად განაგძობდა წოლას.“

„კნუტის მსგავსად!“ _ აღმომხდა მე.

სვამიმ მოწონებით ჩაიცინა და თავისი ამაღლებული ამბავი განაგრძო.

„რაჯა ბეგუმი საბოლოდ დამარცხდა! და მისი სიამაყე კიდევ უფრო დამცირდა, როცა ცივსისლიანად გავხსენი მისი ყელი ჩემი დარბილებული ხელებით და ერთი დრამატული მომენტით ჩემი თავი სიკვდილთან ხახუნში დავყავი. შემდეგ ავიღე მიწიდან ჯაჭვი, ვეფხვი კისერით გისოსებს მივაბი და ტრიუმფალური ნაბიჯით გავემართე გასასვლელისაკენ. 

თუმცა რაჯა ბეგუმი გამძლე აღმოჩნდა, რაც მის დემონურ წარმომავლობას ამართლებდა. მან ნაძალადევად მოწყვიტა ჯაჭვი და უკნიდან გადმომიხტა. ჩემი მხრები მტკიცედ მოთავსდა მის ხახაში და უცებ მიწაზე დავეცი. მაგრამ სულ მალე ის ჩემს ქვემოთ მოვაქციე და უგუნური მოღალატე ცხოველი დაუნდობელი დარტყმებით ვცემე. ამჯერად უფრო მჭირდოდ დავაბი. მერე კი ნელა გამოვედი გალიიდან. 

მაშინვე ახალი აურზაური შემომეხვია, ამჯერად უფრო სასიამოვნო. ბრბოს აპლოდისმენტები თითქოს ერთი გიგანტური ყელიდან გაისმა. მიუხედავად ნაცემი ვიყავი, სამი პირობა მაინც შევასრულე : ვეფხვი უგონოდ დავაგდე, ჯაჭვით მივაბი და გალია ყოველგვარი დახმარების გარეშე დავტოვე. უფრო მეტიც, მე ისე შევაშინე და დავამარცხე აგრესიული მხეცი, რომ როცა თავი ხახაში ჩავრგე, მან შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, დავეჭერი.

ჭრილობების დამუშავების შემდეგ, მცემდნენ პატივს, მომრთეს გირლიანდებით. ბევრი ოქროს მონეტა გაგორდა ჩემს ფეხებთან, მთელი ქალაქი აღნიშნავდა ამ შედეგს რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩემი გამარჯვება ერთ-ერთ უდიდეს და სასტიკ ვეფხვზე, როგორიც ოდესმე მინახავს, განუწყვეტლივ განიხილებოდა. რაჯა ბეგუმი დაპირებისამებრ საჩუქრად გადმომეცა, მაგრამ ტრიუმფის გრძნობა არ დამუფლებია. სულიერი ცვლილება მოხდა ჩემში და მეჩვენებოდა, რომ გალიიდან გამოსვლისას, ზურგს უკან ჩემი ამქვეყნიური ამბიციების კარიც მივაჯახუნე. 

ამას მძიმე დრო მოჰყვა ჩემთვის, რადგან ექვსი თვის განმავლობაში სისხლის მოწამვლის შედეგად სიცოცხლესა და სიკვდილის შორის ვმონაცვლეობდი. როგორც კი საკმარისად მოვძლიერდი კუჩ-ბიჯარის დასატოვებლად, მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. 

„ახლა ვიცი, რომ წმინდა კაცი, რომელმაც ბრძნული გაფრთხილება მომცა, ჩემი მასწავლებელია“, ვაღიარე თავმდაბლურად მამაჩემთან. „ოჰ, ახლა მისი პოვნა რომ შემეძლოს!“ . ჩემი სურვილი გულწრფელი იყო, რადგან ერთ დღესაც წმინდანი მოულოდნელად მოვიდა ჩვენთან. 

„საკმარისია ვეფხვთან ბრძოლები“, მითხრა მან და მშვიდი ტონით განაგრძო : „ახლა მე გამომყევი, რომ გასწავლო ბრძოლა მხეცების უმეცრებასთან, რომელიც ადამიანების გონების ჯუნგლებში ტრიალებს. ვინაიდან შეჩვეული ხარ აუდიტორიას, ამიერიდან შენი იოგას უნარებით ანგელოზების ბრბოსთან უნდა იქონიო ურთიერთობა.“

და ასე მოხდა ჩემი გურუს მიერ ჩემი გონების გზაზე გაძღოლა. მან გააღო ჩემი სულის კარიბჭე, რომელიც წლების გამოუყენებლობისაგან დაჟანგული და ჩაკეტილი იყო. ამის შემდგომ მალევე ხელიხელჩაკიდებულნი გავემართეთ ჰიმალაისაკენ, სადაც სწავლება უნდა გამეგრძელებინა.“

მადლიერებმა, ჩანდიმ და მე, მოვიხარეთ ქედი სვამის ფეხებთან, მან იმდენი რამ მოგვიყვა თავისი მოვლენებით სავსე ცხოვრების შესახებ. 

ჩვენი ლოდინი იმ ცივ მოსაცდელში უხვად ანაზღაურებული იყო. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff