მაჰმადიანი სასწაულმოქმედი
მთარგმნელი : ქრისტეანე სხივოსანი
„წლების წინ, სწორედ ამ ოთახში, რომელსაც ახლა შენ იკავებ, სასწაულმოქმედმა მაჰმადიანმა ოთხი სასწაული მოახდინა ჩემს თვალწინ!“
შრი იუკტესვარმა ეს გასაკვირი განცხადება ჩემს ახალ რაიონში მისი პირველი სტუმრობისას გააკეთა.
სერამპურის კოლეჯში ჩაბარებისთანავე, ოთახი ავიღე ახლომდებარე პანსიონში, სახელად პანტი (Panthi). ეს იყო ძველმოდური აგურის სასახლე, განგის მოპირაპირედ.
„ ოსტატო, რა დამთხვევაა! ეს ახლად მორთული კედლები მართლა უძველესია თავისი მოგონებებით?" გაღვიძებული ინტერესით ვათვალიერებდი ჩემს უბრალოდ მოწყობილ ოთახს.
„გრძელი ამბავია.“ ჩემმა გურუმ ჩაფიქრებულმა გაიღიმა. „ფაკირის სახელი 18.1. იყო აფზალ ხანი. მან თავისი არაჩვეულებრივი ძალა ინდუის იოგთან შემთხვევითი შეხვედრის შედეგად შეიძინა.
„ „შვილო, მწყურია, წყალი მომაწოდე“. მტვრით დაფარულმა სანიასმა ეს აფზალს ერთ დღეს ადრეულ ბავშვობაში აღმოსავლეთ ბენგალის პატარა სოფელში თხოვა.
„ „ოსტატო, მე მაჰმადიანი ვარ. როგორ შეგიძლიათ თქვენ, ინდუსმა, ჩემი ხელიდან სასმელის მიღება?"
„ „შენი პატიოსნება მსიამოვნებს, შვილო. მე არ ვიცავ უღმერთო სექტანტობის გამრიყავ წესებს. წადი, სასწრაფოდ მომიტანე წყალი“.
„აფზალის მოკრძალებული მორჩილება იოგის სიყვარულით სავსე მზერით დაჯილდოვდა.
„ „შენ კარგ კარმას ფლობ ყოფილი ცხოვრებიდან”, - აღნიშნა მან საზეიმოდ. მე გასწავლი შენ იოგას გარკვეულ მეთოდს, რომელიც უხილავი რეალობიდან ერთ-ერთზე მმართველობის ძალაუფლებას მოგცემს. დიდი ძალები, რომელთაც მიიღებ, ღირსეული მიზნებისთვის უნდა გამოიყენო; არასოდეს გამოიყენო ისინი ეგოისტური მიზნებისთვის! ვხვდები, სამწუხაროდ! რომ წარსულიდან შემოიტანე დესტრუქციული ტენდენციების ზოგიერთი თესლი. ნუ მორწყავ მათ ახალი ბოროტი საქმეებით. შენი წინა კარმის სირთულე ისეთია, რომ შენ ეს ცხოვრება შენი იოგის მიღწევების უმაღლეს ჰუმანიტარულ მიზნებთან შესაჯერებლად უნდა გამოიყენო.'
„რთულ ტექნიკაში, გაოცებული ბიჭის დარიგების შემდეგ, ოსტატი გაუჩინარდა.
„აფზალი ერთგულად მიჰყვებოდა იოგას ვარჯიშს ოცი წლის განმავლობაში. მისმა ჩადენილმა სასწაულებმა ფართო ყურადღების მოზიდვა დაიწყო. როგორც ჩანს, მას ყოველთვის თან ახლდა უსხეულო სული, რომელსაც ის "ჰაზრატს" უწოდებდა. ამ უხილავმა არსებამ შეძლო 'ფაკირის' მცირედი სურვილიც კი აესრულებინა.
„მისი ბატონის გაფრთხილების უგულებელყოფით, აფზალმა თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაიწყო. რომელ საგანსაც შეეხებოდა და შემდეგ თავის ადგილზე დააბრუნებდა, ის საგანი მალე უკვალოდ ქრებოდა. ამ შემაშფოთებელმა შემთხვევითობამ, ჩვეულებრივ, მაჰმადიანი საძაგელ სტუმრად აქცია!
„ის დროდადრო კალკუტაში დიდ საიუველირო მაღაზიებს სტუმრობდა და წარმოადგენდა საკუთარ თავს, როგორც შესაძლო მყიდველს. ნებისმიერი ძვირფასეულობა, რომელთანაც ის საქმეს იჭერდა, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მალევე ქრებოდა.
„აფზალი ხშირად იყო გარშემორტყმული რამდენიმე ასეული სტუდენტით, რომლებსაც მისი საიდუმლოებების შესწავლის იმედით იზიდავდა. ფაკირი ხანდახან იწვევდა მათ მასთან ერთად სამოგზაუროდ. რკინიგზის სადგურზე ის ახერხებდა ბილეთების რულონს შეხებოდა. ამათ უბრუნებდა კლერკს და შენიშნავდა: „გადავიფიქრე და აღარ ვყიდულობ“. მაგრამ როდესაც ის თავისი ამალით მატარებელში ჩაჯდებოდა, აფზალი ახერხებდა საჭირო ბილეთები ჰქონოდა. 18.2.
„ამ მიღწევებმა აღშფოთების აურზაური გამოიწვია; ბენგალელი იუველირები და ბილეთების გამყიდველები ნერვული აშლილობის ქვეშ იყვნენ! პოლიცია, რომელიც აფზალის დაკავებას ცდილობდა, უმწეო აღმოჩნდა; ფაკირს შეეძლო დამადანაშაულებელი მტკიცებულებების მოშორება მხოლოდ იმით, რომ ეთქვა: „ჰაზრატ, წაიღე ეს“.
შრი იუკტესვარი ადგილიდან წამოდგა და გავიდა ჩემი ოთახის აივანზე, რომელიც განგს გადაჰყურებდა. მას გავყევი, მინდოდა მეტი გამეგო იდუმალი მაჰმადიანის ლატარეების შესახებ.
„ეს პანტის სახლი ადრე ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა. აფზალს გაეცნო და აქ მოიწვია. ჩემმა მეგობარმა ასევე ოცამდე მეზობელი დაპატიჟა, მათ შორის მეც. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და დიდი ცნობისმოყვარეობა მქონდა სამარცხვინო ფაკირის მიმართ.“ ოსტატს გაეცინა. „სიფრთხილის ზომები მივიღე და არაფერი ღირებული არ ჩავიცვი! აფზალმა კითხვით შემომხედა და შემდეგ შენიშნა:
„ „ძლიერი ხელები გაქვს. ჩადი ბაღში დაბლა; აიღე გლუვი ქვა და დაწერე მასზე შენი სახელი ცარცით. შემდეგ ჩააგდე ქვა განგში, რამდენადაც შეგიძლია ღრმად.“
„დავემორჩილე. როგორც კი ქვა შორეული ტალღების ქვეშ გაქრა, მაჰმადიანმა ისევ მომმართა:
„აავსე ქოთანი ამ სახლის შესასვლელთან განგის წყლით“.
„მას შემდეგ რაც წყლის ჭურჭლით დავბრუნდი, ფაკირმა შესძახა: „ჰაზრატ, ქვა ქვაბში ჩადე!“
„ქვა მაშინვე გამოჩნდა, ჭურჭლიდან ამოვიღე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ხელმოწერა ისევე იკითხებოდა, როგორც როცა დავწერე.
„ბაბუს, 18.3. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ამ ოთახში, მძიმე ანტიკვარული ოქროს საათი და ჯაჭვი ეკეთა. ფაკირი საშინელი აღტაცებით ათვალიერებდა მათ. მალე ისინი დაიკარგნენ!
„ „აფზალ, გთხოვ დამიბრუნე ჩემი ძვირფასი რელიქვია!“ ბაბუ ლამის ატირდა.
„მაჰმადიანი ცოტა ხანს სტოიკურად დუმდა, შემდეგ თქვა: „ხუთასი მანეთი გაქვს რკინის სეიფში“. მომიტანე ისინი და გეტყვი, სად უნდა იპოვო შენი საათი“.
„შეშლილი ბაბუ მაშინვე წავიდა თავის სახლში. მალევე დაბრუნდა და აფზალს გადასცა საჭირო თანხა.
„ „წადი შენს სახლთან ახლოს, პატარა ხიდთან,“ დაავალა ფაკირმა ბაბუს, „დაუძახე ჰაზრატს, მოგცეს საათი და ჯაჭვი.“
„ბაბუ გაიქცა, დაბრუნებისას შვების ღიმილი ეცვა, თუმცა არავითარი სამკაული.
„ „როდესაც მე მივეცი ბრძანება ჰაზრატს“, განაცხადა მან, „ჩემი საათი ჰაერიდან მარჯვენა ხელში ჩამივარდა! შენ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მემკვიდრეობა ჩემს სეიფში ჩავკეტე, სანამ ხელახლა შევუერთდებოდი ჯგუფს აქ!“
„ბაბუს მეგობრები, საათზე გამოსასყიდის კომიკოტრაგედიის მოწმეები, გაბრაზებული მიშტერებოდნენ აფზალს. ახლა ის დამამშვიდებლად ალაპარაკდა.
„ „დაასახელეთ ნებისმიერი სასმელი, რომელიც გსურთ; ჰაზრატი გამოიმუშავებს მას“.
„ზოგიერთმა ითხოვა რძე, ზოგმა ხილის წვენები. მე არ ვიყავი ძალიან შოკირებული, როდესაც ანერვიულებულმა ბაბუმ ვისკი მოითხოვა! მაჰმადიანმა ბრძანება გასცა; დავალდებულმა ჰაზრატმა გამოგზავნა დალუქული კონტეინერები, რომლებიც მოცურავდნენ ჰაერში და იყრებოდნენ იატაკზე. თითოეულმა ადამიანმა იპოვა მისთვის სასურველი სასმელი.
„დღის მეოთხე სანახაობრივი მიღწევის დაპირებამ, რა თქმა უნდა, გაახარა ჩვენი მასპინძელი: აფზალმა მყისიერი ლანჩის მოწყობა შესთავაზა!
„ „მოდით, ყველაზე ძვირადღირებული კერძები შევუკვეთოთ,“ პირქუშად შესთავაზა ბაბუმ. „ჩემი ხუთასი რუპიისთვის დახვეწილი ვახშამი მინდა! ყველაფერი ოქროს თეფშებზე უნდა გაეწყოს!“
„როგორც კი თითოეულმა გამოთქვა თავისი უპირატესობები, ფაკირმა მიმართა ამოუწურავ ჰაზრატს. გაისმა დიდი ჭექა-ქუხილი; რთულად მოსამზადებული კარით, ცხელი ლუჩითა და მრავალი არასეზონური ხილით სავსე ოქროს თეფშები არსაიდან ჩამოცვივდა ჩვენს ფეხებთან. ყველაფერი გემრიელი იყო. ერთსაათიანი ნადიმის შემდეგ ოთახის დატოვება დავიწყეთ. უზარმაზარმა ხმაურმა, თითქოს ჭურჭელი გროვდებოდა, ჩვენი შემობრუნება გამოიწვია. აჰა! ბრჭყვიალა თეფშებისა და საჭმლის ნარჩენების კვალი არ იყო“.
„გურუჯი,“ შევაწყვეტინე მე, „თუ აფზალს ადვილად შეეძლო ისეთი ნივთების ფლობა, როგორიცაა ოქროს ჭურჭელი, რატომ უნდოდა სხვების ქონება?“
„ფაკირი სულიერად არ იყო მაღალგანვითარებული“, განმიმარტა შრი იუკტესვარმა. „იოგას გარკვეული ტექნიკის ოსტატობამ მას მისცა წვდომა ასტრალურ სიბრტყეზე, სადაც ნებისმიერი სურვილი მაშინვე მატერიალიზდება. ასტრალური არსების, ჰაზრატის აგენტურობით, მაჰმადიანს შეეძლო ეთერული ენერგიის ნებისმიერი ობიექტის ატომების გამოძახება ძლიერი ნების მოქმედებით. მაგრამ ასტრალურად წარმოებული ასეთი ობიექტები სტრუქტურულად წარმავალია; მათი დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. აფზალს ჯერ კიდევ სწყუროდა ამქვეყნიური სიმდიდრე, რომელსაც, თუმცა ძნელად მოსაპოვებელი, უფრო მეტი უსაფრთხოება და გამძლეობა ჰქონდა“.
გამეცინა. „ისიც ხანდახან ქრება ყველაზე დაუსაბუთებლად!“
„აფზალი არ იყო ღმერთ-რეალიზებული ადამიანი,“ განაგრძო ოსტატმა. „მუდმივი და სასარგებლო ხასიათის სასწაულებს ახდენენ ჭეშმარიტი წმინდანები, რადგან ისინი ყოვლისშემძლე შემოქმედთან არიან შეწყობილი. აფზალი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც არაჩვეულებრივი ძალაუფლება ჰქონდა შეეღწია დახვეწილ სამეფოში, რომელშიც ჩვეულებრივ მოკვდავები არ შედიან სიკვდილამდე.“
„ახლა მესმის, გურუჯი. იმქვეყნიურ სამყაროს როგორც ჩანს აქვს რაღაც მომხიბვლელი თვისებები.“
ოსტატი დამეთანხმა. „იმ დღის შემდეგ აფზალი არასოდეს მინახავს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ბაბუ მოვიდა ჩემს სახლში, რათა მაჰმადიანის საჯარო აღსარების საგაზეთო ანგარიში ეჩვენებინა. აქედან შევიტყვე ფაქტები, რომლებიც ინდოელ გურუსთან აფზალის ადრეული ინიციაციის შესახებ ახლახან მოგიყევით.“
გამოქვეყნებული დოკუმენტის ბოლო ნაწილის არსი, როგორც შრი იუკტესვარი იხსენებს, ასეთი იყო: „მე, აფზალ ხანი, ვწერ ამ სიტყვებს, როგორც სინანულის აქტი და როგორც გაფრთხილება მათთვის, ვინც ეძებს სასწაულებრივი ძალების ფლობას. წლების განმავლობაში მე არასწორად ვიყენებდი ღვთისა და ჩემი ბატონის მადლით მოწოდებულ საოცარ შესაძლებლობებს. ეგოიზმით მთვრალი გავხდი, ვგრძნობდი, რომ მორალის ჩვეულებრივ კანონებს მიღმა ვიყავი. საბოლოოდ დადგა ჩემი ანგარიშგების დღე.
„ახლახან კალკუტას გარეთ გზაზე მოხუც მამაკაცს შევხვდი. მტკივნეულად კოჭლობდა და ატარებდა მბზინავ საგანს, რომელიც ოქროს ჰგავდა. გულში სიხარბით მივმართე მას.
„ „მე ვარ აფზალ ხანი, დიდი ფაკირი. რა გაქვთ მანდ?“
„ „ეს ოქროს ბურთი ჩემი ერთადერთი მატერიალური სიმდიდრეა; ის არ შეიძლება იყოს ფაკირის ინტერესი. გევედრები, ბატონო, განკურნოთ ჩემი კოჭლობა.“
„ბურთს შევეხე და უპასუხოდ გავაგრძელე გზა. მოხუცი გამომყვა. მალევე წამოიძახა: „ჩემი ოქრო გაქრა!“
„რადგან ყურადღება არ მიმიქცევია, მან უცებ ჩაილაპარაკა გულგრილი ხმით, რომელსაც უცნაურად გამოსცემდა მისი მტკივნეული სხეული :
„ „ვერ მიცანი?“
„ვიდექი უსიტყვოდ, გაოგნებული დაგვიანებული აღმოჩენით, რომ ეს არაშთამბეჭდავი მოხუცი ინვალიდი სხვა არავინ იყო, თუ არა ის დიდი წმინდანი, რომელმაც დიდი, დიდი ხნის წინ იოგაში ინიციაცია მომცა. ის გასწორდა; მისი სხეული მყისიერად გახდა ძლიერი და ახალგაზრდული.
„ „მაშ ასე!“ ჩემი გურუს ცეცხლოვანი მზერა ჰქონდა. „ჩემი თვალით ვხედავ, რომ შენს ძალას არა ტანჯული კაცობრიობის დასახმარებლად იყენებ, არამედ მასზე ნადირობისთვის, როგორც ჩვეულებრივი ქურდი! მე ჩამოგართმევ შენს ოკულტურ ნიჭებს; ჰაზრატი ახლა გათავისუფლდა შენგან. შენ აღარ იქნები ტერორი ბენგალში!“
„ვეძახდი ჰაზრატს მწუხარე ხმებით; პირველად, ის არ გამოჩნდა ჩემს შინაგან ხედვაში. მაგრამ რაღაც ბნელი ფარდა მოულოდნელად მოიხსნა ჩემში; ნათლად დავინახე ჩემი ცხოვრების მკრეხელობა.
„ „ჩემო გურუ, მადლობას გიხდით, რომ მოხვედით ჩემი ხანგრძლივი ილუზიების განსადევნად.“ ვტიროდი მის ფეხებთან. „გპირდებით, რომ მივატოვებ ჩემს ამქვეყნიურ ამბიციებს. ჩემი ბოროტი წარსულის გამოსყიდვის იმედით, მთებში წავალ ღმერთზე მარტოსული მედიტაციისთვის.“
„ჩემი ბატონი ჩუმი თანაგრძნობით მიყურებდა. „ვგრძნობ შენს გულწრფელობას“, თქვა მან ბოლოს. „შენი წინა წლების მკაცრი მორჩილების გამო და შენი ახლანდელი მონანიების გამო, მე მოგცემ ერთ სიკეთეს. შენი სხვა ძალები ახლა გაქრა, თუმცა როცა საკვები და ტანსაცმელი დაგჭირდება, შენ კვლავ შეგიძლია წარმატებით მოუხმო ჰაზრატს მათი მოწოდებისთვის. მთელი გულით დაუთმე თავი ღვთაებრივ გაგებას მთის მარტოობაში.“
„ და ჩემი გურუ გაუჩინარდა; მე დავრჩი ჩემს ცრემლებთან და ანარეკლებთან. მშვიდობით, სამყაროვ! მივდივარ კოსმიური საყვარელის პატიების სათხოვნელად.“
.......................................................................................................................
18.1. მუსლიმი იოგი; არაბული სიტყვიდან „ფაკირი“, ღარიბი; თავდაპირველად მიმართა დერვიშებს სიღარიბის აღთქმის დასადებად.
18.2. მოგვიანებით მამამ მითხრა, მისი კომპანია, ბენგალი-ნაგპურის რკინიგზა, ერთ-ერთი იყო აფზალ ხანის მიერ დაზარალებულთა შორის.
18.3. მე არ მახსოვს შრი იუკტესვარის მეგობრის სახელი და მას უბრალოდ "ბაბუ" (მისტერ) უნდა ვუწოდო.