პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ქრისტეანე სხივოსანი და ნინო გურული

რაბინდრანათ თაგორი და მე ვადარებთ სკოლებს

მთარგმნელი : ქრისტეანე სხივოსანი 

„რაბინდრანათ თაგორმა გვასწავლა სიმღერა, როგორც თვითგამოხატვის ბუნებრივი ფორმა, ჩიტების მსგავსად.“

ბჰოლა ნათჰიმ, ჩემს რანჩის სკოლაში სწავლულმა თოთხმეტი წლის ჭკვიანმა ბიჭმა, ეს მას შემდეგ ამიხსნა, რაც ერთ დილით მისი მელოდიური გამოხტომების გამო შევაქე. წაქეზებით თუ წაქეზების გარეშე, ბიჭმა მელოდიური ნაკადი გადმოღვარა. მანამდე იგი ბოლპურში ცნობილ თაგორის სკოლაში, „სანტინიკეტანში“ (მშვიდობის თავშესაფარი), სწავლობდა.

„რაბინდრანათის სიმღერები ადრეული ბავშვობიდან ჟღერს ჩემი ტუჩებიდან“, [„have been on my lips“ სიხარულის, ქების გამომხატველი ფრაზა] ვუთხარი ჩემს თანამგზავრს. „მთელი ბენგალი, თუნდაც უწიგნური გლეხები, აღფრთოვანებულია მისი ამაღლებული ლექსებით.“

მე და ბჰოლამ ერთად ვიმღერეთ რამდენიმე მისამღერი თაგორიდან, რომელმაც მუსიკა ათასობით ორიგინალი თუ ძველი დროის ინდური ლექსისთვის შექმნა.

„რაბინდრანათს ლიტერატურაში ნობელის პრემიის მიღებისთანავე შევხვდი“, აღვნიშნე ჩვენი ვოკალურობის შემდეგ. „ვილტვოდი ისე მინდოდა მისი მონახულება, რადგან ლიტერატურული კრიტიკოსების განადგურებაში მისი არადიპლომატიური გამბედაობით აღფრთოვანებული ვიყავი.“  ჩავიცინე.

ბჰოლამ ცნობისმოყვარეობით გამოიკითხა ამბავი.

„მეცნიერებმა სასტიკად გააკრიტიკეს თაგორი ბენგალურ პოეზიაში ახალი სტილის შემოტანისთვის“,  დავიწყე მე. „ის ერთმანეთში ურევდა სასაუბრო და კლასიკურ გამოთქმებს, უგულებელყოფდა ყველა დადგენილ შეზღუდვას, რაც ექსპერტებისთვის ძვირფასი იყო.“ მისი სიმღერები ღრმა ფილოსოფიურ ჭეშმარიტებას ემოციურად მიმზიდველი ტერმინებით განასახიერებს, თითქმის არ ითვალისწინებს მიღებულ ლიტერატურულ ფორმებს.

ერთმა გავლენიანმა კრიტიკოსმა რაბინდრანათი დამცინავად მოიხსენია, როგორც „მტრედ-პოეტი, რომელიც თავის ღუღუნს ერთ რუპიად ყიდდა“. თუმცა თაგორის შურისძიება ახლოს იყო; მთელმა დასავლურმა სამყარომ პატივი მიაგო მას შემდეგ, რაც მან თავისი „გიტანჯალი“ („სიმღერის შესაწირავი“) ინგლისურად თარგმნა. ექსპერტების დიდი რაოდენობა, მათ შორის მისი ყოფილი კრიტიკოსებიც, სანტინიკეტანში ჩავიდნენ მილოცვის გადასაცემად.

„რაბინდრანათმა სტუმრები მხოლოდ განზრახ დიდი დაგვიანების შემდეგ მიიღო და შემდეგ სტოიკური დუმილით ისმენდა მათ ქებას. საბოლოოდ მან მათ წინააღმდეგ მათივე ჩვეული კრიტიკის იარაღი მიმართა.

„ბატონებო,“ თქვა მან, „თქვენს მიერ აქ გაჩუქებული სურნელოვანი პატივი შეუსაბამოა შერეული თქვენი წარსული ზიზღის დამპალ სურნელთან. შესაძლებელია თუ არა რაიმე კავშირი იყოს ჩემს მიერ ნობელის პრემიის მინიჭებასა და თქვენს უეცრად გამძაფრებულ მადლიერების უნარს შორის? მე ისევ იგივე პოეტი ვარ, რომელმაც თქვენი უკმაყოფილება გამოიწვია, როდესაც პირველად შემოგთავაზეთ ჩემი მოკრძალებული ყვავილები ბენგალის სალოცავში.“

„გაზეთებმა გამოაქვეყნეს თაგორის მიერ გამოტანილი თამამი სასჯელის შესახებ მოხსენება. აღფრთოვანებული ვიყავი მლიქვნელობით დაუჰიპნოზებელი კაცის პირდაპირი სიტყვებით“,  განვაგრძე მე. „კალკუტაში რაბინდრანათი მისმა მდივანმა, 29 წლის ბატონმა ს. ფ. ენდრიუსმა 29.1. გამაცნო, რომელსაც სადა ბენგალური დჰოტი ეცვა. ის სიყვარულით უწოდებდა თაგორს თავის გურუდევას.“ 

„რაბინდრანათმა თავაზიანად მიმიღო. მისგან მომხიბვლელობის, კულტურისა და ზრდილობის დამამშვიდებელი აურა გამოდიოდა. ლიტერატურული წარსულის შესახებ ჩემს კითხვაზე პასუხად, თაგორმა მითხრა, რომ მისი შთაგონების ერთ-ერთი უძველესი წყარო, ჩვენი რელიგიური ეპოსების გარდა, კლასიკური პოეტი ბიდიაპატი იყო.“

ამ მოგონებებით შთაგონებულმა, დავიწყე თაგორის ძველი ბენგალური სიმღერის, „აანთე შენი სიყვარულის ლამპარი“, ვერსიის სიმღერა. მე და ბჰოლა სიხარულით ვგალობდით ვიდიალაიას ტერიტორიაზე სეირნობისას.

რანჩის სკოლის დაარსებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, რაბინდრანათისგან მივიღე მოწვევა, სანტინიკეტანში მასთან სტუმრობისთვის, რათა ჩვენი საგანმანათლებლო იდეალები განგვეხილა. მოხარული გავემგზავრე. პოეტი თავის კაბინეტში იჯდა, როცა შევედი; მაშინ, ისევე როგორც ჩვენს პირველ შეხვედრაზე, გავიფიქრე, რომ ის ისეთივე შთამბეჭდავი, შესანიშნავი მამაკაცურობის ნიმუში იყო, როგორიც ნებისმიერმა მხატვარმა შეიძლება ინატროს. მისი ლამაზად გამოკვეთილი სახე, კეთილშობილური სახასიათო სტილით, გრძელი თმით და წვერით იყო შემოსაზღვრული. დიდი, ნაზი თვალები; ანგელოზური ღიმილი; და ფლეიტის მსგავსი ხმა, რომელიც პირდაპირ მომაჯადოებელი იყო. ურყევი, მაღალი და სერიოზული, ის თითქმის ქალურ სინაზეს ბავშვის სასიამოვნო სპონტანურობასთან აერთიანებდა. პოეტის ვერც ერთი იდეალიზებული კონცეფცია ვერ იპოვის სხვაგან უფრო შესაფერის განსახიერებას, ვიდრე ამ ფაქიზ მომღერალში.

მალე მე და თაგორმა ჩვენი სკოლების შედარებითი შესწავლა დავიწყეთ, რომლებიც არაორდინალურ ხაზზე იყო დაფუძნებული. ჩვენ აღმოვაჩინეთ მრავალი იდენტური მახასიათებელი - ღია ცის ქვეშ სწავლება, სიმარტივე, ბავშვის შემოქმედებითი სულისკვეთების ფართო შესაძლებლობები. რაბინდრანათმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ისევე როგორც ლიტერატურისა და პოეზიის შესწავლას, ასევე თვითგამოხატვას მუსიკისა და სიმღერის მეშვეობით, რაც უკვე აღვნიშნე ბჰოლას შემთხვევაში. სანტინიკეტელი ბავშვები დუმილის პერიოდებს აფიქსირებდნენ, თუმცა განსაკუთრებული იოგას ვარჯიში არავის გაუცია.

პოეტმა დიდი ყურადღებით მოისმინა ჩემი აღწერა ენერგიული „იოგადას“ ვარჯიშებისა და იოგას კონცენტრაციის ტექნიკის შესახებ, რომლებსაც რანჩის ყველა სტუდენტს ასწავლიან.

თაგორმა მიამბო საკუთარი ადრეული საგანმანათლებლო სირთულეების შესახებ. „მეხუთე კლასის შემდეგ სკოლიდან გავიქეცი“, თქვა მან სიცილით. ადვილად მივხვდი, როგორ შეურაცხყოფდა მის თანდაყოლილ პოეტურ ზრდილობას სასკოლო ოთახის პირქუში, დისციპლინური ატმოსფერო.

„ამიტომ სანტინიკეტანი ხეების ჩრდილისა და ცის დიდების ქვეშ გავხსენი.“ მან ელეგანტურად მიანიშნა პატარა ჯგუფზე, რომელიც ულამაზეს ბაღში სწავლობდა. „ბავშვი თავის ბუნებრივ გარემოშია, ყვავილებსა და მგალობელ ჩიტებს შორის. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას სრულად გამოხატოს თავისი ინდივიდუალური ნიჭის დაფარული სიმდიდრე. ჭეშმარიტი განათლება ვერასდროს იქნება გარედან შეგროვებული და ამოტუმბული; პირიქით, მან უნდა შეუწყოს ხელი შინაგანი სიბრძნის უსასრულო საგანძურის სპონტანურად ამოტანას ზედაპირზე.“ 29.2. 

მეც დავეთანხმე. „ახალგაზრდების იდეალისტური და გმირთა თაყვანისმცემელი ინსტინქტები სტატისტიკისა და ქრონოლოგიური ეპოქების ექსკლუზიური დიეტით იკვებება.“

პოეტი სიყვარულით საუბრობდა მამამისზე, დევენდრანათზე, რომელმაც სანტინიკეტანის საწყისს შთაგონება მისცა.

„მამამ მაჩუქა ეს ნაყოფიერი მიწა, სადაც უკვე სასტუმრო სახლი და ტაძარი აშენებული ჰქონდა“, მითხრა რაბინდრანათმა. „ჩემი საგანმანათლებლო ექსპერიმენტი აქ, 1901 წელს დავიწყე, მხოლოდ ათი ბიჭით. ნობელის პრემიასთან ერთად მიღებული რვა ათასი ფუნტი სტერლინგი სკოლის მოვლა-პატრონობას მოხმარდა.“

მოხუცი თაგორი, დევენდრანათი, რომელიც ყველგან „მაჰარიშის“ სახელით იყო ცნობილი, როგორც ეს მისი ავტობიოგრაფიიდან შეიძლება აღმოვაჩინოთ, ძალიან შესანიშნავი ადამიანი იყო. მისი ზრდასრულობის ორი წელი ჰიმალაის მთებში მედიტაციაში გაატარა. თავის მხრივ, მისი მამა, დვარკანათ თაგორი, მთელ ბენგალში იყო განდიდებული მისი გულუხვი საზოგადოებრივი ქველმოქმედების გამო. ამ დიდებული ხიდან გენიოსების ოჯახი წარმოიშვა. არა მხოლოდ რაბინდრანათი; მისი ყველა ნათესავი გამოირჩეოდა შემოქმედებით გამოხატვაში. მისი ძმები, გოგონედრა და აბანინდრა, ინდოეთის გამოჩენილ ხელოვანებს 29.3. შორის არიან; კიდევ ერთი ძმა, დვიჯენდრა, ღრმა ხედვის მქონე ფილოსოფოსია, რომლის ნაზ დაძახილსაც ჩიტები და ტყის არსებები პასუხობენ.

რაბინდრანათმა სასტუმრო სახლში ღამის გასათევად დამპატიჟა. მართლაც მომხიბვლელი სანახაობა იყო საღამოს პოეტის ტერასაზე ჯგუფთან ერთად ჯდომა.

დრო უკან დაბრუნდა: ჩემს წინ გადაშლილი სცენა ანტიკურ სავანეს ჰგავდა - მხიარული მომღერალი, გარშემორტყმული თავისი ერთგულებით, ღვთაებრივი სიყვარულის აურაში გახვეული. თაგორი თითოეულ ჰალსტუხს ჰარმონიის ძაფებით ქსოვდა. არასდროს იყო მტკიცებითი, ის გულებს დაუძლეველი მაგნეტიზმით იპყრობდა და იპყრობდა. პოეზიის იშვიათი ყვავილი ყვავის უფლის ბაღში და იზიდავს სხვებს ბუნებრივი სურნელით!

თავისი მელოდიური ხმით რაბინდრანათმა თავისი რამდენიმე დახვეწილი, ახლად შექმნილი ლექსი წაგვიკითხა. მისი სიმღერებისა და პიესების უმეტესობა, რომლებიც მისი სტუდენტების გასართობად დაიწერა, სანტინიკეტანშია შედგენილი. ჩემი აზრით, მისი სტრიქონების სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა სტროფში ღმერთს მოიხსენიებს, თუმცა იშვიათად ახსენებს წმინდა სახელს. „სიმღერის ნეტარებით მთვრალი“, წერდა ის, „ვივიწყებ საკუთარ თავს და გიწოდებ მეგობარს, რომელიც ხარ ჩემი უფალი“.

მეორე დღეს, სადილის შემდეგ, პოეტს უხალისოდ დავემშვიდობე. მიხარია, რომ მისი პატარა სკოლა ახლა საერთაშორისო უნივერსიტეტად, „ვისვა-ბჰარატი“-დ გადაიქცა, სადაც ყველა ქვეყნის მეცნიერმა იდეალური გარემო იპოვა.

 

"Where the mind is without fear and the head is held high;

  Where knowledge is free;

  Where the world has not been broken up into fragments by

  narrow domestic walls;

  Where words come out from the depth of truth;

  Where tireless striving stretches its arms toward perfection;

  Where the clear stream of reason has not lost its way into the

  dreary desert sand of dead habit;

  Where the mind is led forward by Thee into ever-widening

  thought and action;

  Into that heaven of freedom, my Father, let my country

  awake!"        RABINDRANATH TAGORE 29.4. 

 

„სადაც ფიქრი უშიშია და შუბლი ამაყად შემართული,

სადაც ცოდნა უფალია საკუთარი თავის,

სადაც სამყაროს ვერ დაყოფენ ცადაზიდულ ზღუდეებითა,

სადაც სიტყვა ჭეშმარიტების წიაღიდან მოედინება,

სადაც უშრეტი მისწრაფება ხელს უწვდის სრულყოფილებას,

სადაც გონების წმინდა ღვარი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოში არ იკარგება,

სად გონი დიადი ფიქრების და საქმისაკენ მიმართულია,

თავისუფლების ამ უნისლო სასუფეველში, მამაო ჩვენო _ გაიღვიძოს ქვეყანამ ჩემმა.“

                                                                                                            თარგმანი თამაზ ჩხენკელისა

 

 

 

„სადაც გონება შიშგარეშეა და მაღლა თავაწეული;

სადაც ცოდნა თავისუფალი.“

სადაც სამყარო ვიწრო, შინაური კედლებით ფრაგმენტებად დაუყოფელი;

სადაც ამოდის სიღრმიდან სიმართლის სიტყვები, 

სადაც ხელს იწვდის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ დაუღალავი;

სადაც არ დაკარგულა მკვდარი ჩვევის უდაბნოს პირქუშ ქვიშაში გონიერების ნათელი ნაკადი;

სადაც მიჰყავხარ წინ შენს გონებას აზროვნებისა და მოქმედებისკენ მუდმივად ფართოვებადში;

დაე იღვიძოს ჩემმა ქვეყანამ, მამაო ჩემო, თავისუფლების ამ სამოთხეში!” ქრისტეანეს თარგმანი

...........................................................................................................................................

29.1. ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი, მაჰათმა განდის ახლო მეგობარი. ბატონი ენდრიუსი ინდოეთში დაჯილდოვებულია მისი მშობლიური ქვეყნისთვის გაწეული მრავალი დამსახურებისთვის.

29.2. „სული ხშირად იბადება ან, როგორც ინდუსები ამბობენ, „არსებობის გზას ათასობით დაბადებით გადის“...არაფერია ისეთი, რის შესახებაც მან ცოდნა არ მოიპოვა; გასაკვირი არ არის, რომ მას შეუძლია გაიხსენოს... რაც ადრე იცოდა... რადგან კვლევა და სწავლა ყველაფერი მოგონებებია.“ ემერსონი. 

29.3. რაბინდრანათიც, სამოცი წლის ასაკში, სერიოზულად იყო დაკავებული ფერწერის შესწავლით. მისი „ფუტურისტული“ ნამუშევრების გამოფენები რამდენიმე წლის წინ ევროპის დედაქალაქებსა და ნიუ-იორკში მოეწყო.

29.4. გიტანჯალი (ნიუ-იორკი: Macmillan Co.). პოეტის შესახებ გააზრებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი მეცნიერის, სერ ს. რადჰაკრიშნანის წიგნში „რაბინდრანათ თაგორის ფილოსოფია“ (Macmillan, 1918). კიდევ ერთი განმარტებითი ტომია ბ. კ. როის „რაბინდრანათ თაგორი: ადამიანი და მისი პოეზია“ (ნიუ-იორკი: დოდი, მიდი, 1915). ბუდა და ბუდიზმის სახარება (ნიუ-იორკი: პუტნამი, 1916), რომელიც ეკუთვნის აღმოსავლურ ხელოვნებათმცოდნე გამოჩენილ სპეციალისტს, ანანდა კ. კუმარასსვამის, შეიცავს პოეტის ძმის, აბანინდრა ნატ თაგორის ფერად ილუსტრაციებს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff