გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

წინასიტყვაობა

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ადამიანი ცხოვრების ქსელს არ ქსოვს, ის მხოლოდ მისი ძაფია. ყველაფერს, რასაც ის ქსელს უკეთებს, თავის თავს უკეთებს. ბელადი სიეტლი

ერთადერთი გზა გამოცდის გასავლელად გამოცდაზე გასვლაა. ეს გარდაუვალია. სამეფო შავი გედი

მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლო ხე მოიჭრება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლო მდინარე მოიწამლება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლო თევზს დაიჭერენ, მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფულს ვერ შეჭამთ. კრი ინდიელთა წინასწარმეტყველება

ხელცარიელი დავიბადე,

ხელცარიელი მოვკვდები,

ცხოვრება სრული სისავსით

ხელცარიელმა დავამოწმე.  

მარლო მორგანი

 

მკითხველს ავტორისგან

ეს წიგნი რეალური მოვლენების და პირადი გამოცდილების საფუძველზე დაიწერა. როგორც დაინახავთ, დღიურს არ ვაწარმოებდი. მას რომანის სახით გაწვდით, რაც აბორიგენთა პატარა ტომის ცხოვრებაში ეგრეთ წოდებული კანონიერი ჩარევისგან დაცვას ისახავს მიზნად. ზოგიერთი დეტალი ამოვიღე მეგობრების გამო, რომელთაც საკუთარი თავის გამჟღავნება არ ისურვეს, ასევე იმისთვის, რომ მათი ადგილმდებარეობის წმინდა საიდუმლო არ გამჟღავნდეს.

საჯარო ბიბლიოთეკის მონახულების აუცილებლობა წიგნში რამდენიმე ისტორიული ცნობის შეტანით აგაცილეთ. ასევე შემიძლია ავსტრალიაში გამგზავრებისგან გიხსნათ. პირობები, რომლებშიც დღევანდელი ავსტრალიელი აბორიგენები ცხოვრობენ, შეგიძლიათ ნებისმიერ ამერიკულ ქალაქში იხილოთ: მუქკანიანი ადამიანები თავიანთ უბანში ცხოვრობენ, მათგან ნახევარზე მეტი სოციალურ დახმარებაზე იმყოფება. ძირითადად ფიზიკურად მუშაობენ; მათ საკუთარი კულტურა დაკარგეს, როგორც რეზერვაციაში მოქცეულმა ამერიკელმა ინდიელებმა, რომლებსაც თაობების განმავლობაში თავინთი წმინდა ტრადიციების შესრულების უფლება არ ეძლეოდათ.

მე მხოლოდ სახეცვლილი გზავნილისგან ვერ გიხსნით.

ამერიკა, აფრიკა და ავსტრალია რასათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. ამასობაში კი სადღაც ქვეყნიერების დასალიერს მშრალი უდაბნოს ცენტრში ნელა და რიტმულად ძგერს უძველესი ერის გული, ადამიანთა უნიკალური ჯგუფისა, ვისთვისაც რასიზმი უცხოა, მაგრამ ვისაც სხვა ადამიანების და გარემოს ბედი აღელვებთ. ამ პულსაციის გაგება ადამიანად ყოფნისა და ადამიანური ყოფიერების უკეთ გაგებას ნიშნავს.

ეს წიგნი მშვიდობიანი, ჩემს მიერ დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომია, რომელმაც ბევრი კამათი გამოიწვია. მისი წაკითხვის შემდეგ შესაძლოა სხვადასხვა დასკვნა გამოიტანოთ. მკითხველს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ადამიანი, რომელსაც ჩემს თარჯიმანს ვუწოდებ, წინა წლებში, შესაძლოა, სამთავრობო კანონებს და დადგენილებებს არღვევდა. მაგალითად, როგორიცაა აღწერა, გადასახადები, არჩევნებში მონაწილეობა, მიწის გამოყენება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების აღება, სიკვდილიანობის და შობადობის რეგისტრაცია და ა.შ. შესაძლოა, ის მისი თანატომელების სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უწყობდა ხელს. მე საზოგადოებისთვის ამ ადამიანის წარდგენა და უდაბნოში ჩვენი მარშრუტით ჯგუფის წაყვანა მთხოვეს. მე უარი ვთქვი! ასე რომ შეგიძლიათ დამადანაშაულოთ იმაში, რომ ამ ადამიანებს კანონთან დაპირისპირებაში ვეხმარები, ან ტყუილში, რადგან არ წარმოგიდგენთ ტომის წევრებს, რომლებიც, შედეგად, სულაც არ არსებობენ.

ჩემი პასუხი ასეთია: მე არ ვლაპარაკობ ავსტრალიელი აბორიგენების სახელით. მე მხოლოდ ერთ პატარა, უდაბნოში მცხოვრებ ხალხზე ვსაუბრობ, რომელთაც ველურ, ან უძველეს ადამიანებს უწოდებენ. მე მათ კიდევ ერთხელ ვეწვიე შტატებში ჩემი დაბრუნების წინ 1994 წლის იანვარში. მაშინ მათ კიდევ ერთხელ აკურთხეს და მოიწონეს ჩემი საქმიანობა.

თქვენ, მკითხველებს, აი რა მინდა გითხრათ: ასე მგონია, ზოგი თქვენგანი მხოლოდ გართობას ელის. თუ ერთ-ერთი მათგანი ხართ - წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და წადით, როგორც თეატრში ნანახი კარგი სპექტაკლიდან. თქვენთვის ეს ყველაფერი - გამონაგონია, და იმედგაცრუებული არ დარჩებით: ფული ტყუილად არ გადაგიყრიათ.

მაგრამ თუ იმათგან ხართ, ვისაც გზავნილის გაგონება ძალუძს, - ის, ხმამაღლა და ძლიერად მჟღერი, თქვენთან მოვა. თქვენ მას შინაგანად, გულით, თავით, ძვლის ტვინით იგრძნობთ. თქვენ დაინახავთ, რომ სრულიად შესაძლებელია არჩეული ყოფილიყავით ამ მოგზაურობისთვის, და დამიჯერებთ, რაზედაც ვოცნებობდი.

ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ჩვენი საკუთარი გამოცდილება იმ მხარეში. უბრალოდ მე ეს პირდაპირი გაგებით ქვეყნიერების დასალიერს შემემთხვა. მაგრამ მე ის გავაკეთე, რის გაკეთებაც ისეც და ასეც, ადრე თუ გვიან მოგიწევთ.

დაე, ეს ადამიანები თქვენს გულებს შეეხონ, ვიდრე წიგნს ფურცლავთ. მე ინგლისურად ვწერ, მაგრამ მათი ცხოვრების სიმართლე უხმოა.

გთავაზობთ, დააგემოვნოთ ჩემი გზავნილი, მისგან თქვენთვის შესაფერისი ამოარჩიოთ, დანარჩენი კი უკუაგდოთ; ბოლოს და ბოლოს, ასეთია სამყაროს კანონი.

უდაბნოს ხალხის ტრადიციების თანახმად ჩემი ახალი ნიჭის შესაბამისი სხვა ახალი სახელი დავირქვი.

პატივისცემით, მოგზაური ენა

ეს წიგნი მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც ჩემმა ავსტრალიურმა გამოცდილებამ შთამაგონა. მსგავსი რამ აფრიკაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც, და სხვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომხდარიყო, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობს ჭეშმარიტი ცივილიზაცია. მკითხველს ისღა დარჩენია, ჩემი ისტორიიდან საკუთრივ მისთვის განკუთვნილი გზავნილი მიიღოს. მ. მ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff