გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

მუსიკით კურნება

ტომის რამდენიმე წარმომადგენელს მუსიკით კურნების ნიჭი ჰქონდა. თარგმანში ხანდახან სიტყვა „მკურნალობა“ გამოიყენება. მაგრამ საქმე მხოლოდ სამკურნალო სფეროს და სხეულის ჯანმრთელობას არ ეხება. განკურნების ნიჭი ის სასარგებლო უნარია, რომლითაც ადამიანს წვლილი შეაქვს ტომის კეთილდღეობაში. ოოტამ ამიხსნა, რომ კარგია თუ ნიჭი გაქვს, ან წამალი მოტეხილი ძვლების სამკურნალოდ, მაგრამ ეს არც უკეთესია და არც უარესი ნაყოფიერებასთან ან კვერცხებთან დაკავშირებულ ნიჭზე. ორივე აუცილებელია, და ორივე უნიკალური უნარია. დავეთანხმე და მომავალ კვერცხიან სადილზე ფიქრმა გამიტაცა.

იმ დღეს გამაფრთხილეს, რომ დიდი კონცერტი გაიმართებოდა. ჩვენს ღარიბულ ინვენტარში ინსტრუმენტები არ მოიძებნებოდა, მაგრამ უკვე კარგა ხანია აღარ ვკითხულობდი, საიდან გაჩნდებოდა ეს ყველაფერი.

შუადღისას, კანიონში მსვლელობისას, ვგრძნობდი, როგორ მატულობდა მღელვარება. ის ვიწრო იყო, სიგანით ალბათ თორმეტი ფუტი, კანიონის კედლები კი თვრამეტი ფუტის სიმაღლეზე აღმართულიყო. ღამის გასათევად შევჩერდით, და ვიდრე ბოსტნეულისა და მწერებისგან საჭმელი მზადდებოდა, მუსიკოსებმა სცენა მოაწყვეს. იქ მრგვალი კასრისმაგვარი მცენარეები იზრდებოდა. ერთ-ერთმა მათ თავები მოაჭრა და შიგნიდან კვახისფერი ნოტიო ბუტკოები ამოიღო, რომლებიც დავაგემოვნეთ. რბილობიდან მსხვილი თესლი ცალკე შეაგროვეს. უბეწვო ტყავები, რომლებიც თან გვქონდა, ამ მცენარეებს გადააკრეს და საიმედოდ შეკრეს. ისინი წარმოუდგენელ დასარტყამ ინსტრუმენტებად იქცნენ.

იქვე, გვერდით გამხმარი მკვდარი ხე იდო, რომლის რამდენიმე ტოტი მთლიანად ტერმიტებით იყო დაფარული. ერთი ტოტი მოატეხეს და ტერმიტები ჩამოფერთხეს. ტერმიტებს ხის გული შეეჭამათ და იქ მხოლოდ ბურბუშელა იყო დარჩენილი. ის ჯოხით გამოყარეს და ღრუ მთლიანად გამოასუფთავეს, რის შემდეგაც გრძელი ღრუ მილი მიიღეს. მეჩვენებოდა, რომ ჩემს თვალწინ მთავარანგელოზ გაბრიელის საყვირი შეიქმნა. შემდეგ გავიგე, რომ ავსტრალიაში ამ ინსტრუმენტს დიდჯერიდუ ეწოდება. როდესაც ჩაბერავთ, ის დაბალ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს.

ორმა მუსიკოსმა რიტმი შექმნა: ერთი ჯოხს ჯოხზე ურტყამდა, მეორე იგივეს ქვებით აკეთებდა. ერთ-ერთმა თიხის ფილები თოკებზე ჩამოკიდა და ზანზალაკების წკარუნის მაგვარი ხმა მიიღო. რომელიღაცამ ჩხარუნა დაამზადა - ბრტყელ ხის ნაჭერს თოკი გამოაბა. როდესაც ამ ნივთს ატრიალებდა, ის ღრიალის მაგვარ ხმას გამოსცემდა; ამასთან ის ბგერის სიძლიერეს მოხერხებულად ცვლიდა. კანიონმა ფანტასტიური ვიბრაცია და ექო გამოიწვია. მართლაც, სიტყვა კონცერტი ყველაზე უკეთ გამოხატავდა საქმის არსს.

ადამიანები მღეროდნენ ინდივიდუალურად, გუნდურად, და ხშირად ჰარმონიულად. მივხვდი, რომ ზოგიერთი სიმღერა დროსავით ძველი იყო. ეს ხალხი ჩვენი კალენდრის გამოგონებამდე უდაბნოში შექმნილ ჰანგებს იმეორებს. თუმცა ახალი კომპოზიციებიც მოვისმინე, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ იქ ვიყავი. მითხრეს, რომ როგორც მუსიკოსი ეძიებს მუსიკალურ გამოხატვას, ასევე მუსიკა სამყაროში ცდილობს იყოს გამოხატული.

რადგან მათ დამწერლობა არ გააჩნიათ, ცოდნა თაობიდან თაობას სიმღერებით და ცეკვებით გადაეცემა. ყველა ისტორიული მოვლენა შეიძლება გამოსახული იყოს ქვიშაზე ნახატით ან მუსიკითა და თეატრალური დრამით. მუსიკა მათთან ყოველ დღე გაისმის, რაც აუცილებელია, რათა მოვლენები არ დაავიწყდეთ, ხოლო მთელი მათი ისტორიის მოსაყოლად დაახლოებით ერთი წელია საჭირო. ყველა მოვლენა რომ დაეხატათ და მიწაზე სწორი თანმიმდევრობით განელაგებინათ, მსოფლიო რუკა გამოვიდოდა იმ სახით, როგორც ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

მაგრამ რაც ნამდვილად დავინახე, იყო ის, რომ ეს ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ყოველგვარი მატერიალური მიჯაჭვულობების გარეშე. ჩვენი ფესტივალის დამთავრებისთანავე ინსტრუმენტები იქვე დააბრუნეს, საიდანაც აიღეს. თესლი დათესეს ახალი მოსავლის მისაღებად. კლდოვან კედელზე ნიშნები დახატეს, რომელიც ახალ მოგზაურებს ასაღებ მოსავალს მიანიშნებდა. ჯოხები, ტოტები და ქვები მუსიკოსებმა დათმეს, მაგრამ შემოქმედებითი კომპოზიციის ხალისი და ნიჭი თითოეული ადამიანის ღირებულების და თვითშეფასების დადასტურებად დარჩა. მუსიკოსი მუსიკას საკუთარ თავში ატარებს. მას არ სჭირდება რომელიმე ინსტრუმენტი. ის თავადაა მუსიკა.

იმ დღეს მივხვდი: თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, თავად ჩვენ განვსაზღვრავთ. ჩვენ შეგვიძლია გავამდიდროთ ჩვენი ცხოვრება, ვაჩუქოთ საკუთარ თავს რაიმე, გამოვხატოთ შემოქმედებითად, და ვიყოთ იმდენად ბედნიერები, რამდენადაც საკუთარ თავს უფლებას მივცემთ. კომპოზიტორი და დანარჩენი მუსიკოსები ამაყად თავაწეულები მოდიოდნენ. - კონცერტი საკმაოდ კარგი გამოვიდა, - აღნიშნა ერთმა. - ერთ-ერთი საუკეთესო იყო, - უპასუხა მეორემ. გავიგონე, როგორ თქვა კომპოზიტორმა: - ალბათ, ცოტაც და, ჩემს თავს არა მუსიკოსს, არამედ დიდ მუსიკოსს ვუწოდებ.

და ეს არ იყო გაბერილი ეგო, ის, რასაც იმ მომენტში ვაკვირდებოდი. უბრალოდ ეს ადამიანები თავიანთ ნიჭებს აცნობიერებენ და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მონიჭებული მრავალრიცხოვანი საოცრების გაზიარება და განვითარება. თვითშეფასებასა და ახალი სახელის მიღებას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს.

ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ამ მიწაზე მუდამ ცხოვრობდნენ. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ისინი ავსტრალიაში ბოლო ორმოცდაათი ათასი წელი არიან. გასაოცარია, რომ ამ ორმოცდაათი ათასი წლის განმავლობაში მათ არ გაანადგურეს ტყე, არ დააბინძურეს წყალი, ცხოველის არც ერთი სახეობა არ გაწყვიტეს, არ მოწამლეს ნიადაგი, და მთელი ამ დროის განმავლობაში საკმარისი საკვები და თავშესაფარი მიიღეს. ისინი ბევრს იცინიან და იშვიათად ტირიან. ისინი ხანგრძლივი, ნაყოფიერი, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ და ამქვეყნიდან სულიერად გაწონასწორებულები მიდიან.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff