გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ნათლობა

თავსხმა წვიმის შემდეგ ყვავილები თითქოს არსაიდან გაჩნდნენ. უდაბური პეიზაჟი ყვავილების ხალიჩამ შეცვალა. ყვავილებში დავდიოდით, ვჭამდით მათ და ყვავილების გირლიანდებით გვქონდა მთელი სხეული მორთული. ეს მშვენიერი იყო.

უდაბნო უკან მოვიტოვეთ, სანაპიროს ვუახლოვდებოდით. მცენარეული საფარი თვალდათვალ მატულობდა. ირგვლივ მომრავლდა ტანმაღალი ხეები. საკვებმაც იმატა. მეტ ახალი სახეობის მარცვლეულს, თხილეულს და ველურ ხილს ვპოულობდით. ერთმა კაცმა ხეზე ნაჭდევი გააკეთა. ჩვენ ამ ნაჭდევს ჩვენი ახლადშეძენილი წყლის ჭურჭელი მოვუმარჯვეთ და ვუყურებდი, როგორ ავსებდა პირდაპირ ხიდან გადმოსული სითხე მათარას. თევზის დაჭერის პირველი შანსიც გაგვიჩნდა. შებოლილი თევზის გემო ახლაც ძვირფას მოგონებად დამრჩა მეხსიერებაში. როგორც რეპტილიების, ასევე ფრინველების კვერცხებიც ბლომად გვქონდა.

ერთხელ ველურ ბუნებაში შესანიშნავ აუზს მივადექით. ისინი მთელი დღის განმავლობაში მპირდებოდნენ, რომ გამაოცებდნენ, და მართლაც, ეს ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ღრმა აუზი ცივი წყლით იყო სავსე. დიდი აუზი ნაკადულის ქვიან არხში იყო გამოკვეთილი და გაუვალი ბუჩქნარით იყო შემოსაზღვრული. ჩემმა თანამგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ეს ძალზე გამახარებდა და მეც აღფრთოვანება ვერ დავმალე. აუზი საკმაოდ დიდი იყო და მასში ცურვა შეიძლებოდა, ამიტომ ნებართვა ვითხოვე. მათ მითხრეს, მოთმინება გამომეჩინა. ნებართვა ამ ტერიტორიის მმართველ მაცხოვრებლებს უნდა მოეცათ. ტომმა აუზით სარგებლობის ნებართვა შესაბამისი რიტუალით ითხოვა. სანამ ისინი მღეროდნენ, წყლის ზედაპირი აჩქეფდა. თითქოს ტალღები ცენტრიდან ჩვენს მოპირდაპირე ნაპირისკენ ამოძრავდა. შემდეგ ნიანგის გრძელი და ბრტყელი თავი გამოჩნდა, მას ექვსფუტიანი ნიანგის უხეში ტანი მიყვა. ნიანგები სულ გადამავიწყდა. კიდევ ერთი გამოჩნდა ზედაპირზე. შემდეგ ორივე წყლიდან გამოვიდა და იქვე ბუჩქნარში გაუჩინარდა. როდესაც მითხრეს, რომ შემეძლო მეცურავა, ჩემი პირვანდელი აღფრთოვანება სადღაც გამქრალიყო.

დარწმუნებული ხართ, რომ ყველა ამოვიდა? - გავიფიქრე. საიდან იცოდნენ, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ? მათ დამარწმუნეს, რომ ნამდვილად ასეა, აიღეს გრძელი ხის ტოტი წყლის გამოსაკვლევად. სიღრმიდან პასუხი არ ყოფილა. ნაპირზე მოდარაჯე დატოვეს, რათა ნიანგების დაბრუნება არ გამოპარვოდათ, და საბანაოდ წავედით. წყალში ჭყუმპალაობამ და ცურვამ გამომაცოცხლა, ჩემი ხერხემალი დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოდუნდა ბოლომდე.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩემი უშიშარი ჩასვლა ნიანგებიან აუზში სიმბოლურად ახალი ნათლობა იყო ჩემს ცხოვრებაში. ახალი რელიგია არ მიპოვნია, მაგრამ ახალი რწმენა ვიპოვნე.

აუზთან არ დავბანაკდით, იმ დღეს ჩვენი მოგზაურობა განვაგრძეთ. როდესაც მეორედ შევხვდით ნიანგს, ის გაცილებით მომცრო იყო და იმგვარად გამოჩნდა, როგორც ახლა ვხვდები, რომ ჩვენთვის სიცოცხლე მოეცა, ნებაყოფლობით მოგვევლინა ვახშმად. ჭეშმარიტი ადამიანები ბევრ ნიანგის ხორცს არ ჭამენ. ისინი თვლიან, რომ რეპტილიებს აგრესიული და ეშმაკი ბუნება აქვთ. ამ ხორცის ვიბრაცია შეიძლება შეერიოს პირად ვიბრაციებს, რის გამოც ადამიანს უჭირს იყოს მშვიდობიანი და არამოძალადე. ვჭამეთ ასევე ნიანგის გამომცხვარი კვერცხები, რომლებიც საშინელი გემოსი აღმოჩნდა. მაგრამ როდესაც სამყაროს ვახშამს სთხოვ, ეჭვი არ შეგაქვს იმაში, რაც მოდის. შენ უბრალოდ იცი, რომ ზოგადად ყველაფერი რიგზეა, ამიტომ დინებას მიყვები, ყლაპავ დიდ ნაჭრებს და დამატებაზე უარს ამბობ!

წყლის გასწვრივ მოგზაურობისას ბევრი წყლის გველი შეგვხვდა. მათ ცოცხლად ვატყვევებდით, ვახშმად ახალი ხორცი რომ გვქონოდა. ბანაკში ვაკვირდებოდი, როგორ იჭერდა რამდენიმე კაცი მაგრად გველებს და მათ მოსისინე თავებს იდებდა პირში. კბილებით გველის თავი ეჭირათ, და ხელების ძლიერი მკვეთრი მოძრაობით მომენტალურად უმტკივნეულოდ კლავდნენ ამ არსებებს. ვიცოდი, რომ მათ გულწრფელად სწამთ, რომ ღვთაებრივი ერთიანობა არც ერთი ცოცხალი არსების ტანჯვას არ გეგმავს, გარდა იმისა, რასაც არსება თავის თავზე იღებს. ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს.

სანამ გველები იბოლებოდა, ვიჯექი და ვიღიმებოდი, რადგან გამახსენდა ძველი მეგობარი, დოქტორი კარლ კლივლენდი, და მისი მრავალწლიანი აქცენტირებული ყურადღება ზუსტ მოძრაობებზე, როდესაც ის სტუდენტებს სახსრების ამოვარდნილობების ჩასწორებას ასწავლიდა. საკუთარ თავს შევახსენე, რომ როდისმე მას ამ მომენტს გავუზიარებ.

არც ერთი არსება არ უნდა იტანჯებოდეს, ნებაყოფლობით მიღებულის გარდა. ეს იყო აზრი განსჯისთვის. ქალმა-სულმა ახსნა, რომ ჩვენი ყოფიერების უმაღლეს დონეზე ყოველ ინდივიდუალურ სულს შეუძლია და ხანდახან ირჩევს არასრულყოფილ სხეულში დაბადებას; ისინი ხშირად მოდიან, რათა ასწავლონ და იმოქმედონ ცხოვრებაზე, რომელსაც ეხებიან. ქალმა-სულმა თქვა, რომ ტომის წევრებმა, რომლებიც წარსულში მოკლეს, დაბადებამდე აირჩიეს სრულფასოვნად ცხოვრება, მაგრამ დროის რომელიღაც მომენტში სხვა სულებთან დაკავშირებული განსაცდელის გაზიარება მათ განსასწავლად. მათ კლავდნენ მათივე თანხმობით მარადისობის დონეზე და ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რაოდენ ღრმად ესმოდათ მათ მარადისობა. ეს ნიშნავდა, რომ მკვლელმა გამოცდა ვერ გაიარა და მომავალში კვლავ მოუწევს გამოცდის გავლა. ყველა დაავადებას და დარღვევას, მათი აზრით, სულიერი კავშირები აქვს და საფეხურების როლს ასრულებს, თუკი გადაგვარებულები გაეხსნებიან და თავიანთ სხეულებს მიაყურადებენ, რათა გაიგონ, რა ხდება.

იმ ღამით, შავ და უფორმო უდაბნოში, გავიგონე, როგორ ცოცხლდება სამყარო, და მივხვდი, რომ ბოლოს და ბოლოს შიში დავძლიე. შესაძლოა, დასაწყისში უხალისო ქალაქელი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ახლა სწორად მიმაჩნდა ამ გამოცდილების აქ, გადაკარგულში მიღება, სადაც არის მხოლოდ მიწა, ცა და უძველესი სიცოცხლე, სადაც პრეისტორიული ქერცლი, ეშვები და კლანჭები ყველგანაა, მაგრამ მათ უშიშარი ხალხი მართავს.

ვიგრძენი, რომ ბოლოს და ბოლოს მზად ვიყავი იმ ცხოვრებისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით მერგო.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff