გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

გათავისუფლებული

თანდათან ზევით მივიწევდით და წინა დღესთან შედარებით უფრო მაღლა დავბანაკდით. ჰაერი სუფთა და გრილი იყო, და მათ მითხრეს, რომ ოკეანე უკვე ახლოსაა, თუმცა ჯერ არ ჩანს. ადრიანი დილა იყო. მზე ჯერ არ იყო ამოსული, მაგრამ უმეტესობა უკვე ფეხზე იყო. მათ დილის ცეცხლი გააჩაღეს, რაც იშვიათად ხდებოდა. მაღლა ავიხედე და ხეზე მჯდომი შევარდენი დავინახე. ჩვენ ჩვეული დილის რიტუალი ჩავატარეთ, შემდეგ კი სამეფო შავმა გედმა ხელი ჩამკიდა და კოცონთან მიმიყვანა. ოოოტამ მითხრა, რომ ბელადს განსაკუთრებული დალოცვა სურდა. ხალხი წრიულად განლაგდა; მე გამოშვერილი ხელების ცენტრში ვიდექი. ისინი თვალდახუჭული და ცისკენ აშვერილი სახით იდგნენ. სამეფო შავმა გედმა ცას შეჰღაღადა. ოოოტამ მითარგმნა: მოგესალმები, ღვთიურო ერთობავ. ჩვენ შენს წინაშე გადაგვარებულთან ერთად ვდგავართ. ჩვენ მასთან ერთად ვიარეთ და ვიცით, რომ მასში შენი სრულყოფილების ნაპერწკალია. ჩვენ შევეხეთ მას და შევცვალეთ ის, მაგრამ გადაგვარებულის შეცვლა რთული საქმეა. თქვენ დაინახავთ, რომ მისი უცნაური უფერული კანი უფრო ბუნებრივი ყავისფერი ხდება, ხოლო მისი თეთრი თმა იზრდება და ლამაზ მუქ თმად იქცევა. მაგრამ მისი თვალების უცნაურ ფერს ვერაფერი მოვუხერხეთ.

ჩვენ მრავალი რამ ვასწავლეთ გადაგვარებულს, და მისგანაც ბევრი გავიგეთ. მგონი, გადაგვარებულებს აქვთ ცხოვრებაში რაღაც, რასაც საწებელი ეწოდება. მათ იციან ჭეშმარიტება, მაგრამ ის კეთილდღეობის, მატერიალიზმის, დაურწმუნებლობის და შიშის სქელი ფენის ქვეშაა ჩაკარგული. ასევე მათ აქვთ ცხოვრებაში კიდევ რაღაც, რასაც მინანქარი შეიძლება ვუწოდოთ. ეს გამოხატავს, თუ როგორ ხარჯავენ ისინი თავისი ყოფიერების თითქმის მთელ დროს ზედაპირულ, ხელოვნურ, დროებით, გემრიელ და ბრჭყვიალა საქმიანობაზე და ძალიან მცირე დროს უთმობენ მათი მარადიული არსების განვითარებას.

ჩვენ ავირჩიეთ ეს გადაგვარებული და ვუშვებთ მას როგორც ფრინველს ბუდიდან, რათა ის გაფრინდეს შორს და მაღლა, და ფრინველივით იყივლოს და აუწყოს მსმენელებს, რომ ჩვენ მივდივართ.

ჩვენ არ განვიკითხავთ გადაგვარებულებს. ჩვენ მათთვის ვლოცულობთ და ვუშვებთ მათ, ისევე როგორც ჩვენთვის ვლოცულობთ და საკუთარ თავს ვუშვებთ. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მათ ყურადღებით შეხედონ თავიანთ ქმედებებს, თავიანთ ღირებულებებს, და ვიდრე გვიან არ არის, მანამდე მიხვდნენ, რომ მთელი ცხოვრება ერთიანია. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მათ შეწყვიტონ დედამიწის და ერთმანეთის განადგურება. ჩვენ ვლოცულობთ, რომ საკმარისი გადაგვარებული მოიძებნოს, რომლებიც ჭეშმარიტ ადამიანად გადაქცევის ზღურბლზე დგას, რათა რაღაც შეიცვალოს.

ჩვენ ვლოცულობთ, რათა გადაგვარებულთა სამყარომ უსმინოს და მიიღოს ჩვენი მაცნე.

გზავნილის დასასრული.

ქალმა-სულმა და მე ერთად გავიარეთ გარკვეული მანძილი და, როდესაც მზის პირველმა სხივებმა ალიონი გვაუწყეს, ქვემოთ გადაშლილ ქალაქზე მიმითითა. ცივილიზაციაში დაბრუნების დრო დადგა. მისი დანაოჭებული ყავისფერი სახე და გამჭოლი შავი თვალები შორს კლდის ქიმს მიღმა იყურებოდა. ის თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა, შორეულ ქალაქზე მანიშნებდა და მე მივხვდი, რომ ეს გათავისუფლების დილა იყო - ტომი მიშვებდა, მე კი მასწავლებლებს ვუშვებდი. რამდენად კარგად ავითვისე მათი გაკვეთილები? დრო გვიჩვენებს. შევძლებ ყველაფრის დამახსოვრებას? სასაცილოა, მაგრამ მათი გზავნილის გადაცემაზე უფრო ვღელავდი, ვიდრე ავსტრალიურ საზოგადოებაში ჩემს დაბრუნებაზე.

ჯგუფთან დავბრუნდით, და ტომის ყველა წევრი დამემშვიდობა. ერთმანეთს გადავეხვიეთ - ვფიქრობ, ეს ნამდვილი მეგობრების დამშვიდობების უნივერსალური ფორმაა. ოოოტამ თქვა: ჩვენ ვერაფერს მოგცემდით ისეთს, რაც შენ არ გაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს მოგცემდით, შენ ისწავლე მიღება, აღქმა და ჩვენგან აღება. ესაა ჩვენი საჩუქარი. სამეფო შავმა გედმა ხელები ჩამკიდა. მგონი, მას თვალებზე ცრემლი მოადგა. მეც ავტირდი. გთხოვ, არასდროს დაკარგო შენი ორი გული, მეგობარო, - მითხრა მან, ოოოტა მითარგმნიდა მის ნათქვამს - შენ ორი გახსნილი გულით მოხვედი ჩვენთან. ახლა ისინი როგორც ჩვენი სამყაროს, ასევე შენი საკუთარი სამყაროს მიმართ გაგებითა და ემოციებითაა სავსე. შენ მეც მაჩუქე მეორე გული. ახლა მე მაქვს ცოდნა და გაგება, რომელიც ყველაფერს აღემატება, რისი წარმოდგენაც შემეძლო. ჩვენი მეგობრობა ჩემთვის განძია. მშვიდობით წადი, და დაე ჩვენმა აზრებმა დაგიცვან.

მისი თვალები შინაგანი შუქით ასხივებდა, როდესაც დაამატა: ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ უკვე ჩვენი მოუხეშავი სხეულების გარეშე.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff