კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

სამშვინველის კვლავ მოპოვება

როდესაც 1913 წლის ოქტომბერში წარღვნის ხილვა მქონდა, ეს მოხდა იმ დროს, რომელიც ჩემთვის როგორც ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო. მაშინ ორმოცი წლის ასაკში ყველაფერს მივაღწიე, რაც კი მსურდა. მქონდა სახელი, ძალაუფლება, სიმდიდრე, ცოდნა და ყოველგვარი ადამიანური ბედნიერება.  და აი გაქრა ჩემში ამ სიკეთეთა გამრავლების წყურვილი, განელდა და შიშმა შემიპყრო. წარღვნის ხილვამ მომიცვა მე, და ვიგრძენი სიღრმის სული, მაგრამ არ მესმოდა მისი. მაგრამ მან აღძრა ჩემში აუტანელი შინაგანი ლტოლვა, და ვთქვი მე:

„ჩემო სამშვინველო, სად ხარ? გესმის ჩემი? გესაუბრები, გეძახი შენ - აქ ხარ? დავბრუნდი, ისევ აქ ვარ - ყოველი ქვეყნის მტვერი დავიფერთხე ჩემს ფეხთაგან და შენთან მოვედი, შენთან ვარ; მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ ისევ შენთან მოვედი. მოგიყვე ყველაფერი რაც ვნახე, განვიცადე და შევსვი? თუ არაფრის მოსმენა გსურს იმ ხმაურიანი ცხოვრებისა და სამყაროს შესახებ? მაგრამ ერთი უნდა იცოდე: ვისწავლე, რომ კაცმა ამ ცხოვრებით უნდა იცხოვროს.

ეს ცხოვრება არის გზა, დიდი ხნის ნაძებნი გზა მოუხელთებელისკენ, რომელსაც ჩვენ ღვთაებრივად მოვიხსენიებთ. სხვა გზა არ არის. ყველა სხვა გზა მცდარია. მე ვიპოვე სწორი გზა, მან შენთან მომიყვანა. ჩემს სამშვინველთან. მე ვბრუნდები, ნაწრთობი და განწმენდილი. ჯერ კიდევ მცნობ? როგორი ხანგრძლივი იყო განშორება! როგორ შეიცვალა ყველაფერი. და როგორ გიპოვე მე შენ? როგორი საოცარი იყო ჩემი მოგზაურობა! რა სიტყვებით უნდა აღგიწერო, თუ როგორი არეული გზებით მომიძღოდა შენსკენ კეთილი ვარსკვლავი? მომეცი შენი ხელი, ჩემო დავიწყებულო სამშვინველო. როგორი მხურვალეა შენი მობრუნების სიხარული, დიდხანს უარყოფილო სამშვინველო. ცხოვრებამ შენთან მომაბრუნა. გვსურს ცხოვრების მადლიერნი ვიყოთ, სიცოცხლისთვის, ყოველი ბედნიერი და მწუხარე წუთისთვის, ყოველი სიხარულისთვის და ყოველი ტკივილისთვის. ჩემო სამშვინველო, ჩემი მოგზაურობა შენთან ერთად უნდა გაგრძელდეს. შენთან ერთად მსურს ვიარო და ჩემი მარტოობისკენ ავიდე.“

სიღრმის სულმა მათქმევინა და იმავდროულად განმაცდევინა ეს, მე ხომ ამას არ ველოდი. მაშინ ჯერ კიდევ სრულად შეპყრობილი ვიყავი დროის სულით და სხვაგვარად ვმსჯელობდი ადამიანური სამშვინველის შესახებ. ბევრს ვფიქრობდი და ვსაუბრობდი სამშვინველის შესახებ, ბევრი რამ მქონდა დასწავლილი მის შესახებ, მე ვმსჯელობდი მასზე და ვაქციე იგი მეცნიერების საგნად. ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი სამშვინველი ჩემი მსჯელობისა და ცოდნის საგანი ვერ იქნებოდა; უფრო ჩემი მსჯელობები და ცოდნა არის ჩემი სამშინველის საგანი. ამისთვის აღმძრა სიღრმის სულმა, რომ ჩემს სამშვინველთან ვისაუბრო, მას მოვუწოდო როგორც ცოცხალ და თვითმყოფ არსს. უნდა გამეცნობიერებინა, რომ ჩემი სამშვინველი დავკარგე.

ამრიგად ვსწავლობთ, თუ რად მიიჩნევს სიღრმის სული სამშვინველს: მას ხედავს, როგორც თვითმყოფ ცოცხალ არსს, და ამით ეწინააღმდეგება დროის სულს, რომლისთვისაც სამშვინველი ადამიანზე დამოკიდებული საგანია, რომელიც მსჯელობასა და განსაზღვრებას ექვემდებარება და რომელსაც ჩვენ გააზრებით მოვიხელთებთ. მე უნდა დამენახა, რომ ის, რასაც ადრე ჩემს სამშვინველს ვუწოდებდი, სულაც არ იყო ჩემი სამშვინველი, არამედ მკვდარ სწავლებათა ნაშენი. ამრიგად მე ჩემს სამშვინველთან უნდა მესაუბრა როგორც რაღაც შორეულთან და უცნობთან, რომელიც ჩემით კი არსებობდა, არამედ მე ვარსებობდი მისით.

ვისი წყურვილიც გარეგან საგნებისკენ აღარ არის მიმართული, ის სამშვინველის წრეში ხვდება. თუ ის ვერ ჰპოვებს სამშვინველს, მაშინ უფერული სწავლებანი მიიზიდავს, შიში მათრახით განდევნის მას, რათა იმედგაცრუებული ისწრაფვოდეს, ამ სამყაროს ცარიელი საგნები სწყუროდეს. ის საკუთარი დაუსრულებელი წყურვილით მასხრად იქცევა და საკუთარი სამშვინველის გზას დაკარგავს, რათა ვეღარასდროს ჰპოვოს იგი. ყოველ საგანთა შორის იხეტიალებს, ყოველ მათგანს ჩაეჭიდება, მაგრამ საკუთარ სამშვინველს ვერ ჰპოვებს, რადგან მას მხოლოდ საკუთარ თავში მიაკვლევს. მისი სამშვინველი საგანთა და ადამიანთა შორის სუფევს, მაგრამ უსინათლო შეიმეცნებს საგნებს და ადამიანებს და არა საკუთარ სამშვინველს საგნებსა და ადამიანებში. მან არაფერი უწყის საკუთარი სამშვინველის შესახებ. როგორ უნდა გამოარჩიოს იგი ადამიანებისგან და საგნებისგან? ის ჰპოვებდა საკუთარ სამშვინველს თავად წყურვილში, მაგრამ არა საგნებში, რომელიც სწყურია. ის რომ ფლობდეს თავის წყურვილს და წყურვილი არ ფლობდეს მას, მაშინ ცალი ხელით შეეხებოდა თავის სამშვინველს, რადგან მისი წყურვილი არის მისი სამშვინველის ხატება და გამოხატულება.

როცა ვფლობთ საგნის ხატებას, ჩვენ ვფლობთ საგნის ნახევარს.

სამყაროს ხატება არის სამყაროს ნახევარი. ვინც ფლობს სამყაროს და არა მის ხატებას, ფლობს სამყაროს მხოლოდ სანახევროდ, რადგან მისი სამშვინველი ღარიბია და უქონელი. სამშვინველის სიმდიდრე შედგება ხატებისგან. ვინც სამყაროს ხატებას ფლობს, ის სამყაროს ნახევარს ფლობს, მაშინაც კი როცა მისი ადამიანური მხარე ღარიბი და უქონელია. მაგრამ შიმშილი სამშვინველს მხეცად აქცევს, რომელიც აუტანელს შთანთქავს და მისით იწამლება. ჩემო მეგობრებო, ბრძნულია სამშვინველის გამოკვება, სხვაგვარად გველეშაპებსა და ეშმაკებს გამოზრდით თქვენს გულებში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff