კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

სამშვინველის მსახურების შესახებ

შემდეგ ღამეს ზედმიწევნით ზუსტად უნდა ჩამეწერა ყველა სიზმარი, რომელთა გახსენებაც შემეძლო. ამ ქმედების აზრი ჩემთვის ბუნდოვანი იყო. რისთვის ეს ყველაფერი? მომიტევე ხმაური, რომელიც ჩემში აღიძრება. შენც ხომ ეს გინდა, რომ ასე მოვიქცე. რა საოცრებები მხვდება მე? ძალზე ბევრი ვიცი, რომ ვერ დავინახო, თუ როგორ ბეწვის ხიდზე გავდივარ. საით მიგყავარ? მომიტევე ჩემი ცოდნით აღსავსე შიში. ფეხები უკან მრჩება, რათა შენ გამოგყვე. რომელ ბურუსსა და ბნელში მიდის შენი ბილიკი? აზრის არქონაც უნდა ვისწავლო? მხოლოდ უაზრობად ან სიშლეგედ მეჩვენება ეს მე. არსებობს ზეაზრიც? ეს არის შენი აზრი, ჩემო სამშვინველო? კოჭლობით მოგყვები, გაგების ყავარჯენზე დაყრდნობილი. მე ადამიანი ვარ, შენ კი დააბიჯებ როგორც ღმერთი. როგორი ტანჯვაა! უკან უნდა დავბრუნდე, ჩემს ყველაზე წვრილმან საგნებთან. ჩემი სამშვინველის საგნებს მცირედ ვხედავდი, უბადრუკად მცირედ. შენ მაიძულებ, რომ მე ისინი დიდად დავინახო, დიდად ვაქციო. ეს არის შენი ნება? მე მოგყვები, მაგრამ მე ეს მზარავს. ისმინე ჩემი ეჭვი, თორემ ვერ მოგყვები, რადგან შენი აზრი არის ზეაზრი, და შენი ნაბიჯი ღმერთის ნაბიჯებია.

მე მესმის, რომ არც უნდა ვიფიქრო; იქნებ ფიქრებიც ზედმეტია? მთლიანად შენ უნდა მოგენდო - მაგრამ ვინ ხარ შენ? ვერ გენდობი - ოდნავაც ვერ გენდობი - განა ეს ჩემი სიყვარულია შენს მიმართ, ან სიხარული შენს მიმართ? არ ვენდობი ყოველ მამაც კაცს, და არც შენ გენდობი, ჩემო სამშვინველო? მძიმედ მაწევს შენი ხელი, მაგრამ მე ასე მსურს. განა არ ვეცადე, რომ მყვარებოდა ადამიანები და მივნდობოდი მათ, და იგივე არ მსურს შენთვისაც ვქნა? დაივიწყე ჩემი ეჭვი, ვიცი, რომ არ არის კარგი შენში დაეჭვება. შენ იცი, როგორ მიჭირს გლახური სიამაყის მოცილება ჩემი ფიქრებიდან. დამავიწყდა, რომ ჩემს მეგობართა შორის ხარ და უპირველესად შენ გაქვს უფლება ჩემს ნდობაზე. როცა სხვებისთვის გავცემ, განა იგივე შენ არ გეკუთვნის? ვაღიარებ ჩემს უსამართლობას. მე დაგაღალატე შენ, ასე ვხედავ. შენი კვლავ პოვნის სიხარული არ ყოფილა ნამდვილი. მე ვხვდები, რომ დამცინავი ხმა ჩემში მართალი იყო.

მე უნდა მიყვარდე და გსწავლობდე. თვითშეფასებაც უნდა მივატოვო? მეშინია. სამშვინველი მესაუბრებოდა და მეუბნებოდა: „ეს შიში ჩემს წინააღმდეგ არის.“ მართალია, ეს შენს წინააღმდეგ არის. ის კლავს წმინდა ნდობას შენსა და ჩემს შორის.

როგორი მკაცრია ბედი! როდესაც თქვენს სამშვინველს ხვდებით, პირველ რიგში აზრს კარგავთ. თქვენ გჯერათ, რომ უაზრობაში იძირებით, მარადიულ უწესრიგობაში. მართლები ხართ! ვერაფერი გიხსნით უწესრიგოსგან და უაზროსგან, რადგანე ეს არის სამყაროს მეორე ნახევარი.

თქვენი ღმერთი არის ბავშვი იქამდე, სადამდეც თქვენ არ ხართ ბავშვურები. ბავშვი არის წესრიგი, აზრი? თუ უწესრიგობა, ახირება? უწესრიგობა და უაზრობა არის დედა წესრიგისა და აზრისა. წესრიგი და აზრი არიან წარმოქმნილი და უცვლელი.

თქვენ ხსნით სამშვინველის კარიბჭეს, რათა თქვენს წესრიგსა და თქვენს აზრში ქაოსის ბნელი ნაკადები შემოუშვათ. როდესაც წესრიგსა და ქაოსს ერთმანეთს უთავსებთ, მაშინ ჩასახავთ ღვთაებრივ ბავშვს, ზეაზრს აზრისა და უაზრობის მიღმა.

გეშინიათ კარიბჭის გაღება? მეც მეშინოდა, რადგან დაგვავიწყდა, რომ ღმერთი ნაყოფიერია. ქრისტე ასწავლიდა: ღმერთი სიყვარულია. მაგრამ თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, რომ სიყვარული ნაყოფიერია.

ვესაუბრებოდი მოსიყვარულე სულს, და როდესაც მას მივუახლოვდი, შიშის ბრძანებით აღვმართე ეჭვის კედელი და ვერ ვხვდებოდი, რომ ამით ჩემთვის შემზარავი სამშვინველისგან ვიცავდი თავს.

სიღრმე გაფრთხობთ; უნდა დაგაფრთხოთ, ასეთია გზა მომავლისკენ. შენ უნდა განიცადო შიშისა და ეჭვის ცდუნება, სისხლით ხორცამდე იმეცნებდე მას, რომ შენი შიში სწორია და შენი ეჭვი გონივრული. როგორ იარსებებდა სხვაგვარად ჭეშმარიტი ცდუნება და ჭეშმარიტი დაძლევა?

ქრისტე დაძლევს ეშმაკის ცდუნებას, მაგრამ არა ღმერთის ცდუნებას კეთილისა და გონივრულის მიმართ. ქრისტე ექვემდებარება ცდუნებას.

ესეც უნდა ისწავლოთ, რომ ცდუნებას კი არ დაექვემდებაროთ, არამედ ყველაფერი ნებაყოფლობით შეასრულოთ; მაშინ იქნებით თავისუფალნი და ქრისტიანობის მიღმა გასულნი.

უნდა შევიმეცნო, რომ არ უნდა გავქცეოდი იმას, რისიც მეშინია და უფრო მეტიც, უნდა მყვარეობდა ის, რაც შიშის ზარს მცემს. ეს იმ წმინდანისგან უნდა ვისწავლოთ, რომელმაც ამაზრზენი შავი ჭირის დროს წყლულიდან ჩირქი შესვა და ცხადი გახდა, რომ ის ვარდის სურნელს აფრქვევდა. წმინდანის ქმედებანი არ იყო ამაო.

ყველაფერი, რაც ეხება შენს ხსნასა და წყალობის მოპოვებას, შენი სამშვინველისგან არის დამოკიდებული. ამის გამო შენთვის მსხვერპლის გაღება არ უნდა იყოს რთული. თუ შენი სიქველენი გაბრკოლებს ხსნისთვის, მოიშორე, რადგან ბოროტებად იქცნენ ისინი. სიქველეთა მონა ისევე ვერ პოულობს გზას როგორც მანკიერებათა მონა.

თუ თავს იწამებ შენი სამშვინველის უფლად, გახდი მისი მსახური, თუ ყოფილხარ მისი მსახური, შეიმეცნე მასზე შენი უფლება, მასზე ხომ ბატონობაა საჭირო. ეს იყოს შენი პირველი ნაბიჯები.

ექვსი ღამის განმავლობაში დუმდა სიღრმის სული ჩემში, და ვირყეოდი შიშს, წინააღმდეგობასა და ზიზღს შორის და ჩემს ვნებათა მსხვერპლად ვიქეცი. არ შემეძლო და არ მსურდა მესმინა სიღრმისთვის. მეშვიდე ღამეს მესაუბრა სიღრმის სული: „ჩაიხედე შენს სიღრმეში, ევედრე შენს სიღრმეს, გააღვიძე მიცვალებულნი.“

მაგრამ მე ვიდექი უმწეოდ და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ჩემში ჩავიხედე, და ერთადერთი, რაც ჩემში ვიპოვე, იყო ადრეული სიზმრების მოგონება, რომელიც ყველა ამოვიწერე და არ ვიცოდი რისთვის გამომადგებოდა. ყველაფრის გადაყრა და დღის სინათლეზე დაბრუნება მსურდა. მაგრამ სულმა დამიჭირა მე და მაიძულა ჩემში მივბრუნებულიყავი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff