კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

სამშვინველი და ღმერთი

მეორე ღამით მოვუხმე ჩემს სამშვინველს:

„დავიღალე, ჩემო სამშვინველო, ძალზე დიდხანს გრძელდებოდა ჩემი ხეტიალი, ჩემი თავის ძიება ჩემს გარეთ. მრავალი რამ გამოვიარე და ამ ყველაფრის მიღმა გიპოვე შენ. მაგრამ მე ჩემი ხეტიალის დროს საგნების მეშვეობით აღმოვაჩინე კაცობრიობა და სამყარო. მე ადამიანი ვიპოვე. და შენც, ჩემო სამშვინველო, კვლავ მოგიპოვე, თავდაპირველად ადამიანის ხატებაში და შემდეგ თავად შენ. გიპოვე იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად გელოდი. იქ ამოიზარდე ბნელი სიღრმეებიდან. შენ წინასწარ მეუწყე სიზმრებში; ისინი იწვოდნენ ჩემს გულში, მიბიძგებდნენ სიმამაცისა და უშიშრობისკენ და მაიძულებდნენ ჩემს თავზე ავმაღლებულიყავი. შენ დამანახე ჭეშმარიტებანი, რომელთა შესახებ ადრე არაფერი ვიცოდი. შენი მეშვეობით უკან მოვიტოვე გზები, რომელთა სიგრძე შემაძრწუნებდა, შენში რომ არ იყო დაფარული მათ შესახებ ცოდნა.

ვიხეტიალე მრავალი წელი, ისე დიდხანს, სანამ არ დამავიწყდა, რომ სამშვინველი მაქვს. სად იყავი ამდენ ხანს? ვინ დაგფარა მიღმა მხარეს და ვინ გახდა შენი სამყოფელი? ოჰ, შენ უნდა გესაუბრა ჩემი მეშვეობით, რადგან ჩემი ენა და მე თვითონ ვართ სიმბოლო და გამოხატულება! როგორ გამოგიცნო მე შენ? ვინ ხარ, ყრმავ? როგორც ყრმას, როგორც გოგონას წარმოგადგენდნენ ჩემი სიზმრები. არაფერი ვიცი შენი საიდუმლოს შესახებ. მომიტევე, თუ ისე ვსაუბრობ თითქოს სიზმარში ვიყო, როგორც მთვრალი - შენ ხარ ღმერთი? ღმერთი ბავშვია, გოგონა? მომიტევე, თუ ჩემი ნათქვამი მცდარია. არავინ მისმენდა მე. მშვიდად გესაუბრები, და შენ იცი, რომ არც მთვრალი ვარ და  არც ვცდები, და რომ ვარ გულჩახვეული ტკივილით, რომელსაც ჭრილობა მაყენებს და მისი სიბნელიდან დამცინავი სიტყვა მოდის: „საკუთარ თავს ატყუებ. ისე საუბრობ, რომ სხვები უნდა გააცურო და შენი დაიჯერონ. შენ გსურს წინასწარმეტყველი იყო და შენსავე პატივმოყვარეობას ჰყავხარ ატაცებული.“ ჭრილობას ახლაც სისხლი სდის და ჯერ კიდევ ვერ წავუყრუებ დაცინვას.

როგორი გასაკვირია ჩემთვის, რომ შენ ბავშვს გიწოდებ, როდესაც უსასრულობას ფლობ. მე დღის გზებზე ვიარე და შენ უხილავად იარე ჩემთან ერთად, გონივრულად ყოველ ნაწილს იღებდი და ყოველ ნაწილში მთელს მაჩვენებდი.

იქიდან მიგქონდა, სადაც მე რაიმეს დატოვებას ვფიქრობდი და მაძლევდი იქ, სადაც მე არაფერს ველოდი. და ყოველთვის ახალი მხარეებიდან მოულოდნელად მოუძღოდი ბედს. სადაც ვთესავდი, იქ მართმევდი მოსავალს, და სადაც არ ვთესავდი, იქ მაძლევდი ნაყოფს ასმაგად. და ყოველთვის ვკარგავდი ბილიკს, რათა ისევ მეპოვნა იქ, სადაც მას ვერასოდეს ვივარაუდებდი. შენ მინარჩუნებდი რწმენას იქ, სადაც მარტო ვიყავი და იმედგაცრუება ახლოს იყო. ყოველ გადამწყვეტ წუთში ჩემი თავის რწმენას მაძლევდი.“ 

როგორც დაქანცულმა მგზავრმა, რომელსაც სამყაროში შენს გარდა სხვა არაფერი უძებნია, უნდა წარვდგე ჩემი სამშვინველის წინაშე. უნდა ვისწავლო, რომ ყველაფრის მიღმა საბოლოოდ ჩემის სამშვინველი დგას, და სამყაროს გადაკვეთისას საბოლოოდ ჩემს სამშვინველს ვპოულობ. თვით უძვირფასესი ადამიანებიც არ არიან მიზანი და აღვსება მაძიებელი სიყვარულისა, ისინიც საკუთარი სამშვინველის სიმბოლოებია.

ჩემო მეგობრებო, ხვდებით, თუ რომელ მარტოობამდე ავმაღლდებით?

მე უნდა ვისწავლო, რომ ჩემი ფიქრების დანალექი, ჩემი სიზმრები ჩემივე სამშვინველის ენაა. მე ისინი ჩემი გულით უნდა ვატარო და ჩემს გონებაში ვამოძრავო, როგორც უძვირფასესი ადამიანის სიტყვები. სიზმრები სამშვინველის წამყვანი სიტყვებია. როგორ არ უნდა მიყვარდეს ჩემი სიზმრები და როგორ არ უნდა ვაქციო მათი იდუმალი სურათ-ხატები ჩემი ყოველდღიური დაკვირვების საგნად? შენ გულისხმობ, რომ სიზმარი სისულელე და სიმახინჯეა. რა არის მშვენიერი? რა არის მახინჯი? რა არის ჭკვიანი? რა არის სისულელე? დროის სულია შენი მსაზღვრელი. მაგრამ სიღრმის სული მას გადაფარავს . მხოლოდ დროის სულმა იცის სხვაობა დიდსა და პატარას შორის. მაგრამ ეს სხვაობა მცდარია ისევე, როგორც ის სული, რომელიც მას ასე იცნობს.

სიღრმის სული იმასაც მასწავლიდა, რომ ვიმოქმედო და გადაწყვეტილება მივიღო სიზმრებზე დაკვირვებით. სიზმრები ამზადებენ ცხოვრებას და მათი მეშვეობით განისაზღვრები შენ, თუმცა არ გესმის მათი ენა. მათი ენის სწავლა სურთ, მაგრამ ვინმეს შეუძლია მისი სწავლება და სწავლა? რადგან მხოლოდ განსწავლულობა არ კმარა; არსებობს გულისმიერი ცოდნა, რომელიც უფრო ღრმა გაგებას იძლევა.

გულისმიერი ცოდნა არ მოიპოვება წიგნებსა და მასწალებლის ბაგეებში, ის იზრდება შენში, როგორც მწვანე მარცვალი შავი მიწიდან. განსწავლულობა ეკუთვნის დროის სულს,  მაგრამ ეს სული არავითარ შემთხვევაში მოიცავს სიზმრებს, რადგან სამშვინველია ყველგან, სადაც წიგნიერი ცოდნა არ არის.

მაგრამ როგორ შეიძლება გულისმიერი ცოდნის მოპოვება? შენ შეგიძლია ეს ცოდნა მხოლოდ იმგვარად მოიპოვო, რომ შენი ცხოვრებით სრულად იცხოვრო. შენ ცხოვრობ სრულად, როცა ცხოვრობ იმით, რითიც ჯერ არ გიცხოვრია და სხვებს აძლევ საშუალებას იცხოვრონ და იფიქრონ. შენ იტყვი: „მე ხომ ვერ ვიცხოვრებ და ვიფიქრებ ყველაფერს, რასაც სხვები ცხოვრობენ და ფიქრობენ.“ მაგრამ უნდა თქვა: „ცხოვრება, რომელიც შემეძლო გამევლო, ის უნდა მეცხოვრა კიდეც, და ფიქრი, რომელიც ჯერ კიდევ შემეძლო მეფიქრა, უნდა მომეფიქრა კიდეც.“ შენ გაქცევა გსურს, რათა არ გაიარო ის, რაც არ გიცხოვრია. მაგრამ ვერ გაიქცევი. ყოველი ჟამი შენთან ერთად არის და მოითხოვს აღსრულებას. თუ შენ ამ მოთხოვნას ბრმად და ყრუდ მოაჩვენებ თავს, შენ საკუთარ თავს ეჩვენები ბრმად და ყრუდ. ამგვარად ვერასოდეს მიაღწევთ გულისმიერ ცოდნას.  

გულისმიერი ცოდნა თავად გულივით არის.

ვერაგი გულისგან შეიცნობ ვერაგობას.

კეთილი გულისგან შეიცნობ სიკეთეს.

რათა თქვენი შემეცნება გასრულდეს, დაფიქრდით, რომ თქვენი გული ორივეა, კეთილიც და ბოროტიც. შენ იკითხავ: „როგორ? ბოროტებითაც უნდა ვიცხოვრო?“

მაგრამ სიღრმის სული მოითხოვს: „ცხოვრება, რომლის გავლაც ჯერ კიდევ შეგიძლია, უნდა გაიარო. სიკეთე განისაზღვრება არა შენი ან სხვების სიკეთით, არამედ თავად სიკეთით.“

სიკეთე არის ჩემსა და სხვებს შორის, ერთობაში. მეც ვიცხოვრე იმით, რაც აქამდე არ აღმისრულებია და რისი აღსრულებაც ჯერ კიდევ შემეძლო, ვცხოვრობდი სიღრმეში, და სიღრმემ დაიწყო საუბარი. სიღრმე მასწავლიდა სხვა ჭეშმარიტებებს. ჩემში ერთად ჩადო აზრი და უაზრობა.

უნდა შემეცნო, რომ სამშვინველის გამოხატულება და სიმბოლო ვარ მხოლოდ. სიღრმის სულის აზრით თითქოს ვარ სამშვინველის სიმბოლო ამ ხილულ სამყაროში, და ვარ სრულად ყმა, თვით სრული დაქვემდებარება, თვით სრული მორჩილება. სიღრმის სული მასწავლიდა, რომ მეთქვა: „მე ვარ ბავშვის მსახური.“ ამ სიტყვით მე ვსწავლობ უპირველეს ყოვლისა თვინიერებას, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

დროის სული კი საკუთარი გონების რწმენაში განმამტკიცებდა; ის მაჩვენებდა ჩემს ხატს, როგორც მომწიფებული აზრების წინამძღოლს. სიღრმის სული კი მასწავლიდა, რომ მე ყმა ვარ, ბავშვის ყმა. ეს სიტყვა მაბრკოლებდა მე და მძულდა ეს. მაგრამ უნდა შემეცნო და მიმეღო, რომ ჩემი სამშვინველი ბავშვია და ღმერთი ჩემს სამშვინველში ბავშვია.

თუ ბავშვები ხართ, თქვენი ღმერთი დედაკაცია 

თუ დედაკაცები ხართ, თქვენი ღმერთი ბავშვია.

თუ მამაკაცები ხართ, თქვენი ღმერთი გოგონაა.

ღმერთი იქ არის, სადაც თქვენ არ ხართ.

სიბრძნეა გყავდეს ღმერთი. ის თქვენს სრულყოფილებას ემსახურება.

გოგონა არის მშობელი მომავალი.

ბიჭი მომავლის ჩასახვაა. 

დედაკაცი შობს.

მამაკაცი ჩასახავს.

მაშ, თუ თქვენ, ამჟამინდელი არსებები ხართ ბავშვები, თქვენი ღმერთი სიმწიფის სიმაღლიდან სიბერესა და სიკვდილში ჩამოვა.

თუ მომწიფებული არსებები ხართ, რომლებიც ჩაისახეთ ან გშობეს ხორცით თუ სულით,  თქვენი ღმერთი მოელვარე აკვნიდან ამოდის და მომავლის განუზომელი სიმაღლეებისკენ, მომავალი დროის სიმწიფისა და სისრულისკენ მიემართება 

ვისაც ცხოვრება წინ აქვს, არის ბავშვი.

ვინც თავის ცხოვრებას ახლა გადის, არის ზრდასრული.

თუ ცხოვრობთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ხართ ზრდასრულები 

ვინც ამჟამად ბავშვია, მისთვის ღმერთი კვდება.

ვინც ამჟამად ზრდასრულია, მისთვის ღმერთი სიცოცხლეს აგრძელებს.

ამ საიდუმლოს ასწავლის სიღმრის სული.

ნეტარ არიან და ვაი მათ, ვისი ღმერთიც ზრდასრულია 

ნეტარ არიან და ვაი მათ, ვისი ღმერთიც ბავშვია!

რა არის უმჯობესი - რომელს ჰქონდეს ცხოვრება წინ, ადამიანს თუ ღმერთს?

არ მაქვს პასუხი. იცხოვრეთ. გარდაუვალი თავად გადაწყვეტს.

სიღრმის სული მასწავლიდა, რომ ჩემი ცხოვრება მოცულია ღვთაებრივი ბავშვის მიერ. მისი ხელიდან მოდის ყოველივე მოულოდნელი, ყოველი ცხოველმყოფელი 

ეს ბავშვია, ვინც ჩემში იგრძნობა ვითარცა მარად მჩქეფარე სიყმაწვილე.

ბავშვურ ადამიანებში გრძნობ უიმედო წარმავლობას. ყოველივე, რაც შენს წინაშე ჩავლილია, მისთვის მომავალია. მისი მომავალი სავსეა წარმავლობით.

მაგრამ შენი მომავალი საგნების წარმავლობა ადამიანურ გონებას ჯერ არ გამოუცდია.

შენი ცხოვრება არის იმის გავლა, რაც წინ გაქვს. შენ ჩასახავ და შობ მომავალს, შენ ხარ ნაყოფიერი, შენ წინსწრებით ცხოვრობ.

ბავშვურობა არის უნაყოფო, მისი მომავალი უკვე ჩასახული და გამოფიტულია. ის წინსწრებით არ ცხოვრობს.

ჩემი ღმერთი არის ბავშვი, არ გაგიკვირდეთ, რომ ჩემს არსებაში დროის სულმა ამიგდო და დამცინა. ჩემს გარდა მე სხვა არავინ დამცინებს.

თქვენმა ღმერთმა არ უნდა დასცინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავად დასცინით. თქვენს თავს თავად უნდა დასცინოთ, რათა შეგეძლოთ ამაღლდეთ. არ გისწავლიათ ძველი წმინდა წიგნებიდან და მაშ მოდით, სვით სისხლი და იგემეთ ხორცი დამცირებულისა, რომელიც ჩვენს ცოდვათა გამო იტანჯა,  რათა სრულად მისი ბუნება შეიძინოთ, უარყოთ მისგან განკერძოება, თქვენ თავად ის უნდა გახდეთ, არა ქრისტიანები არამედ თავად ქრისტე, თორემ ვერ მოიპოვებთ ფასს მომავალი ღმერთის თვალში.

თქვენს შორის ვინმეს სჯერა, რომ გზას გვერდს აუვლის? ქრისტეს ტანჯვათა შემდეგ ვინმეს შეუძლია გასავლელ გზას დაუძვრეს? მე ვამბობ: ასეთი ატყუებს და ვნებს საკუთარ თავს. ის იმზადებს ეკლებსა და ცეცხლს. ქრისტეს გზას ვერავინ აცდა, ამ გზას მივყავართ მომავლისკენ. თქვენ ყველანი ქრისტედ უნდა გადაიქცეთ. 

თქვენ ძველ სწავლებებს მცირე საქმეებით ვერ გადალახავთ, მხოლოდ დიადი საქმეებით არის ეს შესაძლებელი. ჩემი სამშვინველისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი იწვევდა ჩემი ეშმაკების დამცინავ სიცილს, რომლებიც ყურში ჩამჩურჩულებდნენ და შხამს მირევდნენ. მათთვის ადვილი იყო სიცილი, რადგან საოცრებები უნდა აღმესრულებინა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff