კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

მეორე დღე

სიზმარს ჩემთვის მხსნელი სიტყვა არ მოუტანია. იზდუბარი მთელი ღამე იწვა მდუმარე და გაშტერებული, დილამდე. ქედის მწვერვალთან ვხეტიალობდი ჩაფიქრებული და ჩემი დასავლეთის ქვეყნისკენ ვიხედებოდი, სადაც ბევრი იციან და ბევრი შეუძლიათ დასახმარებლად. მიყვარს იზდუბარი და ის ასე საბრალოდ და წვალებით არ უნდა გაქრეს. საიდან უნდა მოვიდეს დახმარება? არავინ გამოივლის გზას, რომელიც ცხელიც არის და ცივიც. ისევ მე? მეშინია იმ გზაზე რომ დავბრუნდე. და აღმოსავლეთი? იქნებ იქ არის ხსნა? მაგრამ იქ რომ უცნობი საფრთხეა? არ მინდა დავბრმავდე. რა უშველის იზდუბარს? ამ დავრდომილს ვერც ვატარებ როგორც უსინათლო. იზდუბარივით ღონიერი რომ ვიყო... მეცნიერებამ აქ რა უნდა გააწყოს?

საღამოს კი მივედი იზდუბართან და ვუთხარი: „იზდუბარ, ჩემო ბატონო, ისმინე! არ გაგწირავ. უკვე მეორე საღამო დგება. არ გვაქვს საკვები, გარდაუვალი სიკვდილი გვიყურებს თვალებში, თუ ვერ მოვახერხე საშველის პოვნა. დასავლეთიდან ხსნას არ უნდა ველოდოთ. აღმოსავლეთიდან ხსნა ალბათ შესაძლებელია. არავინ შეგხვედრია გზაში, ვისაც შეიძლება საშველად დავუძახოთ?“

იზდუბარი: „შეეშვი, სიკვდილი მოვა, როდესაც ისურვებს.“

მე: „გული მიკვდება, როცა წარმოვიდგენ, თუ როგორ გტოვებ აქ ისე, რომ არ ვცადო ყველაფერი შენს საშველად.“

იზდუბარი: „რით გიშველის შენი ჯადოქრობა? ჩემნაირი ძლიერი რომ ყოფილიყავი, ხელში ამიყვანდი. მაგრამ თქვენს შხამს მხოლოდ განადგურება შეუძლია და არა დახმარება.“

მე: „ჩემს ქვეყანაში რომ ვყოფილიყავით, სწრაფი მანქანები მოვიდოდნენ საშველად.“

იზდუბარი: „ჩემს ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, შენი გესლიანი ისარი ვერ მომწვდებოდა.“

მე: „მითხარი, არ გეგულება რაიმე ხსნა აღმოსავლეთიდან?“

იზდუბარი: „იქით მიმავალი გზა შორია და უდაბური, და როდესაც მთებიდან ვაკეზე გახვალ, ძლევამოსილ მზეს შეხვდები, რომელიც დაგაბრმავებს...“

მე: „ღამით რომ ვიარო და დღისით მზეს დავემალო?“

იზდუბარი: „ღამით გველები და დრაკონები გამოძვრებიან სოროდან, და შენ იარაღის გარეშე მათ წინაშე განწირული ხარ. იყოს როგორც არის! რა გაეწყობა? ფეხები გამიშეშდა. ასეთი შედეგით არ მინდა შინ დავბრუნდე.“

მე: „არაფერი ვქნა?“

იზდუბარი: „უსარგებლოა! როდესაც კვდები, აღარაფერი გაეწყობა.“

მე: „დამაცადე კიდევ ვიფიქრო, იქნებ მხსნელი აზრი მომივიდეს.“

მოვცილდი და ქედის თხემზე, კლდოვან ფილაზე ჩამოვჯექი. და ჩემში ვისმინე სიტყვა: დიადო იზდუბარ, შენ უმწეო მდგომარეობაში ხარ - არც მე ვარ უფრო კარგად. რისი გაკეთება შეიძლება? ყოველთვის არ არის საჭირო რაიმეს გაკეთება, ზოგჯერ ფიქრი უმჯობესია. გულის სიღრმეში ვიცი, რომ იზდუბარი სულაც არ არის რეალური ჩვეულებრივი გაგებით, უფრო მეტად ფანტაზიაა. გამოსავლის პოვნა შეიძლება, ამას სხვა ასპექტით რომ შევხედოთ... შევხედოთ... შევხედოთ - აღსანიშნავია, რომ აქ აზრებიც კი ექოს გამოსცემენ, ესე იგი მარტო უნდა ვიყო. მაგრამ ეს ძნელი ასატანი იქნება. ამას რა თქმა უნდა არ მიიღებს, რომ ის ფანტაზიაა, მტკიცებას დაიწყებს, რომ ის სრულიად რეალურია და მისი დახმარებაც რეალურად შეიძლება: ცდა ყოველთვის შეიძლება. ამის გამო მას მოვუწოდებ და ვეტყვი: 

„ჩემო ბატონო, ძლევამოსილო, ისმინე: აზრი მომივიდა, რომელსაც ალბათ ხსნა მოაქვს. კერძოდ, ვფიქრობ, რომ სულაც ნამდვილი კი არა მხოლოდ ფანტაზია ხარ.“

იზდუბარი: „მზარავს შენი აზრები. მომაკვდინებელია. გსურს სრულიად არარეალურად გამომაცხადო მას შემდეგ, რაც საბრალოდ დამასახიჩრე?“

მე: „ალბათ მეტისმეტად გაუგებრად გამოვთქვი დასავლეთის ენაზე. არ მიგულისხმია, რომ შენ  სრულიად არარეალური ხარ, არამედ იმდენად ხარ რეალური, რამდენადაც ფანტაზია. თუ შენ ამას მიიღებ, მაშინ დიდი წინსვლა იქნება.“

იზდუბარი: „რა იქნება ამით? შენ სულთამხუთავი ეშმაკი ხარ.“

მე: „საბრალოვ, არ მსურს შენი წვალება. ექიმის ხელი არ ტანჯავს მაშინაც კი, როცა სტკენს. მართლა ვერ იაზრებ, რომ ფანტაზია ხარ?“

იზდუბარი: „ვაიმე! რა ჯადოქრობა გინდა მომახვიო თავს? მეშველება, თუ თავს ფანტაზიად მივიჩნევ?“

მე: „შენ იცი, რომ სახელი, რომელსაც ვატარებთ, ბევრს ნიშნავს. ისიც იცი, რომ ხშირად სნეულს ახალ სახელს აძლევენ, რათა უმკურნალონ, რადგან ახალი სახელით ისინი ახალი არსებით იმოსებიან. შენი სახელი შენი არსია.“

იზდუბარი: „მართალი ხარ, ამას ჩვენი ქურუმებიც ამბობენ.“

მე: „ესე იგი აღიარებ, რომ ფანტაზია ხარ?“

იზდუბარი: „თუ ეს მიშველის - ჰო!“

ამჯერად შინაგანმა ხმამ შემდეგი მითხრა: ის უკვე ფანტაზიაა, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთულია. ფანტაზიის უარყოფაც არ შეიძლება ადვილად, ისევე როგორც მასთან თვინიერად მოქცევა. რაღაც უნდა აღსრულდეს. რადგან ის ფანტაზიაა, ესე იგი გაცილებით ცვალებადია - ვფიქრობ, შესაძლებლობას ვხედავ: შემიძლია ზურგზე ავიკიდო. მივედი იზდუბართან და ვუთხარი:

„გამოსავალი ნაპოვნია. შენ მსუბუქი გახდი, ბუმბულზე უფრო მსუბუქი. ახლა კი შემიძლია გატარო.“ ხელები მოვხვიე და მიწიდან ავწიე; ჰაერზე უფრო მსუბუქია, და ძალიან უნდა მოვინდომო, რომ ფეხებით მიწის ზედაპირზე ვიდგე, რადგან ჩემი ტვირთი ზემოთ მწევს.

იზდუბარი: „ამას ჰქვია მოხერხება. საით მიგყავარ?“

მე: „დასავლეთის მხარეში უნდა ჩაგიყვანო. ჩემი ამხანაგები გაიხარებენ, როცა ამხელა ფანტაზიის მიბარება შეეძლებათ. როდესაც მთებს უკან მოვიტოვებთ და ადამიანთა სტუმართმოყვარე ხალხის სადგომებს მივაღწევთ, შემეძლება მშვიდად ვეძებო საშუალება, რომელიც სრულად აღგადგენს.“

ზურგზე მყავს იგი მოკიდებული და კლდის ვიწრო ბილიკზე ფრთხილად ჩავდივარ, და საშიში იყო არა ის, რომ ჩემი ტვირთით სადმე გადავიჩეხებოდი, არამედ ის, რომ ქარი ამიტაცებდა. ჩამოკიდებული ვარ ჩემს მეტისმეტად მსუბუქ ტვირთს. ბოლოს მივაღწიეთ ველს, იქვეა ცხელ-ცივი ტკივილის გზაც. აღმოსავლეთის ქარი სტვენს და სახეში მიბერავს კლდის დაღმართებსა და მინდვრებზე, დასახლებულ ქალაქებში. ფეხებზე ტკივილიანი გზა არ მეხება. ფრთაშესხმული მივიჩქარი ლამაზ მხარეში. ჩემს წინ გზაზე ორნი არიან. ამონიუსი და წითური. როდესაც უკნიდან მივუახლოვდით, მოიხედეს და საშინელი ღრიალით გადაცვივდნენ მინდორში. ჩემი დანახვა უჩვეულო უნდა ყოფილიყო. 

იზდუბარი: „ვინ არიან ეს უსახურები? შენი ამხანაგები არიან?“

მე: „ისინი ადამიანები არ არიან. შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც წარსულის რელიქტები, რომლებსაც დასავლეთში ჯერ კიდევ ხშირად ხვდებიან. ადრე დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. ახლა კი მათ ძირითადად როგორც მწყემსებს იყენებენ.“

იზდუბარი: „რა საოცარი მხარეა! შეხედე, იქ ქალაქი ხომ არ ჩანს? იქით მიემართები?“

მე: „არა, ღმერთმა დამიფაროს, არ მინდა ხალხის თავყრილობა გამოვიწვიო, იქ განათლებული ხალხი ცხოვრობს. არ გცემს მათი სუნი? საშიში არიან, რადგან ყველაზე ძლიერ შხამს ხარშავენ, რომელსაც მეც კი უნდა მოვერიდო. იქ ხალხი სრულიად დავრდომილია, ყავისფერ შხამის მორევში დანთქმულნი და მხოლოდ ხელოვნური საშუალებებით შეუძლიათ გადაადგილება. მაგრამ არ იდარდო. უკვე ისე ბნელა, რომ ვერავინ გვხედავს. უფრო მეტიც, არავინ იტყვის, რომ მნახა. აქ ერთი ცალკე მდგომი სახლი ვიცი. იქ მყავს სანდო მეგობრები, რომლებიც ღამით დაგვიტოვებენ.“

იზდუბართან ერთად მშვიდ ბნელ ბაღთან მივდივარ, სადაც მარტო ერთი სახლი დგას. იზდუბარი ხის ფართოდ ჩამოშლილ ტოტებში დავმალე და სახლის კართან მივედი, რომ დავაკაკუნო. ჩაფიქრებული ვაკვირდები კარს: ძალზე პატარაა. აქ იზდუბარს ვერ შევატევ. მაგრამ ფანტაზიას სივრცე ხომ არ სჭირდება! ადრე რატომ არ მივედი ამ შესანიშნავ აზრამდე? ბაღში ვბრუნდები, იზდუბარი კვერცხის ზომამდე დავაპატარავე და ჯიბეში ჩავიდე. ასე შევედი იმ ადამიანთა სახლში, სადაც იზდუბარმა კურნება უნდა იპოვოს.

ასე იპოვა ჩემმა ღმერთმა ხსნა. ხოლო ხსნა აღსრულდა იმით, რომ მას შეემთხვა ის, რაც ეჭვგარეშე სასიკვდილოდ მიიჩნეოდა, კერძოდ მისი გამოცხადება წარმოსახვის ნაყოფად. ხშირად სჯეროდათ, რომ ღმერთები ამგვარად შეიძლება დასრულდნენ. ეს აშკარად დიდი იმედგაცრუება იყო: ამით ხომ ღმერთი სწორედ რომ გამოიხსნება. ის არ გამქრალა, არამედ ცოცხალ ფანტაზიად იქცა, რომლის მოქმედება ჩემს სხეულზე შევიცანი: ჩემი თანდაყოლილი სიმძიმე გაქრა, აღარ მეწვოდა და აღარ მეყინებოდა ტერფები ცხელ-ცივ ტკივილის გზაზე, სიმძიმე ძირს აღარ მექაჩებოდა, არამედ ბუმბულივით ამიტაცებდა ქარი, როდესაც ბუმბერაზს ვატარებდი.

მიიჩნეოდა, რომ ღმერთის მოკვლა შეიძლება. მაგრამ ღმერთი გადარჩა, მან ცეცხლში ახალი ნაჯახი გამოჭედა და კვლავ ჩაეშვა აღმოსავლეთის ნაკადში, რათა თავისი პირველყოფილი წრებრუნვა განეახლებინა. ჩვენ კი, ჭკვიანი ადამიანები, დავრდომილები და მოწამლულები დაბორიალობდით და არ ვიცოდით, რომ რაღაც გვაკლდა. მაგრამ მე ჩემი ღმერთი მიყვარდა და ადამიანთა სახლში მოვიყვანე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი ცოცხალია როგორც ფანტაზია და არ უნდა ყოფილიყო მიტოვებული, დაჭრილი და სნეული. ამგვარად შევიცანი ის სასწაული, რომ ჩემმა სხეულმა სიმძიმე დაკარგა, როდესაც ღმერთი ვიტვირთე.

წმინდა ქრისტოფორეს, ბუმბერაზს, უჭირდა თავისი ტვირთის ტარება მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე-ყრმას ატარებდა. მე კი ბავშვივით პატარა ვიყავი და ბუმბერაზს ვატარებდი, და ჩემმა ტვირთმა მაღლა ამწია. ქრისტე-ყრმისთვის ბუმბერაზი ქრისტოფორე მსუბუქი ტვირთი აღმოჩნდა, რადგან ქრისტე თავად ამბობდა: „ჩემი უღელი ადვილია და ტვირთი - მსუბუქი.“ ქრისტე არ უნდა ვატაროთ ისე თითქოს იგი აუტანელია, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ქრისტე, რომლის უღელი ადვილია, ხოლო ტვირთი - მსუბუქი. ეს გრძნობადი და ხილული სამყარო ერთი რეალობაა, ხოლო ფანტაზია - სხვა რეალობა. როდესაც ღმერთს როგორც გრძნობადსა და ხილულს ჩვენს მიღმა ვტოვებთ, ის აუტანელია და უიმედო. მაგრამ როდესაც ღმერთს ფანტაზიად ვაქცევთ, ჩვენში ის ადვილი სატარებელია. ღმერთი ჩვენს გარეთ ყოველი სიმძიმის წონას უმატებს, ღმერთი ჩვენში კი ამსუბუქებს ყოველ სიმძიმეს. ამიტომ აქვს ყოველ ქრისტოფორეს (ბერძ. ქრისტეს მტვირთველი) კუზი და მოკლე სუნთქვა, რადგან სამყარო მძიმეა.

ბევრია, ვისაც თავისი სნეული ღმერთისთვის შველა სურდა და აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე ისინი გველებმა და დრაკონებმა შთანთქეს. ისინი კაშკაშა დღეს დაიღუპნენ და ბნელ ადამიანებად იქცნენ, რადგან დაბრმავდნენ. ახლა კი აჩრდილებივით დაიარებიან, საუბრობენ სინათლის შესახებ და ვერაფერს ხედავენ. მათი ღმერთი კი ყველაფერშია, რასაც ისინი ვერ ხედავენ: ის ბნელ დასავლეთშია, ამახვილებს მხედველ მზერას, შხამის ხარშვაში ეხმარება და გველებს უსინათლო მოძალადეთა ქუსლებისკენ მიმართავს. ამგვარად, თუ შენ ჭკვიანი ხარ, გაიყოლე ღმერთი, მაშინ გეცოდინება, თუ სად არის იგი. თუ ის შენთან დასავლეთში არ იქნება, მაშინ ის ღამით წკრიალა ჯავშანში და საომარი ნაჯახით მოვა. თუ ის შენთან განთიადის მხარეში არ გყავს, უნებლიედ ღვთაებრივ მატლს აბიჯებ, რომელიც შენს გაუაზრებელ ნაბიჯს ელოდება.

ყოველივეს მოიპოვებ ღმერთით, რომელსაც ატარებ, მაგრამ არა მის იარაღს, რადგან მან დაამსხვრია იგი. იარაღს იყენებს ის, ვინც იპყრობს. და შენ რისი დაპყრობა გსურს? მიწაზე მეტს ვერაფერს დაიპყრობ. და რა არის მიწა? ის ყველგან მრგვალია, წვეთი, რომელიც კოსმოსშია გამოკიდებული. და მზეს ვერ მიაღწევ, უდაბურ მთვარემდეც ვერ აღწევს შენი ძალაუფლება, ზღვასაც ვერ ფლობ, ვერც თოვლს პოლუსზე, ვერც ქვიშას უდაბნოში, ფლობ მხოლოდ მიწის მცირე მონაკვეთს. ვერ დაიპყრობ, რამდენი დროც არ უნდა მოგეცეს. ხვალ შენი ბატონობა მტვრად იქცევა, რადგან პირველ რიგში სიკვდილი უნდა დაამარცხო. ასე რომ ნუ იქნები მასხარა და იარაღი გვერდზე გადადე. თავად ღმერთმა დაამსხვრია თავისი იარაღი. ჯავშანი გეყოფა, რათა თავი დაიცვა იმ მასხრებისგან, რომლებსაც ჯერ კიდევ სწყურიათ დაპყრობა. ღვთის ჯავშანი ხელშეუხებელს გაგხდის, ყველაზე გაბოროტებული მასხრებისთვისაც უხილავად გაქცევს. 

გაიყოლე შენი ღმერთი.  წაიყვანე შენს ბნელ მხარეში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველ დილით თვალებს ახელენ და მხოლოდ ერთსა და იმავეს ხედავენ. ჩაიყვანე შენი ღმერთი შხამით სავსე ნისლში, მაგრამ არა იმ უსინათლოებივით, რომლებიც ბნელის განათებას ფარნებით ცდილობენ, მაგრამ ბნელს ვერ შეიცნობენ, არამედ ფარულად მიიყვანე შენი ღმერთი სტუმართმოყვარე ჭერქვეშ. ადამიანთა სამყოფელი მცირეა და თავიანთი სტუმართმოყვარეობისა და მონდომების მიუხედავად ისინი ღმერთს ვერ მიიღებენ. არ ელოდოთ, თუ როდის დაანაწევრებენ შენს ღმერთს ადამიანის უხეში და ტლანქი ხელები, არამედ მოეხვიე მას, სიყვარულით, სანამ ის თავის პირველსახეს არ მიიღებს. სხვის თვალს შენთვის საყვარელსა და დიადს სნეულ და უძლურ მდგომარეობაში ნუ დაანახებ. იფიქრე, რომ შენს გვერდით მყოფი ადამიანები ცხოველები არიან, რომლებმაც ეს არ იციან. სანამ ისინი თავიანთ საძოვარზე დადიან, მზეზე ნებივრობენ, თავიანთ ნაშიერებს კვებავენ ან შეუღლდებიან, ამ დროს ისინი შავი დედა-მიწის მშვენიერი და უწყინარი ქმნილებები არიან. მაგრამ როდესაც ღმერთი გამოჩნდება, ისინი შმაგდებიან, რადგან ღმერთის სიახლოვე აშმაგებს. შიშისა და რისხვისგან კანკალებენ და ძმათამკვლელ ბრძოლაში ებმებიან, როგორც კი ერთი მეორეში ღმერთის მოახლოვებას იგრძნობს. მაშ დამალე ღმერთი, რომელიც თან გამოიყოლე. დაე გაშმაგდნენ და დააზიანონ ერთმანეთი. შენი ხმა ძალზე სუსტია, რომ გაცოფებულებმა გაიგონ. ამგვარად ნურაფერს იტყვი და არ გამოაჩინო ღმერთი, არამედ იჯექი ერთ ადგილას და იგალობე უძველესი წესით: 

წინ დაიდე კვერცხი, ღმერთი თავის ჩანასახში.

და უყურე მას.

და შენი მზერის გრძნეული სითბოთი გამოჩეკე იგი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff