ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

შვიდი აზრი

 

შვიდი აზრი

საჭიროა, გაგებულ იქნას მოვლენათა სიმრავლიდან როგორ ყალიბდება ტვინში ერთიანი ფსიქიკა...

ტვინისმცოდნეობის იდეალია ტვინის მუშაობის ორი სურათის სრული შესატყვისობა: სურათისა ზემოდან, ქცევისა და სუბიექტურ განცდათა მხრიდან, და სურათისა ქვემოდან - ანატომიის და ფიზიოლოგიის მხრიდან. იდეალია ისეთივე ამომწურავი ცოდნა, როგორიც გააჩნია მექანიკოსს, რომელსაც დეტალურად აქვს შესწავლილი ავტომობილის ანატომია, ფიზიოლოგია და პათოლოგია. ავტომობილი მიდის, იღებს სიჩქარეს, ამუხრუჭებს, უხვევს, მექანიკოსს კი ამ დროს მშვენივრად აქვს წარმოდგენილი, რა ხდება გადაცემათა კოლოფში, კარბურატორში, როგორ ბრძანდება კარდანის ლილვი. თუ საეჭვო კაკუნი ისმის, რაღაც ღრჭიალებს, მანქანას უჭირს აღმართზე ასვლა, მექანიკოსმა უკვე იცის, რა მოხდა, რა უნდა დაიზეთოს, მოეჭიროს ან შეიცვალოს...

ხოლო ექიმი? განა იგი კი არ ისურვებდა, რომ ყოფილიყო დაოსტატებული ამწყობი, რომელიც მყისვე დაადგენს, რომელი სიმი გაწყდა ბუნების უფაქიზეს ინსტრუმენტში?! იცის სიმების ფრთხილად დაჭიმვა, გაასუფთავებს ჩაქუჩებს და აღწევს იდეალურ ჟღერადობას.

ჩვენს წინაშეა კილოგრამ-ნახევრიანი ცოცხალი მანქანა, სავსებით ერთნაირად რომაა მოწყობილი საერთოდ დედამიწაზე მცხოვრები 3 მილიარდი ადამიანისათვის და განუწყვეტლივ რომ მეორდება. კონსტრუქცია სასრულია და მონოტიპური, ნუთუ ვერასდროს გავიგებთ ბოლოსდაბოლოს რა ხდება მასში?

მგრძნობიარე მიმღებები, ბოჭკოგამტარები, ნერვულ უჯრედთა სხეულები, ისევ უთვალავი ბოჭკოები, ერთი ნეირონიდან მეორეზე გადართვების გამაოგნებელი სიმრავლე, დასასრულ, დაბოლოებები შემსრულებელ ორგანოებზე, კუნთებსა და ჯირკვლებზე - აი, თითქმის ყველა მთავარი რგოლი ამ აპარატისა. ტრესტები, მთავარი სამმართველოები და სამინისტროები თავმოყრილია თავის ქალასა და ხერხემალში, ხოლო პერიფერიული ინსტანციები მთელს სხეულშია გაბნეული. ისინი ყველგან აღწევენ ნერვიული ღეროების, კვანძების, წნულების, ბადეების ტოტების უწვრილესი ქსელით.

ახლა ტვინში ცოტაღა დარჩა ისეთი უბნები, რომელთა მოკვეთის, დანგრევის ან იზოლაციის შედეგებიც დაწვრილებით არ იყოს შესწავლილი სრულიად სხვადასხვაგვარ შეხამებებში. შედეგები ხელსაყრელი აღმოჩნდა, მაგრამ ამასთანავე ერთად, მათ მეთოდების საკმაოდ დიდი სიტლანქეც ცხადყვეს.

გაირკვა ტვინის ფუნქციების უზოგადესი განაწილება. ფაქიზ გარჩევას ზუსტ მართვას ქერქი ახორციელებს, უხეშ ავტომატურ რეაქციებს - ქერქქვეშა ნაწილი; ნათხემი მოძრაობათა დახვეწით არის დაკავებული; სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა დამოკიდებულია ტვინის ღეროს სიღრმეში თავმოყრილ მექანიზმებზე. აქვე, ტვინის ღეროსა და მის ზემოთ მდებარე სფეროებში, თალამუსსა და ჰიპოთალამუსში (ბორცვაკსა და ბორცვაკისქვეშა ნაწილში) აღმოაჩინეს ბადისებრი წარმონაქმნი, რომლებიც წვრილ ნეირონთა მასებისგან შედგება. ეს ტვინის ტონუსური ძრავაა. იგი განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ტვინის სხვა უბანზე. ბადისებრ წარმონაქმნზეა დამოკიდბეული, ტვინი იფხიზლებს თუ იძინებს, შემოსული სიგნალები აქტიურ მოქმედებას გამოიწვევენ თუ მათ იგნორირებას, ჩაქრობას.

ეს გამააქტივებელ-მამუხრუჭევბელი ძრავა, როგორც ბოლო ხანებში გამოირკვა, ინტიმურადაა დაკაშირებული ჯოჯოხეთისა და სამოთხის სისტემებთან.

დიდხანს გვიშლიდა ხელს აშკარად უსიტყვოდ აღიარებული შეხედულება, რომ ტვინის ის ნაწილები, რომლებიც თვალითაც განისაზღვრებიან და უცნაური ანატომიური სახელები მიიღეს („ზღვის ცხენები, „ნაჭუჭი“, „ბალიში“ და სხვ.), რომ სწორედ ეს თვალშისაცემი კვანძები, ბორცვაკები, ხვეულები უნდა ყოფილიყვნენ ტვინის მანქანის სამუშაო ბლოკები.

ახლა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ისინი თვითონ კი არ არიან ბლოკები, არამედ ბლოკების მხოლოდ სივრცობრივ შეთავსებებს, რაღაც სექტორების მსგავსს წარმოადგენენ. ერთ ასეთ სექტორში შეძლება განსხვავებული ნეირონული ბლოკები იყოს თავმოყრილი. ნეირონთა მრავალრიცხოვანი, მრავალსართულიანი სისტემები ქერქსაც, ქერქქვეშა ნაწილსაც მოიცავენ და ურთიერთზემოქმედების საფუძველზე ერთიან ტვინის აპარატს ქმნიან.

ფიზიოლოგებს, რომლებიც ნერვულ უჯრედს სწავლობენ, მიზანში აქვთ ამოღებული ელემენტარული ერთეული, 15 მილიარდჯერ გადამრავლებული ტვინში. მიკროელექტროდის ერთი ციცქნა წვეტმა გარსის ქვეშ შეაღწია. ეს მიროფონი გახლავთ, რომლის გზითაც ნეირონი ელექტრული იმპულსების ენაზე იძლევა ჩვენებებს. ნეირონის გარსი გარედან და შიგნიდან სხვადვხაგვარად არის დამუხტული იონებით. როდესაც ნეირონი დუმს, გარსის იონური კონდენსატორი გაწონასწორებულია, მაგრამ, აი, ნეირონში ხდება იონური კონდენსატორის სწრაფი, ტალღისებური მოძრავი გადამუხტვა. სწორედ, ეს არის იმპულსი. იმპულსები შეიძლება იყოს ეთერული, ზალპური ან ერთმანეთს მიჰყვებოდნენ რიგრიგობით. საინტერესო და უცნაურია იმის შეგნება, რომ ჩვენს თავებში, მოძრავი მიკროელექტროობა ლივლივებს. ელექტრონულ გაღიზიანებათა დახმარებით ქცევის მართვა ამიტომ არის შესაძლებელი. მაგრამ ის თუ როგორ იმუშავებს ნეირონი, როგორი სიხშირით და ძალით ივლიან მისი იმპულსები, მილიონობით და მილიონობით სხვა ნეირონების მუშაობაზეა დამოკიდებული.

ჩვეულებრივი ელექტროენცეფალოგრამა რაღაცით ყურანს მოგვაგონებს, რომლის ერთ გასაგებ ადგილზეც ათი გაუგებარი მოდის, ხოლო გასაგებსაც, ჯერ კიდევ, 7 აზრი უნდა დაეძებნოს, რომელთაგანაც ერთი მაჰმადისთვისაც გაუგებარია და იცის მხოლოდ ალაჰმა, რომელიც მაჰმადის პირით მეტყველებს.

აქ არის ნეიროფიზიოლოგების ძველი ნაცნობიც - ალფა რიტმი, თვალდახუჭულებს რომ გვაქვს ხოლმე უშფოთველი სიფხიზლისას და რომელიც სიხშირის მხრივ დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის რხევათა სიხშირეს უახლოვდება. ზუსტად ემთხვევა თითების კანკალის სიხშირეს დაქანცულობის ან ალკოჰოლიზმის დროს. „ალფა“ ყველაზე უკეთ ისინჯება კეფის განშტოებებში და ქრება მაშინვე, როგორც კი ცდისპირი თვალს გაახელს. ეს გვაფიქრებინებს, რომ იგი რაღაცნაირად მხედველობასთან უნდა იყოს დაკავშირებული (თუმცა ზოგიერთ ადამიანს ალფა რიტმი საერთოდ არა აქვს და ამას ხედვითი წარმოსახვის განსაკუთრებულ სიცხოველეს უკავშირებენ). აქვეა მშვიდი ძილის დიდებული, ნელი დელტა რიტმი, რომელიც სიზმრის დროს ისეთი სწრაფი რიტმებით იცვლება. აქ არის მძაფრი ბობოქარი ბეტა რიტმიც, ყურადღების და დაძაბული აქტივობისა. იგი მოულოდნელი გაღიზიანების პასუხად აღმოცენდება. დროგამოშვებით საფეთქლის არეებში ჩნდება მერყევი ტეტა რიტმიც და „ზრუნვისა“ (იგი გაუჩნდა აინშტაინს, უშფოთველი ალფარიტმის ფონზე, იმ მომენტში, როდესაც ელექტროდებიანი ჩაფხუტით ტახტზე მწოლარე უცებ მიხვდა, რომ შეცდომა ჰქონდა დაშვებული გაანგარიშებებში), ამავე რიტმს ხშირად ავლენენ ბავშვებში.

ავადმყოფებში, რომლებსაც კრუნჩხვითი შეტევები აწუხებთ, შეიძლება ტვინის დაზიანებული კერების თავზე მცირე ტალღები, ხოლო შეტევების დროს უზარმაზარი ელექტრული აფეთქებები დავინახოთ. სიმსივნის ზონათა თავზე ბიოდენები სამგლოვიაროდ ნელია ან ავისმომასწავებლად დუმან... რაღაც ფაქიზი, ძლივს შესამჩნევი განსხვავებანი შეინიშნება ფსიქოზებითა და ნევროზებით დაავადებულებში, მაგრამ სწორად ამ ავადმყოფებს ტვინის ყველა რიტმი ხშირად განსაკუთრებულად ნორმალური, მეტისმეტად ნორმალურიც კი აქვთ ხოლმე.

ტვინის ყოველი წერტილი თავისებურად ეხმაურება გარედან სიგნალის შემოსვლას, ზოგჯერ თვითონ, შესამჩნევი ბიძგის გარეშე მიმართავს მეზობლებს და მოქმედებისაკენ მოუწოდებს მათ. სულ უმნიშვნელო გამღიზიანებელი, მეტრონომის უბრალო დაჩხაკუნებაც კი საკმარისია, რომ ამ მოვლენის ხმაურიან განსჯას იწყებს ყველა სართული თავიდან ბოლომდე, ან ყველა ერთად, ან რიგის მიხედვით, ან წრიულად და დიდხანს არ წყდება ეს უცნაური, თითქოს ყოველგვარ წესრიგს მოკლებული გაზიარება შეხედულებებისა...

ვიღაცამ ელექტრო ენცეფალოგრამა სწორად შეადარა სტადიონის თუხთუხს ფეხბურთის მატჩის დროს: ერთობლივი „ღრიალი“ თავის ქალას ხუფში მოქცეული 15 მილიარდი ნეირონისა. როცა გოლია, ან ბურთი კარს სცდება ხოლმე, გასაგებია, მაგრამ მოდი და გაიგე, რას ყვირის თითოეული ქომაგი და ვის ვისზე შესტკივა გული.

ხოლო ტვინში მყოფ „გულშემატკივრებს“ სრულიად განსხვავებული საქმეები აღელვებთ და ერთმანეთთან უმტკიცესი ძაფებით არიან დაკავშირებულნი.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff