ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ეგზოტიკა და რეალობა

 

ეგზოტიკა და რეალობა

დიახ, სავსებით ზუსტად არის ნათქვამი, ლსდ ფსიქიკური ატომური ბომბიაო, და ეტყობა, მის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას ტყუილად როდი იჩენენ აშშ-სა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებები, ერთი კილოგრამი ჰალუცინოგენით ჭკუას კარგავს 100 მილიონი არმია.

შეღწევის კოლოსალური უნარი, უდიდესი შერჩევითი მისწრაფება ნერვული ქსოვილისადმი, ჯოჯოხეთური და სამოთხისეული განცდების უუცნაურესი შეხამება, ლსდ-ზე რეაქციის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია: რამდენიმე წუთიდან რამდენიმე წლამდე, სრული უმოქმედობიდან ფანტასტიკურ ფსიქიკურ კატაკლიზმებამდე, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენივე განსხვავებული რეაქციაა ლსდ-ზე, იმდენივე ვარიაციაა შეშლილობის თემაზე, უმთავრესი საერთო განცდაა შეგრძნება „მე“-ს შეცვლისა, რომელიც ხან გრანდიოზულ - მისტიკური, უდიდესი შინაგანი ძლიერების გრძნობით აღსავსეა, ხან კი შემზარავ-კატასტროფული, იგი იქნებ დაშლილობის იმგვარი შეგრძნებაც იყოს, რომელიც ექნებოდა, ალბათ მაგნიტოფონს, გრძნობა რომ გააჩნდეს, თუ რომელიმე ნორჩი ტექნიკოსი მის ტელევიზორად გადაკეთებას მოიწადინებდა.

დამკვირვებელი კი მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანს ხედავს, რომლის ქცევაც მეტ-ნაკლები ხარისხით ან სულაც არ არის უცნაური.

აჟიოტაჟის ერთ-ერთი მიზეზი ქიმიური თვითმოტყუებაა, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებშიც ლსდ გრძნობათა არაჩვეულებრივი გამახვილების, აზროვნების დაუჯერებელი სიძლიერის, არამიწიერი სილამაზის წვდომის შთაბეჭდილებას იწვევს, - აი, სწორედ ამ ადამინებს ობიექტური მაჩვენებლები ზეაწეული კი არა დაქვეითებული აღმოუჩნდებათ ხოლმე გამოკვლევისას. მხატვრები, მაგალითად, ლსდ-ს ზემოქმედებით უკეთესად კი არა, უარესად ხატავენ, თუმცა ეჩვენებათ, ლსდ ხელოვნების საიდუმლოს გვიხსნისო, ამგვარი თვითგადაფასება უბრალოდ ერთ-ერთი სიმპტომია ფსიქოზისა, იმის მსგავსი, რომელსაც ნამდვილ სულით ავადმყოფებში ვხედავთ ხოლმე, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დაიხსომება და არაკრიტიკულ ენთუზიაზმს იწვევს, საზღვარგარეთელ ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწეთა განსაკუთრებით კი ამერიკელ სტუდენტთა შორის არსებობს მთელი ჯგუფები ენთუზიასტებისა, რომლებმაც სერიოზულად ირწმუნეს ლსდ გადაგვაწყვეტინებს პრობლემს და წინ ახალ ჰორიზონტებს გადაგვიშლისო.

ძალზე საეჭვოა მთელი ეგზოტიკა ტვინში და მხოლოდ ტვინში ჩაღდება, ხოლო რეალობა რეალობად რჩება, ფსიქოტომიმეტიკის მიღებამ, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება გამოგვბერტყოს, როგორც კარგმა მოგზაურობამ; უარესში კი - ფსიქიკურ ინვალიდობამდე მიგვიყვანოს. ყველაზე მეტად დასაბუთებული ფსიქიატრების ენთუზიაზმია.

ცალკეულ შემთხვევებში ლსდ, ისევე როგორც სხვა ჰალუცინოგენები, აუმჯობესებს სულით ავადმყოფების მდგომარეობას, სხვა ავადმყოფებში, რომლებსაც თითქოს ვერაფერი გამოიყვანს ერთფეროვნების მდგომარეობიდან, ლსდ გამწვავებას იწვევს, რასაც შემდეგ გარკვეული გონს მოსვლა მოსდევს, ზოგიერთ ნევროტიკს ჰალუცინოგენი ეხმარება გულში დაგროვილი სათქმელი ამოთქვას და წარსულის ტვირთი ჩამოიცილოს... 

შიზოფრენიის ტიპური ფორმების მქონე ავადმყოფები, ჩვეულებრივ, უფრო გამძლენი არიან ლსდ-ს მოქმედების მიმართ ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები, ამას კვლავ იმ აზრამდე მივყავართ, რომ ავადმყოფებს ტვინში თავისი ჰალუცინოგენები აქვთ, რომლებიც გარედან მოსულს არ უშვებენ, ისევე, როგორც კლიტეში მჯდომი გასაღები აღარ უშვებს გასაღებს კლიტის მეორე მხრიდან, ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მძიმე ფსიქოზების მკურნალობის დროს გამოიყენება, ლსდ-ს მოქმედებასაც აბრკოლებს.

ბრომით შეცვლა ლსდ-ს ერთი ატომისა მძლავრ ფსიქოტომიმეტიკს კარგ დამწყნარებლად აქცევს, იგი რომ ნამდვილი ლსდ-ს შეყვანის წინ მივცეთ, ფსიქოზი არ იქნება, კლიტე დაკეტილია!

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლსდ და სხვა ფსიქომიმეტიკები „ბუნებრივი“ ფსიქოზების მოდელირებას ახდენენ. მაგრამ ტვინის ამ, მოწამვლების დროსაც კი ფსიქოზის სურათი მხოლოდ ქიმიით არ არის განსაზღვრული, მას პიროვნების მრავალრიცხოვანი ფენები ხატავენ, მასში გადამტყდარია მთელი ფსიქიკური წყობა, ბედი, სიტუაცია...

ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში ლსდ-ს მოქმედებას მოხალისეთა ორ ჯგუფზე აკვირდებოდნენ, ერთ ჯგუფში ექსპერიმენტზე თანხმობის მოტივი იყო მეცნიერების, სიგიჟის, საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტის გაგების წადილი (მოკლედ, იგივე ჯანსაღი ცნობისმოყვარეობა) და მეცნიერებისათვის, ადამიანებისათვის სარგებლობის მოტანის სურვილი (უანგარო თავშეწირვა), მეორე ჯგუფს კი ფულადი ანაზღაურება ამოძრავებდა (ჯანსაღი აუცილებლობა). რა გამოირკვა?

ერთიდაიმავე დოზისას მეორე ჯგუფმა ბევრად უფერული ფსიქოლოგიური დარღვევები გვიჩვენა, ორიდან ერთი შეიძლება ვიფიქროთ: ან მატერიალური დაინტერესება გვევლინება ფსიქიკურ დამცველად ან კიდევ ფასიან ჯგუფში უფრო შეუვალი ხალხი იყო თავმოყრილი.

ლენინგრადელი ექიმი ლაპინის ექსპერიმენტი შთმბეჭდავად გვივლენს ტვინის ქიმიზმის ზოგიერთ ინტიმურ კავშირს ურთიერთობასთან. თავ-თავიანთ გალიაში მჯდომი ყველა თაგვი, რომლებსაც აღმგზნები ნივთიერება (ფენამინი) გაუკეთეს, უფრო აქტიური ხდებოდა, ინტენსიურ საორიენტაიო - კვლევით მოღვაწეობას აჩაღებდა, ეს იყო და ეს. ყველაფერი კეთილად მთავრდებოდა, მაგრამ როცა საერთო გალიაში იმყოფებოდნენ იმავე თაგვებს იმავე ნივთიერების ისეთივე დოზის დროს ნამდვილი ფსიქოზი ემართებოდათ და ისე ძლიერად აღიგზნებოდნენ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ თითქმის ყველა იღუპებოდა.

საეჭვოა, რომ მარტო ბიოქიმიამ შეძლოს გახსნას ყველა მიზეზ-შედეგობრივი რგოლი იმ მრავალი განსხვავებული დაავადებისა, რომელიც ამჟამად გაერთიანებული გვაქვს სახელწოდებაში „შიზოფრენია“, რაღას არ უშვებოდნენ შიზოფრენულ სისხლს, შარდს, ზურგის ტვინისა თუ სხვა სითხეებს. ასობით კომპონენტებადაც შლიდნენ, აორთქლებდნენ კიდეც, ექსტრაგირებასაც ახდენდნენ, ვინ იცის, ვის და რაღას არ უშხაპუნებდნენ: მცენარეებსაც, ობობებსაც, ძაღლებსაც, კატებსაც და ჯანმრთელ მოხალისეებსაც - ადამიანებს. რაღა თქმა უნდა, მოწამვლის ყველა ნიშანსაც პოულობდნენ: ცერცვი ზრდას უკლებდა, ობობებს ქსელის გაბმა ავიწყდებოდა, თავკომბალებს აღარ სურდათ ბაყაყებად გაზრდა, ძაღლები კატალეფსიაში შეშდებოდნენ, კატებს თაგვებისა ეშინოდათ, თაგვებს შიზოფრენიული ოფლი ეზიზღებოდათ, ადამიანები კი ზოგიერთ ცდაში „შიზოფრენიული ექსტრატის შეშხაპუნების შემდეგ მცირე ხნით ჯანმრთე;ი ადამინანებიც ავლენდნენ ფსიქოზის სიმპტომებს. ისინი კინოშიც კი გადაიღეს.

ჰო, ეტყობა, რაღაცა არის. მაგრამ ეს რაღაცა მოუხელთებელია, სიცხადეს მოკლებული, არასაიმედო...

ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ჯერჯერობით მირაჟებს ჰგვანან; საკონტროლო დამოუკიდებელ ცდებში მათი კვლავ წარმოქმნა ვერ ხერხდებოდა. სენსაციურმა შიზოფრენიულმა „ტარაქსეინმა“, სისხლის განსაკუთღებულმა ცილამ, რომელიც ამერიკელმა ჰისმა გამოყო, იმედები გააღვიძა, მაგრამ, აი, ცდებს ატარებს სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარი: იგივე ტარაქსეინია, მაგრამ ცდის პირებს არავითარი ფსიქოზი არ ეტყობათ, სამაგიეროდ, - და ეს, ვინძლო, ყველაზე საინტერესო იყოს - ზოგიერთ ცდისპირს, როცა მათ ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ხსნარს უკეთებდნენ, ხანმოკლე ფსიქოტიური მდგომარეობა უვითარდებოდა. სასურველი შედეგის როგორიღაც არაპირდაპირ ჩაგონებას ხომ არ ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში?

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff