ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

პროგრამის ღერძი

 

პროგრამის ღერძი

ევოლუციის ღერძული ხაზია ტვინის ძლიერების მატება. პატარა ტვინის მქონე ვეებერთელა ურჩხულები, რომლებიც შორეულ წარსულში ბატონობდნენ, ბოლოსდაბოლოს გაქრნენ, ისინი ევოლუციამ გადათელა.

დიდი, ძლიერი ტვინი ყველაზე მთავარი, ყველაზე საიმედო კოზირია სასიცოცხლო თამაშში.

მაშ სადღაა ის გარადმავალი მომენტი, ის ნახტომი, რომელმაც ფიზიკურად სუსტ მაიმუნს საშუალება მისცა, ცხოველთა სამეფოზე ამაღლებულიყო?
„ხუთი თვის ადამიანის ჩანასახის ტვინი... ანთარის მაგვარი მაიმუნის ტვინია... - წერდა დარვინი.

ეს მართალია, მართალია ისიც, რომ ახალშობილი ადამიანის ტვინი დიდად არ განსხვავდება ახალშობილი შიმპანზეს ტვინისაგან.

მაგრამ შემდეგ უკვე გადამწყვეტი დაშორება იწყება, დაახლოებით ხუთი წლისათვის მაიმუნის ტვინი სავსებით მომწიფებულია და აღარ ვითარდება, ადამიანი კი საოცრად გაგრძელებული ბავშვობის მქონე არსებაა. მისი ტვინი ანატომიურ-ფიზიოლოგიურად თვრამეტი წლისათვის მწიფდება საბოლოოდ, როგორც კალათბურთელებად დაბადებულები გიგანტურ სიმაღლეს იმის წყალობით აღწევენ, რომ შეფერხებული აქვთ ფეხის ხრტილების გაძვალება, ასევე ადამიანის ტვინიც თავის ძალას მომწიფების აუჩქარებლობას უნდა უმადლოდეს. ადამიანში ტვინის იზოლირებული გიგანტიზმი აღმოცენდა.
საიდან?

შესაძლოა, ამას გარკვეულ სინათლეს ჰფენდეს ერთი ამასწინანდელი ექსპერიმენტი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ზამენჰოპი მაკე ვირთაგვების ზრდის ჰორმონებს უკეთებდა, ახალშობილი ვირთაგვები ჩვეულებრივისგან არ გამოირჩეოდნენ ზომითა და წონით, მაგრამ მათი ტვინი 20 პროცენტით მდიდარი აღმოჩნდა ნერვული უჯრედებით! და უკვე პირველსავე ცდებში ეს ვირთაგვები „უფრო ჭკვიანები“ გამოდგნენ, ვიდრე მოეთხოვებოდათ - ისინი გაცილებით მალე სწავლობდნენ ლაბირინთში გზის გაგნებას.

ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაშიც ხომ არ მოხდა განსაკუთრებული ცვლილება ტვინის მგრძნობიარობისა ზრდის ჰორმონების მიმართ? და ეს ექსპერიმენტიც ადამიანთა ტვინის გაძლიერების მომავალ საშუალებათა მაუწყებელი ხომ არ არის?

ფრიად მოსალოდნელია, რომ ადამიანი მივა ტვინისა და ფსიქიკის სრულქმნის აუცილებლობამდე არამარტო ტექნიკის, აღზრდის, განათლებისა და საზოგადოების გონივრული ორგანიზაციის მოქნილი ხერხების საშუალებით - ერთი სიტყვით, არამარტო „ზევიდან“, არამედ „ქვევიდანაც“, ბიოლოგიური ფუნდმენტის მხრიდან, ტვინის ბიოლოგიური ჭერი რომ ამაღლდეს, გაიზარდოს მისი ძლიერება.

მონებს, ეგვიპტელი ფარაონებისათვის პირამიდებს რომ აშენებდნენ ისეთივე ტვინი ჰქონდათ, როგორიც დღევანდელ ლიტერატორებს, მათზე არაფრით უკეთესი ან უარესი, კვანტური მექანიკის დღევანდელი სპეციალისტის ტვინი, ალბათ არსებითად არაფრით განსხვავდება ორმოცი ათასი წლის წინათ მცხოვრები კრომანიონელი მონადირის, მით უმეტეს თავისი პაპის, წერა-კითხვის უცოდინარი გლეხის ტვინისაგან. ისტორია ერთსა და იმავე ბიოლოგიურ ინსტრუმენტზე უკვე დიდი ხანია ასრულებს ეპოქათა პიესებს, რაღაცით საოცრად რომ ჰგვანან ერთმანეთს, რაღაცით საოცრადვე რომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ეტყობა, ჰუნებას ტვინის ინსტრუმენტების დამზადების „სეზონი“ ჰქონდა, მილიონი წლების მანძილზე გაგრძელებული, ბოლოსკი შექმნა ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნდა უნდარი ხელახლა გარდაექმნა ბუნებაცა და საკუთარი თავიც.

უკვე დღეს ჩვენი ბუნება ყოველ ნაბიჯზე კონფლიქტში მოდის პროგრესის მოთხოვნებთან. ამაში დასარწმუნებლად ყოველთვის არაა საჭირო საკუთარი სახლიდან გამოსვლა, მერე რაღა იქნება, უცხო სამყაროებში როცა შევაღწევთ? რით არის ყველაზე კარგი, რომ ისეთებადვე დავრჩეთ, როგორებიცა ვართ?

ფაქტიურად უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერებამ ომი გამოუხადა მემკვიდრეობითობის შეცდომებს, მაგრამ მხოლოდ შეცდომების გამოსწორება ცოტაა, საჭიროა წინსვლა. ევგენიკის კეთილშობილური იდეა („ევგენი“ - ლათინურად „კარგად დაბადებული“), რომელიც თავის დროზე ფაშიზმმა დაამახინჯა და ვულგარულმა ბიოლოგიზატორებმა გააუხამსეს, ყველაფრის მიუხედავად, საჭიროა ცოცხლობდეს და ვითარდებოდეს, მასზე ხელის აღება მარტო იმიტომ რომ, მას საშინლად, ბოროტად იყენებდნენ, არ შეიძლება. ძალზე არაგონივრული იქნებოდა იმის ფიქრი, თითქოს ადამიანს ბიოლოგირი სრულქმნის საზღვრებისათვის უკვე მიეღწიოს. საეჭვოა, რომ ასეთი საზღვრები საერთოდ არსებობდნენ, რამეთუ სიცოცხლისათვის მუდმივი მოძრაობაა აუცილებელი.

საფიქრებებლია, რომ თავდაპირველად ქიმიური გადაკეთების გზით მოგვიწევს სიარული, ალბათ, ტვინის შესაძლებლობათა გაძლიერების კონკრეტული მეთოდები აღმოჩნდება ჩვეულებრივი და მარტივი, შესაძლოა, ფეხმძიმე ქალებს მომავალში ისევე მიაღებინონ განსაკუთრებული, უწინარეს ყოვლისა სრულიად უვნებელი სტიმულატორები ნაყოფის ტვინის გასაძლიერებლად, როგორც დღეს ვიტამინებს აძლევენ მათ რაქიტისაგან ბავშვის დაცვის მიზნით, ტვინის საგანგებო სტიმულატორების მიღებას დაიწყებენ ბავშვები, მოზარდები, ჭაბუკები, ცხოვრების მეორე ნახევარში გადამდგარი ადამიანები მიიღებენ ნივთიერებებს, რომლებიც ტვინს გაცვეთისაგან დაიცავენ... კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ იქნებ ისიც მოხერხდეს, რომ საჭირო თვისებები ტვინს პირდაპირ სასქესო უჯრედების გენეტიკურ კოდზე განსაკუთრებული ზემოქმედებით მიეცეს.

და აი, გაჩნდება თაობა, რომლის გონებრივი უპირატესობა სიცოცხლის პირველსავე დღეებში იჩენს თავს, არც ეს ახალი ჭკუის კოლოფები, წარმომადგენლები გვარისა Homo Sapientissimus (უგონიერესი ადამიანი) დასჯერდებიან მიღწეულს, მათ მეტი შესაძლებლობები ექნებათ და ისინიც, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ნამდვილად იპოვნიან მათი იმდენად გაძლიერების საშუალებებს ჩვენ რომ დღეს არც კი დაგვესიზმრება, ისინი სრულქმნილების უსასრულობას შეუტევენ, ჩვენ მათი დასალაშქრი მწვერვალების ძირშ დავრჩებით.

ახლა კი არასასიამოვნო მოვიგონოთ, ქუჩაში ზოგჯერ შეიძლება რაღაც საოცრად უშნო მოყვანილობის, მახინჯი, დეგენერატული სახის მქონე ადამიანებს შევხვდეთ, ისინი ენაბლუნი არიან, ზოგჯერ აშკარად არასწორი ქცევა აქვთ, შეიძლება საშშნიც იყვნენ და უაღრესად უწყინარნიც, ვაი, რომ ასეთი ბეჩავი,დეფექტურები საშუალო გონებრივ დონემდე ვერ მისულები არცთუ ისე ცოტანი არიან და ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებ.

მაგრამ არა, სპეციალისტის გავარჯიშებული თვალი მათში მრავალ ტიპს, მრავალ სხვადასხვაგვარ შეცდომებს არჩევს, რომელსაც ერთნაირად სავალალო სოციალურ შედეგამდე მივყავართ. აი, ბიჭუნა დაუნის ავადმყოფობით, თვალთა დამახასიათებელი ჭრილით, მოკლე ჩაჭყლეტილი ცხვირითა და პატარა, თითქოს წაჭრილი ყურებით: მთელი მისი იერი, ემოციური წყობა და ინტელექტუალური დეფექტი ერთი ციდა ქრომოსომის ბრალია. ეს მეორე მსხვერპლია ადრეული ტრავმისა, რომელმაც ტვინი სწორი მომწიფების რელსებიდან ამოაგდო. ხოლო ეს კი, რომელსაც უფერული - ქერა თმა, მიმქრალი მზერა და ცუდად ფორმირებული შუბლი აქვს, ეს უკვე სულ სხვა ამბავია...

ფენილალანინის ამინომჟავა ფუნდამენტური სამშენებლო აგურია ორგანიზმის მრავალი სისტემისათვის: იგი შედის სხვადასხვა ქსოვილის ცილებში, არის აგრეთვე ნახევარფაბრიკატიც მრავალი სახის ნერვული საწვავისთვისაც, ერთი სიტყვით, უაღრესად საჭირო რამეა,მაგრამ აგური უნდა დამუშავდეს.

ახალშობილი ფენილკეტონური კი სრულიად არაფრით არ განსხვავდება თავისი ტოლებისაგან ისევე: წოვს ძუძუს, ისეთივე მომთხოვნი ხმით ტირის, მაგრამ უბრალო რეაქტივი ააშკარავებს ტრაგედიის მაცნეს: შარდში გაზრდილია ფენილპიროყურძნისმჟავას შემცველობა. ეს ბავშვი გონებრივი ჩამორჩენილობისათვის არის განწირული: მისი ორგანიზმში ფენილალანინი ცუდად იჟანგება - ფერმენტის თანდაყოლილი დეფექტი და ორი-სამი წლის შემდეგ ამიმომჟავას სიჭარბე ტვინის განვითარებას დაამუხრუჭებს.

ასე იყო და დღემდე ასე ხდება, დეფექტი თუ გამოეპარათ, ვითარდებიან დეფექტური ბავშვები, უმრავლეს შემთხვევაში მოთეთრო - ქერანი... მაგრამ დადგა დღე, როდესაც ბიოქიმიკოსებმა მიაგნეს ნაკლული ფერმენტის შემცვლელ პრეპარატს და შეიმუშავეს დიეტა, რომელიც ორგანიზმს მომწამვლელი სიჭარბისაგან იცავს.
ბავშვი ყველა ნორმალური ბავშვივით ვითარდება, გადის კრიტიკული პერიოდი, მოქმედებას იწყებენ ჟანგვის ახალი სისტემები. დიეტა შრიძლება მოიხსნას, შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად მიდის.

ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს, მაგრამ აი, ბოლოს და ბოლოს პირველი რეალური ნიმუში იმისა, თუ ქიმია როგორ აუვნებლებს მემკვიდრულ დაავადებათა ნაღმიან ველებს. მე თითქმის არ მეეჭვბა, რომ ძალიან მალე მემკვიდრული შიზოფრენიების, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზების, ეპილეფსიებისა და სხვა ამგვარების სანაგვე კალათიდან ერთიმეორის მიყოლებით ამოჰყრიან თითოეულს და ასევე გაუსწორდებიან.

ამოვაგდოთ გადამწყვეტი რგოლი, ამოვაძროთ დამღუპველი ლურსმანი, რომელიც გენების პროგრამაშია ჩაჭედილი. ესაა ზრუნვა შთამომავლობისათვის.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff