ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

მხოლოდ გვაცალეთ

 

მხოლოდ გვაცალეთ

ოქროს თევზი ერთი აქვარიუმიდან მეორეში უნდა გადაცურდეს სასწრაფოდ. სიგნალია ნათურის ჩართვა. ამ სიგნალის მნიშვნელობის დახსომება, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირობითი რეფლექსის გამომუშავება, თევზს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუძლია და ამის მერე, მრავალმა დღემაც რომ განვლოს, მაშინვე მოუსვამს, როგორც კი შუქი აინთება. მაგრამ აი, გაუწვრთნელ თევზს ვარჯიშის წინ ან მის დამთავრებისთანავე უკეთებენ პირომიცინს - ანტიბიოტიკს, რომელიც ცილების სინთეზს ამუხრუჭებს. თითქოს არაფერი იცვლება. თევზი ისევე სწრაფად ერკვევა, რაშიცაა საქმე და ნათურის სიგნალისთანავე მიცურავს.

მაგრამ ერთი საათის ან დღე ღამის შემდეგ?

აღარავითარი რეაქცია. თითქოს არაფერი ესწავლებინოთ. ცხადია, რომ გრძელვადიან მეხსიერებაში ვერაფერი ვეღარ დაკავდა. ჩვენ წინაა კორსაკოვის დაავადების მოდელი.

მაგრამ პირომიცინი ვარჯიშიდან ერთი საათის შემდეგ რომ გავუკეთოთ, თევზს კორსაკოვის დაავადება აღარ ექნება და გრძელვადიან ჩვევას შეინარჩუნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიანი მეხსიერების გრძელვადიანში გადასვლა სადღაც ამ დროის ფარგლებში უნდა ხდებოდეს და ვიდრე დამთავრდება, ეს პროცესი არამყარია და მოწყვლადი.

აი, კიდევ ერთი მოდელი - ელექტროშოკი - რომლის მეხსიერებაზე მოქმედებაც კარგადაა შესწავლილი მრავალ ცხოველში და ასევე ადამიანებშიც. ზომიერი ძალის ელექტრული მუხტი იწვევს ცნობიერების ერთბაშად დაკარგვას კრუნჩხვებით. საშიში არაფერია, ტვინი არ ზიანდება, ოღონდ მთლიანად იშლება მეხსიერების უკვე ახალი ნაკვალევი, დავიწყებულია ყველაფერი, რაც ელექტროშოკამდე 15-30 წუთის განმავლობაში ხდებოდა. მაგრამ, თუ ელექტროშოკს დამახსოვრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავიკეთებთ, მეხსიერების ყველა ნაკვალევი შენარჩუნებულია, მათ უკვე მოასწრეს განმტკიცება.

უკვე აქედან გამომდინარეობს, რომ მოკლევადიანი მეხსიერების გრძელვადიანში გადასვლა - ეს არის მოძრავ - არამყარ ტვინისეულ მოვლენათა გადაქცევა რაღაც მყარ სახეცვლილებად. კვალის განმტკიცებისათვის აუცილებელია გარკვეული კრიტიკული დრო.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს განსაკუთრებით ბავშვებში შეინიშნება. ერთმა პატარა ბიჭმა, შინაურების გასაოცრად, უცებ წამოიწყო სიმღერა, რომელიც მან სამი თვის წინ მოისმინა უკანასკნელად, როდესაც ლაპარაკი ჯერ კიდევ არ შეეძლო. მაშასადამე - შეეძლო? ოღონდ ფარულად?

მე ვიცნობდი გონებრივად ბრწყინვალედ განვითარებულ ხუთი წლის გოგონას, რომელსაც სავსებით გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი მეხსიერების ეს თვისება.

- თქვენ თუ ლექსს წამიკითხავთ, დავიხსომებ, - მეუბნებოდა იგი, - მაგრამ მაშინვე ვერ გეტყვით. ზეგ და მაზეგ კი ვიტყვი.

შევამოწმე: მართლა ასე მოხდა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff