ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ლურჯი თაგვები

 

თავი მეორე - მოლეკულების ბრძოლა

ლურჯი თაგვები

კაშჩენკოს სახელობის საავადმყოფოში, მწვავედ დაავადებულთა განყოფილებაში, სადაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ექიმ-ორდინატორად ვმუშაობდი, ერთი ყმაწვილი მოიყვანეს. იგი არ ურჩობდა, როდესაც ტანსაცმელს უცვლიდნენ, მაგრამ დამფრთხალი იმზირებოდა აქეთ-იქით, თვალებს იატაკზე აცეცებდა, მარტივი პასუხებით შეიძებოდა მიხვედრა, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაეგო სად მოხვდა. მაჯისცემა გახშირებული ჰქონდა... შეშინებული და თვალცრემლიანი დედა ვერაფერს გვეუბნება გასაგებად. გაჭირვებით ვხვდებით: ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო და ერთ საღამოს უცებ აფორიაქებული, უცნაური დაბრუნდა სახლში. ღამე იცინოდა, ოთახში დარბოდა, რაღაც თაგვებს დასდევდა და კითხულობდა ლურჯები რატომ არიანო.

- რას ხედავ კოლია?
შემცბარი, შეშფოთებული ღიმილი, დუმილი... შიშითა და ინტერესით იმზირება გვერდზე, საწოლს იქით, ვიღაც შემოპარულს უთვალთვალებს.
- ვინ არის იქ?
დუმს.
სათვალთვალო პალატაში. ლოგინშია.
კრთება, აქეთ-იქით იხედება, ცდილობს, რაღაცას დაჰკრას ხელი საბანზე, საწოლის ქვეშ იყურება... ბოლოს საბანს თავზე იხურავს და იძინებს.
დილით.
- ექიმო, შეიძლება გკითხოთ: როდის გამწერთ აქედან?
აბსოლუტურად ნორმალური ქცევა, მხოლოდ ერთგვარი უგუნებობა.
მე დაბნეული ვარ. შიზოფრენიას არ ჰგავს. ხედვითი ჰალუცინაციები ალკოჰოლიზმის „თეთრი ცხელების“ დროს არის ხოლმე. მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკი ზედმეტია.
- მოდი, მაინც მომიყევი, რას ხედავდი, კოლია?
- განსაკუთრებულს არაფერს... სახლში თაგვები იყვნენ. ცისფერითაგვები.
- აქ?
- აქ კი კატები. წითლები. იისფერი კალიები. ტარაკნები.
- ტარაკნები როგორებიღა იყვნენ?
- შავები, ჩეულებრივები.
- ახლა?
- ახლა აღარ არიან.

კოლიას ლაპარაკი არ უყვარს. არაფერი მესმის. ვატყობ, კონსტანტინე მაქსიმეს ძის გარეშე ვერაფერს გავხდები. კონსტანტინე მაქსიმეს ძეს ორი საოცარი თვისება აქვს. პირველი - ყოველ ავადმყოფს ისე ელაპარაკება, თითქოს მისი დიდი ხნის ნაცნობი იყოს, ავადმყოფსაც, როგორც შევამჩნიე, ისეთიგრძნობა უჩნდება, თითქოს თვითონაც დიდი ხანია იცნობდეს მას, მეორე- სამ-ოთხწუთიანი საუბრის შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მისი დიდი ხნის ნაცნობი იყოს, ავადმყოფსაც, როგორც შევამჩნიე, ისეთივე გრძნობა უჩნდება, თითქოს თვითონაც დიდი ხანია იცნობდეს მას, მეორე - სამ-ოთხწუთიანი საუბრის შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ლაპარაკი რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ავადმყოფი დაკმაყოფილებულია, მან უკვე იგრძნო, რომ კონსტანტინე მაქსიმეს ძე აქ მისი გულისთვის არის მოსული. ეს უკვე ხელოვნებაა.

- კონსტანტინე მაქსიმეს ძევ, შეხედეთ, თუ შეიძლება...

ასეც არის. ვუცქერი და ვერ ვხედავდი. თვალებში ვუყურებდი და ვერ ვხედავდი გუგებს. გუგები კი გაფართოებული რჩებოდა კიდევ მთელი დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა ფსიქოზი უკვე გავლილი იყო. ორიოდე არსებითი შეკითხვა და ყველაფერი ცხადი გახდა.

ეს იყო ატროპინი, ჩვეულებრივი საშუალება სხვადასხვა ტკივილის მოსახსნელად. იგი ძალიან აფართოვებს გუგებს. საღამოხანს ეზოში კოლიას ამხანაგმა ჯიბიდან პატარა შუშა ამოიღო და შესთავაზა: გასინჯე, დათვრები. კოლია არც დაფიქრებულა, გადაყლაპა (და სამკურნალო დოზა - რამდენიმე წვეთია).

_ ორი დღის შემდეგ შეიძლება გაწერა. შეადგინეთ ავადმყოფობის ისტორია.

შეიძლებოდა საქმე უფრო სერიოზულად დამთავრებულიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ერთი ბიჭი მომიყვანეს, რომელსაც ასეთი რამ ორჯერ დაემართა სამედიცინო შემოწმებისას, თვალში ატროპინის ჩაწვეთების შემდეგ, იშვიათი შემთხვევა, ათასში ერთი, - გაზრდილი მგრძნობიარობა. მაგრამ ეს მეათასე რომ კოლია ყოფილიყო?..

ატროპინის ბუნებრივი წყაროა ლემა, ბელა დონა. ატროპინის შემცველმა კიდევ ერთმა მცენარემ კაცობრიობას შესძინა ყველასათვის საკმაოდ ცნობილი პერსონჟი-დედაბერი, რომელიც ლენცოფით გამოძღა. სწორედ იგი შეიძლება ჩაითვალოს ექსპერიმენტული ფსიქოზების თანამედროვე გამოკვლევათა ფუძემდებლად.

თუმცაღა, ფსიქოქიმიის ისტორია ამ დედაბრიდან კი არა, როგორც ჩანს, ბევრად უფრო ადრეა დაწყებული.

შეიარაღებული ადამიანები უცნაურად გორავდნენ მიწაზე, გიჟებივით ხარხარებდნენ, იყეფებოდნენ, იმანჭებოდნენ, ბინძურ სიტყვებს გაჰკიოდნენ - ეს ათას ხუთასი წლის წინათ დაემართათ რომაელი მხედართმთავრის ანტონიუსის ჯარისკაცებს. მათ, რატომღაც, საჭიროდ ჩათვალეს ყველა ქვის გადაბრუნება მინდორში. იქნებ ისინიც ლურჯ თაგვებს ეძებდნენ. ჯარისკაცებს ლემა ჰქონდათ ნაჭამი. ატროპინის ამ ბუნებრივი წყაროს შუა საუკუნეებში ეშმაკის ბალახს, ჯადოქრების ბალახს ეძახდნენ.

მაგრამ არც ანტონიუსის ჯარისკაცები ყოფილან ატროპინის პირველი დეგუსტატორები. როგორც ფიქრობენ, ჯერ კიდევ დელფოსელი პითიები წინასწარმეტყველებდნენ ხოლმე ბელადონის ზეგავლენით, და თვით სახელწოდებაც „ატროპინი“ წარმოშობილა ძველბერძნული ბედისწერის ღმერთის სახელისაგან, რომელსაც ადამიანის ცხოვრების ძაფის გაწყვეტა შეეძლო.

ევროპაში ატროპინს იყენებდნენ მოსაწამლად, გამოძალვისათვის, სიმულაციისათვის, ღრმად შენახული საიდუმლოს დასაცდენად - ერთი სიტყვით, ჩვენებათა ნუსხა ძველ დროში საკმაოდ ვრცელი იყო. ამ სოლიდურ სამსახურებრივ ამონაწერთა შედარებით მისი ამჟამინდელი გამოყენება საცოდავ უტილიტარიზმად გამოიყენებად. მას ინდიელებიც ხმარობდნენ ამერიკაში და იმათ, ვინც განსაკუთრებით ბევრს ხმარობდა, „ცოცხალ ლეშებს“ უწოდებდნენ.

უნდა ითქვას, რომ ინდიელებს თანამედროვე ფსიქოფარმაკოლოგიაში სოლიდური წვლილი აქვთ შეტანილი. ისინი თამბაქოს პირველი მწეველები, შემდეგ ევროპაში გავრცელებული ზოგიერთი ნივთიერების პირველგამომცემლებიც იყვნენ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff