ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

საწოვარას მაგივრად

 

საწოვარას მაგივრად

მეთოდი ათასობით მკვლევარმა აიტაცა, რაღა თქმა უნდა, მარტოოდენ ვირთაგვებით არ შემოიფარგლნენ. სამოთხე და ჯოჯოხეთი ნაპოვნი იქნა თევზებში, ფრინველებში, კატებში, ძაღლებში, დელფინებში, კურდღლებში... ყველაში შეიძლება თვითგაღიზიანების ჩვევის გამომუშავება.

მოუსვენარი მაიმუნი, თავის ნებაზე რომ ვეღარ იმოძრაოს, საჭიროა ჩავსვათ სპეციალურ სავარძელ-დაზგაში. ელექტრულ სკამში? ისინი მხოლოდ გარეგნულად როდი ჰგვანან ერთმანეთს. იქაც და აქაც ტვინში ელექტროდენს ატარებენ. თუმცა მაიმუნი სრულებითაც არ გრძნობს თავს ცუდად, იგი არც აპირებს თავის დაღწევას. პირიქით, მიმიკაზე ეტყობა, რომ თავის ცხოვრებაში საუკეთესო წუთებს განიცდის. მაიმუნი ილხენს. მას თავზე ჩაფხუტის თუ გვირგვინის მსგავსი რაღაც ადგას, რომლიდანაც როგორც ამას თქვენ უკვე ხვდებით, ტვინის სიღრმეში ჩანერგილი ელექტროდების გამომყვანები ამოჩრილად. მაიმუნის გამო ნუ იღელვებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ცდას ატარებს ჯონ ლილი, დელფინთა ენის მცოდნე, ცოცხალი არსებებისადმი თავისი ჰუმანურობით ცნობილი ადამიანი.

მაიმუნი იმიტომ ხარობს და ტკბება, რომ დენი გადის ელექტროდში, რომელიც სამოთხის ზონაში იმყოფება. ლილიმ ამ ზონებს ,,სტარტ ზონები’’ უწოდა.

კიბერნეტიკის ენით თუ ვიტყვით, მაიმუნი დადებითი უკუკავშირის მქონე სისტემის აქტიური ნაწილი ხდება. ხელებით, ფეხებითა და ენით - მისთვის სულ ერთია, რით დააწვება პედალს, ყველანაირად იეშმაკებს. ოცი საათი გაბმულად, მხოლოდ მცირეოდენი შესვენებებით ნაჩქარევი დანაყრებისათვის ან პირდაპირ ჭამის დროსაც კი, ოცი საათის განმავლობაში ტვინში განუწყვეტელი ელეტროდენის მიწოდება, შემდეგ ღონემიხდილობა, პირდაპირ დაზგაში ძილი და ისევ თვით გაღიზიანების დაწყება - ეს უკვე სერიოზული ამბავია.

მაიმუნი დამჯერი და ხალისიანი ხდება, ხელზე ეფერება ექსპერიმენტატორს, ნაცვლად იმისა, რომ ფხაჭნიდეს. ასეთი ჯილდოს მეშვეობით მაიმუნების გაწვრთნა ძალიან იოლია. ლილის ეჩვენებოდა, რომ სულ ცოტაც და ცდის პირებს შეიძლება ლაპარაკიც ვასწავლოთო.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: თუ მაიმუნი რაიმეთი შეშინებული ან უკმაყოფილოა, ცდილობს, რომ, რაც შეიძლება, ძლიერად დააჭიროს სამოთხის პედალს. მაშინაც კი, როდესაც დენი გამორთულია.

ელექტრული სამოთხე თვით დამშვიდების ისეთივე საშუალება ხდება, როგორც ბავშვებისათვის საწოვარა, ან საკუთარი თითი. სამოთხისკენ მისწრაფება ჯოჯოხეთიდან ხომ არ მომდინარეობს? რა თქმა უნდა! შიმშილსაც, სიყვარულსაც ხომ აქვთ თავისი ჯოჯოხეთი, თავისი სამოთხე.

ელექტროდი გადაადგილებულია ცოტა უფრო ქვემოთ, ტვინის სიღრმეში. რთავენ დენს. მაიმუნი გარეგნულად მშვიდადაა, მაგრამ რატომღაც თათს იწვდის ბერკეტისაკენ და წყვეტს გაღიზიანებას. მკვლევარი კვლავ იძლევა გაღიზიანებას, აძლიერებს დენს. მაიმუნის ქცევა იცვლება, იგი შეშინებული, გალურსული იყურება და ახლა უკვე ყველანაირად ცდილობს დენის გამორთვას.

მაგრამ დენი უფრო და უფრო ძლიერდება. აი, აქ უკვე ძალზე არასასიამოვნო სურათს ვხედავთ: ,,...გუგები გაფართოვებული აქვს, თვალები დაჭყეტილი, გაძლიერებული სუნთქვისგან ნესტოები ებერება, ტანზე ბეწვი ეჯაგრება... მაიმუნი მაგრად ებღაუჭება რამე ახლომდებარე ნივთს, ან ხელს ჰკრავს მას, გააფთრებული ცდილობს გაქცევას. საგნებს, რომლებიც არ იჭმევა და რასაც კი პირთან ახლოს მიიტანს, ღრღნის და ნაკუწებად აქცევს. იქამდე მიდის კბილებასც კი იმტვრევს.’’

გვეყოფა, ელექტროდი ,,სდექ-ზონაშია’’ ანუ ჯოჯოხეთში. უკუკავშირი უარყოფითია.

ასეთი სამსაათიანი ,,ჯილდოს’’ შემდეგ, მაიმუნი რამედნიმე დღით ავადდება. იგი ველურდება, უარს ამბობს საჭმელზე. მოღუშული და აპათიური ზის თავის გალიაში, თავს ესხმის ახლოს მოსულთ. ლილი ხაზს უსვამდა, რომ ერთადერთი საშუალება, რომლითაც მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეიძლება, არის სამოთხის ჩართვა სხვა ელექტროდით. ,,სტარტ-ზონის’’ რამდენიმე წუთით გაღიზიანება და ტქვენს წინაშე კვლავ გამოცოცხლებული და მეგობრულად განწყობილი ცხოველია მშვენიერი მადითა და გაბრწყინებული თვალებით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff