ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

პროგნოზების ინსტიტუტში

 

პროგნოზების ინსტიტუტში

კატა უკვე დიდი ხანია თვლემს ექსპერიმენტულ კაბინაში, ელექტროენცეფალოგრაფის კალმებს და შარი-შური გააქვთ მოსრიალე ქაღალდზე. ისმის ჩხაკუნი, კატა თვალს ახელს და ყურებს ცქვეტს, კალმები შეხტებიან, რამდენიმე მხნე მოქნევას აკეთებენ და კვლავ თანაბარზომიერად, აუჩქარებლად აგრძელებენ მუშაობას, ნამდვილი გადამწერლებივით. ჩხაკუნი მეორდება... კიდევ და კიდევ... კალმებიც ხტიან, მაგრამ უფრო ზარმაცად... ბოლოს, თითქოს საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი ჩხაკუნზეო, სრული უშფოთველობით აგრძელებენ შრიალს. კატა თვლემს. საორიენტაციო რეაქცია ჩაქრა. რა აზრი აქვს რეაგირებას, თუ კი ამ ბგერებს არავითარი ინფორმაცია არ მოაქვთ?

მაგრამ ეს რაღაა? რატომ შეხტნენ კალმები, თითქოს უკბინესო, კატამ კი კვლავ გაახილა თვალი და ყურებიც ცქვიტა? საორიენტაციო რეაქცია. მაგრამ გამღიზიანებელი რომ არ ჩანს? ჩხაკუნი აღარ ისმის. რეაქცია - არარსებობაზე?

ეს ადვილი გასაგებია, თუ დავუშვებთ, რომ კატის ტვინში არის მექანიზმი, რომელიც უახლოესი მომავლის პროგნოზს ახდენს. მისი მოქმედების პრინციპი არც ისე რთული უნდა იყოს - პროგნოზირდება სწორედ ის, რაც მოცემულ მომენტში ხდება. ელოდებიან იმას, რაც მეორდება. სიჩუმეა - სიჩუმე პროგნოზირდება და იმდენად უფრო დარწმუნებით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება იგი. ჩხაკუნია და - ჩხაკუნი პროგნოზირდება. რაც მეტია ჩხაკუნი, იმდენად უფრო მოსალოდნელია, რომ შემდეგაც გაგრძელდება იგი. სულ უფრო გაძნელებულია რაიმე ახლის მოლოდინი...

მაგრამ თუ მაძღარი ხარ, არაფერი გინდა და არც რამე ხდება, რატომ არ უნდა წასთვლიმო?

საორიენტაციო რეაქცია, რეფლექსი „რა ამბავია“ - ტვინისეულ პროგნოზსა და სინამდვილეს შორის წინააღმდეგობის აღმოჩენის შედეგი გახლავთ. იგი საკმაო საფუძველია იმისათვის, რომ ხელახლა იქნეს შეფასებული მდგომარეობა. რაღაც შეიცვალა: ვნახოთ, მოვუსმინოთ - კარგს გვიქადის თუ ავს?

ტვინის წინასწარგანმჭვრეტი პროგნოზისტული მოქმედება სხვადასხვა ტერმინთა და განსხვავებული თვალსაზრისებით აისახა ჩვენი ნეიროფიზიოლოგების - პ. კ. ანოხინის, ნ. ა. ბერშტეინის, ე. ნ. სოკოლოვის, ი. მ. ფეიგენბერგის კონცეფციებში, საზღვარგარეთ კი - ამერიკელი სწავლულის კარლ პრიბრამის (რომლის სპეციალობასაც თვითონ და მისი კოლეგები განსაზღვრავენ რამდენადმე უჩვეულო სიტყვით „ნეიროფილოსოფოსი“) თეორიულ გამოკვლევებში. სრულიად დამოუკიდებლად და ორიგინალურად ტვინის მუშაობის ამ მხარეს იკვლევს ფსიქოლოგთა ქართული სკოლა, რომელიც „განწყობას“ სწავლობს (დ. ნ. უზნაძე).

ჩვენ აქ მკაცრად არ დავიცავთ თეორიულ სქემებს: საქმეს ემპირიულად მივუდგეთ და ისევ კატას დავუბრუნდეთ.

ყოველივე ის, რაც მას კაბინაში ემართებოდა, მოწმობს, რომ მაპროგნოზირებელი მექანიზმი ხანმოკლე მეხსიერებას იყენებს. მაგრამ კატას თუ ძალიან ბევრჯერ ჩავსვამთ კაბინაში და ამგვარ ცდებს ჩავუტარებთ, ბოლოს და ბოლოს დადგება მომენტი, როდესაც ჩხაკუნისა და სიჩუმის, სიჩუმისა და ჩხაკუნის მონაცვლეობა უკვე აღარავითარ რეაქციას აღარ გამოიწვევს თვლემის გარდა: საორიენტაციო რეფლექსი უიმედოდ გაქრება. დარჩება მხოლოდ ერთი, განზოგადებული რეფლექსი: ყველაფერი ეს ძველია, ახალი არაფერი მოხდება, რა თქმა უნდა, კატა, ალბათ, ასე ვერ „იფიქრებს“, მაგრამ ამგვარია არსი მისი ქცევისა და, ცხადია, განწყობილებისაც. ასეთი პროგნოზი სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება, თუ არა ხანგრძლივი მეხსიერებით.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff