ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

არის ჯოჯოხეთიც

 

არის ჯოჯოხეთიც

ასობით ცხოველის გამოკვლევის საფუძველზე ოლდზმა ვირთაგვას ტვინის ემოციური რუკა შეადგინა.

მისი მოცულობის 60 %-მდე ემოციურად ნეიტრალურია, ვირთაგვები არ ესწრაფვიან ამ ნაწილების ელექტრულ გაღიზიანებას, მაგრამ არც გაურბიან. ნეიტრალურებია ძირითადად ტვინის გარეთა, თავის ქალას ზედაპირთან ახლომდებარე ნაწილები. სამოთხეს ტვინის მოცულობის 35 % უჭირავს. ის უფრო შიგნით, ტვინის შიდა ღრუსთან ახლოს მდებარეობს.

ნეიტრალური ნაწილები თითქოს გადაფარებული აქვსო სამოთხეს, მისი წერტილების საერთო მასა ტვინის შიგნით შეწეულ ჯვარს წააგავს, მაგრამ ცალკეული წერტილების განლაგება საკმაოდ უცნაურია. ბევრ ადგილას ისინი ნეიტრალურებს ენაცვლებიან. მათი გარჩევა გარეგნულად შეუძლებელია, ეს მხოლოდ გაღიზიანებაზე, ცხოველის რეაქციის მიხედვით შეიძლება მოხდეს. სამოთხისეული წერტილები ყველაზე მეტია ბორცვაკის ქვედა სფეროში, ტვინის ფუძესთან, იქ, სადაც ღერო (ზურგის ტვინის გაგრძელება თავის ქალას შიგნით) ტვინის ნახევარსფეროებში გადადის.

და აქვე, ტვინის მთლად სიღრმეში, იმ წერტილების ქვემოთ, სადაც თვითგაღიზიანების სიხშირე მაქსიმუმს აღწევს, უშუალოდ ამ ნამდვილი სამოთხის ქვეშ, პაწაწინა სოლივთ არის ჩაჭედილი ნამდვილი ჯოჯოხეთი.

ბუნებას თითქოს ჰუმანურობა გამოუჩენია, ყოველ შემთხვევაში ვირთაგვების მიმართ მაინც: ჯოჯოხეთს მათ ტვინში მთელი მოცულობის მხოლოდ 5 % უჭირავს. თითქოს დიდი არ არის, მაგრამ რამდენადაც პატარაა, იმდენად ძლიერია ჯოჯოხეთი. იგი ადვილად საცნობია. საკმარისია მხოლოდ ერთხელ გავაგზავნოთ მასში ელექტრული გაღიზიანება, რომ ცხოველი მთელი თავისი ქცევით იძლევა სიგნალს: ,,აღარასოდეს!“ ვირთაგვამ ახალი კამერების დათვალიერებისას რომ შემთხვევით დააბიჯოს პედალს და იმპულსი ჯოჯოხეთზე ჩართოს, შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პედალს იგი აღარასდროს გაეკარება. მაგრამ თუ ჯოჯოხეთს გამუდმებით ვაღიზიანებთ, პედალი კი დენის გამომრთველია, მაშინ ვირთაგვა საშველის ძებნაში ბოლოსდაბოლოს მაინც წააწყდება მას და გარეგნულად სავსებით ისე იქცევა, როგორც თვით გაღიზიანების დროს: გამწარებული აწვება თათით პედალს ისეთი სიხშირით, რაც კი შესაძლებელია.

თაფლისკვერიცა და მათრახიც შეიძლება ერთნაირად გამოიყურებოდნენ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff