ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

თითოეულს თავისი

 

თითოეულს თავისი

თავდაპირველად იგი ცისფერ ლაქად გადაიქცა ბუხარზე, შემდეგ ოთახი ცისფერი შუქით გაანათეს და პაპიროსებიანმა კოლოფმა ამეთვისტოსავით დაიწყო ბზინვა. გაჩნდა შეშლილობასთან სიახლოვის შეგრძნება და ამასთანავე გარეშე დამკვირვებლის ინტერესიც. შემდეგ ჰაერში იადონისფერმა თევზებმა იწყეს რენა და უკვე ყველაფერი სულერთი გახდა. ჰაერი მწვანე წყლად გადაიქცა, მასში უამრავი მიკრობი აფუთფუთდა. ხალისიანი სიმღერაც მოისმა ხელის თითები გველებივით დაგრძელდნენ, შემდეგ ყველაფერი ჩაქრა და ისეთივე გახდა, როგორც ადრე, დასანანია...

ამგვარი გახლდათ განცდა პირველი ცდისპირის, მხატვრისა, რომელიც მესკალინის მიღებაზე დათანხმდა კვლევით ლაბორატორიაში.

მეორე მხატვარმა, რომელმაც მესკალინი მიიღო, საკუთარი ჰალუცინაციები ჩაიხატა. გამოსახულება საოცრად ჰგავდა თვალის ფსკერის ძარღვებს.

„ჩაი მარილიანია. სამაგიეროდ, ნერწყვი გაგემრიელდა ისე, ღვინო რომ იყოს, კიდევ ერთ ბოთლს შეუკვეთდი,“ - გვითხრა მესამე ცდისპირმა, მზარეულმა.

ამერიკელმა ექიმმა გუტმანმა, რომელიც ამ ექსპერიმენტებს ატარებდა, თვითონაც მიიღო მესკალინი და მრავალი პატარა ავტომობილი იხილა, რომლებიც ადგილზე გაჩერებულები განუწყვეტლივ იცვლიდნენ ფორმას. რვა წლის შემდეგ იგივე ჩვენება უმესკალინოდ გაუმეორდა დაღლილსა და ნასვამს. ნამდვილმა ალკოჰოლიკმა კი მესკალინის მიღების შემდეგ განაცხადა: „ჩემში ორი ადამიანია - მთვრალი და ფხიზელი, მე ვხედავ საკუთარ თავს ფხიზელს, მეორე კი მთვრალია. ვიბრძვი, მინდა მთვრალი გარეთ გავაგდო.“

ყველაზე მეტად მაინც ერთ შიზოფრენიით დაავადებულს გაუმართლა. მას თავისთავადაც, უმესკალინოდაც ჰქონდა ჰალუცინაციები გარედან მოდენილი ხმები უცენზურო სიტყვებით ლანძღავდნენ და უმძიმეს სახელმწიფოებრივ დანაშაულებს აბრალებდნენ საწყალს, არც შინაგანი ნელი ხმები იყო უფრო უკეთესი თავისი შინაარსით, აჩქარებული ხმები კი რაღაც გაურკვეველს რატრატებდნენ. მესკალინის მიღების შემდეგ ყველა ხმა დადუმდა და ავადმყოფი მომჯობინებული გაეწერა კლინიკიდან.

დაბოლოს, ფრანგ ფარმაკოლოგ რუიიეს ცდები, რომლებიც მოჰყავს ლ. ლ. ვასილიევს თავის წიგნში „ჩაგონება მანძილზე“ პეიოტით იმოქმედეს ახალგაზრდა ინჟინერ ტ -ზე, ქნ-მა ს-მ სცადა აზრის გადაცემით ჩაეგონებინა მისთვის ხედვითი ჰალუცინაცია - პოეტ დანტეს ბიუსტი. სამი წუთის შემდეგ პერციფიენტმა განაცხადა:
„დანტეს თავი ძალიან ცხადად მარცხნიდან“.

ამის შემდეგ ამგვარადვე იქნა ჩაგონებული მგლის ჰალუცინატორული ხატი, ცდისპირმა წარმოთქვა: „ტყე; მარტოობის გრძნობა; მე მიყურებს მგელი.“

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff