ჯინი გზას ადგება
ჯინი გზას ადგება
„მე მესმის ის, რასაც ვიყნოსავ, ვიაზრებ იმას, რასაც ვხედავ, ავდივარ მუსიკალურ აკორდებზე აღვიქვამ ორნამენტს“...
„მე გავიგე ჭეშმარიტი მნიშნელობა სიყვარულისა, ზოგიერთები ამას ღმერთს უწოდებენ, და მე ეს მომწონს... ღმერთი არის სიყვარული, და ამიტომ სიყვარული არის ღმერთი... სიტყვებით ვერ აგიხსნით იმას, რაც მემართებოდა, ისევე როგორც დაბადებით ყრუ ადამიანს ვერ აუხსნი „დო“-ს ჟღერადობას“.
„წარვდექი რა ტახტის წინაშე თითქოს განკითხვის დღე ყოფილიყოს... პანიკამ მომიცვა, უეცრად ვიგრძენი, რომ რაღაცა ძალიან შორს, თუმცაღა დიდი სილამაზისა და უფრო ღრმა მნიშვნელობის მქონე სფეროში მიმაქანებდა.“
„ერთიანად ვირღვევი, ვიხლიჩები ლამაზი, ყვითელზე ყვითელი ფორთოხალივით!
რა სიხარულია! მსგავსი ექსტაზი არასოდეს განმიცდია. ბოლოს და ბოლოს გამოვედი ჩემი ფორთოხლის უყვითლესი ქერქიდან, მე თავისუფალი ვარ! თავისუფალი!“
„ნაწილ-ნაწილ ირღვევა ყველაფერი, მე ვინგრევი, ახლა რაღაც საშინელი უნდა მოხდეს: შავი... შავი... თავი ნაწილებად მეშლება, ეს ჯოჯოხეთია. მე ჯოჯოხეთში ვარ. გამიყვანეთ აქედან! გმიყვანეთ!“ - ესაა ჩანაწერები რამდენიმე ჯანმრთელი ადამიანის შთაბეჭდილებებისა, რომლებიც გაეცვნენ თანამედროვე, ფსიქოტონიმეტიკების სინთეტიკურ მეფეს - ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი).
იგივე ქიმიური ოჯახი ინდოლებისა, და მაინც „ლსდ“ ისევე შეეფარდება... ტვინზე მოქმედ ძველსა თუ თანამედროვე ნივთიერებებს... როგორც ატომური ბომბი... ძველ ტარანს... მასთან შედარებით იგი ჰიმალაის პიკსა ჰგავს სილის გორაკის ფონზე.“
ლსდ იმავე ჰოფმანმა აღმოაჩინა. ბოთლიდან ამოხტა თუ არა ჯინი, როგორც ხდება ხოლმე, პირველად თავის განმათავისუფლებელს ეძგერა. მან რამდენიმე საათის განმავლობაში მთელი სიცხადით აყურებინა ჰოფმანს თავისივე გვამისთვის სივრცეში, რომელშიც იმავე დროს მეორე ცოცხალი ჰოფმანი დაცურავდა, მერე თავი დაანება და სამოგზაუროდ გაეშურა, ჰოფმანს კი ცოტა ხნით ხილული ბგერები დაუტოვა მხოლოდ.