ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

არის თუ არა პიროვნების ცენტრი?

 

არის თუ არა პიროვნების ცენტრი?

და აი, ჩვენ ისევ, ახლა უკვე ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე, კორსაკოვის დაავადებას მივადექით.

უკანასნელი წლების გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ იგი ჩნდება მაშინ, როდესაც ტვინში ზიანდება სტრუქტურათა ჯგუფი, რომელთაგანაც მთავარია, ეგრეთ წოდებული, ზღვის ცხენი, ანუ ჰიპოკამპი. ცხოველები, რომლებსაც ტვინის ამ ნაკვთებს ამოაჭრიან, ან გამოუთიშავენ ხოლმე, კორსაკოვის დაავადების ყველა ნიშანს ამჟღავნებენ.

ჰიპოკამპი უკვე ქერქია, ოღონდ ისეთ აგებულებისა არა, როგორც შუბლის, კეფისა და სხვა ნაწილების ქერქები, რომლებსაც ზოგჯერ „მცოდნე ტვინს“ უწოდებენ ხოლმე. თავისი წარმოშობით ის უფრო ძველია. ჰიპოკამპი წყვილადია ყველა სხვა დანარჩენი ტვინისეული სტრუქტურების მსგავსად და ერთი ბოლოთი საფეთქლის ქერქის სიღრმეში შედის, მეორეთი კი ტვინის შუაგულს, ღრმა ქერქქვეშას ებჯინება. მისი კავშირებიცა და განლაგებაც იმას ადასტურებს, რომ იგი შუალედურ ინსტანციას წარმოადგენს „მცოდნე ტვინსა“ და ემოციათა ცენტრს შორის. ქვემოდან მას უკავშირდება მგრძნობელობის ყველა განშტოებები და ბადისებრი ტონუსური ძრავის ამოძრავები, ზემოდან კი შუბლის წილებისა. როგორც ეტყობა, აქ უნდა იმყოფებოდეს მექანიზმი, რომელიც მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიანში გადასცემს ექოს და პირუკუ: აქ უნდა ხდებოდეს „შეკვეცა“ და „გაშლა“. აქ მოსული ყოველი იმპულსი დიდხანს დარბის ნეირონების წრიულ ძეწკვებში (რომლებსაც ჰიპოკამპურ წრეებს უწოდებენ), ტვინი იჭერს იმპულსებს და თითქოს იზუთხავს მრავალჯერადი გამეოერბით.

ჰიპოკამპში არის წერტილები, რომელთა გაღიზიანებაც მოგონებათა „რღვევას“ იწვევს. არის აქ სამოთხე-ჯოჯოხეთის წარმომადგენლობებიც, ისეთი ადგილებიც, რომელთა გაღიზიანებითაც შეიძლება ყურადღების გაძლიერების ან შესუსტების, აღგზნების ან ძილის გამოწვევა... ყველაფერი გადახლართულია. ზოგჯერ კი ჰიპოკამპის გაღიზიანებისას აღმოცენდება მდგომარეობები, რომლებიც თქვენ, ალბათ, ყოველგვარი ელექტროდების გარეშეც განგიცდიათ დროდადრო: ყველაფერი, რასაც ხედავთ, მთელი სიტუაცია ან მისი რაღაც ნაწილი, უცებ საოცრად ნაცნობი, სადღაც უკვე ნახული, უკვე განცდილი გეჩვენებათ. თითქოს ოდესღაც უკვე ყოფილი ცხოვრება მეორდებაო სწორედ ამ ადგილას, აი ამ წუთში... კარგად იცი, რაც მოჰყვება ამას, უცნაური, მისტიკური შეგრძნება, ან პირიქით, ყველაფერი, რაც აქამდე ნაცნობი იყო, უცხო ხდება, თითქოს არასოდეს გენახოს...

მგონი, უკვე ნაპოვნი უნდა იყვნენ ისინი, ვისაც ბრალი მიუძღვით ასეთი მდგომარეობისათვის. ჰიპოკამპის ნეირონების მასაში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს „სიახლის ნეირონები“ - უჯრედები, რომლებიც მხოლოდ ისეთ იმპულსებზე და სიგნალებზე რეაგირებენ, მანამდე რომ არასოდეს შეხვედრიათ. სიგნალი რამდენჯერმე თუ მეორდება, სიახლის ნეირონებიც თანდათანობით წყნარდებიან... სამაგიეროდ, სულ უფრო მძლავრად იმპულსირებენ ის ნეირონები, რომლებიც, პირიქით, მხოლოდ ნაცნობ სიგნალებს ეხმაურებიან. თუკი რაიმე განზოგადებული მეხსიერება არსებობს, თუკი არის ზოგადი გრძნობა ნაცნობისა და უცნობისა, მაშინ ამის ცენტრი სწორედ აქ უნდა იყოს. საიდუმლო წრეში მეხსიერების ვეებერთელა მასივების გასაღები ინახება.

ფსიქოლოგებსა და კლინიცისტებს უკვე დიდი ხანია აინტერესებთ ეგრეთ წოდებული „პიროვნების გაორების“ შემთხვევები. პიროვნებები ორზე მეტიც კი შეიძლება იყოს; მაგალითად, აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთი ქალი ექვს მდგომარეობაში - ექვს სხვადასხვა „მე“-ში ცხოვრობდა მონაცვლეობით და, როდესაც ერთში იმყოფებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა დანარჩენ ხუთზე, თავის თავს სხვადასხვა სახელით მიმართავდა და ხასიათის სრულიად განსხვავებულ თვისებებს, ინტერესებს, უნარს ამჟღავნებდა. ერთი ამ „მე“-თაგანი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, მეორე მუსიკაში სრულიად უნიჭო გახლდათ, მესამე - ავადმყოფურად მორცხვი იყო, მეოთხე - ქარაფშუტა და გულღია... სხვა ქალი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ორ „მე“-ში, თავისიანების დახმარებით ბოლოს და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ თითოეულმა ამ „მემ“ შეიგნო მეორის არსებობა. მათ შორის ურთიერთობაც დაამყარა მიმოწერის სახით: ერთ „მე“-ში მყოფი ქალი წერილებს სწერდა მეორეს; ორივემ ინტერესით დაიწყო ერთმანეთის შესწავლა და ერთმანეთის უნახავად კეთილი მეგობრები გახდნენ.

რამდენიმე ასეთი შემთხვევის ცოტა ხნის წინანდელმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ავადმყოფობის კერა ჩვეულებრივ ჰიპოკამპის სისტემაში ძევს. მაგრამ „პიროვნების გაორება“ მარტო ავადმყოფობის გამო არ ხდება. ამას იწვევენ ჰალუციოგენებიც, ჩვეულებრივი სიმთვრალეც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ჰიპნოზიც, მეტნაკლებად განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციებიც, ურთიერთობა, თვითშთაგონება... ნორმალური პიროვნება მთლიანი რჩება, მისი სხვადასხვა ქვესისტემები მხოლოდ განსხვავებულ სიტუაციურ „მე“-ში ჭარბობენ ხოლმე. პათოლოგიის დროს კი ამ ქვესისტემის ურთიერთკოორდინირება აღარ ხდება და ისინი ერთმანეთს აღარც მეხსიერების ესტაფეტას გადასცემენ.

ეს და სხვა შემთხვევები (მათ შესახებ ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ) გვიჩვენებენ, რომ ჩვენს ქვეცნობიერ მეხსიერებას უზარმაზარი რესურსები გააჩნია, რომელთაგანაც მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გამოიყენება ჩვეულებრივ პირობებში.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff