ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

„როცა გაქვს - გაქვს, არა და - არა“

 

„როცა გაქვს - გაქვს, არა და - არა“

აი, კიდევ ერთი ტიპური წერილი.

„... ცხრამეტი წლისა ვარ, ვსწავლობ პ-ის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ახლავე გამოგიტყდებით, რომ ლიტერატურული მუშაობისათვის ვემზადები. აი, სწორედ ამ მოწოდებას ავირჩევ ამოსავალ წერტილად. მიჩნეულია, რომ ლიტერატურული მოღვაწეობისათვის საჭიროა ცოტა უკეთესი მეხსიერება, ლოგიკური აზროვნების ძალა და დაკვირვებულობა. მე შევეჩვიე აზრს, რომ გამაჩნია ეს თვისებები, მაგრამ პირველივე ლიტერატურულმა ცდებმა ცხადყვეს მათი არასაკმაო ხარისხი. ჩემს წინაშე დადგა საკითხი, როგორ განვავითარო ეს თვისებები ლიტერატურული მოღვაწეობისათვის აუცილებელ დონემდე. მზად ვარ, „ნულიდან“ დავიწყო ყველაფერი, ოღონდ კი როგორმე შევივსო ხარვეზი. თქვენს სტატიაში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ აუცილებელია ახალგაზრდების მასებამდე მისაწვდომი ფორმით იქნეს მიტანილი მეცნიერების მიერ, ფსიქოლოგიის დღევანდელი მიღწევების გამოყენებით, უკვე შემუშავებული ხერხები ყველაზე ზოგადი უნარების, სახელდობრ: მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების, დაკვირვებულობის განვითარებისა და გავარჯიშებისა. მაგრამ საჟურნალო სტატიიდან ცხოვრებისეულ განხორციელებამდე უზარმაზარი მანძილია. ამიტომაც მოგმართავთ პირადი თხოვნით, დამეხმაროთ ზემოთ მითითებული თვისებების შეძენაში, უფრო სწორად მათ განვითარებაში. გთხოვთ, მიმითითოთ ლიტერატურაზე მოცემული მასალის ირგვლივ და იქნებ მისი მოპოვების გზებზეც, თუ შესაძლებელია, ლიტერატურისადმი ჩემი მიდრეკილებისა და, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიის თანამედროვე მიღწევათა გათვალისწინებით. თქვენი მეცნიერული მოღვაწეობისათვის თუ გამოგადგებათ ჩემი ვარჯიშების შედეგები, პირობას გაძლევთ, გაცნობოთ ხოლმე, როგორც მოხალისე „ცდისპირმა“.

პატივისცემით მ“.

ამ წერილის კითხვისას დიდ გასაჭირსა და უხერხულბოას ვგრძნობდი. როგორც ჩანს, ჩემს კორესპონდენტს უყვარს საქმე, რომლისთვისაც თავი გადაუდვია და სერიოზულადაა დაფიქრებული, რომ ინტელექტუალურად შეეფერებოდეს მას. მაგრამ იგრძნო, რომ სურვილი ერთია, ხოლო შესაძლებლობები - მეორე. იგი დახმარებას სთხოვს მეცნიერებას. ზოგადი ფრაზები: იმუშავე საკუთარ თავზე, იშრომე, აიმაღლე დონე, შეისწავლე ცხოვრება, წერე, ასწორე, მოსპე ნაწერი, ხელახლა წერე და ბოლოს და ბოლოს გამოვა, - ეს ბანალური რეკომენდაციები, თუმცა ისინი, შესაძლოა, სამართლიანნიც, რა თქმა უნდა, ვერ დააკმაყოფილებენ მ.-ს. მითუმეტეს, მას არ გამოადგება შალომალეიხემის მკაცრი განაჩენი: „ტალანტი ფულივითაა: როცა გაქვს - გაქვს, არა და - არა... თუ გრძნობ, რომ „არა“, - იქონიე ვაჟკაცობა და ხელი აიღე, რაიმე სხვაში იპოვე თავი“. ასეთი განაჩენის უფლება არა მაქვს, ვინაიდან მ.-ის ლიტერატურული ნიჭის ჭეშმარიტი ზომა არ ვიცი და მან თვითონაც არ იცის იგი.

„ფსიქოლოგიის დღევანდელი მიღწევები“... შეუძლიათ კი მათ დახმარება მსგავსი პრობლემებისას? როცა საქმე მეცნიერულ მიღწევებსა და რეკომენდაციების უფლებას ეხება, აქაც ხომ იგივეა: „გაქვს - გაქვს, არა და - არა“. ლიტერატურული ნიჭიერება მრავალი ცალკე უნარისაგან ყალიბდება, ხოლო მწერლური ტალანტი - ეს მთლიანად ადამიანი, მთლიანად პიროვნებაა.

ჯერჯერობით არავითარი პასუხი არ არსებობს, მხოლოდ იმედია. დიახ, იმედი, ვინაიდან ლიტერატურული ნიჭი ზოგჯერ მოულოდნელად იღვიძებს ხოლმე, როგორც ეს უიტმენს დაემართა 35 წლისას.

ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების საკუთარი „ჭერი“ გააჩნია ნამდვილად. მაგრამ უეჭველია ისიც, რომ ეს „ჭერი“ იმაზე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ამას ადამიანთა დიდი უმრავლესობა აღწევს. ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ხანში შესული, გაუნათლებელი სირიელი გლეხის - კუზის ფენომენალური ანგარიშის უნარის „ამოფრქვევის“ ფაქტი. მან საკუთარ თავში ეს უნარი აღმოაჩინა მაშინ, როდესაც გაკოტრდა და იძულებული გახდა, დღე და ღამე ვალები ეანგარიშა გაცხარებით.

მაგრამ ყოველთვის, როცა კი ადამიანები ახერხებდნენ თვითონვე აემაღლებინათ საკუთარი შესაძლებლობების „ჭერი“, „კატალიზატორად“ გვევლინებოდა კოლოსაკური ემოციურ-ნებითი დაძაბულობა, ნაკარნახევი კატეგორიული აუცილებლობით. დაძაბულობის მწვერვალზე ფსიქიკა ახალ თვისებაში გადადიოდა, ჩნდებოდა „მეთოდი“, რომელიც შემდეგ მკვიდრდებოდა.

 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff