გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

შივა

 

2018 წელი. შივა

- რატომ მაქვს ესეთი შეგრძნება რომ გინდა იმაში გავერკვიო, შივა ვინ არის?

-იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიგონ, რომ ნათელ ძალთა იერარქიის ძალაუფლება ვრცელდება არა მარტო დუალური სამყაროს ნათელ მხარეზე, არა მარტო ვერტიკალურ სამყაროთა ზედა ნახევარზე, არამედ დემონურ სამყაროებზეც. ესე ვთქვათ, არა მარტო პლიუსზე არამედ მინუსზეც... როგორც გითხრეს - როგორც ნათელი ძალები ემსახურებიან ცოცხალი არსებების სულიერ ევოლუციას, ისე ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურებიან იგივე პროცესს დემონური არსებებიც, თუ მათზე კონტროლს ღვთაებრივი სული ახორციელებს. შენ იცი, რომ დაავადების ფიზიკური მატარებელი შეიძლება ერთუჯრედიანი არსება იყოს, ვირუსი ან ბაქტერია, პარაზიტი ან რაიმე მიკრობი, მაგრამ სულიერი აურული გამოსხივებით ისინი დემონური არსებების კატეგორიას განეკუთვნებიან და მათი მოქმედება ხშირად ადამიანებისთვის კარმული უკუგების განხორციელებას ემსახურება, რაც საბოლოო შედეგით სულისთვის მომგებიანია, რადგან ადამიანს „სწორ გზაზე“ აბრუნებს, ცხოვრებაზე აფიქრებს და თუ მან სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა, თავისი ტანჯვით მაინც მოახდენს ცუდი კარმის აღმოფხვრას. შენ იცი, რომ სამყარო ვერ იარსებებს დესტრუქციული პროცესების გარეშე. ზამთრის გარეშე ვერ იარსებებს ზაფხული, ღამის გარეშე დღე, უჯრედები ორგანიზმში უნდა მოკვდნენ, რომ ქსოვილმა განახლება მოახდინოს და ეს პროცესი უჯრედში თავიდანვეა დაპროგრამებული (აპოპტოზი). კიბოს უჯრედი, სწორედ იმითია საშიში, რომ ის არასდროს კვდება. სწორედ ამიტომ იწვევს ეს უჯრედი შემდგომ მთელი ორგანიზმის განადგურებას. ფოთოლცვენა აუცილებელია ხისთვის და შემოდგომაზე ფოთლების ცვენაც ხის გენეტიკაშია დაპროგრამებული. ამ სამყაროში არ შეიძლება მხოლოდ ყველაფერი შეიქმნას და არასოდეს განადგურდეს. ნგრევა, განადგურება და სიკვდილი ისეთივე საჭირო პროცესია როგორც შექმნა, შენება და დაბადება. ეს ძალები დაბალანსებული უნდა იყოს. სწორედ ამ დესტრუქციას ახორციელებენ ხშირად დემონური არსებები და მათი მოქმედება მართვადია ღვთაებრივი იერარქის მიერ, რომელსაც ისეთი ძლიერი სულიერი პოტენციალი აქვს, რომ მას შეუძლია იმყოფებოდეს დემონურ გარემოში და არ მოიწამლოს მისი ვიბრაციით. გველი შივას კისერზე სწორედ ამ უნარს წარმოსახავს, ეს ის შხამია რომლის დალევაც მან შესძლო... გაიხსენე შენი სიზმარი შივაზე, გაიხსენე შავი პეპელა რომელიც წყნეთში ხელზე გაჯდებოდა... გაიხსენე შენი შეგრძნებები (იხ. „პეპელა“) ...

ჩემ თვალწინ მოგონებები ამოტივტივდა. ვეებერთელა შავი პეპელა მაჯდება ხელზე და თითქოს თვალებში მიყურებს. შვილი ხელზე მებღაუჭება... მე მეცინება და სიხარული და ბედნიერება მავსებს. ამ პეპლისგან რაღაც ღვთაებრივად ამაღლებული მოდის, მაგრამ ამავე დროს ის არ არის ანგელოზივით თეთრი და ფითქინა... რაღაცა არის მასში...

- ნუთუ ყველა დემონური არსება შივას მიერ მართვადია?

- არა.. ისევე როგორც არიან ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან ღვთის ნებას, მაგრამ ერთნიც და მეორენიც, ისევე როგორც ყველა გამოვლენილი სამყარო და მათში არსებული ყოველი არსება საბოლოო ჯამში ერთიანი უზენაესი კოსმიური, გინდა დაარქვი საღმრთო კანონით იმართება.

2018 წელი. აპრილი. სიმართლის ძალა

ერთ-ერთ ღამეს ისევ შევდივარ „შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში და მიქაელს ვეკითხები:

- ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ბოლო პერიოდში სიზმრებს ნაკლებად ვხედავ და უფრო „პირდაპირ“ გესაუბრები. თითქოს იმას ელოდი, რომ წერა დამეწყო. თუ ასეა, რატომ პირდაპირ არ მითხარი ამის შესახებ?

მიქაელი:

- მე შენი თავდაჯერებულობა მჭირდებოდა. თავმდაბლობა კარგი თვისებაა, მაგრამ დაურწმუნებლობა საკუთარ ძალებში ენერგიის გადმოსვლას ამუხრუჭებს. „სიმართლის აღთქმის“ დადების ერთ-ერთი მიზანი, სწორედ საკუთარ თავში და საკუთარ სიტყვაში დარწმუნებულობის განვითარებას ემსახურებოდა. ყელის ჩაკრა ბოლომდე უნდა გახსნილიყო. როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, ამბობს არა იმას, რისიც სწამს ან სჯერა, არამედ იმას რაც იცის, რაც მისი სულის თვისებაშია გატარებული, მისი სიტყვები განსაკუთრებული დამაჯერებლობის ძალას იძენს. ისინი პირდაპირ ზემოქმედებენ მოსაუბრის მენტალურ სხეულზე, იმიტომ რომ სიმართლეს დიდი ძალა აქვს! გახსოვს ერთხელ ერთ სკეპტიკოსს, რომელსაც ქრისტეს არსებობაში ეჭვი ეპარებოდა, შენ უბრალოდ უთხარი, „ის არსებობს“! უთხარი ყველანაირი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე და მან ასევე უპირობოდ დაგიჯერა. უბრალოდ ეგრევე, უსიტყვოდ დაგიჯერა, იმიტომ რომ ის რაც უთხარი, შენ იცოდი და არა გჯეროდა! ხოლო სიზმრებს იმიტომ გაძლევდით რომ ამ აზრებისას მიღებისას შენ ისინი შენ სიზმრებთან დაგეკავშირებინა და არა რომელიმე წიგნთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ წყაროსთან.

გარდა ამისა, ჩვენ იშვიათად ვაძლევთ ადამიანს პირდაპირ მითითებებს. ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს კონკრეტულ დასკვნებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დასკვნები მისი „სულის თვისებაში“ ვერ გადაიზრდება. ვერავინ გაივლის ცხოვრების გზას მის მაგივრად. პირდაპირი „შემოსვლა“ ადამიანის სხეულში და მისით სარგებლობა დემონური არსებების ქცევაა. ამიტომ არის მედიუმიზმი საშიში და არასწორი. ჩვენთან ადამიანები არასდროს კარგავენ საკუთარ თავს და თავისუფალ ნებას და ყოველთვის დისტანციურად, ტელეპატიურად ურთიერთობენ, თუმცა ასეთების რიცხვი ძალზე მცირეა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff