გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

შესავალი

imma7

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

(სიზმარხილვების წიგნი)

ავტორი: იმმა

თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამიანებს უკიდეგანო ზღვის წყურვილი და ისინი თავად ააშენებენ ხომალდს. (ანტუან დე სენტ-ეკზუპერი)

წინასიტყვაობა

მახსოვს თხუთმეტი-თექსვსმეტი წლის ასაკში მე და ჩემს მეგობარს ასეთი გატაცება გვქონდა - მოთხრობების წერაში ვეჯიბრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ჩემი მეგობარი, რომანტიკულ ჟანრს არ ღალატობდა, მე კი ყველაფერში მინდოდა თავი გამომეცადა და ხან სასიყვარულო რომანებს მივედ-მოვედებოდი, ხან დეტექტივებს და ხან კიდევ ფანტასტიკურ მოთხრობებს. ყველაზე მეტად მაწუხებდა ის, რომ როგორც ორენოვან ოჯახში გაზრდილ ბავშვს, რადგან დედას რუსულად ველაპარაკებოდი და მამას ქართულად, ერთდროულად ორ ენაზე ვაზროვნებდი ხოლმე. ერთი წინადადება შეიძლებოდა რუსულად გამეაზრა, ხოლო მეორე ქართულად. ეს ჩვევა ძალიან მირთულებდა საქმეს და წერაში ხელს მიშლიდა.

მახსოვს ერთხელ საწერ მაგიდას მივუჯექი და რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა მოთხრობის სათაური - „ანგელოზის გული“! რატომღაც შინაგან გზავნილს დავემორჩილე, სათაური დავწერე და ფურცელს მივაშტერდი. ვერც იმას ვხვდებოდი, საიდან მომივიდა ეს სათაური თავში და ვერ იმას - რაზე უნდა ყოფილიყო მოთხრობა. რა უნდა დაწერო როცა სათაური იცი, მაგრამ შინაარსი არა? იდეები არ მომივიდა და საკუთარ შესაძლებლობებში იმედები მალევე გამიცრუვდა. დავასკვენი რომ არასაკმარისი ფანტაზია და წერის ნიჭი მაქვს, საიმისოდ რომ ამ ასპარესზე რაიმე ვარგისი შევქმნა და წერას თავი დავანებე. ცხოვრებამ მწერლობის სფეროს სრულიად ჩამომაშორა და ჩემმა არჩევნებმა სულ სხვა გზით წამიყვანა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩემი მოგონებების წერას შევუდექი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ შინაარს და რახან სათაურის შერჩევაზე მიდგა საქმე, ვიცი, რომ ამ წიგნს მხოლოდ ერთი სათაური შეიძლება ჰქონდეს - „ანგელოზის გული“! ეს წიგნი ჩემ სულიერ მასწავლებლებთან მისტიკური ურთიერთობის გამოცდილებას აღწერს და არ ისახავს მიზნად ვინმესთვის აზრის მოხვევას ან ფასეულობების შეცვლას, არამედ უბრალოდ ამ გამოცდილების გაზიარების სურვილითაა მოტივირებული. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება: მოგონებები, „ხიდს აქეთ“, „ხიდს იქით“ და შეჯამება. „მოგონებების“ ნაწილის შემდეგი თავები დღიურის ფორმატშია დაწერილი და მიმდინარე მოვლენებს აღწერს. ასევე შიგადაშიგ ჩამატებულია ამონარიდები ჩემი „ინტერნეტპოსტებიდან“, რომელიც ინტერნეტში ამ წიგნის პასაჟების გამოქვეყნებას ახლდა თან.

ყველა მოვლენა რაც აქ არის აღწერილი რეალურად მოხდა და თითოეული სიტყვა სიმართლეა იმდენად, რამდენადაც მე მესმის ამ ცნების არსი.

წიგნის PDF ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ფეისბუქ-ჯგუფიდან - გნოზისი

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff