გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

შავი საძმო

 

2018 წელი. 20 ოქტომბერი. შავი საძმო

სიზმარი მინდა აღვწერო, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დამესიზმრა, მაგრამ ჯერ არ ვიცი თუ ნიშნავს რამეს.

ორი დაქირავებული მკვლელი მიტაცებს. რაღაც შენობაში მიმათრევენ.

- იმედი გაქვს, რომ მალე მოკვდები? - მეუბნება ერთ-ერთი - არა, უნდა იწვალო. ასეთია ბრძანება შენთან დაკავშირებით.

ორივე მამაკაცი ცდილობს თავისი საქმე მალე მოაყუმაროს და სახრჩობელასავით რაღაცას ამზადებენ. ოღონდ ისეთს, რომლითაც მალე ვერ მოვკვდე და ტანჯვა გამიხანგრძლივდეს. მე ამ წვალების მეშინია და ჩემს ჯალათებს ტირილით ვევედრები, რომ წვალებისთვის არ გამწირონ. სიცოცხლის შენარჩუნებას არ ვთხოვ, მხოლოდ სწრაფ სიკვდილს! ჩემი ხვეწნისგან როგორც ჩანს გული ურბილდებათ. ჯერ ვამჩნევ რომ იმიტომ ჩქარობენ ასე ძალიან, რომ თვითონაც არ სიამოვნებთ ამ საქმის კეთება. ჩემ თხოვნებზე ერთ-ერთს სრულიად ულბება გული და ბოლოს სიკვდილით დასჯის მაგივრად ოთახში მმალავს. ორივენი იქაურობას ეცლებიან, მაგრამ მე საიდანღაც ვიცი, რომ მას, ვინც ჩემი სიკვდილი შეუკვეთა, ვერსად დავემალები. და როგორც ველოდი მპოულობენ. ჩემ წინ შავებში ჩაცმული ადამიანები დგანან. თუმცა ადამიანებს არც გვანან. ადამიანებისთვის ზედმეტად მაღლები და გამხდრები არიან. უცნაური შავი სამოსი აცვიათ გრძელი მოსასხამებით; თავზე მაღალი, შავი, ჩალმის მსგავსი ქუდები ახურავთ, ხოლო ქუდებიდან ჩამოყოლებული ნაჭრის ზოლები რიდესავით უფარავს სახეს. მათი „უფროსი“ შემოდის. მისი კუთხოვანი მიხვრა-მოხვრა ობობის მოძრაობას მაგონებს, თავის მსხვერპლს რომ უახლოვდება. შავი, გრძელი კიდურები უკვე ხაფანგში მომწყვდეულ მსხვერპს უნდა მოახვიოს, რომ უკანასკნელი, სიკვდილის ამბორი აჩუქოს! მის მოახლოებას ნაცნობი დემონური ენერგიები მოსდევს... სიბნელე და სიცივე ზღვავდება გარშემო... უიმედობა და შიში... დანარჩენებს ვუყურებ. ისინი მიმოფანტულად დგანან და ფიქრებით, ტელეპატიურად, უტყვი სახეებით მღერიან უცნაურ სიმღერას. ამ ბგერებით ჩვენ თავზე შავი აბლაბუდის ქსელი იქსოვება. ეს ქსელი უსასრულო მანძილებზეა გადაჭიმული. ამ ქსელს ვერავინ და ვერაფერი დაუსხლტება!

- მას ვერსად დაემალები - ამბობს ის საკუთარ თავზე მესამე პირში - ის ყველგან გიპოვის... შენ ზედმეტად ღრმად შეტოპე... მან თითოეული შენი სიტყვა იცის! თითოეული შენი ფიქრი! უნდა მოკვდე!

„- ეს გნოსტიკების „მთავარია“!“-საიდანღაც მოდის ასეთი აზრი.

მე მიქაელს ვუხმობ დასახმარებლად, მაგრამ რატომღაც ვიცი რომ ეს განსაცდელი მარტომ უნდა გავიარო.

„ისინი“ მეორე „ჯალათს“ მიგზავნიან, რომელიც ამჯერად ჩემი ნაცნობია! ჩემი, ბავშვობის დროინდელი ნაცნობი. ერთი კარიერაზე გადაყოლილი ადამიანია. მას ასე დავახასიათებდი, რომ ეკითხათ ჩემი აზრი. ის სულელური ღიმილით მიყურებს და მეუბნება, რომ „მათი“ დავალება უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა შეასრულოს. ხელში პისტოლეტს იღებს. ჩემს ახალ „ჯალათს“ რომ ვუყურებ, ისიც კი მეეჭვება, რომ ამ იარაღის გამოყენებას შეძლებს ან რომ საერთოდ ტყვიას არ ამაცილებს. მაგრამ ვიცი რომ „მათ“ დავალებას შეასრულებს, მარიონეტივით, უაზროდ, მაგრამ შეასრულებს. მე მას ვთხოვ, რომ დრო მომცეს ჩემი დაუმთავრებელი საქმეების მოსაწესრიგებლად. ის თანახმაა. „დაუმთავრებელი საქმეების“ მოსაგვარებლად გვერდზე ოთახში მივდივარ. ეს ძირითადად ჩემი ნაწერებია, რომელიც დასალაგებელი და გადასაგზავნი მაქვს. გული მწყდება, რომ დასრულება და კორექტირება ვერ მოვასწარი. ამ საქმეებს ვაკეთებ და თან ვგრძნობ, რომ შიში აღარ მაქვს. რახან ასეთი ბოროტი არსებები დამიპირისპირდნენ, ესე იგი სწორი საქმისთვის ვკვდები და აღარ მეშინია. ქრისტესთვის და მიქაელისთვის სიკვდილი, პირიქით, დიდი პატივია ჩემთვის! უცნაურია, მაგრამ ამის გააზრებას შინაგანი სიმშვიდე მოაქვს.

მეღვიძება და ვიცი რომ ეს სიზმარიც უბრალოდ სიზმარი არ იყო. ფიქრებში მიქაელს ვეკითხები, რას უნდა ნიშნავდეს ეს ფანტაზმაგორიული სიუჟეტი.

„გნოსტიკების „მთავარი““- ეგ რაღას ნიშნავს? ან ეს ჩემი სკოლის ნაცნობი რაზე გამოეკვეხა ამ მისტიკურ ამბებში? ესეთი საშიში რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ალბათ გამეცინებოდა.

- ნეტავ მართლა არსებობს „შავი საძმო“? ბნელ ძალთა იერარქია? ვინ არიან ისინი და ვინ არიან მათი „მოგზავნილები“, მათი შემსრულებლები დედამიწაზე? - მეფიქრება ჩემთვის.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff