გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

შვიდობრივი ფრაქტალის პრინციპი

 

2018 წელი. 4 ივლისი. შვიდობრივი ფრაქტალის პრინციპი

მიქაელი:

- დღეს მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ. როგორც სრულიად სამყაროს თავისი გამოვლენილი განზომილებებითა თუ სულთა იერარქიის შვიდობრივი მოწყობისა, ადამიანის, როგორც ეგეთი ცოცხალი არსების მოწყობასაც „სიცოცხლის ხის“ ანალოგიური ფრაქტალის სტრუქტურა აქვს. ეს ადრეც მიხსენებია. სხვა სიტყვებით ადამიანი შვიდი ნაწილისგან შედგება, რომელიც შვიდ განზომილებაშია შესაბამისად გამოვლენილი. სანამ 7-ობრივ დაყოფამდე მივალთ, დავიწყოთ ძალიან ზოგადიდან. როგორც ვიცით რაც უფრო დიდია ფრაქტალის რიცხვი, მით უფრო ვიწროა ღვთაებრივი ენერგიის დიფერენციაცია. დავიწყოთ ყველაზე პატარა რიცხვიდან (რომელიც ამავე დროს ყველაზე დიდია, იმიტომ რომ სრულს ნიშნავს), 1-დან, რომელიც შესაბამისად არადიფერენცირებულს ნიშნავს, ხოლო ყველა შემდგომ რიცხვთან ერთად დიფერენციაციის ხარისხი მატულობს:

1-ობრივ ფრაქტალში:

1.1.ადამიანი წარმოადგენს ერთ ცოცხალ არსებას.

2-ობრივ ფრაქტალში:
2.1 სული (ზეციერი ადამიანი);
2.2 სხეული (მიწიერი ადამიანი).

3-ობრივ ფრაქტალში:
3.1 дух (ზეციერი ადამიანი);
3.2 душа (უმდაბლესი სულიერი სხეული, რომელიც თავისმხრივ სამ ნატიფ სულიერ სხეულს მოიცავს);
3.3 тело (ფიზიკური სხეული).

4- ობრივ ფრაქტალში:
4.1 ზეციერი ადამიანი;
4.2 მენტალური სხეული;
4.3 ვიტალური სხეული (ანუ სასიცოცხლო სხეული, რომელიც მოიცავს ასტრალურ და ეთერულ სხეულებს);
4.4 ფიზიკური სხეული.

5-ობრივ ფრაქტალში:
5.1 ზეციერი ადამიანი;
5.2 მენტალური სხეული;
5.3 ასტრალური (ანუ ემოციური) სხეული;
5.4 ეთერული (ანუ ენერგეტიკული) სხეული
5.5 ფიზიკური სხეული.

6-ობრივ ფრაქტალში:

ზედა ტრიადა:
6.1 პირველწყარო (და მისი აღქმა როგორც „მე ვარსებობ“ ღმერთის თვითგააზრება ინდივიდუმში);
6.2 „ქრისტესეული მე“ (იგივე სულიერი იერარქი, რომელსაც სული მიეკუთვნება სულთა „სიცოცხლის ხის“ გენეოლოგიით);
6.3 უმაღლესი სულიერი სხეული (ეს არის უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეული, სწორედ რომელზეც ხდება სულიერი თვისებების დალექვა და რომელიც უცვლელია მიუხედავად ინკარნაციებისა სხვადასხვა ფიზიკურ ინდივიდუმებში ანუ „მიწიერ ადამიანებში“ და მასთან ერთობაში მყოფი მისი ე. წ. სულიერი „მეორე ნახევარი“ ანუ „ქრისტესეული მე“)

ქვედა ტრიადა:
6.4 მენტალური სხეული;
6.5 ვიტალური სხეული;
6.6 ფიზიკური სხეული.

და ბოლოს:

7-ობრივ ფრაქტალში:

ზედა ტრიადა:
7.1 პირველწყარო;
7.2 ქრისტესეული „მე“;
7.3 უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეული;

ქვედა ტეტრადა:
7.4 მენტალური სხეული;
7.5 ასტრალური (ემოციური) სხეული;
7.6 ეთერული (ენერგეტიკული) სხეული
7.7 ფიზიკური სხეული.

imma41

- სინამდვილეში ეს დიფერენცირება კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. შენთვის უკვე ნაცნობია, თუნდაც ფიზიკური სხეულის 5-ობრივი ფრაქტალის პრინციპით 5 სტიაქიად დაყოფა. მოცემული სქემა მხოლოდ თქვენი დრო/სივრცის განზომილებაში არსებული ცოცხალი არსებების სენსორიკით აღქმადი უსასრულობის ფრაგმენტია. ახლა კი გამოდი წრფივი აზროვნებიდან და წარმოიდგინე უსასრულო დიფერენცირება. წარმოიდგინე რომ პლიუს უსასრულობა საბოლოოდ ერწყმის მინუს უსასრულობას და ციკლი იკვრება. გეომეტრიულ ფიგურებს რომ შეხედო და წარმოიდრგინო რომ ქიმების რაოდენობა უსასრულოდ მატულობს, რას დაემსგავსება ფიგურა (იხ. ნახ 7)?

- ისევ წრეს... - ვპასუხობ მე და ვგრძნობ რომ დაძაბულობისგან გონება მეღლება.

imma42

ნახ. 7. ქიმების რაოდენობის უსასრულო მატებისას ფიგურა ისევ თავისი წრის პირვანდელ ფორმას უბრუნდება.

- ხო, იმიტომ რომ უმცირესი უდიდესია და უდიდესი უმცირესი. თუ გინდა რომ სამგანზომილებიანი განზომილებიდან გამოხვიდე, სულის „თვალით“ ხედვა ისწავლო და მარადისობის აღქმას შეეხო, დაივიწყე წრფივი აზროვნება... ახლა ისევ სქემას დავუბრუნდეთ და ადამიანის ამ 7-ობრივ დიფერენცირებას (ნახ. 6). პირველწყაროს ანუ საღმრთო ენერგია ისევე როგორც კარმული დანალექი სიხშირეთა შკალაზე „ზევიდან ქვევით“ მოძრაობს. მძიმე კარმის ანუ ცოდვის ბნელი ენერგიის ლექი, რომელიც მხოლოდ ქვედა ოთხ სხეულს ეხება, ამ მოძრაობას აფერხებს. ადამიანი ამ დროს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დაბინდული/დაბინძურებული ღმერთის ხატის ანალოგიად. როდესაც ადამიანის ქვედა ოთხი სხეული (სქემაზე 7-ობრივი დაყოფის ქვედა ოთხი სექცია) საკმარისად იწმინდება, ადამიანი სრულად ხდება საღმრთო ენერგიის და ესე ვთქვათ ღმერთის ნების გამტარებელი. ეს ის პროცესია რომელსაც მე „გულის გაწმენდას“ ვეძახდი. ახლა ისევ სქემას დავუბრუნდეთ და ისევ შვიდ ნაწილად დაყოფის (7-ობრივი ფრაქტალის) სექციას შევხედოთ. ზედა სამი ნაწილი რომელიც „ზეციერ ადამიანს“ ანუ дух-ს შეესაბამება ადამიანის სულის უმაღლესი ტრიადაა. „პირველწყარო“ თვითონ ღმერთის ნაპერწკალია რომელიც ჩვენ გულში ღვივდება „მე ვარსებობ“ ღმერთის თვითგააზრებით. „უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეული“ ეს ადამიანის სულის ის უმაღლესი და მარადიული ნაწილია, რომელიც უცვლელია ინკარნაციიდან ინკარნაციამდე და სწორედ ამ ნაწილზე ხდება იმ „სულიერი თვისებების“ დალექვა/შეძენა, რომლებსაც ადამიანი დედამიწაზე განსხეულებისას იძენს და რომლებზეც ადრე გესაუბრებოდი. „ქრისტესეული მე“ არის უმაღლესი იერარქის ცნობიერების ნაწილი, სხვა სიტყვებით სიცოცხლის ხეში ადამიანის სულის იერარქიული მიკუთვნება. ეს იერარქი სულის მიერ სწორედ როგორც მისი მეორე ნახევარი აღიქმება. ეს ის სულიერი იერარქია, რომელიც განსხეულებულ ადამიანს თავის სულთან აკავშირებს და მის ევოლუციას კურირებს. ეს ის იერარქია რომელზეც ქრისტიანები ამბობენ „ქრისტეს ცნობიერებას შევერწყი“, ბუდისტები ამბობენ „ბუდას ცნობიერებას მივაღწიე“, ვაიშნავები - „კრიშნას ცნობიერებას ვეზიარე“! ეს არის პირველი ღვთაებრივი დიფერენციაცია, პირველი შვიდი განშტოება სიცოცხლის ხეზე (ნახ.3). ქვედა ოთხ სხეულს, რომელთაგან სამი ნატიფი მატერიისგან შედგება, ხოლო ერთი (ფიზიკური) უხეში მატერიისგან, ადამიანის სული ყოველი ახალი განსხეულებისას იძენს და ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე კარგავს. ეს ოთხი სხეული უშუალოდ ინკარნაციას ეხება და ინკარნაციის დასრულებისას იშლება. სწორედ ამ „სხეულებთან“ საკუთარი „მე“-ს იდენტიფიცირება და სიკვდილის მერე მათთან ვერ შელევა წარმოქმნის ყველანაირი სახის ილუზორულ ხაფანგებს, როგორც მიწიერ რეალობაში, ასევე მიღმიერში. სწორედ ასეთი ტიპის ხაფანგები იყო შენ სიზმარში დედაშენის სული რომ გადიოდა. სწორედ ეს ხაფანგებია, რომელსაც ქრისტიანობაში „საზვერეებს“ ეძახიან. თუ ადამიანს ცხოვრებაშივე გაცნობიერებული და შესისხლხორცებული აქვს, რომ მისი ჭეშმარიტი „მე“ მარადიული სულია (უმაღლესი ტრიადა სქემაზე) და არა განსხეულებული, დროებითი ინდივიდუალობა (ქვედა ტეტრადა), მაშინ მისი ცნობიერება სიკვდილის მერე მარტივად წყდება 3 დარჩენილ სულიერ სხეულს და ზემო განზომილებებში ინაცვლებს. სწორედ ამ ოთხ სხეულზე ილექება კარმული ენერგიები (ცოდვები) და ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე „საზვერეებში“ (ანუ პლანეტის ქვედა ტეტრადაში, ქვედა სულიერ განზომილებებში) სულის გაჭედვას იწვევს შესაბამისი ვიბრაციების დონეზე. სქემაზე შავი ვერტიკალური, ქვევით მიმართული ისარი აჩვენებს კარმის გადმოსვლის (დალექვის) მიმართულებას. ეხლა დავუბრუნდეთ სქემაზე ისევ პენტაგრამის სექციას. აქ ადამიანი ხუთ ნაწილადაა დაყოფილი. წარმოიდგინე ვიტრუვიანელი ადამიანი, რომელსაც თავის ადგილზე „ზეციერი ადამიანი“ ანუ „უმაღლესი ტრიადა“ აქვს, ხოლო კიდურები ქვედა ოთხ სხეულს (მენტალური, ემოციური, ეთერული, და ფიზიკური) შეესაბამება. თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა ჰგავს ისეთ ვიტრუვიანელ ადამიანს, რომელსაც საკუთარ „თავთან“ კავშირი აქვს დაკარგული. ანუ სხეული და თავი ერთმანეთისგანაა გათიშული, მაშინ როცა თავი სხეულის და კიდურების მოძრაობას უნდა განაგებდეს. ანუ, ადამიანს თავის ჭეშმარიტ „მე“-სთან, თავის სულთან და შესაბამისად ღმერთთან კავშირი აქვს უკიდურესად შესუსტებული და მისი კიდურები (ოთხი უმდაბლესი სხეული) უკონტროლოდ მიედ-მოედება. სწორედ ამ კავშირის აღდგენა, კიდურებსა და თავს შორის კავშირის დამყარება, ოთხ ქვედა სხეულსა და ზედა ტრიადას შორის კავშირის გამყარებაა ადამიანის მთავარი მიზანი. როდესაც ეს კავშირი ჰარმონიზირდება საღმრთო ენერგია, ანუ „მამა-ზეციერის“ (ლურჯი წყვეტილი, ვერტიკალური, ქვევით მიმართული ისარი) ენერგია, იგივე სულიწმინდა დაბრკოლების გარეშე იწყებს ზევიდან ქვევით დინებას (იგივე სული წმინდას გარდმოსვლა), ხოლო „დედა-მიწის“ ენერგია ქვევიდან ზევით. ადამიანი მიკროკოსმის, იგივე მიკროფრაქტალის დონეზე თვითონ იქცევა „სიცოცხლის ხედ“, რომელიც ზეცას და დედამიწას თავის სხეულებით აერთიანებს, მატერიალურ სამყაროს სულიერ სამყაროსთან... სწორედ ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულება!

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff