სამყაროები და ღმერთები
ომრაამ მიქაელ აივანხოვი მიქაელზე
„ათასწლეულების მანძილზე მავნე არსებები აფრქვევდნენ სამყაროში დესტრუქციულ ენერგიებს. დროთა განმავლობაში ეს ენერგიები გროვდებოდნენ, ძალას იკრებდნენ და ქმნიდნენ საშინელ ეგრეგორს, რომელსაც ტრადიცია გველეშაპს უწოდებს. ამ ეგერეგორთან ბრძოლაში მრავალმა მამაცმა არსებამ გაიღო მსხვერპლად საკუთარი თავი, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა მისი დამარცხება. მხოლოდ მთავარანგელოზ მიქაელს - ამ დიდებულ მზის სულს, ამ ღვთაებრივ ძალას, ყველაზე ბრწყინვალეს ნათელ არსებათა შორის ძალუძს ამ ეგრეგორის დამორჩილება. დადგება დრო და თავისი ლეგიონის დახმარებით ის გააკეთებს იმას, რაზეც საუკუნეებია შეღაღადებენ ღმერთს ადამიანები. მისი ჩარევა ნაწინასწარმეტყველებია აპოკალიპსისში და სხვა წმინდა წიგნებში. აი, რატომ უნდა ვუკავშირდებოდეთ მიქაელს, მფარველობას ვთხოვდეთ და ვთანამშრომლობდეთ მასთან - იმისთვის რომ მისი გამაჯვების თანამონაწილენი გავხდეთ. ღვთის შვილები, რომლებიც ჩაიწერებიან იმათ რიცხვებში, ვინც მთავარანგელოზ მიქაელს გვერდზე დაუდგება და მის ბრძოლაში მიიღებს მინაწილეობას, მიიღებენ ცეცხლოვან ამბორს. მხოლოდ ეს ამბორი არ დაწვავს მათ, არამედ გაასხივოსნებს...“
სამყაროები და ღმერთები
გამეღიმა აივენხოვის წაკითხვაზე და მიქაელს მივმართე:
- ესე იგი სხვებიც იყვნენ, ვინც კარგად გიცნობდნენ...
მიქაელი:
- კი... - ეღიმება - და მათ სახელებში და გვარებში ჩემი სახელი შემთხვევით არაა ასახული... მაგრამ საქმეს დავუბრუნდეთ და დრაკონის თემას უნდა შევეხოთ... ვგრძნობ, რომ არ გინდა, რადგან ეს თემა გთრგუნავს, მაგრამ ხომ იცი რომ საჭიროა? ოღონდ იქამდე მინდა წარსულში დაგაბრუნო... გახსოვს შენი სიზმარი, რომელშიც შენი წინა ინკარნაცია ნახე? (იხილეთ წინა ინკარნაცია). გახსოვს ქალი, რომელიც ჭასთან იდგა და რომელმაც გითხრა რომ შიგ უნდა ჩამხტარიყავი, გვირაბი გაგევლო და გვირაბის ბოლოს კარს რომ გააღებდი წინა ცხოვრებას დაინახავდი? არ გიფიქრია ვინ იყო ის ქალი? და რატომ ჭა? რატომ მოგიწია მაინც და მაინც ჭაში ჩახტომა?
მე:
- მიფიქრია, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი...
მან ჩემი გონება სლავური ღმერთების პანთეონისკენ მიმართა... ვიცი ვიზეც მეუბნებოდა, რადგან ამ ქალღმერთზე წაკითხვისას მე თვითონაც გამახსენდა ჩემი მაშინდელი სიზმარი.
ინტერნეტიდან:
„Макошь (Мокошь, Макоша, Могущ, в некоторых источниках – Велесыня) – древнеславянская богиня судьбы, плодородия и семейного очага (семейного счастья). В ее руках сосредоточены нити жизней всех живых существ (в том числе и богов). Макошь также почиталась как богиня гаданий и волшебства, покровительница священных колодцев и точек силы.
Макошь или, как ее иногда называли, Великая Ткачиха, держит в руках полотно мира, на котором из нитей-жизней она сплетает замысловатые узоры. Макошь может в любую секунду оборвать любую нить или изменить ход ее движения, но она никогда этого не делает.
У Макоши есть две помощницы – это богини Доля и Недоля. Когда Макошь прядет очередной пласт мироздания, Доля и Недоля поочередно касаются разных нитей, определяя, таким образом, судьбы людей (или отдельных временных этапов жизней этих людей) и даже богов.“
„Эта богиня была также покровительницей священных колодцев и родников. Требы ей приносили именно в таких источниках воды, бросая пряжу, шерсть и ткани в колодец. Идолы этой богини стояли практически на каждом колодце.“
„Богиня Макош почиталась, как покровительница волшебства и магии. Поэтому именно ей приписывалась власть над колодцами-переходами, так как вода в древности, считалась второй по значимости стихией после огня. Опять же здесь прослеживается противостояние и одновременная связь Сварога, как родоначальника небесного огня и Макоши, как воде, дающей жизнь.“
ნახ. 39. მაკოში.
- ...воде, дающей жизнь... - გამეფიქრა და გამახსენდა მიქაელის სიტყვები რომ ფიზიკურ სამყაროში ინკარნაცია წყლის სტიქიაში ჩაშვებით ხდება... წყალი სიცოცხლის საწინდარია... колодцы-переходы... места силы... в ее руках сосредоточены нити жизней всех живых существ... владыка кармы... славянские боги... - მიტრიალებდა თავში ასოციაციურად გადაბმული აზრების კორიანტელი.
ინტერნეტიდან:
„Макошь не в одиночку занимается плетением судеб мира. Ей помогают две сестры — Доля и Недоля. Макошь часто сравнивают с Норнами и Мойрами из греческого пантеона“
„Норны — в германо-скандинавской мифологии три женщины, волшебницы, наделенные чудесным даром определять судьбы мира, людей и даже богов.“
„Мойры (др.-греч. Μοῖραι от μοῖρα, мойра, букв. «часть», «доля», отсюда «участь», которую получает каждый при рождении) — в древнегреческой мифологии богини судьбы. У древних римлян Мойрам соответствовали Парки.
„Парки (лат. Parcae) — три богини судьбы в древнеримской мифологии.“
მაკოშის მსგავსებამ სხვა კულტურის მითოსის შესაბამის ღმერთებთან, სხვა ღმერთებზე გადაანაცვლეს ჩემი ყურადღება.
მე:
- ყველა ეს ღმერთი... გინდა სკანდინავიურ, გინდა სლავურ, გინდა ვედურ, ბერძნულ, რომაულ, სემიტურ თუ კავკასიურ კულტურებში ერთი და იგივე ინდივიდუალობებია... ერთი და იგივე პიროვნებები.
მაგალითად, ინდურ ვედებში:
„Кришна (санскр. कृष्ण, kṛṣṇa IAST) — одна из форм Бога в индуизме, восьмая аватара Вишну, часто описывается как один из наиболее популярных индуистских богов. В монотеистической традиции кришнаизма почитается как верховная и изначальная форма Бога.“
სლავურ მითებში:
Бог Крышень — одно из имен славянского Бога. Встречаются также другие интерпретации его имени. Крышань, Крышн – у западных славян, Кришна – в индийских Ведах (родственных славянам и русам), Кресень или Крышень – у северных славян и жителей, населявших нынешнюю центральную Россию. Исследователи славянской мифологии полагают, что Бог Крышень – это сын Майи Златы и Бога Вышеня, одной из ипостаси великого триглава у славян. Одним из самых ярких проявлений Крышеня – это его спасительные деяния на Мидгард-Земле (Матери Земле). Славянская мифология говорит, что он постоянно вдыхал Огнь просветленного и божественного самосознания, чтобы люди не утратили связей с богами и Всевышним. Он наделяет людей также талантами, особыми качествами, способностями, выживаемостью. Его неподкупная любовь к справедливой мировой Истине позволяет также и людям сохранять порядок в своем обществе.
ნახ. 40. კრიშენი სლავური მითოლოგიიდან და კრიშნა ინდური მოთოლოგიიდან.
Во время явления Крышеня в мире людей стал проявляться Чернобог – он разрешил своей жене Морене окутать всю землю льдом и снегом. Люди из-за этого потеряли божественный дар – священный огонь, который согревал, дарил тепло и даже силу жизни всему живому. Потепление настало, когда Крышень прилетел с неба на белом коне и сразился с Чернобогом у берегов Ледовитого океана, а затем победил его. Такой подвиг воспевается в Книге Коляды (II, 6).
Вышень – бог Вселенских просторов, вышних миров, одно из первостепенных воплощений единого бога Рода. Вышень является отцом Сварога и дедом Перуна. Это один из наиболее почитаемых славянских богов, чья стихия – это свободное творение (не творчество!), простор для духа, души и мысли. О Великом Боге Вышене сведения мы получаем из «Велесовой книги», «Книги Коляды», а также из индийских Вед и других источников. Основное упоминание о Вышене как верховном славянском божестве раскрыто в «Велесовой книге». Бог Вышень именуется по-разному в разных странах. Например, в Индии – Вишну, а в Болгарии – Вишень.
Майя (санскр. माया, māyā IAST, букв. «иллюзия», «видимость») — в индийской религиозно-философской традиции особая сила (шакти), или энергия, которая одновременно скрывает истинную природу мира и обеспечивает многообразие его проявлений. Ма́йя является иллюзией не оттого, что она лишена бытия, а оттого что она кажется подобно "змее" в верёвке. Как галлюцинация существует клинически, но не отражает объективной реальности. Человек из-за своего неведения (авидья) строит в уме ложное представление о существующем мире, такое представление о мире является майей. Человек часто пытается такое представление о мире натянуть на реальный мир, предаётся иллюзиям, майе.
Из Славянской мифологии, «Песнь о рождении Коляды»: «…То не солнышко засияло, то не зорюшка загорелась – это Майюшка Златогорка с молодым Дажьбогом проехали. Приезжали они к Смородине, да ко той горе Сарачинской. Как положено Вышнем в Прави, здесь, меж Явью и царством Нави, Златогорка должна остаться-ожидать, как наступит срок и Сварожий круг повернется.“
В соответствии со Славяно –Арийской астрологией, пришедшей к нам из древнейших времён, полный оборот звёздного неба происходит за 25920 лет (это так же и время оборота нашей солнечной системы вокруг центра рукава нашей галактики в котором она находится). Наши Предки этот небесный цикл называли «Сварожий Круг». (В астрономии это так называемый «период прецессии». Наука называет цифру «около 26000 лет»). Этот цикл так же связан и с колебанием земной оси по круговому эллиптическому конусу. При этом точка северного полюса за этот период описывает эллипс. На протяжении Сварожьего Круга наше Ярило-Солнце перемещается по небесному своду из чертога в чертог (созвездие) в противоположном направлении от обычного годового цикла.
Даждьбог (Дажьбог) – солярный бог древних славян, покровитель летнего солнца и плодородия. Символом Даждьбога исконно считался солнечный диск. Его цвет – золото, говорящее о благородстве этого бога и его непоколебимой силе. Вообще у наших предков было три основных солярных божества – Хорс, Ярила и Даждьбог. Но Хорс являлся солнцем зимним, Ярило – весенним, а Даждьбог – летним. Даждьбог является богом второго поколения (по другой классификации – первого). Вместе с Семарглом и Стрыем он участвовал в Изначальной Войне, которая закончилась переделом мироздания. Даждьбог, чьим излюбленным оружием считалось копье (изредка – лук) был одним из величайших воинов Ирия и ни одна война не обходилась без его участия. Наши предки изображали Даждьбога в багряно-золотистых доспехах с копьем и щитом в руках.
მე:
- რამდენი ინფორმაციაა და ყველაფერი ერთი და იგივეზე მეტყველებს! ერთი და იგივე მოვლენებს აღწერს! როგორი ცხადი გახდა ჩემთვის ეს ალეგორიები!... სლავურ მითოლოგიაში კრიშენი არის ვიშენის და მაიას (მაია ზლატოგორკას) შვილი. მაია ინდუიზმში ფიზიკური სამყაროს ილუზორობას ნიშნავს. სხვა სიტყვებით კრიშენი ანუ კრიშნა ვიშნუს ავატარია ფიზიკურ ანუ ილუზორულ სამყაროში... Златогорка должна остаться-ожидать, как наступит срок и Сварожий круг повернется... ისევ 26000 წლიანი პრეცესიის ანუ ტეტრამორფის ციკლი, რომელსაც ძველი სლავები „სვაროგის წრეს“ უწოდებდნენ! Божественный дар – священный огонь, რომელიც კრიშნას დროს დაიკარგა ჩერნობოგის გამო, ნიშნავს ვიბრაციების დაცემას და წმინდა ცეცხლის, ანუ სწორი ცოდნის დაკარგვას.
მიქაელი:
- შეიძლება უსასრულოდ გააგრძელო ეს პარალელები სხვადსხვა და ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული კულტურების მითოსებს შორის.
მე გამახსენდა რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიზმრებში სლავურ ღმერთებს ვხედავ. უამრავი ინფორმაცია მოდის, მაგრამ ვერაფერი გამომაქვს იმის გარდა, რომ ეს ყველაფერი სლავური ღმერთების პანთეონზეა.
მიქაელი:
- ქალაქი სადაც შენ ცხოვრობ, ძალიან დაბნელებულია და ართულებს სუფთად ინფორმაციის გადმოცემას. ამას შენ თვითონაც გრძნობ. მაგრამ, შენ ყველაფერი იცი. თუ რამეს წაიკითხავ და მსგავს ინფორმაციას წააწყდები, ეგრევე ამოიცნობ.
ხანდახან ჩემ თავს ამნეზირებულ ადამიანს ვამსგავსებ, რომელიც ისე ვერაფერს იხსენებს, მაგრამ თუ სურათზე დაინახა ან ცხოვრებაში წააწყდა, ადამიანი იქნება ეს, თუ რაიმე ადგილი, აუცილებლად ამოიცნობს.
მიქაელმა გამახსენა ერთი სურათი, რომელიც სიზმარში გამომიგზავნა. იქ ადამიანი იყო გამოსახული ჩაკრების სიტემით, მაგრამ ორი ჩაკრა, რომელიც ყავისფერი ფერით იყო გამოსახული, ქვევით, ფეხებთან იყო განლაგებული და თითქოს ადამიანს ქვედა სამყაროსთან, თუ დედამიწის რაღაც ფენებთან აკავშირებდა. მე არა ვარ ამ თემის დიდ ექსპერტი, მაგრამ ინდურ იოგაში ძირითადად შვიდი ჩაკრაა ხოლმე მოხსენიებული, რომელთაგან ყველაზე დაბალი მულადჰარა, იგივე ფუძის ჩაკრა, საზარდულის არეში მდებარეობს. თუმცა ისიც ვიცი, რომ ჩაკრების რაოდენობა რეალურად გაცილებით მეტია და ყველასათვის ცნობილი შვიდი ჩაკრა, უბრალოდ ძირითადია მათ შორის. მაგრამ მიქაელმა ფეხის ჩაკრებზე გააჩერა ჩემი ყურადღება და ამას რაღაც აზრი უნდა ჰქონოდა. ინფორმაცია ფეხების ჩაკრებზე ვიპოვე სლავური ვედების მკვლევართან (http://www.yahealthy.info/e/slavyanskaya-devyaterichnaya-vixrevaya-chakrovaya-energeticheskaya-sistema-organizma-cheloveka/). ამ მკვლევარის ვინაობა და სანდოობა ეხლა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის რომ მისი კვლევა ჩემს ხილვას დაემთხვა.
ნახ. 41. ჩაკრების სქემა სადაც ფეხის ჩაკრებიცაა ნაჩვენები
იგივე საიტიდან:
Вихрь Матери № – 1 (первый энергетический центр)
Расположение: Ступни ног.
Они имеют важнейшее значение в здоровье и целительстве человека! На ступни ног выведены все внутренние органы, большое количество вихрей, в том числе и главные вихри Матери. Что очень важно — обмен энергией с Матушкой Земля и Космосом, человек является посредником – проводником этих энергий! Интеллект, здоровье, обмен энергий, разум и знание, и ещё многое и многое мы обретаем благодаря тому, что дала нам природа, это наши ступни их устройство и возможности. Об этой теме можно говорить безконечно.
Цвета: Эти вихри не имеет определенного цвета, но обычно они представляют себя в тонах цвета, такие как коричневый с красноватыми оттенками, так как они непосредственно связаны с энергией Земли.
Ключевые моменты Вихря Матери: Здоровье вихрей ног напрямую связано с нашей способностью, не только стать обоснованным, стать внутри физического тела, но и в то же время, здоровье ног связано с проявлением Духовного умения, быть основанием Света. И с многомерными способностями активно взаимодействовать с миром в целом, в реальном времени, в то же время это “точка и жертвенного Огня” для нашего Высшего Я. Возможность быть в постоянном взаимодействии показывает интегрированную способность гармонизировать наш Дух и тело, и это практика, чтобы развиваться в пути самосознания и самореализации.
ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა დავინახე ჩაკრებთან დაკავშირებით, გარდა იმისა რაც დავწერე. ბუნდოვნად მახსენდება რომ ჩაკრული სისტემა ისევეა სამ ნაწილად დაყოფილი, როგორც სამყაროები...
მიქაელი:
- შენ უკვე იცი ანალოგიის და ფრაქტალების მსგავსების პრინციპი. მე არაერთხელ შემიდარებია ადამიანი სიცოცხლის ხესთან.
მან ისევ დამაბრუნა ფიქრებით სკანდინავიურ-გერმანულ და სლავურ მითოლოგიასთან.
ინტერნეტიდან:
Всего миров в скандинавской мифологии — девять. все они, кроме древнейших Муспельхейма и Нифлхейма были созданы богом Одином и его братьями Вили и Ве. Располагаются миры вертикально на трех больших уровнях — по три мира в каждом:
Верхние миры — небесные:
Асгард — мира асов
Ванахейм — мир ванов
Альвхейм — мир светлых эльфов
Средние миры — земные:
Мидгард — мир людей
Ётунхейм — мир великанов
Муспельхейм — мир огня
Нижние миры — подземные:
Свартальвхейм — мир карликов цвергов
Хельхейм — мир смерти
Нифлхейм — мир тьмы и холода
Cвязывает их гигантское Мировое дерево — Иггдрасиль.
მიქაელი:
- გაავლე პარალელი ვედურ ასტროლოგიასთან სადაც არსებობს შვიდი მთავარი პლანეტა და ორი დამატებითი, მე-8 და მე-9 „ციური სხეული“ - რახუ და კეტუ, რომლებსაც ნეგატიური დატვირთვა აქვთ. ასევე მიაქციე ყურადღება, რომ სამყაროს ხის ფესვებთან გველეშაპია! იგივე დრაკონი. მაგრამ ამას მერე დავუბრუნდებით. 9 სამყარო, ეს ის სამყაროებია, რომლებსაც მე ჰორიზონტალურ სამყაროებს ვეძახი, რადგან მათი რეალობების სიხშირეებში შედარებით მცირედ განსხვავდებიან ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროებთან შედარებით, თუმცა სიხშირეთა შკალის მიხედვით მათი დალაგებაც შეიძლება ვერტიკალურად, ანუ როგორც ზემოთქმულ ინტერნეტ-სტატიაშია ნახსენები. ეს 9 სამყარო ერთ დიაპაზონს, ერთ შრეს, ერთ სისტემას ეკუთვნიან, რომელსაც ვედებში მანდალა ეწოდება და ესეც ფრაქტალური გეომეტრიული სტრუქტურაა აღმოცენებული ამ მაკროკოსმის ამ ევოლუციური ციკლის ვიბრაციულ დიაპაზონში...
- „ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარო...“ ისევ გამახსენდა მე ზღაპრებიდან წამოსული ცნობილი გამონათქვამი...
მიქაელი:
- ამ 9 სამყაროში ინკარნაციები შენთვის უკვე გასაგები წყლის სტიქიაში ჩაშვებითა და მიწის სტიქიაზე გამოსვლით მიმდინარეობს. ამიტომ ჰქვია სიმბოლურად რომ ეს სამყაროები ცხრა ზღვით და ცხრა მთითაა ერთმანეთისგან დაშორებული... მაშინ როცა ზედა ანუ ზეციურ სამყაროებში გადანაცვლებისთვის ჰაერის და ცეცხლის სტიქიას მიუყვები... ამიტომაა რომ ქვეცნობიერად თქვენ ანგელოზებს ფრთიან და ცეცხლოვან არსებებად წარმოიდგენთ. ქვედა სამყაროში მოხვედრა ცეცხლის და მიწის სტიქიების გავლით ხდება... ეს ინკარნაციების შემთხვევაში, მაგრამ თუ სულიერი სხეულით ცხრა სამყაროში გინდა იმოგზაურო, ამისთვის ნატიფი სხივების ხიდს უნდა გაჰყვე, რომელსაც სკანდინავები ცისარტყელისებრი ხიდს ეძახდნენ...
მე ჩემი სიზმარი გამახსენდა, სადაც მიქაელმა „სხვა სამყაროში“ გადამიყვანა ჩრდილოეთის ციალის მაგვარი სინათლის სვეტით (იხ. „სხვა სამყარო“).
- ის „სხვა სამყარო“, რომელიც სიზმარში მაჩვენე, რომელი იყო 9 სამყაროთა შორის? - ვკითხე მე.
- ის მთლად სიზმარი არ იყო, რადგან მე სულიერი სხეულით მართლა გადაგიყვანე ერთ-ერთ რეალობაში...
ის სამყარო აღწერებით რატომღაც ვანაჰეიმს მივამსგავსე, მაგრამ ჩემმა ფიქრებმა სხვაგან წამიყვანეს და ისევ მომინდა იგივე კითხვის დასმა, რომელზეც ვერასდროს ვიღებდი პასუხს:
- მიქაელ... შენ რომელ სამყაროს ეკუთვნი ამ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებში? - მაგრამ პასუხი ისევ ვერ მივიღე და მან მხოლოდ გაწყვეტილი თემა გააგრძელა:
- მოდი თემას დავუბრუნდეთ. 9 ჰორიზონტალური სამყაროდან 7 მათგანი ძირითადია და 2 დამატებითი, ისევე როგორც 9 ჩკრიან სისტემაში 2 ჩაკრაა 7 ძირითადის დამატება. 9 სამყაროც ისევე როგორც ვერტიკალური სამყაროები ფორმალურად სამ ნაწილად იყოფა: ქვედა, შუა და ზედა სამყაროები ანუ წინა, შუა და უკანა. იგივე წინასკნელი, შუასკნელი და უკანასკნელი, ხოლო ჰორიზონტალური სამყაროები: ქვესკნელი, სკნელი და ზესკნელი. ეს სამობრივი დაყოფა პლანეტარული არსებების იერარქიაშიც ვლინდება და შესაბამისად სიცოცხლის ხის სტრუქტურაში. შენ სიზმარში (იხილეთ „სიბრძნის მცველი“) სამი გველი კვერთხის გარშემო, რომელიც სამი ტიპის ცოდნას განასახიერებდა, სწორედ ამ სამი სამყაროს ცოდნას გულისხმობს. გახსოვს ჰერმეს ტრისმეგისტის სიტყვები: „Поэтому я зовусь Гермес ТРИЖДЫ великий, обладающий ТРЕМЯ ЧАСТЯМИ знания обо всем мире“? მე ციკლური პრინციპით გასწავლი. ინფორმაცია ზედა, შუა და ქვედა სამყაროებზე ერთი მეორეს მიყოლებით უბრუნდება თემას და ყოველ დაბრუნებაზე მეტად და მეტად ვუღრმავდებით საკითხს. ეხლა გაიხსენე, შენ სიზმარში წინა ცხოვრებასთან დაკავშირებით, როდესაც ჭასთან მდგომი ქალი დაინახე, იგივე მაკოში, რა იგრძენი? რა ენერგია მოდიოდა მისგან?
მე:
- ძალა... მაგიური ძალა. ეს არ იყო ის ღვთაებრივი მადლი, რომელიც ასე უხვად გადმოდის იესოს სულიდან ან კრისტალურად გამჭვირვალე სიწმინდე, რომელსაც მარიამი ასხივებს. ეს მაგიური ძალა იყო.
მიქაელი:
- არსებობენ არსებები, რომლებიც არც ღვთაებრივ და არც დემონურ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი, ერთგვარად შუა და ქვედა იერარქიულ შტოებს განეკუთვნებიან და გარკვეულ ძალებს ფლობენ. არსებობენ განდგომილებიც, მაგრამ ძირითადად „შუალედური არსებები“ მათზე ზემდგომი რანგის ღვთაებრივი იერარქებით არიან მართულნი. მაგალითად, არსებობენ ბუნების სულები. ისინი არც ცუდები არიან და არც კარგები (თქვენი გაგებით). მათ ბუნების გარკვეული გამოვლინებების და მოვლენების მართვა ეკისრებათ ნატიფი სფეროებიდან. მათ ენერგეტიკულ ველში არ არის უმაღლესი ღვთაებრივი ენერგიები, მაგრამ ისინი ქტონურ (დემონურ) არსებებს მაინც არ მიეკუთვნებიან. ისინი სიცოცხლის ხის, ესე ვთქვათ შუა/ნატიფმატერიალურ შტოს წარმოადგენენ. მათთან კონტაქტზე გასვლის შემთხვევაში, მათ შეიძლება როგორც ავნონ, ასევე დაეხმარონ ადამიანს. მათთან შეხვედრისას არ არის გამყინავი სიბნელის შეგრძნება. უბრალოდ მათგან მომავალ მაგიურ ძალას გრძნობ. ეს არსებები დედამიწის ნატიფ ველებში უსხეულოდ არსებობენ. ექსტრასენსების და ენერგომკურნალების უმრავლესობა, სწორედ მათთანაა კავშირში. ახლა კი მინდა ერთ ძველ სიზმართან დაგაბრუნო, რომლის ჩაწერა ისევ დაგავიწყდა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი იყო.
ნახ. 42. სიცოცხლის (ანუ სამყაროების) ხე იგდრასილი სკანდინავიური მითოლოგიიდან.
მე მივხვდი რომელ სიზმარზე მეუბნებოდა. ეს სიზმარი სადღაც 2012-ში დამესიზმრა. მახსოვს ძილის წინ ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ მიენიშნებინა, ან აეხსნა ჩემთვის რა არის სულიწმინდა, რადგან მისი, როგორც ღმერთის იპოსტასის გამოვლინება გაუგებარი იყო ჩემთვის. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე.
დაძინებისთანავე ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ ჩამავლო ხელი და სადღაც გამაფრინა. ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ ამ არსებამ ელვის სიწრაფით გადამანაცვლა რაღაც სრულიად უკაცრიელ, ცარიელ და სრულებით მკვდარ პლანეტაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა მთვარეს და შესაძლოა მთვარე იყო. ამ პლანეტაზე სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა. არც ატმოსფერო, არც მცენარეები, არც ცხოველები, არავინ! მხოლოდ მე და შავი კოსმოსი ჩემ თავზე. მახსოვს საშინელი გრძნობა დამეუფლა, თითქმის პანიკური შიში. რატომღაც განცდა გამიჩნდა რომ დრო გაჩერდა და აწი ამ მკვდარ, უსახურ ადგილას მარადიულად უნდა ვარსებობდე ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული და დავიწყებული. ჩემი ოჯახის წევრებს ვეძახდი, ჩემს ქმარს ვეძახდი, მაგრამ მივხვდი, რომ აქედან ხმას ვეღარავის მივაწვდენდი და ვერავინ მიშველიდა. ეს იყო სრული მარტოობის, მივიწყების და უიმედობის ჯოჯოხეთი, ადგილი სადაც ღმერთი არ არსებობდა!... ხო, მაშინ მივხვდი, რომ ჯოჯოხეთი არის ადგილი სადაც ღმერთი არ არის. მაშინ ისე მომინდა უკან დედამიწაზე დაბრუნება... როგორ ვინანე, რომ არ ვაფასებდი ჩემი ცხოვრების თითოეულ დღეს და ხშირად დაუმსახურებლად ვწუწუნებდი და მოვთქვავდი, როცა ამ ადგილას ცხოვრების ამხელა ბედნიერება მქონდა! თითქოს შორიდან დავინახე კიდეც, როგორ იყო შებურული ჩვენი პატარა პლანეტა, ჩვენი მშობლიური სახლი ცოცხალი ძალით რომელშიც უამრავი არსება ბორგავდა, ირეოდა, სუნთქავდა, წუხდა, უხაროდა, ცხოვრობდა... ეს მაცოცხლებელი ძალა, თავისი ცხოველებით, მცენარეებით, მწერებით, ქვეწარმავლებით, კარგი თუ ცუდი ადამიანებით იყო ის რაც ამ მკვდარი ადგილისგან ასხვავებდა ჩვენს დედამიწას. ეს სიცოცხლის ძალა იყო ის ღმერთი, რომელიც იქ, აწი ჩემთვის მიუწვდომელ დედამიწაზე იყო და აქ, მარტოსულობის ჯოჯოხეთში, არა!
- სული წმინდა... იგივე სულის იპოსტასი... - შემისწორა მიქაელმა, - მე მინდოდა რომ მისგან მოწყვეტით გეგრძნო რას წარმოადგეს ის, ვისშიც სულ არსებობთ, ვისშიც ცხოვრობთ და ვისით სუნთქავთ. ეს ის „სულის“ იპოსტასია, რომელიც მატერიას აცოცხლებს და განაღმრთობს... თქვენ სულ მასთან ხართ და ამ სიახლოვის გამო ვერ გრძნობთ მის არსებობას... ის გასაზრდოვებთ, ის ამოძრავებს თქვენს სულიერ ძალებს...
- როდესაც ამ ჯოჯოხეთურ ადგილას ვიყავი, მახსოვს ვინატრე, რომ ჩემ გვერდით ვინმე ადამიანი ყოფილიყო. სულ ერთია ვინ... თუნდაც ყველაზე ცუდი, უვარგისი ბოროტმოქმედი, რადგან მისი სახით ღმერთის ნაპერწკალი გაანათებდა ჩემ არსებობას. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სრული განცდა მქონდა, რომ აწი ვეღარაფერს შევცვლიდი და ამ მდგომარეობაში მარადისობა უნდა გამეტარებინა... ყველაზე მტანჯველი სწორედ ეს უიმედო მარადისობა იყო!...
- არ ფიქრობ, რატომ აღმოჩნდა შენი ჯოჯოხეთი ადგილი, სადაც სრული მარტოობაა? არა რაიმე ტანჯვა, წვალება, არამედ სრული მარტოობა, სადაც შენმა სულმა ასე მძაფრად მოინდომა ადამიანებთან ყოფნა, თუნდაც ყველაზე ცუდ მათგანთან?... არ ფიქრობ, რატომ არის რომ შენ მიერ შექმნილ სამოთხეშიც, საკურის ხით, ხორბლის ყანებით და ულამაზესი პეიზაჟებით, ადამიანები არ არიან? არც იქ არ არიან... რატომ?
ამ კითხვაზე არ მინდოდა პასუხის გაცემა, თუმცა მან ის ისედაც იცოდა.
მიქაელი:
- შენ თვლი, რომ ადამიანები ყველაფერს აფუჭებენ და რომ ის ლამაზი ბუნებაც შეილახება მათ ხელში. შენ მათი იმედი დაკარგე, იმედები გაგიცრუვდა და ქვეცნობიერად მათგან დისტანცირებას ახდენ. შენი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მარტოობაა. ხომ ხვდები, რომ ეს შენი დიდი შინაგანი პრობლემაა?.. ადამიანები უნდა მიიღო ისეთებად, როგორებიც არიან. ამისთვის მათ სხვა თვალით უნდა შეხედო. იპოვე ეს „მხედველობის კუთხე“. არასრულყოფილება უნდა აპატიო, მათაც და საკუთარ თავსაც... ხომ იცი, რასაც მოგთხოვ? (გაეღიმა) შენ იდეალურ სამყაროში ადამიანები უნდა გაჩნდნენ. შექმენი მენტალური კონსტრუქციები იდეალური ადამიანების საზოგადოებით. იცოდე, რომ ეს შენი დავალებაა...
- იდეალური ბუნება შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ არა იდეალური ადამიანები... - გამეღიმა მე.
- როგორი უტოპიურიც არ უნდა იყოს, უნდა წარმოიდგიონო. შენ მიერ შექმნილი მენტალური კონსტრუქციები (სამყაროების შექმნის დონეზე) რათქმაუნდა ფიზიკურად არ რეალიზდება. ის ნატიფ დონეზე დარჩება და შენთვის ეს მხოლოდ ვარჯიშია, მაგრამ ხომ იცი, რომ ახალ განვითარების ეტაპზე, გახსნილი სულიერი თვალის ადამიანებმა, რომლებსაც ძლიერი მენტალური ძალა მიეცემათ, უნდა ისწავლონ მენტალური კონსტრუქციების დალექვა ფიზიკურ განზომილებაში და ეს კონსტრუქციები სრულყოფილი უნდა იყოს. მინდა გაიგო, რომ შემოქმედებით ადამიანებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმისთვის რომ გარემო უკეთესობისკენ შეცვალოთ ეს „უკეთესობა“ ჯერ იდეის დონეზე თქვენ მენტალში უნდა გაჩნდეს ლამაზი იდეების, წარმოდგენებისა და ხატების სახით. ადამიანები ხშირად ხატავენ, თხზავენ და იგონებენ მახინჯ რეალობებს, იმის გამო რომ მიაჩნიათ რომ ასეთია ცხოვრება და მათი მიზანია ცხოვრების რეალობის ასახვა. მე კი მინდა მოგწყვიტოთ რეალობისგან. შექმენით მშვენიერი, თუნდაც ის არ ასახავდეს თქვენს ამჟამინდელ ყოფას. მახინჯი რეალობის ასახვა, მხოლოდ ამ სიმახინჯის შენარჩუნებას და მანკიერ წრეში ბრუნვას განაპირობებს! დაუსახეთ თქვენ თავს მაღალი თამასა! ნუ შეგეშინდებათ თქვენი იდეების უტოპიურობის და იდეალურობის, რადგან მხოლოდ მაღალს შეუძლია დაბალი წამოწიოს! მხოლოდ მშვენიერს შეუძლია სიმახინჯე დაძლიოს. თქვენს იდეალისტურ ხატებს რეალობაც წამოყვება და ისიც წამოიწევს! მუსიკას თუ შექმნით, დაე იყოს ის მშვენიერი! ნახატს თუ დახატავთ, იყოს მშვენიერი! ფილმს თუ გადაიღებთ იყოს მშვენიერი! იყოს თქვენ მიერ ასახული ბუნება უფრო ლამაზი, ვიდრე თქვენ გარშემოა, ადამიანები უფრო კეთილშობილები, ხოლო საზოგადოება უფრო სრულყოფილი და ყოველ ჯერზე როცა რამეს შექმნით, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით შეესაბამება თუ არა თქვენი შემოქმედება მშვენიერს? ნუ შეზღუდავთ ფანტაზიას! დაუშვით, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მოწყვიტეთ თქვენი გონება ამწამიერ რეალობას! წარმოიდგინეთ წარმოუდგენელი! შექმენით!