განსვენების რიტუალები და უხრწნელი ნეშტები
12 აპრილი. 2019 წელი. განსვენების რიტუალები და უხრწნელი ნეშტები
ბოლო საუბრიდან გარკვევით ჩამომიყალიბდა აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენდა ჩვენი წინაპრების წარმოდგენა მიღმიერ სამყაროზე, როგორც აჩრდილების სამყოფელზე და რა მიზანს ემსახურებოდა წინაპართა სულებისთვის განკუთვნილი მსხვერპლშეწირვები და განსვენების რიტუალები. სულთა მიღმიერი არსებობა ეგვიპტელთა წარმოდგენით, ისევე როგორც ჰადესის სამეფო ბერძნულ მითოლოგიაში წარმოადგენდა ადამიანების შეხედულებას სწორედ იმ ნატიფმატერიალურ რეალობებზე, რომლებშიც ხვდება და იმყოფება გარდაცვლილი ადამიანის სული შემდეგ ინკარნაციამდე. კარგი ადამიანისთვის ეს რეალობა „სამოთხისებურია“, მაგრამ არა მუდმივი, მიუხედავად „მუდმივობის“ განცდისა, რომელიც სულის ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას მისი ცნობიერებისთვის, მისი რეალობის აღქმისთვისაა დამახასიათებელი. როგორც მიქაელის ახსნიდან მივხვდი (და ეს ჩემი ვარაუდია) ეგვიპტური მუმიფიკაციის რიტუალი, ფარაონთან ერთად ნივთების და მსახურების ჩაყოლება ემსახურებოდა მისი სიკვდილისშემდგომი „რეალობის“ გამყარებას და გახანგრძლივებას, ანუ, ამ რეალობის „შემოდგომა-ზამთრის“ პერიოდის გადავადებას. ვინაიდან ფიზიკური ნივთი ისეთი მასალისგან შედგება, რომელსაც სტიქიათა ენერგიები შეესაბამება, ფიზიკურ ნივთებს აქვთ ერთგვარი ეთერული ორეული, რომელიც გარდაცვლილი სულის რეალობაში შეიძლება გადავიდეს, თუ ეს ნივთი მას მიუძღვნეს (განსაკუთრებით თუ დაწვეს. აქედან მოდის გაუკუღმართებული ვედური ტრადიცია გარდაცვლილი ქმრების კვალდაკვალ ცოლის მიყოლება ცეცხლზე დაწვის რიტუალით). საქართველოს სოფლებში და პროვინციებში დღემდე არსებობს მიცვალებულისთვის ნივთების გატანების ტრადიცია, რომელიც ამ მოვლენასთანაა მიბმული. ეგვიპტელ ფარაონებს რომ დავუბრუნდეთ, თვითონ ფარაონის სხეულის მთლიანობის შენარჩუნებაც განაპირობებდა მისი სულის ნატიფმატერიალურ რეალობაში დიდხანს შენარჩუნებას და რეინკარნაციის გადადებას. როგორც ჩანს მუმიფიკაციით ფარაონები და „საღმრთო“ გენეოლოგიის წარმომადგენლები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ კალი იუგას არახელსაყრელ ეპოქაში რეინკარნაციისგან. თუმცა ესეც ჩემი ვარაუდია.
კარგად ვერ ვხვდები, მაგრამ წმინდანების ფიზიკური სხეულის უხრწნელობა ამ ყველაფერთან რაღაცნაირ კავშირშია. ამჟამად მასურად მიღებული წარმოდგენის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ძველად (განსაკუთრებით ბერძნულ ეკლესიაში) უხრწნელი ნეშტი არ ითვლებოდა წმინდანობის მანიშნებლად, არამედ პირიქით ცოდვიანობის ნიშანი იყო ან იმის ნიშანი, რომ გარდაცვლილი სამღვდელოების პირი იყო „დაბმული“ მიწიერ რეალობასთან ერთგვარი ფიცით ან წყევლით. წმინდანობის შემთხვევაში, მათი წარმოდგენით, უნდა დარჩენილიყო თეთრი ფერის ძვლები, ხოლო სხეული უნდა დაშლილიყო და მიბარებულიყო მიწას.
ინტერნეტიდან:
Греки по внешнему виду как и русские определяют святость человека; но если для русских святость определяется нетленностью тел умершего (сохранность внешнего вида тела человека); то для греков признаки святости это, как правило, отсутствие плоти на костях, цвет костей, их запах и их сохранность, а нетленность тел может восприниматься как признак греховности.
Большой Московский собор принял постановление, говорящее, что если было найдено нетленное тело некоторого человека, то никто не должен почитать этого человека как святого без достоверного свидетельства и соборного определения; так как тела многих людей остаются нетленными не от святости, а по причине того, что эти люди умерли, находясь под архиерейской или иерейской клятвою (проклятием); или остаются нетленными по причине того, что эти люди совершили преступления против божественных, священных, правил и закона. Человека, мощи которого остаются нетленными, можно почитать как святого только если это определит архиерейский собор.
В сербский Требник первой половины XV века включена молитва, которая читается в случае, если тело умершего не разлагается; во время заупокойной ектеньи архиерей добавляет следующее прошение: «Ещё молимся о прощении им связывания и отлучения, и о том, чтобы рассыпались эти тела на те составляющие, из которых были сотворены Богом», то есть, чтобы тела превратились в земной прах.
როგორც ჩანს თუ ფიზიკური სხეული უხრწნელია არა კლიმატური ან გარემოს ქიმიური ზემოქმედების გამო, არამედ „ზემოდან“ არგაწყვეტილი ენერგიის შემოდინებით, ეს ნიშნავს, რომ მონადა არ (ან ვერ) არის ბოლომდე დაბრუნებული სულიერ განზომილებაში და ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობა მიწიერ განზომილებაში ერთგვარ ღუზას ტოვებს. შესაძლოა ჭეშმარიტი წმინდანის შემთხვევაში ეს „ღუზა“ განგებ არის დატოვებული, როგორც „სინათლის ფოკუსი“, ანუ წყარო დედამიწაზე სულიწმინდის ენერგიის ჩამოდინებისა, რომლითაც შესაძლებელია დაავადებულთა განკურნება და ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარი შვების მინიჭება. ხოლო ცოდვილის შემთხვევაში სხეულის უხრწნელობა ნიშნავს ძლიერ მიჯაჭულობას მიწიერ რეალობაზე, პლიუს არგახარჯულ პოსტ- და პრენატალურ ენერგიებს, რაც მის სულს მატერიალურ რეალობასთან აბამს.
რაც მთავარია, ზუსტად იგივე მექანიზმით მატერიალურ განზომილებაში ინკარნირებული „ღმერთები“ ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე თავისი ბოლო ინდივიდუალობის შესანარჩუნებლად ითხოვდნენ მსხვერპლშეწირვებს, რომელთაგან ყველაზე ენერგიისმომტანი იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. ეს „ღმერთები“ არ წარმოადგენდნენ ღვთაებრივ პირველწყაროსთან ერთობაში მყოფ უმაღლეს არსებებს, რომლებსაც მსგავსი ენერგიის შემოდინება არ სჭირდებათ და რომლებიც არა დროებით რეალობაში, არამედ სულიერ განზომილებაში იმყოფებიან - უფრო მაღალსიხშიროვან განზომილებაში, რაც ჩემთვის რთული გასაგებია. თუმცა ნათელი იერარქიის ჭეშმარიტ წარმომადგენლებს ნატიფ განზომილებებშიც შეუძლიათ „ჩამოსვლა“ და სულიერ სხეულების შესხმა. ასევე მათ თავიანთი ნატიფმატერიალური რეალობები აქვთ შექმნილი, რომლიდანაც უფრო მარტივად ამყარებენ ფიზიკურ განზომილებასთან კავშირს. ასეთი რეალობის მაგალითია ის ამაღლებული ეთერული სივრცე, რომელშიც მე მიქაელს ვხვდები ცნობიერების აწევისას. ის დიდი დარბაზი მარმარილოს ბოძებით და მოხატული კედლებით როგორც ჩანს მისი მენტალური კოსტრუქციაა, მისი მენტალით შექმნილი ნატიფმატერიალური სამყარო, ისევე როგორც მისი გარეგნობა. ანალოგიური, მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილი იყო „საკურის ხის და ხორბლის ყანების“ სამყარო. მხოლოდ თუ ჩემს შემთხვევაში მე ამას საღ ჭკუაზე და შეგნებულად ვქმნიდი, გარდაცვლილი ადამიანის ცნობიერება ამ რეალობას თავის გარშემო „გაუცნობიერებლად“ ასხავს ხორცს, ისე, როგორც სიზმარში და ხშირად შედეგი არც ისეთი სახარბიელოა, რადგან მშვენიერის კულტივირება თანამედროვე ცხოვრებაში ნაკლებად ხდება და ადამიანების გონება გავსებულია მახინჯი, მანკიერი სახე-ხატებით. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მეუბნებოდა მიქაელი, რომ ყოველთვის, როდესაც რამეს ქმნის, ადამიანმა მშვენიერი უნდა შექმნას, სწორედ ეს იყო. სწორედ ის, რომ სიკვდილის მერე ამ „შემოქმედის“ სული თავად არ მოექცეს საკუთარი ფანტაზმაგორიების ხაფანგში. რაც შეეხება ე. წ. „ცუდი“ ადამიანების სულებს, რომელსაც (-) ნიშანი ანუ მარცხნივმბრუნავი აურა აქვთ შეძენილი, ისინი ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე (-) განზომილებაში ანუ „დრაკონის“ ეგრეგორში ვარდებიან, სადაც ინდივიდუალობის შემაკავებელი ენერგია სწრაფად იხარჯება ტანჯვის და შიშის გამოტყორცნით, მიდის რა შესაბამისი უსხეულო დემონური არსებების საკვებად და ადამიანი ხელახლა ინკარნირდება შესაბამის არასახარბიელო პირობებში. როგორც ჩანს ეს სწრაფად ხდება მიუხედავად მარადისობის განცდისა. ასეთი ადამიანების სულებისთვის ჩვენს სამყაროში ინკარნაცია ნამდვილი შვებაა და ერთადერთი თავის დაღწევა. ყველაზე ცუდ პირობებში გაჩენაც კი მათთვის უკეთესია რეპტილიის ეგრეგორში ყოფნასთან შედარებით. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალშობილებს, თუნდაც ისინი დაავადებით გაჩნდნენ ან ბავშვებს მუცლადყოფნის დროს, არასასურველი სქესის ან სხვა მიზეზის გამო სიცოცხლე არ წავართვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათთან კარმულ ვალში ავღმოჩნდებით. ის, თუ სად მოხვდება ადამიანის სული, დრაკონის ეგრეგორში, თუ ნატიფმატერიალურ რეალობებში, განპირობებულია იმითი, თუ როგორი ჯამური გამოსხივება აქვს მის სულს. სიმბოლურად ეს გამოსხივება ან პლიუს ნიშნით ან მინუს ნიშნითაა წარმოდგენილი. შუალედური არ არსებობს. მას ან მარჯვნივმბრუნავი ენერგეტიკა აქვს ან მარცხნივმბრუნავი. სიმბოლურად ეს მარჯვნივ და მარცხნივმბრუნავი სვასტიკებით შეიძლება გამოხატო. მარჯვნივმბრუნავი, ანუ გამოსხივების მქონე, ანუ „ალტრუისტული“ ენერგეტიკის მქონე სულები ნატიფმატერიალურ რეალობებში ხვდებიან და იმ ფენაში იმკვიდრებენ ადგილს, რომელიც მათი ცნობიერების სიხშირეს შეესაბამება. ხოლო მარცხნივმბრუნავი, ანუ „შთანთქმის“ ტიპის, „ეგოისტური“ ტიპის სულები დრაკონის ეგრეგორში ვარდებიან. „კარგი“ ადამიანების სულებიდან ნატიფმატერიალურ საზვერეებს ბოლომდე მხოლოდ ისინი გადიან, ვისი სულის ერთადრეთი ჭეშმარიტი მოთხოვნილება ღმერთთან ერთობაა, მაგრამ ამ მოთხოვნილებას სიკვდილისშემდგომ ვერ შეიძენ და ამ მიღმიერი სამყაროს კანონებს ვერ მოატყუებ. ეს მოთხოვნილება სიცოცხლეშივე უნდა გაგიჩნდეს შენ თავში „მე ვარსებობ“ ღმერთის თვითშეცნობის რეალიზებით, ღმერთთან გულისმიერი კავშირის დამყარებით. სწორედ ამ შეგრძნებას ეძახდა მიქაელი „ცათა სასუფევლის“ მოპოვებას ან „ღერძის“ შეძენას. სწორედ ამიტომ უნდოდა რომ მე რაღაც ეტაპზე მაინც მოვწვეტილიყავი მასზე დამოკიდებულებას და ღმერთის ცნობიერებასთან ერთობით საკუთარი ეგზისტენციალური თვითმყოფადობა შემეძინა. ჩვენს შორის ორმხრივი მიჯაჭულობა განჩნდა, როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემთვის და მე საკმაოდ დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს კავშირი წინა ცხოვრებებიდან, მრავალი საუკუნეების წინანდელი წარსულიდან იღებს დასაბამს. იმ წარსულიდან, რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია.