გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ადამიანის სულის განსხეულება

 

20 დეკემბერი. 2018. ადამიანის სულის განსხეულება

მიქაელი:
- ფიზიკური გარდაცვალების თემიდან მინდა დაბადების ანუ განსხეულების თემაზე გადავინაცვლოთ, ოღონდ ამჯერად თვალსაწიერი მეტად უნდა გააფართოვო, რადგან დედამიწის ფარგლებს უნდა გავცდეთ. ზოგიერთი თქვენი მეცნიერი, განსაკუთრებით ისინი ვინც ალტერნატიული ისტორიის დარგში მოღვაწობენ, დიდი ხანია გამოთქვავენ ვარაუდს, რომ ძველი, ეგრეთ წოდებული წარმართული ღმერთები უცხოპლანეტელები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ცნობიერში ეს სიტყვა ოდიოზურ არსებებთან ასოციირდება და არაპრესტიჟულ თემას წარმოადგენს, ეს მოსაზრება სწორია, იმდენად, რამდენადაც სხვადსხვა პლანეტები, სხვადასხვა სიხშირეთა დიაპაზონში ანუ სხვა სიტყვებით პარალელურ რეალობებში დასახლებულია სხვადასხვა სიცოცხლის ფორმებით, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია. ნათელ ძალთა იერარქებსაც აქვთ სხეულები მაღალ რეალობებში, ანუ სიხშირეთა შკალაზე მაღალ განზომილებებში არსებულ შესაბამის პლანეტებზე. ადამიანის ინკარნაციაში არსებობს ორი მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის ფიზიკურ სხეულში სულის შედინება, ანუ სულის ჩასახვა და სულის მიერ ფიზიკური სხეულის დატოვება, ანუ გარდაცვალება; მატერიასთან დაკავშირება და მატერიისგან მოწყვეტა. უკანასკნელს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა კულტურებში, ვიდრე პირველს, მიუხედავად იმისა, რომ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეტსაც გეტყვი, მე ამ პროცესებს პირიქით აღვიქვავ. ჩემთვის ადამიანის ფიზიკური გარდაცვალება მისი დაბადებაა სულიერ სამყაროში, ხოლო მიწიერ განზომილებაში განსხეულება სულიერი სამყაროსთვის დროებითი, მაგრამ სიკვდილის ტოლფასია. ადამიანთა კულტურა და რელიგია ძალიან მდიდარია განსვენების რიტუალებით, რომლებიც სულს ეხმარებიან სულიერ სამყაროში ორიენტაციაში, მაგრამ აღარაფერია შემორჩენილი ჩასახვის რიტუალთან დაკავშირებით, რომელმაც სასურველი შედეგის მიღებისას განსხეულებაში რაც შეიძლება ზედა განზომილების სული უნდა მოიზიდოს. ძალიან მწირია ადამიანთა შორის იმის შეგნება რომ სიკვდილის მომენტში გონება ღმერთისკენ და სულიერი იერარქებისკენ იყოს მიმართული. ეხლა მითხარი, თუ იცი ვინმე ვინც ბავშვის ჩასახვისას გონებას ღმერთისკენ ან სულიერი სამყაროსკენ მიმართვას?

მე გამეცინა ამ კითხვაზე.

- რა თქმა უნდა არა... თან ცუდად წარმომიდგენია, ეგ როგორ უნდა მოახერხო...

- ძველად არსებობდა ამის შესახებ ცოდნა. იმისთვის რომ ოჯახში ერთი სული მაინც მოეზიდათ ზედა განზომილებიდან, ცოლ-ქმარი ერთგვარ ლოცვით და მარხვით პრაქტიკებს ახორციელებდა, რომლის შედეგად სულის ნაყოფთან დაკავშირების მომენტში იხსნება ენერგეტიკული კორიდორი (რუს. Вихревой коридор) ზედა განზომილებასთან, საიდანაც ამაღლებულ სულს უადვილდება დედამიწის ველებში ჩამოსვლა. ასეთი „სულიერი შვილი“ განსაკუთრებულ ტრადიციაში და განსაკუთრებული პრინციპებით იზრდებოდა, რადგან მისით მასთან დაკავშირებული ადამიანებიც შეიძლება ამაღლებულიყვნენ. სხვათაშორის, ერთადერთი სადაც ამ ტრადიციის შებრუნებული ვარიანტი არსებობს, ეს არის მარცხენა ფრთის ადეპტები, როგორიცაა ილუმინატების (?) სექტები, სადაც ოღონდ პირიქით, ქვედა სამყაროდან სულის მოსაზიდად ტარდება ჩასახვის რიტუალი, რომლის დროსაც ინტიმური კონტაქტი მამაკაცსა და მომავალ დედას შორის ტარდება ადეპტების თანდასწრებით, რომლებიც შესაბამის სარიტუალო სიტყვებს და ბგერებს წარმოთქვავენ.

მე გამახსენდა რომ მასონების ეს არასასიამოვნო რიტუალი რამდენიმე ფილმში მაქვს ნანახი.

მიქაელი:

- ზედა განზომილებიდან ინკარნირებულ სულებს როგორც წესი კარგი პირადი კარმა აქვთ, მაგრამ სულის მაღალსიხშიროვანი ვიბრაციების გამო უნებურად იტვირთებიან, ანუ თავის თავზე გადმოაქვთ (ხომ გახსოვს, დაბლის აწევა მხოლოდ მაღალს შეუძლია) გვარის, ქვეყნის და ას. შ. კარმული ტვირთი შესაბამისი ეგრეგორების საშუალებით. ასეთ სულებს სულიერ სამყაროსთან მჭირდო კავშირი უნდა ჰქონდეთ, რომ კოლექტიური კარმისგან გაიწმიდონ. ასეთ „სულიერ ადამიანებს“ შეიძლება ყველაფერი ჰქონდეთ და ყველაფერში უმართლებდეთ, კარგი პიროვნული კარმის გამო, მაგრამ მათ იმდენად განვითარებული თანაგრძნობის ანუ ემპათიის უნარი აქვთ, რომ მხოლოდ ამ თვისების გამო უჭირთ ბედნიერად თავის შეგრძნება. სხვისი უბედურება იმდენად ძლიერად ძრავს მათ სულებს, რომ დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევს. პირადი სიხარულიც კი მათში დანაშაულის გრძნობას აღძრავს, რადგან სხვა, გაჭირვებული და უბედური ადამიანების ფონზე მათ ეს მცირე გახარების მომენტიც დანაშაულად მიაჩნიათ. იცოდე, რომ თანაგრძნობა, მიუხედავად თავისი მტანჯველი ბუნებისა, ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლია, რომლის დროსაც ამ ადამიანის გულიდან გაჭირვებულთა მიმართ საღმრთო ნათელი გადაედინება და როგორც ჩირაღდანი სიბნელეში ისე ნათთება იმათი დაჩრდილული სულები. თქვენი თვალისთვის უხილავია ის პროცესები, რასაც ჩვენ ასე გარკვევით ვხედავთ. ნუ გეშინიათ თქვენი სიკეთის და გულისხმიერების, ნუ დაახშობთ თქვენს მგრძნობიარე გულებს, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ნუ დაზოგავთ თქვენი სულების საგანძურს, რადგან ამით საღმრთო საქმე აღესრულება... ყოველი ასეთი ადამიანი ჩვენი დასაყრდენია ფიზიკურ სამყაროში და ჩვენი უდიდესი იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ის ჩვენთან გაუცნობიერებლად თანამშრომლობს. ჩვენი დახმარება კაცობრიობის მიმართ ხშირად შეუმჩნეველია, რადგან ის სულიერი და ნატიფი ველებით მოდის ფიზიკურ განზომილებაში, რომლებიც თქვენთვის უხილავია, მაგრამ დამიჯერე, ასეთი „სულიერი ადამიანების“ გარეშე ჩვენ იმის უმცირეს ნაწილსაც ვერ შევძლებდით, რასაც თქვენთვის ვაკეთებთ. 

2018 წელი. 22 დეკემბერი. ამაღლებული სულის მოზიდვა ბავშვის ჩასახვისას

მიქაელი:
- ჩასახვის პროცესს რომ დავუბრუნდეთ, მინდა იცოდე, რომ იმ მომენტიდან რა მომენტიდანაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს გამრავლებას და ზრდას, ხდება სულის პირველადი დაკავშირება მომავალი ბავშვის სხეულთან. ეს პროცესი შეიძლება წარმოიდგინო როგორც ღუზის ჩაგდება სულის მხრიდან მატერიალურ განზომილებაში. სულის ჩაშვება ნელ-ნელა და ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველი 4 მთვარის თვის განმავლობაში ნაყოფს უყალიბდება შესაბამისი 4 ქვედა სხეული (მატერიალური და სამშვინველი) და მას შესაბამისად უკავშირდება სულის ცნობიერების შესაბამისი ასპექტები. ორსულობის 4 თვის დასასრულს სულის სხეულში ჩაშვება ფაქტიურად დასრულებულია. ამ დროს ხდება სწორედ ბავშვის პირველი განძრევა. უფრო სწორედ დედის მიერ ბავშვის მოძრაობის პირველი შეგრძნება. ეს ის მომენტია, რომელიც შენ სიზმარში დაინახე, როგორც გააზრება რომ უკვე დედის მუცელში იმყოფები. ხომ გახსოვს, იქამდე თითქოს წყალში ეშვებოდი და თოკს მიუყვებოდი. თოკი კი სწორედ იმ „ღუზის“ თოკი იყო, რომელიც ჩასახვისთანავე დაკავშირდა შესაბამისი დედის სხეულთან. თითოეული თვე ერთი მთვარის ციკლია ანუ 4 X 7 = 28. როგორც მატერიალური სამყარო არის სულიერის ანარეკლი, ისე მთვარე წარმოადგენს მზის ანარეკლს. დედამიწაზე განსხეულებული არსებები და მათი სასიცოცხლო პროცესები სწორედ მთვარის ციკლებითაა წარმოდგენილი, მაშინ როცა სულიერი პროცესები მზით. მზე-მთვარის ურთიერთმიმართება ისეთივეა, როგორც სულიერ-მატერიალური რეალობების. მთვარე განგებ არის განთავსებული ისეთ მანძილზე დედამიწისგან და ისეთი კუთხით, რომ მზესთან ერთობლივად მატერიალური სამყაროს შესაბამის მატერიალურ-სულიერ პროცესებს წარმართავდეს. არაფერია შემთხვევითი. თქვენი კალენდარი, რომელიც წლიურ ციკლს ასახავს მზე/მთვარის ციკლების ამსახველია, ისევე როგორც პრეცესიის (ტეტრამორფის) ციკლი. ერთი მთვარის ციკლი 28 დღე (მინიშნება ჩემგან: რადან ციკლებს შორის პერიოდებს ახასიათებთ გარდამავალი პერიოდი, ე. წ. სანდჰია, რომელიც შეესაბამება ციკლის ხანგრძლივობის 10%-ს, გამოდის 28 + 2.8 ≈ 30/31 დღე) წარმოადგენს ორი ფრაქტალის კომბინაციას. ეს არის 4 და 7. „ფრაქტალი ოთხის“ პრინციპია „ჩასვლა ამოსვლის“ ტალღა, ანუ „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი“ ან „ბავშვობა, სიყმაწვილე, ზრდასრულობა, სიბერე“ ან „სატია,ტრეტა, დვაპარა, კალი“. ხოლო 7-ის პრინციპი არის აღმავლობა, როგორც მაგალითად ცისარტყელის შვიდი ფერის, 7 ჩაკრის ან 7 ნოტის სიხშირეთა მატება.

imma88

imma89

imma90

imma91

 

ნახ. 44. ა) 4-ობრივი ფრაქტალი, ბ) 4-ობრივი ფრაქტალის ტალღური ბუნება, გ) 7-ობრივი ფრაქტალი, დ) 7-ობრივი ფრაქტალის „აღმავალობის პრინციპი“ ხილული სპექტრის მაგალითზე, ე) 7-ობრივი ფრაქტალის „აღმავალობის პრინციპი“ ნოტების მაგალითზე, ვ) 7-ობრივი ფრაქტალის „აღმავალობის პრინციპი“ ჩაკრების მაგალითზე.

- ფრაქტალური სტრუქტურების ცოდნა ძალიან ღრმა ქვეცნობიერ დონეზეა ადამიანში და არა მარტო ადამიანში, არამედ გამოვლენილი სამყაროს ყველა ცოცხალ არსებაში ჩადებული. დაწყებული ბიოლოგიური ინსტინქტებით, დამთავრებული მეცნიერებით, ხელოვნებით და ლიტერატურული ნაწარმოებებით, ის ყველგან იჩენს თავს. აიღე თუნდაც იგივე 7-ობრივი ფრაქტალი.

მე გამახსენდა, რომ ლიტერატურაშიც კი გამუდმებით ვაწყდებით ამ საკრალურ რიცხვს. ოდისევსი 7 წელი იყო ნიმფა კალიფსოს ტყვეობაში... ჰანს კასტორპი ტომას მანის ნაწარმოებში 7 წელი რჩება სამკურნალო დაწესებულებაში. და ეს მხოლოდ მცირედია რაც ამ წუთს გამახსენდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ ფრაზას - “მე-7 ცაზე დაფრინავდა”... ცნობილია რომ ძველი მისტერიების ადეპტები 7 წლიან საგამოცდო ვადებს გადიოდნენ. და რამდენია ალბათ ამ რიცხვის გამოყენების მაგალითები, სადაც ქვეცნობიერად „აღმავლობის“ პრინციპია ჩადებული. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff