გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ანგელოზთა დაცემა

 

2018 წელი. მაისი. ანგელოზთა დაცემა

მე:

- ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ნათელი ძალების იერარქიაზე გინდა მომიყვე... - თვალწინ აირიენ წარმართული ეპოქის ღმერთები, ელინების ოლიმპისა და მონოთეისტური რელიგიების ღმერთები და წმინდანები, აღმოსავლური რელიგიების ღმერთები, ნახევარღმერთები და დემონური არსებები...

-ხომ იცი, რომ ყველა ლეგენდის უკან სიმართლე დგას ასეთი თუ ისეთი სახით... დედამიწა არის პლატფორმა სადაც ცოცხალი არსება გამოიმუშავებს „სულის თვისებებს“, მაგრამ ის არ უნდა გახდეს ხაფანგი სულისთვის...

-რა მოხდა? რაღაც მომენტში ყველაფერი წავიდა არასწორედ?

-თითოეულ ცივილიზაციას თავისი „მენტალური კონსტრუქციების“ დემიურგები (რუს. демиурги мыслеформ) ჰყავდა რომლებიც „ლექავდნენ“ ამ კონსტრუქციებს მატერიალურ განზომილებაში. ყოველი ცივილიზაციის ევოლუციას, თავისი იერარქები ჰყავდა ზეგანზომილებებიდან... მათ ადამიანების სულიერი ევოლუციის ზედამხედველობა ევალებოდათ... თითოეული იერარქი, როგორც წესი, ერთ კონკრეტულ „ძალას“ განაგებდა, და ეს ძალა, ანუ ენერგია უნდა ემართა ისე რომ ადამიანთა ცივილიზაცია სულის განვითარების სცენარით წასულიყო. კარგი მაგალითია ოლიმპის ღმერთები... ისინი უფრო ძველი არსებები არიან და უფრო დიდი ხანი განაგებდნენ ენერგიათა მართვას ვიდრე ელინური კულტურა არსებობდა. მაგალითად სიყვარულის ენერგიას ერთი „ღმერთი“ განაგებდა, კონფლიქტების მართვას (ანუ ომის) მეორე და ას. შ. ეს გარკვეული სიხშირის ენერგიებია.

- ანუ ოლიმპის ღმერთები მართლა არსებობდნენ?

- და არსებობენ კიდევაც თქვენთვის უხილავ განზომილებაში.

- ხო, მაგრამ... ეს „ღმერთები“ ბერძნულ მითებს თუ დავუჯერებთ დიდი ზნეობით თვითონაც არ გამოირჩეოდნენ. თითქოს სულ რაღაც ვნებებში იყვნენ...

- მითებიდან ძნელია რეალური სურათის დანახვა. ისინი ხშირად ფანტაზიის ნაყოფი ან უბრალოდ მხოლოდ მონახაზია, ისევე როგორც ბევრ რელიგიურ წიგნში აღწერილი მოვლენები, რომელიც კაცობრიობის შორეულ წარსულს ეხება... მაგრამ სიმართლის მარცვლების დანახვა მაინც შესაძლებელია...

...როგორც თქვენ გყავთ საერო მთავრობა, სამინისტროებით, დეპარტამენტებით და სხვადასხვა მმართველებით, ასევე ჰყავს კაცობრიობას სულიერი ზედამხედველების ანუ „ნათელ ძალთა იერარქია“. თითოეული ცივილიზაცია ცალკე „პროექტია“, რომელსაც იერარქიის თავისი განშტოება უდგას სათავეში. ამ ცივილიზაციებს, ისევე როგორც ცოცხალ ორგანიზმს... გაიხსენე ფრაქტალების პრინციპი... პრინციპი რომ მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს... ჰქონდა თავისი განვითარების, ზრდასრულობის და განადგურების პერიოდები...

...შენ უნდა გაიგო, რომ აბსოლუტური სრულყოფილება არ არსებობს „გამოვლენილ“ სამყაროებში, ვერტიკალური სამყაროების თვით ყველაზე უმაღლეს სამყაროშიც კი. ცოცხალი არსებები, რომლებსაც ადამიანები „ღმერთებს“ უწოდებდნენ, პირველწყაროს სამსახურში იდგნენ და კონკრეტულ ენერგიებს განაგებდნენ. მაგრამ შენ უნდა მიხვდე, რომ მათი არსებობის არეალი მკვეთრად განსხვავდება დედამიწისგან. მათ სამყაროს შეიძლება უწოდო „სამოთხის ტიპის“ სამყარო, სადაც ცოცხალ არსება ნეტარებაშია ცხოვრებისგან. ის იღებს ყველაფერს რაც მოესურვება, რაც მას ეს ეკუთვნის კიდეც საღმრთო კანონის მიხედვით. ამაში მდგომარეობს „სამოთხის ტიპის“ სამყაროების თავისებურება. „მე მინდა და მომეცემა“ - კარგი გაგებით, მაგრამ სწორედ ეს არის მათი მენტალიტეტის განმსაზღვრელი თვისება. ადამიანების სამყარო კი ამ ეტაპზე ერთგვარად „პირუკუღმა სამყაროა“, რადგან თქვენთან თუ „მე მინდა და მომეცემა“ პრინციპით იცხოვრე, ის დაგამონებს მატერიალურ ილუზიაზე და შეგისუსტებს კავშირს „პირველწყაროსთან“, ანუ გააძლიერებს მატერიას და შეასუსტებს სულს. როგორც ნათქვამია - Quod licet Iovi (Jovi), non licet bovi (ლათ. «რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, აკრძალულია ხარისთვის»)! სხვა სიტყვებით, თქვენ სამყაროში რაც უფრო უარს ამბობს ადამიანი მატერიალურ სიამოვნებებზე და ასკეტურად ცხოვრობს, მით უფრო ძლიერდება მისი სულიერი საწყისი. სწორედ ეს ბრძოლა მატერიასა და სულს შორის განაპირობებს ადამიანის ევოლუციას. „სამოთხის ტიპის“ სამყაროების მაცხოვრებლებს არა აქვთ მსგავსი ბრძოლები და შესაბამისად, არც სულიერ წინსვლას განიცდიან ისე როგორც ადამიანები, მაგრამ სამაგიეროდ ისინი „პირველწყაროს“ ანუ ჭეშმარიტი ღმერთის სამსახურში დგანან და მის ენერგიებს ატარებენ, მის მისიას ასრულებენ. ასეთ ცოცხალ არსებებს უდიდესი ქმედითი პოტენციალი აქვთ და თუ რაღაც მიზეზის გამო მათი სულის ველი პლიუსიდან მინუსზე გადაერთვება, უბრწყინვალესი ღვთაებრივი არსებიდან უძლიერეს დემონს მიიღებ!..

- საითკენ მიგყავს... ანგელოზთა დაცემა?...

- როცა იერარქი პირველწყაროს სამსახურში დგას, ის ენერგიას ატარებს ესე ვთქვათ ზევიდან ქვევით. ხოლო ქვევიდან, ანუ ადამიანებისგან მას მხოლოდ ნატიფი, მაღალი სიხშირის ენერგია ჭირდება როგორიცაა ლოცვის ენერგია, რომელშიც სიყვარული, მეგობრობა და მადლიერება მოიაზრება. ასეთი ენერგიით იერარქს შეუძლია დაიკავშიროს, ესე ვთქვათ „ჩაიბას“ ადამიანი, როგორც ალპინისტები არიან თოკით ჩაბმულნი, იმისთვის რომ ამ ადამიანის ცნობიერება ამოქაჩოს. ხომ გახსოვს რას გასწავლიდი, სიყვარულის ენერგიაა ყველაზე მაღალი სიხშირის ენერგია, რომელიც სულთა ერთობას წარმოქმნის და ასეთი „ჩაბმის“ შესაძლებლობას სწორედ ეს ენეგრია იძლევა. ხოლო თუ იერარქი რაღაც მიზეზის გამო სულიერად დაეცემა, ანუ მოწყდება პირველწყაროს, მისი სული მარცხნივ მბრუნავ ანუ მინუს/დემონურ თვისებას იძენს. მას აღარ შეუძლია ადამიანის ცნობიერების აწევის უზრუნველყოფა, სამაგიეროდ ბუნებრივი უნარებიდან გამომდინარე შეუძლია „აზრობრივი კონსტრუქციების“ დალექვა მატერიალურ განზომილებაში, ადამიანებისგან საჭირო რაოდენობით ენერგიის მიღების შემთხვევაში. ანუ მას შეუძლია ლოცვებისა და რიტუალების საპასუხოდ გამოიწვიოს წვიმა ან გვალვა ან სხვა რაიმე მატერიალური გამოვლინება. მაგრამ ამ შემთხვევაში, მას სიყვარულის ენერგია არამც თუ არ ყოფნის, არც ჭირდება. მას უფრო დიდი და უხეში ენერგიით ჭირდება გამოკვება, როგორიცა სასიცოხლო ენერგია (რუს. энергия жизнепотоков)!

- ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვა!

- განსაკუთრებით ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების!

- რატომ მოხდა ასეთი სულიერი ვარდნა?

- სწორედ „მე მინდა და მე მომეცემა“ მენტალიტეტის გამო. ამ მენტალიტეტით „პირუკუღმა სამყაროში“ (ანუ სამყაროში, სადაც მატერიის იპოსტასი დომინირებს და იგი დაბალვიბრაციულია) ადამიანად განსხეულება, თანაც საკუთარი წარმომავლობის სრული მეხსიერებით და ანგელოზის, როგორც თქვენ ეძახით, ანუ ზედა განზომილების არსების ქმედითი პოტენციალის შენარჩუნებით, ძალიან საშიშია... ბევრმა ვერ გაუძლო ამ ცდუნებას... ხშირად „დაცემა“ სწორედ საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული. ის რაც ზედა და სულიერ სამყაროებში ბუნებრივი მაგნიტური მიზიდულობით ჩაკრების შერწყმით გამოიხატება და წმინდა, ნორმალური პროცესია, მატერიალურ სამყაროში დიდ თავშეკავებას მოითხოვს. დიდი თავშეკავებაა საჭირო თქვენ სამყაროში დაბალი ჩაკრის ანუ სექსუალურ ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ ცნობიერება 666-ზე არ ჩამოვარდეს და ცხოველს არ დაემსგავსო. პირველწყაროს მოწყვეტილი არსებები კიდევ დიდხანს ინკარნირებდნენ დედამიწაზე, სანამ მათ მისგან ნატიფ-მატერიალური ხაფანგი არ შექმნეს და ადამიანები და მათი მოქმედებებით შექმნილი ენერგეტიკული ნაკადები საკუთარ კვების წყაროდ არ აქციეს. როცა სრულიად კაცობრიობის მენტალური ეგრეგორის ვიბრაცია ვარდება, ჩვენთვის ძნელია ჩვენი იდეების გამტარებელი წინასწარმეტყველებისა თუ მღვდელთმსახურების მოვლინება, მაშინ როცა მათი იდეების დამნერგავები ადვილად ინკარნირდებიან და ადვილად მოქმედებენ, რადგან საარსებო და სამოქმედო სივრცე უწყობთ ხელს.

- განა ღვთაებრივი იერარქები არ იბადებოდნენ ადამიანებად?

- იბადებოდნენ. უკანასკნელ დრომდე იბადებოდნენ. ღვთის შვილების ინკარნაციას წინ უძღვის ნათლის შვილების ინკარნაციები. ეს იერარქიაში უფრო დაბალი შტოა. ნათლის შვილები ღვთის შვილებს ესე ვთქვათ გზას უმზადებენ იმით, რომ კაცობრიობის ცნობიერებას ზევით წევენ, რათა „ღვთის შვილს“ შეეძლოს მოვლინება. დაბალ ვიბრაციებში „ღვთის შვილი“ ვერ მოევლინება ვიბრაციებში ძლიერი განსხავავების გამო. ის უბრალოდ ვერ შეძლებს არსებობას. უკანასკნელი ღვთის შვილის მოვლინება გაიხსენე...

- იესო...

- ვინ უძღოდა მის გამოჩენას? „Услышьте голоса братьев, Вопиющих в пустыне и в стране бесплодной“ - იოანე ნათლისმცემელი არ იყო მაშინ ერთადერთი ნათლის შვილთაგან. ჯერ ნათლის შვილები ევლინებიან და შემდგომ ღვთის შვილები. ეხლაც დრო მოვიდა რომ ღვთის შვილის მოსავლინებლად მომზადდეს კაცობრიობის ცნობიერება. ეხლანდელი ადამიანების ყოფა გალიაში გამომწყვდევას ჰგავს. სული ვერ ვითარდება ისე რომ გააღწიოს ამ განზომილებაში ხელახლა ინკარნაციებიდან. ბავშვს დაბადებიდან არასწორ წარმოდგენებს უნერგავენ. საზოგადოება არასწორი პრინციპებითაა მოწყობილი, არასწორ ღირებულებებზეა დაყრდნობილი. ადამიანის თავისუფლება ერთი დიდი ილუზიაა, თავისი რელიგიებითა თუ მეცნიერული მიღწევებით, რომელიც დიდ წილად დემონური არსებების მენტალური და ასტრალური კონსტრუქციებით იმართება. მათი პროგრამები რაღაც დოზით ყველა რელიგიაშია განთავსებული. ღვთის შვილების მოვლინება დედამიწაზე ისეთ საზოგადოებრივ წყობას შექმნის, რომელიც სულის სწორ ევოლუციას შეუწყობს ხელს. სწორედ ესაა ჩვენი ბრძოლა და ჩვენი მიზანი. ღვთის შვილების მოვლინება მოიტანს დროს, როდესაც კაცობრიობის ცნობიერების სიმაღლე „განღმრთობილი ადამიანის“ დონეზე ავა, ადამიანი თავის ნებას ღმერთს ჩააბარებს და როგორც ცხოველები იმართებიან ინსტინქტების საშუალებით საღმრთო კანონებით, ისე წარიმართება კაცობრიობა გულიდან ნაკარნახები კანონებით, რომელიც სრულყოფილ საზოგადოებას შექმნის! აღარ იქნება საჭირო კანონების წერა და მათი აღსრულების უზრუნველყოფა, ადამიანის გული იმდენად გაიწმინდება, რომ მას უსწავლელად ეცოდინება რა არის სწორი და რა არასწორი, რადგან როგორც მე გელაპარაკები ეხლა, ასე გაიგონებენ ისინი გულიდან სინდისის ხმას - ღმერთის ნებას!

...და იქნებ მაშინ იმ სამყაროში, რომელიც შენ მენტალურ განზომილებაში ჩვენ შესახვედრად შექმენი ყვავილოვანი საკურის ხის, ხორბლის ველების, ლამაზი მთებისა და ცხოველების გარდა ადამიანებიც წარმოიდგინო.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff