რეალობის ილუზორულობა. ცნობიერების აწევის პროცესი
2018 წელი. 29. აპრილი. ადამიანებისთვის თხოვნის უფლება
გუშინ წერაქვში ავედით. გზად საოცარი ხედებით ვტკბებოდით. გაზაფხულმა სრული სილამაზით გამოავლინა თავი. ყველაზე უჟმური და უღიმღამო დასახლებებიც კი ფერადი ყვავილების ხალიჩებით იყო დამშვენებული. ბუნებაში ყოფნისგან ენერგიით დავიმუხტე და ამ სილამაზის ცქერით დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ ამ სიამოვნებას მეორე მხარეც გამოუჩნდა. შევამჩნიე, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო მიჭირდა კიბეზე ასვლა. მეორე სართულზე ასვლა წელს შეიძლება სულ არ გამომივიდეს და ჩემი საძინებლის მაგივრად პირველ სართულზე, საერთო ოთახში მომიწიოს დაძინება. სიმწრით გავიაზრე რომ წელს უარესად ვარ ვიდრე შარშან. შარშან უარესად ვიდრე შარშან წინ და ას. შ. მიუხედავად ჩემი დაუღალავი მკურნალობებისა ჩემი მდგომარეობა სტაბილურად უარსედება!
სახლში დაბრუნებისას ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი. მამაჩემიც დაიღალა და დაწვა. ჩემი უმცროსი შვილიც უხასიათოდ ბოდიალობდა ოთახში და არ იცოდა რითი დაკავებულიყო. შიმშილს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ უზომო დაღლილობის ცოტა მაინც განსაქარვებლად რამე უნდა მეჭამა, მაგრამ არც ადგომის თავი მქონდა და არც მამაჩემის შეწუხება მინდოდა. ძალები მოვიკრიბე და სამზარეულოში გავედი, მაგრამ ორი ყავარჯნით ბევრი ვერაფრის წაღება-წამოღებას შევძლებდი და ვერც ფეხზე დგომა შევძელი დიდხანს. სკამზე დავეცი და პირველივე რაც მაგიდაზე ყველაზე ახლოს იდო, გადავიღე - შოკოლადის კექსი, რომელიც ჩემთვის არ შეიძლება. ხვალ ამ კექსისგან შეიძლება ცუდად გავხდე, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. საკუთარი უსუსურობისგან ცრემლები მომერია. კვებაში მაინც რომ არ ვიყო სხვებზე დამოკიდებული რა მოხდებოდა?
ლოგინამდე მივბოდიალდი და სრულიად გამოფიტული დავეგდე. არც შოკოლადის კექსმა აღმიდგინა ენერგია. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ დაბრუნდნენ მეუღლე და ქალიშვილი, როგორ დაწვა უმცროსი ბიჭი. დამძიმებული გულით და უიმედობის განცდით დამეძინა.
ღამით გამეღვიძა. ჩემს ჯანმრთელობაზე და ბუნდოვანი მომავალის ფიქრებში ვიყავი, როდესაც ვიგრძენი „ამაღლებული სულის“ თანამყოფობა. ამ სულს ვიცნობდი. ეს ის იყო, რომელიც ადრე „მოსაუბრე ვარსკვლავად“ დამესიზმრა და მისკენ მიმავალმა გზამ სიზმარში „სამოთხეში“ მიმიყვანა. ეს ის იყო, ვისაც ერთხელ წერაქვში „ვესაუბრე“ ჩემ ერთ-ერთ ხილვაში. მომინდა მისთვის „ღმერთი“ მეწოდებინა, მაგრამ მას სახელი ჰქონდა. ეს სახელი ამოტივტივდა ჩემ გონებაში, მაგრამ ვერ გავბედე მეთქვა. „იქნებ ვცდები...“. ამ სულისგან მამობრივი სიყვარული, უსაზღვრო სიკეთე და სიბრძნე მოდიოდა. დავინახე რომ ეს არის ძველი მონოთეისტური რელიგიის „მამა ღმერთი“, რომელსაც მეც მივმართავდი ხოლმე ჩემ ლოცვებში. მან მაგრძნობინა რომ ის ჩვენი პლანეტის კაცობრიობის ევოლუციის იერარქია, მაგრამ ისიც ეთაყვანება „პირველწყაროს“. „დავინახე“ როგორ სცემენ თაყვანს ადამიანები (რატომღაც თეთრი თმებით) „პირველწყაროს“, ვიგრძენი როგორ უდიდეს სიამოვნებას იღებენ ამ ურთიერთობისგან. „პირველწყარო“ თეთრ ნათებად აღიქმებოდა, რომელიც აბსოლუტური გონის მატერებელია და სამყაროს ან შეიძლება სამყაროების არსებობა მისი გამოვლინებაა. თითოეულ პლანეტას თავისი იერარქი, თავისი „ღმერთი“ ჰყავს, მაგრამ „პირველწყარო“ ერთია. თვალნათლივ დავინახე რომ ისტორიის მანძილზე ადამიანები „ღმერთებს“ უწოდებდნენ იერარქიის სხვადასხვა წარმომადგენლებს.
- Я не жалуюсь... нет... - ვუთხარი მე - Я знаю законы и в моей болезни кроме себя мне винить некого...
- ნათელი არსებები ადამიანის სულიერ ევოლუციას შეგნებულად ემსახურებიან, ხოლო დემონური არსებები შეუგნებლად, მაგრამ კარმის კანონების მიხედვით საბოლოო ჯამში ისინიც იგივე სამსახურს ასრულებენ. ასეთია დუალური სამყაროს კანონები - მითხრა ღვთაებრრივმა სულმა.
- რატომაა ოღონდ ეს ევოლუცია ასეთი სატანჯველი... - წუხანდელი ფიქრებმა თავისი მათქმევინეს.
-სულის გამოთავისუფლება მატერიის ილუზიიდან საერთოდ მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ეს სიმძიმე დაბალი ცნობიერების ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. მაღალ ცნობიერებაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს ადამიანის ცხოვრების გზა, მისი კავშირი „პირველწყაროსთან“ გაძლიერებულია და უწყვეტი ნეტარების განცდას ანიჭებს, რის გამოც მისი „ტვირთი მძიმეცაა და მსუბუქიც“.
- მომიყევი ნათელი ძალების იერარქიის სტრუქტურაზე, - ვთხოვე მე, რადგანაც ეს თემა განსაკუთრებით მაინტერესებდა, მაგრამ პასუხი ვეღარ მივიღე. ვიგრძენი, როგორ დამებინდა გონება და ძილმა ჩამითრია.
დილისკენ ასეთი სიზმარი ვნახე:
რატომღაც თელავის სახლში ვიყავი, სადაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი ხოლმე. სახლში უამრავი ნაცნობი და უცნობი ადამიანი ირეოდა. მე რატომღაც ერთ ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგოსთან ერთად ვიყავი. რატომღაც ვიცოდი, რომ ამ გოგოს ვერაფრით ვერ უჩნდებოდა შვილი. არაერთხელ მოეშალა მუცელი და ახლაც იგივე ელოდა. მამაჩემს ვკითხე - ნუთუ ვერაფრით ვერ ვუშველით?
- ვერა, - მიპასუხა მამამ, - მოეშლება აუცილებლად.
მე და ახალგარზრდა გოგო მარტოები დავრჩით. ვგრძნობდი ყველაფერს რაც გადაიტანა ბავშვის გაჩენის სურვილით და გული მიმძიმდებოდა. უეცრად ვიგრძენი როგორ ამტკივდა მუცელი. მასაც ტკიოდა და მე რატომღაც მის ფიზიკურ და სულიერ ტკივილს საკუთარ თავზე ვგრძნობდი. ჩემ თავში ვგრძნობდი როგორ მოწყდა მუცელში ნაყოფი და როგორ დაიწყო საშვილოსნომ საშინელი ტკივილებით შეკუმშვა რომ ეს ნაყოფი გარეთ გამოედევნა. მასთან ერთად მეც იატაკზე ჩავიკეცე. ვგრძნობდი, როგორ ფიზიკურზე მეტად მტკიოდა გული. ახალგაზრდა გოგოს ოფლი ასხამდა და საშინელ ტანჯვებში იკრუნჩხებოდა. უზომოდ მეცოდებოდა და მასთან ერთად ვტიროდი. სრულიად მკაფიოდ ვხედავდი, რომ ეს ადამიანი არ შეეშვებოდა და იქამდე შეეცდებოდა ბავშვის გაჩენას, სანამ არ მოკვდებოდა. მკვდარი ნაყოფი ჯამში ჩავდე და ტკივილით ვუყურებდი. უეცრად ისევ ვიგრძენი წეღანდელი ღვთაებრივი სულის თანამყოფობა და სრულიად მკაფიოდ გავაანალიზე, რომ უფლება მაქვს ამ ადამიანისთვის ღმერთს დახმარება ვთხოვო. მოულოდნელად ჯამიდან მოწყვეტილი ბავშვის გვამი გაქრა. თვალებს ვერ ვუჯერებდი.
- Неужели у меня есть право просить за людей?.. - ვიკითხე, მაგრამ პასუხი ისედაც ცხადი იყო. ახალგაზრდა გოგოს მივვარდი და ვუთხარი, რომ უნდა ვილოცოთ და ღმერთი მას ამ საშინელ წყევლას მოაშორებს. ერთმანეთს ხელები მოვკიდეთ, მაგრამ უეცრად ჩვენ ოთახში უცნობმა ადამიანებმა დაიწყეს შემოსვლა და ლოცვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მე ღმერთს დახმარება ვთხოვე და მაშინვე ციდან რაღაც ისეთი გადმოვარდა, რამაც ამ ადამიანების ყურადღება მიიპყრო და თავი დაგვანებეს.
მე და ახალგაზრდა გოგომ ვილოცეთ და ვიგრძენი, რომ აწი ის ბავშვის გაჩენას მოახერხებს. ის ადამიანიც დავინახე, ვისაც უნდა გაყოლოდა რომ „ღირსეული“ ბავშვი გაეჩინა.
ენით აუღწერელი ბედნიერება დამეუფლა. ბედნიერებისგან, შეიძლება ითქვას, დავფრინავდი და ამ გრძნობით გამეღვიძა. ღვთაებრივი სული ისევ ჩემთან იყო.
- Неужели у меня есть право просить за людей? - დავუსვი ისევ იგივე კითხვა. მერე ფიქრით მიქაელს დავუკავშირდი და ვიგრძენი რომ ისიც აქ იყო. მისგან რატომღაც ღელვის და შეცოდების გრძნობა მოდიოდა.
- Я найду многих, за которых буду просить! - ვუთხარი ღვთაებრივ სულს ნიშნისმოგებით.
- Нет... - უეცრად მიპასუხა მან, - Немногих ты найдешь.
გაკვირვებით მივუბრუნდი მიქაელს და მისი აზრები მივიღე:
- Ты же знаешь закон. Многие души проходят испытания получая уроки жизни и изживая карму. Лишая их страдания на этом этапе, значит остановить их духовное продвижение. Просить можно только за тех кто изжил карму, как эта девушка готовая отдать жизнь, только бы иметь ребенка. Тебе прийдеться всецело пропускать через сердце всю их боль и переживания, иначе ты не поймешь их кармического статуса. А это очень тяжело...
მისმა სიტყვებმა დაჩრდილეს ჩემი პირვანდელი აღტკინება. ბოლო პერიოდში ყველანაირად ვცდილობდი მოვრიდებოდი ნებისმიერ ნეგატივს. ამის გამო თითქმის არ ვუყურებდი ახალ ამბებს და სოც-ქსელებშიც ზედმეტად მძიმე სტატიებს ვარიდებდი თავს, იმიტომ რომ ნეგატიური განცდების შედეგად ფიზიკურად ვსუსტდებოდი და ჩემი დაავადება ძლიერდებოდა. ისეთმა ტრივიალურმა ნერვიულობამაც კი როგორიცაა კბილის ექიმთან ვიზიტი გამოიწვია გამწვავება. რაღა ვილაპარაკო მძიმე სულიერ განცდებზე...
2018 წელი. 3 მაისი. რეალობის ილუზორობა
მესიზმრება ასეთი რამ:
ვითომ ვარ მაღალი, შავთმიანი, ფორმებიანი ქალბატონი - მსუბუქი ყოფაქცევის! კლიენტთან შევდივარ რომელიც ერთი საზიზღარი მოხუცი კაცია. გარდა ამისა, მე იმ მსუბუქ ყოფაქცევის კატეგორიის ქალებს მივეკუთვნები რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ.
ჩემში ამ საზიზღარი კაცის მიმართ ჩემდა გასაკვირად ვნება ჩნდება, მაგრამ ვნებასთან ერთად აღშფოთების და აბსურდის გრძნობა საშინელ შინაგან წინააღმდეგობას აღძრავს. ვგრძნობ რომ რაღაც არანორმალური ხდება. რაღაც ისეთი, რაც შეუძლებელია, რომ მოხდეს. შინაგანი პროტესტი ზვავივით გორდება და სიბრაზეში გადადის. უეცრად მიქაელი მახსენდება და მასთან ერთად საკუთარი თავი.
- Этого не может быть! - ვიძახი ხმამაღლა და უაღრესი აღშფოთებითა და სიბრაზით, ხელის მოქნევით ვამტვრევ სიზმრის „რეალობას“, რომელიც დამსხვრეული სარკის ათასფეროვან ნამსხვრევებად აქეთ იქით მიფრინავს. წამიერად მიელვებს აზრი რომ თურმე ასეც შეიძლება დაამსხვრიო სიზმრის სამყარო და აღშფოთებულს მეღვიძება. გვერდზე მიქაელის ყოფნას ვგრძნობ და გაკვირვებითა და წყენით ვეკითხები:
- ეს რა ხუმრობაა?!
- მაპატიე, მაგრამ ეს ის იშვიათი სცენარია, სადაც შენ გარკვევით აცნობიერებ სიზმრის „რეალობის“ ილუზორობას, მიუხედევად იმისა რომ თვითიდენტიფიკაცია ისეთივე ძლიერი უნდა იყოს როგორც მატერიალურ სამყაროში. მე მინდა რომ შენ ასევე გააცნობიერო ამ მატერიალური სამყაროს ილუზორობაც და ასევე დაამსხვრიო! გაიხსენე შენი ჭეშმარიტი არსი!
ამ წინადადებას არაერთხელ მეტყვის. მაგრამ ეს რეალობა ჯერ ჯერობით ძალიან „მყარია“ ჩემთვის!
ადრე ნანახი მსგავსი სიზმარი გამახსენდა სადაც სიზმარში რამდენჯერმე მიყოლებით მეღვიძებოდა. ყოველი ახალი გამოღვიძებისას რეალობა უფრო და უფრო „რეალურად“ აღიქმებოდა. ბოლოს ჩვენ რეალობაში გავიღვიძე და ტელეპატიური გზავნილი მომივიდა, რომ აქედანაც უნდა „გამეღვიძა“. ჩემი გონება თითქოს ზევით ადიოდა და ფართოვდებოდა, მაგრამ ამასთანავე თითქოს ხმები ჩამესმოდა, რომლებიც ქვევით მექაჩებოდნენ - მესმოდა როგორ მეძახდა ჩემი ბიჭი, როგორ მებღაუჭებოდა ტანსაცმელზე უფროსი შვილი, როგორ მიხმობდა ვალდებულებები სამსახურში და ეს ყველაფერი ამ სამყაროდან გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. გონებაში საოცარი დისკომფორტი გამიჩნდა, თითქოს რაღაცა იკვანძებოდა და იძაბებოდა. ბოლო-ბოლო საბოლოოდ გამოვიფხიზლე თავი.
ცნობიერების აწევის პროცესი
დედაჩემი რომ ცოცხალი იყო და წერაქვში იესოსთან შეხვედრაზე მოვუყევი, მახსოვს ვაკვირდებოდი როგორი რეაქცია ექნებოდა. ჩემი მონაყოლი სრულიად წარმოუდგენლად ჟღერდა, მაგრამ ის ხომ ყველაზე უკეთ მიცნობდა და უნდა დაეჯერა. და დამიჯერა კიდეც. მაშინ მითხრა, რომ ასეთი ცოდნა, მხოლოდ ჩემთვის, დასანანია. მაგრამ მერე თითქოს აზრი შეიცვალა და თქვა რომ ნერვიულობს, იმიტომ რომ ასეთი მგრძნობელობა სულიერი სამყაროების მიმართ ადამიანს ძვირად უჯდება და მირჩია, რომ ამისთვის თავი დამენებებინა და როგორც ყველას ისე მეცხოვრა. მაგრამ როგორ უნდა დამენებებინა თავი იმისთვის რაც ჩემი არსი იყო?
- რისთვის მასწავლი ამ ყველაფერს? ვერავის ამ თემაზე ვერ ველაპარაკები და არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ ჩემს ნაწერს ვინმე წაიკითხავს ახლობლების გარდა... - ვკითხე ერთხელ მიქაელს, რაზეც შემდეგი მიპასუხა:
- ხშირად არ არის აუცილებელი მატერიალურ განზომილებაში აქტიური მოქმედება, იმისთვის რომ საქმე შედგეს. როგორც კვანტური ნაწილაკები არიან ე. წ. „კვანტური ჩახლართულობით“ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ასევე ადამიანები არიან ერთმანეთთან სხვადასხვა უხილავი კავშირებით გადაბმულნი. გაიხსენე ფრაქტალების პრინციპიც. დიდი იმეორებს მცირეს და მცირე დიდს. ერთი ადამიანის ცნობიერების აწევა ავტომატურად იწვევს მასთან „ჩახლართული“ ადამიანების ცნობიერების აწევას. წარმოიდგინე როგორც ნაჭერი, რომლის ერთი წერტილის წამოწევისას, გვერდზე ადგილებიც იწევა. არ იფიქრო რომ ეს მხოლოდ ერთი სივრცეა. უნდა ისწავლო ბევრ განზომილებებში ერთდროულად აზროვნება. ეს შეიძლება იყოს მენტალური სივრცე, კარმული სივრცე, ქვეყნის ეგრეგორის სივრცე და ას. შ. ცნობიერების აწევა ნიშნავს ცნობიერების უფრო მაღალ სიხშირეზე ვიბრირებას. ამ სიხშირეზე ადამიანებს შესაბამისი მაღალი იდეების მიღების უნარი ეძლევათ - როგორც რადიომიმღები რომ ახალ, უფრო მაღალი სიხშირის ტალღაზე დააყენო... სხვა სიტყვებით ის აზრები, რაც შენ მოგდის თავში, მათაც მოუვათ, როგორც საკუთარი აზრები. როგორ ფიქრობ, რატომ ხდებოდა ხოლმე ყოველთვის რომ დიდი სამეცნიერო აღმოჩენები ან იდეები ერთდროულად სხვადასხვა ადამიანებს მოსდიოდათ თავში? ახალი იდეები უკვე „ტრიალებს სივრცეში“ და შესაბამისი აზრობრივი კონსტრუქციები უკვე შექმნილია, მთავარია „მიმღებების“ კრიტიკული რაოდენობა შედგეს! გაიხსენე რა გითხრა კრიშნამ! ეხლა მნიშვნელოვანი პერიოდია კაცობრიობის ცხოვრებაში, რადგან მატერიალური ინტელექტის განვითარებამ იმ საშიშ ზღვარს მიაღწია, როდესაც თუ ცნობიერების სიხშირე მას ვერ „დაეწია“, კაცობრიობამ შეიძლება საკუთარი თავი გაანადგუროს. განვითარებული მატერიალური ინტელექტი და დაბალი ცნობიერება საშიში კომბინაციაა. სხვა სიტყვებით მეცნიერული მიღწევები და დაბალი მორალია საშიში კომბინაცია, რადგან ეს მიღწევები შეიძლება პლანეტის და კაცობრიობის განადგურებას მოხმარდეს. გარდა ცალკეული ადამიანებისა, რომლებიც ცნობიერების აწევაზე მუშაობენ, ცნობიერების სიხშირის აწევა ხდება ერთგვარი დასხივების მეშვეობით. გაიხსენე ის სიზმარი სადაც გაჩვენეთ, როგორ ეცემა დედამიწაზე სინათლის სვეტი და უხილავი სულიერი სამყარო ხილული ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მატერიალური და სულიერი სამყაროები ახლოვდება მატერიალური სამყაროს „წამოწევის“ ხარჯზე. სულიერი სამყარო უფრო მაღალ სიხშირეებზეა და ამაღლებულ ცნობიერებას მისი „დანახვის“ უნარი უჩნდება. ამას ტრადიციულად მესამე თვალის გახსნას ეძახიან. როცა სხვადასხვა „სივრცეები“ წამოიწევა, შესაბამისი მაღალი სულიერების ადამიანები დაიწყებენ ინკარნაციას და ცხოვრება დედამიწაზე ბუნებრივად შეიცვლება უკეთესობისკენ. ეხლა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით ადამიანია ინკარნაციაში, რადგან ეს მათი ბოლო შანსია ან „აყვნენ“ მაღალ სიხშირეებს ან ამოვარდნენ სიხშირიდან და გადაიფილტრონ. მათი სულები დიდი ალბათობით სხვა პლანეტებზე გააგრძელებენ ევოლუციას. ამიტომ დაინახე შენ სიზმარში, რომელშიც სინათლის სვეტი ეცემა, ეს პერიოდი, როგორც „ბოლო ჟამი“ და ბნელი და ნათელი ძალების მობილიზაცია. ამიტომ არის ეხლა რომ ბევრი ძალიან კარგი ადამიანი ძალიან მძიმე განსაცდელებს გადის, ხოლო „ცუდი“ ადამიანები არხეინად აგრძელებენ ცხოვრებას. ეს ყველაფერი მოჩვენებითი უსამართლობაა. სინამდვილეში სწორედ ეხლა მიდის კოლოსალური „სულების გადარჩევის“ პროცესი, რომელიც სწორედ ამ მაღალი სიხშირის ტალღებით ხორციელდება. „კარგ“ ადამიანებს, რომლებიც ამ ტალღებთან მოდიან რეზონანსში, ესე ვთქვათ კარმული უკუგება უჩქარდებათ. მათ უნდა მოასწრონ ამ ცხოვრებაში ყველა ცოდვა „დაიფერთხონ“. გაიხსენე როგორ გამოიყურებოდა შავი მაგის სული შენ ერთ-ერთ სიზმარში. ბნელი კარმული ენერგია აღიქმება როგორც შავი დანალექი სულზე, ხოლო მაღალი სიხშირის რხევა მას ესე ვთქვათ „ფერთხავს“. გაიხსენე, ლაბორატორიაში როგორ წმენდდით დანალექისგან ელექტროდების ზედაპირს ულტრაბგერით. პრინციპი იგივეა. მატერიალურ განზომილებაში ეს პროცესი ვლინდება სხვადასხვა პრობლემების შემოტევის სცენარით. ამიტომ არის ამდენი დაავადება, ამდენი განსაცდელი და ცხოვრების „დაჩქარების“ შეგრძნება. სიხშირიდან ამოვარდნილ ადამიანებს კი პირიქით, რაღაც წილით, კარგი კარმაც კი უბრუნდებათ, რადგანაც ევოლუციის შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ ხვდებიან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სული „დავიჭიროთ ბადეში“! ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი შენნაირი ადამიანების „წამოწევა“, რადგან თქვენ თავისმხრივ თქვენთან „ჩახლართულ“ ადამიანებს წამოწევთ, რომლებსაც სხვანაირად შეიძლებოდა შანსი არ ჰქონოდათ. ამას დაემატა „ადამიანებისთვის თხოვნის უფლება“, რაც კიდევ მეტი ადამიანის „წამოწევის“ შესაძლებლობას გაძლევს. ამიტომ მინდა რომ შენ სულიერი სამყაროს რაც შეიძლება მეტი პრინციპი და კანონი გაიტანო მატერიალურ სამყაროში. შენს სწავლებას კიდევ სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ ამაზე მერე. შენ გაცილებით მეტი იცი, მაგრამ ყველაფერი ვერ გაგაქვს ცნობიერ განზომილებაში. ყველაფერს ვერ იხსენებ.