გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

მიქაელის გამოსახულების დახატვა

 

imma7

2018 წელი. იანვარი. მიქაელის გამოსახულების დახატვა

- ძალიან მინდა რომ ადამიანები ისე გიცნობდნენ როგორც მე გიცნობ, - მივმართე მიქაელს, ჩავაცივდი რომ მისი დახატვა მინდა და ვთხოვე რომ ხელი შეეწყო ჩემთვის. როგორ დამეხატა არ ვიცოდი, რადგან სულ სხვადასხვა გარეგნობით მეცხადებოდა, პატარა ბიჭის სახითაც კი. ვერც პატარა ბიჭის და ვერც ცეცხლოვანი არსების სახით ადამიანები მას ვერ აღიქვავდნენ. ამიტომ გადავწვიტე, როგორც თავისით დამეხატებოდა ისე დამეხატა.

ისევე როგორც „გაღიმებული ქრისტე“, ეს ნახატიც სიბნელეში დავიწყე. შუქი ჩავაქრე, დავტოვე მხოლოდ ლამპის ოდნავი ნათება, რომ ფიზიკური მხედველობას არ შეეფერხა შინაგანი „ხედვა“. მხედველობა თითქოს „გავფანტე“ მთელს ფურცელზე სანამ არ „დავინახე“ როგორ „ამოიბურცა“ ქაღალდზე სილუეტი. სილუეტს ფანქრით სწრაფად შემოვავლე და ჩავახატე შუქჩრდილები. მეორე დღიდან უკვე კარგ განათებაზე ვასრულებდი ნახატის დეტალებს, ჩაცმულობას და ატრიბუტებს, რომელთა პროტოტიპები სხვადასხვა ხატებიდან და ქანდაკებებიდან ვისესხე. ქვეშ კავკასიონის მთები მივუხატე.

მიუხედავად იმისა რომ დიდ მხატვრად არ მიმაჩნია თავი, ვთვლი რომ ნახატი გამომივიდა რადგან მისი სულის თვისებები გამოვხატე. დაახლოებით ერთი თვე ვხატავდი და ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, რადგან ამ დროს მასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი.

2018 წელი. 31 იანვარი. სიზმარი ჩემს ნახატზე

სიზმარში ვხედავ რომ ოთახში ვარ სადაც მაგიდაზე მიქაელის დასრულებული ხატი დგას. ოთახში სხვადასხვა ადამიანები შემოდიან და გადიან. უეცრად ბავშვობისდროინდელი ორი ნაცნობი შემოდის. ყოველთვის მეტიჩარა გოგოები იყვნენ და მათთან ბევრ საერთოს ვერასდროს ვპოულობდი. მიქაელის ხატს შეხედეს, მაგრამ მის ადგილას რატომღაც ჩვეულებრივი პეიზაჟი აღმოჩნდა. ვერაფრით ვერ მივხვდი სად გაქრა მიქაელის ხატი და ძებნა დავუწყე. ამასობაში კიდევ ვიღაც, ძალიან არასასიამოვნო აურის ადამიანი შემოვიდა და მიქაელის ხატის ადგილას ის პეიზაჟიც გაქრა. ამჯერად უბრალოდ ცარიელი ფურცელი იდგა! მე კიდევ უფრო დავიბენი და ნახატების გადარჩევა დავიწყე, რომ ხატი მეპოვნა. უეცრად ოთახში ჩემთვის უცნობი, მაგრამ ძალიან სათნო გარეგნობის ქალბატონი შემოვიდა და მიქაელის გამოსახულება ისევ დაბრუნდა ქაღალდზე. ქალბატონს ნამუშევარი მოეწონა, გამესაუბრა და წავიდა.

მარტო რომ დავრჩი, ცარიელ ოთახს თვალი მოვავლე. მიქაელის გვერდზე ყოფნა ვიგრძენი, თუმცა თვალით ვერ ვხედავდი.

- შენ აკეთებ ამას? - ვიკითხე ხმამაღლა, - თუ ასეა, დასტურის ნიშნად ეს გამომართვი, - ვუთხარი და მაგიდაზე მდგარი ჩირების თეფში სივრცეში გავიშვირე. უეცრად თეფშიდან ჩირი ჰაერში აფრინდა და გაუჩინარდა.

- ხანდახან მაშინებ ხოლმე! - სიცილით ვუთხარი და გამეღვიძა.

2018 წელი. ადამიანის სულთან მუშაობა

დავაკვირდი, რომ მიქაელთან ურთიერთობას გარკვეული პერიოდულობა ახასიათებდა. ხან ძალიან ხშირდებოდა, ხან კი მას საერთოდ ვერ „ვხედავდი“, თუმცა კავშირის არსებობას მუდმივად ვგრძნობდი. თავიდან მაშფოთებდა ასეთი „ჩავარდნები“ და მეგონა რომ მე ვიყავი დამნაშავე. ან რამეს არასწორედ ვაკეთებდი, ან ცნობიერება არ მეჭირა სათანადო სიმაღლეზე.

ერთხელ სიზმარში კითხვა დავუსვი - რატომ წყდება პერიოდულად მასთან კავშირი? მან ვიზუალური სურათი გამომიგზავნა: ორი ადამიანი, თითოეული ბურღით ხვრეტს რაღაც მასალას. ერთ-ერთი მათგანი პერიოდული დაჭერით მუშაობს და მისი მუშაობა წარმატებით სრულდება. მეორე უწყვეტად აჭერს ბურღს, რაღაც მომენტში მასალა ნაპრალს აჩენს და ტყდება.

მიქაელი:

- არსებობს ასეთი უნივერსალური კანონი, რომელსაც ჰქვია „მატერიის იგივე ატომის (?) წინააღმდეგობის კანონი“, რაც უფრო ძლიერ ძალას მოსდებ მატერიას, მით უფრო ძლიერად გეწინააღმდეგება. თუ ზედმეტი ძალისხმევა გამოიჩინე, მისი სტრუქტურა დაირღვევა. თქვენ მატერიალურ სამყაროშიც არის ეს კანონი ფიზიკაში ფორმულირებული. ადამიანის სულიერი სხეულებიც ნატიფ მატერიას მიეკუთვნებიან და იგივე კანონს ემორჩილებიან. ამიტომ ადამიანების სულებთან ვმუშაობთ პერიოდულობის დაცვით.

2018 წელი. დაცვა მიქაელისგან

სიზმარში ვხედავ როგორ შემოდის მიქაელი ოთახში. ამჯერად მარტო არ არის. მთხოვს რომ თვალებზე შავი ზონარი ავიკრა. მე თვალებს ვიკრავ, მაგრამ ამ ზონარშიც აღწევს მისი ძლიერი ოქროსფერი ნათება, რომელიც თვალს მჭრის. მიახლოვდება და მის სიყვარულს ვგრძნობ ჩემ მიმართ და ჩემგანაც საპასუხო გრძნობა აღიძვრება. მას მისი ანგელოზები მოყვებიან, რომლებიც ოთახში წრიულად დგებიან. ეს ერთგვარი დაცვაა, რომელსაც ის ჩემ გარშემო აყენებს.

ინტერნეტპოსტებიდან:

ქაოსის თეორია, პეპლის ეფექტი და ფრაქტალები

დღეს მინდა ქაოსის თეორიაზე დავწერო, რომელიც დღეს-დღეობით ერთ-ერთი წამყვანთაგანია ფიზიკაში ორ დანარჩენ - კვანტურ და ფარდობითობის თეორიასთან ერთად.

ქაოსის თეორია არის დეტერმინისტული დინამიკის სფერო, რომელიც ამტკიცებს რომ ერთი შეხედვით ქაოტური მოვლენები შეიძლება აიხსნას ჩვეულებრივი მათემატიკური განტოლებებით, ხოლო ქაოსის ეფექტს განაპირობებს სისტემის კომპლექსურობა და არა ის, რომ სისტემაში შემავალი კომპონენტები ერთმანეთთან შემთხვევით და არალოგიკურ კავშირში იმყოფებიან. მარტივი სიტყვებით რომ ვთქავთ, ქაოსი სინამდვილეში წინასწარ განპირობებული დინამიკაა, რომელიც ქაოტურად აღიქმება მისი შემადგენელი კომპონენტების ბუნების და ურთიერთქმედების კომპლექსურობის გამო. ანუ, კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ქაოსი არ არსებობს! როგორც აინშტაინმა თქვა - Бог не играет в кости! (ღმერთი კამათლებით არ თამაშობს)

ქაოსის თეორიას დღეს დღეობით გამოიყენებენ უამრავ სფეროში დაწყებული ინფორმაციული ტექნოლოგიებით დამთავრებული მარკეტინგით, თამაშების თეორიით და პროგნოზის ანალიზით.

მეცნიერულ კონტექსტში სიტყვა ქაოსს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ყოფით სასაუბრო ენაში, სადაც ეს სიტყვა აღნიშნავს მოუწესრიგებლობას, განუსაზღვრელობას. ქაოსის თეორიაში კი ეს სიტყვა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სისტემა ავლენს ერთი შეხედვით წესრიგის არ არსებობას, მაგრამ სინამდვილეში ექვემდებარება ფიზიკის კანონებს და ამ კანონებთან შეთანხმებით ვლინდება. ქაოსის თეორიაში ამ სიტყვის სინონიმია „დინამიური არასტაბილურობა“, რომელიც პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში ფიზიკოსმა ჰენრი პოინკარმა ჩამოაყალიბა, როგორც შინაგანი მოწესრიგებულობის არარსებობა ზოგიერთ ფიზიკურ სისტემაში.

ქაოსის თეორიას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: 1. როგორი რთული ქცევაც არ უნდა ჰქონდეს სისტემას, ის ყოველთვის ეფუძნება წესრიგს, 2. ძალიან მარტივმა და მცირე მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან რთული და კომპლექსური შედეგები. ამ მეორე კომპონენტს, რომელიც ედვარდ ლორენცის მიერაა აღმოჩენილი, ფიზიკოსების ენაზე ჰქვია „საწყის მდგომარეობაზე მგრძნობიარე დამოკიდებულება“ (ინგ. sensitive dependence on initial conditions).

ლორენცი რომელიც მეტეოროლოგი იყო მუშაობდა ამინდის თეორიული მოდელირების და პროგნიზირების კომპიტერულ ალგორითმზე. მან ამინდის განმსაზღვრელი პარამეტრების გარკვეული თანმიმდევრობისთვის გამოიანგარიშა შედეგი (ამინდის პროგნოზი) და გადაწყვიტა შედეგის აღწარმოება (ანუ გამეორება). მან მის მიერ შემუშავებულ განტოლებაში (ალგორითმში) ხელახლა შეიყვანა იგივე პარამეტრები, დატოვა კომპიუტერი დასაანგარიშებლად და გავიდა ოთახიდან. როდესაც დაბრუნდა, მან აღმოაჩინა რომ კომპიუტერმა ამოაგდო რადიკალურად განსხვავებული შედეგები. ანუ ამინდის პროგნოზი ერთი და იგივე წინაპირობისთვის და ერთი და იგივე პარამეტრებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ლორენცმა ოდნავ დაამრგვალა განტოლებაში შეყვანილი რიცხვები (მაგ. 0.506127-ის მაგივრად 0, 506), იმ იმედით, რომ შედეგში განსხვავება თუ იქნებოდა, მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო. ამ ფენომენის შესწავლისას, ლორენცი მივიდა დასკვნამდე რომ საწყისი მდგომარეობის უმცირესი ცვლილებაც კი (იმდენად მცირე, რომ ვერც გაიზომება), იწვევს მომავლის წინასწარმეტყველების შეუძლებლობას. ეს იყო იდეა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კლასიკური ფიზიკის ცნებებს. (დღესდღეობით ამინდის პროგნოზი მხოლოდ მოკლე ვადიანია და შეუძლებელია ისეთი ალგორითმის შემუშავება, რომ ამინდის პროგნოზირება განჭვრეტილი იყოს სამუდამოდ თუ არა დიდ ვადებზე მაინც).

ნიუტონის ფიზიკის კანონები აბსოლუტურად დეტერმინანტულია (ანუ მიზეზ-შედეგობრივი). ისინი ამბობენ, რომ თეორიულად მაინც, ზუსტი გაზომვები შესაძლებელია და თეორიულად მაინც შესაძლებელია ფიზიკური სისტემის ქცევის თითქმის სრულყოფილად წინასწარმეტყველება, თუ გაზომვები საკმარისად ზუსტია და რაც უფრო ზუსტია საწყისი გაზომვები, მით უფრო ზუსტი უნდა იყოს მომავლის წინასწარმეტყველება.

ასტრონომიულ სისტემებზე დაკვირვებისას მეცნიერმა პოინკარმა აღმოაჩინა, რომ ორზე მეტი ურთიერქმედებაში მყოფი ობიექტებისგან შემდგარ სისტემაში, საწყის გაზომვებში უმცირესი ხარვეზიც კი იწვევს არანორმალურ გადაცდენას ამ ობიექტების ქცევის პროგნოზში (ოღონდ საუბარია ხანგრძლივი დროის მომავალზე). ორი ან მეტი საწყისი პარამეტრის ნაკრების განმეორებითი დაანგარიშებას, იმის მაგივრად რომ გამოეღო აღწარმოებადი/განმეორებადი შედეგები, როგორც წესი აჩვენებდა მნიშვნელოვან განსხვავებებს. პოინკარმა მათემატიკურად დაადასტურა, რომ თუ საწყისი მდგომარეობის პარამეტრები გაიზომება მილიონჯერ უფრო ზუსტად, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთივე პროპორციით შემცირდება პროგნოზის ცდომილება. ის მაინც დარჩება უსაშველოდ დიდი. ამ ფენომენს დაერქვა „პეპლის ეფექტი“, რომელიც ასე ჟღერს: პეპლის ფრთების აქნევამ ბრაზილიაში შეიძლება გამოიწვიოს შტორმი ტეხასში“! იმ ფაქტმა რომ ისეთმა მცირე მოვლენამ როგორიცაა პეპლის ფრების აქნევა, შეიძლება მოახდინოს გავლენა ისეთ გლობალურ მოვლენაზე როგორიცაა შტორმი სხვა ქვეყანაში, აჩვენა, რომ კომპლექსურ სისტემებში ობიექტების ქცევის შორეული მომავლის (ინგ. Long-term) წინასწარმეტყველება ფაქტიურად შეუძლებელია, იმის გამო რომ ამ ქცევაზე წარმოუდგენლად ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და მიუხედავად იმისა რომ თეორიულად ეს ფაქტორები ისევე როგორც ობიექტების ერთმანეთზე ზემოქმედება დეტერმინირებულია და შესაბამისად მათემატიკურად გაზომვადია.

ქაოსის თეორია თავისთავად საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 70-იან წლებში ამ თეორიას დაემატა ფრაქტალების თეორია. ფრაქტალი წარმოადგენს გეომეტრულ ფორმას/სტრუქტურას რომელიც თავისთავად აღმოცენდება (!) დინამიურად ცვლად სიტემაში. ამ „თავისთავად აღმოცენებას“ ფიზიკოსებმა ცალკე ადგილი მიუჩინეს გამოსაკვლევად (ინგ. Emergence phenomena). ანუ, როგორც მივხვდი ქაოტურ დინამიკაში მოძრავი მატერია თვითორგანიზდება ფრაქტალების ფორმაში სუბატომური ნაწილაკების დონეზეც კი (https://www.sciencenews.org). ფრაქტალების მთავარი თვისებაა ძირითადი გეომეტრული ფიგურის აღწარმოება სხვადსხვა მაშტაბებში. მაგალითად სამკუთხედი შეიცავს სამკუთხედს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამკუთხედს, რომელიც ასევე შეიცავს სამკუთხედს და ასე უსასრულოდ. აღმოჩნდა, რომ ქაოსის დინამიკა თავისთავად ქმნის ასეთ სტრუქტურებს, რომლებიც ვლინდება ისეთ ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა ბიოლოგია, ეკონომიკა და კლიმატი. ის ნათლად ჩანს ბუნებაში, ბიოლოგიურ ფორმებში, როგორიცაა ლოკოკინის ნიჟარა, ან ბროკოლის განტოტვები. ფრაქტალების შესწავლა 21-ე საუკუნის მეცნიერების სფეროა და დიდ ინტერესს წარმოადგენს, რადგან ისეთი კანონზომიერებები, რომლებიც უნივერსალურია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებისთვის ინტუიციურად სწორი მიგნება უნდა იყოს სამყაროს აღსაწერად.

2018 წელი. 5 აპრილი. ზოგადი სულიერი ცნებები

ღამით გამეღვიძა. განსაკუთრებით მკაფიოდ ვიგრძენი მიქაელის გვერდით ყოფნა. მისი ასეთი მკაფიო შეგრძნება, მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ხდება. ისევ მომეხვია მისი სიყვარულის და დაცვის ენერგია. ჩემი თავი პატარა არსებად დავინახე რომელიც რაღაცა დიდი ძალით არის გარშემორტყმული და სამყაროს შემოტევებისგან დაცული. ეს მფარველობა ჩემთვის გარკვეულწილად მარტოობის და სამყაროსთან გარიყულობის შეგრძნებას ქმნის და ამავე დროს ასეთი თბილი და მოსიყვარულეა.

- ასე ჯობია, - გავიგონე მისი აზრი, - წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა და ყველაფერი შემოგიტევს.

შემდეგ წამოვიდა ინფორმაციის ნაკადი. ჯერ ჩავთვალე რომ უნდა ავმდგარიყავი და ეგრევე ჩამეწერა, მაგრამ როგორც კი კომპიუტერთან დავჯექი „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობიდან უნებურად გამოვედი და „კავშირი“ დავკარგე. ისევ დავწექი და შევეცადე ყველაფერი დამემახსოვრებინა, რომ შემდეგ დილით ჩამეწერა:

...ამ აზრების მიღებისას გავაცნობიერე რასაც მასწავლიდა ამდენი ხანი და რისთვისაც ხდებოდა ყველაფერი.

ადამიანი გადადის ახალი ევოლუციის ეტაპზე. მან უნდა დაიბრუნოს სულიერი სამყაროს „ხედვის“ უნარი და იხელმძღვანელოს არა შედეგობრივი მატერიალური სამყაროს არამედ პირველადი სულიერი სამყაროს კანონებით. მხოლოდ ასეთი აზროვნების ჩამოყალიბება გამოიყვანს ადამიანს სამგანზომილებიან მატერიაში ჩაკეტილობის ჩიხიდან და მას მრავალ განზომილებაში გაუხსნის გზას. ეს ერთგვარი „სახლში დაბრუნების“ პროცესია.

მანამდე მინდა ვთქვა როგორ ხდებოდა მცნებების მიცემა ადამიანებისთვის. რაღაც ეტაპზე საჭირო იყო მკაცრი, დეტალურად გაწერილი კანონები რომლებიც მატერიალურ სამყაროში სწორ ქცევას ეხებოდა და უფრო ნორმატიულ აქტებს ჰგავდა, ვიდრე სულიერი ცხოვრების წესებს. ასეთი წესები ყოველთვის ბევრია და განკერძოებულია ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ გარემოებაზე, რადგან რაც უფრო დაბალია ადამიანის ცნობიერება, მით უფრო დაბალია მისი „გულით გარჩევადობის“ უნარი. მას არ შეუძლია ადვილად განასხვაოს სწორი არასწორისგან, ბოროტი კეთილისგან, ზოგადი მცნება მიუსადაგოს კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას, ამიტომ დეტალური, ხშირად შიშით კონტროლირებული ინსტრუქციები ჭირდება. ქრისტეს მოვლინებამ გარკვეულ დონეზე წამოწია კაცობრიობის მენტალური და სხვა სულიერი ველები, რითიც აიწია კაცობრიობის ცობიერების სიხშირე. მან ერთის მხრივ უფრო მაღალი ცნობიერებისთვის მისადაგებული მცნებები დანერგა და მეორეს მხრივ საკუთარი თავის „მსხვერპლშეწირვით“ განაპირობა კაცობრიობის კარმული განმუხტვა და დედამიწაზე თავისი ენერგეტიკული ფოკუსი დააყენა. მრავალი ქრისტიანი წმინდანი გახდა მისი ენერგიის გამტარებელი.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქრისტეს მოსვლამდეც კაცობრიობას ევლინებოდნენ „ცნობიერების ამაღლების“ სულები. ზოგი სახელი, როგორიცაა ბუდა ან კრიშნა, ცნობილია და მათ თავიანთი ენერგეტიკული ფოკუსები დააყენეს შესაბამისი „სულიერი თვისებების“ ადამიანებისთვის. მათი მოვლინება იგივე მისიას ემსახურებოდა. ბევრი ასეთი სულის სახელი არასდროს გახდა ცნობილი. ამ სულებს გარკვეული ადგილი უკავიათ სულიერი იერარქიის დონეებზე.

ასევე არსებობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი დაჯგუფებები „რჩეულთათვის“ და მათ თავისი მისია ეკისრებოდათ.

რაც უფრო მაღალი ცნობიერებისთვისაა სწავლება გათვალისწინებული, მით უფრო მცირდება მასში „წესების“ რაოდენობა და მცნებები უფრო „აბსტრაქტული“ ხდება. მთელი სულიერი და ფიზიკური სამყაროს კანონები შეიძლება ერთადერთ მცნებაში ჩამოაყალიბო, რომელიც ყველა დანარჩენ და ყველა შესაძლო მცნებას მოიცავს. ეს არის: „შეიყვარე ღმერთი და ყველა სულიერი და უსულო შენ გარშემო“. სამწუხაროდ რაც არ უნდა ლამაზად და სწორედ ჟღერდეს ეს მოწოდება უპირობო სიყვარულისკენ, მხოლოდ ძალიან ამაღლებული სულის ადამიანებს შეუძლიათ ამ მდგომარეობის მიღწევა.

ახლანდელმა ადამიანმა უნდა გაიმყაროს და დანერგოს „სულიერი კრიტერიუმებით აზროვნების“ უნარი, რომ უპირობო სიყვარულის უნარამდე აიმაღლოს ცნობიერების სიხშირე.

ამ კანონების ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება:

1. პირველი და ყველაზე მთავარი მცნებაა, რომ ყველა ცოცხალი არსების მატერიალურ სამყაროში არსებობის აზრი არის მისი სულიერი სრულყოფა, რომელიც ცნობიერების სიხშირის აწევასთანაა დაკავშირებული და ყველა მოქმედება მატერიალურ სამყაროში ამ მთავარი პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.

2. ადამიანის თავისუფალი ნება უპირობო კანონია, რომელსაც თვით დემონური არსებებიც კი არ არღვევენ.

3. სამყაროს მართავს ამაღლებულ სულიერ არსებათა იერარქია, რომელთაგან თითოეული ღმერთის გარკვეული ენერგიის გამტარებელია და ესე ვთქვათ მის სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენს სხვადასხვა დონეებზე და სიხშირეებზე.

4. ისევე როგორც ნათელი ძალების იერარქია, ნებისმიერი ცოცხალი არსებაც ღმერთის იპოსტასია. განსხვავება ცნობიერების დონეშია და ესე ვთქვათ ამ არსებაში ღმერთის რეალიზაციის ხარისხში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ადამიანის როგორც ღმერთის თვითგააზრებაში. თვითგააზრება წარმოადგენს საკუთარ თავში ღმერთის ანუ პირველწყაროს არსებობის გააზრებას და მაქსიმალურ რეალიზაციას კონკრეტული ინდივიდუმის დონეზე. რაც უფრო დიდია ამ გააზრების დონე, მით უფრო ფართოვდება ცოცხალი არსების ცნობიერება და მისი „მე“ ნელ-ნელა უფრო დიდ ეგრეგორებს მოიაზრებს. რაც უფრო მაღალია ცოცხალი არსების ცნობიერების სიხშირე, მით უფრო დიდ ეგრეგორთანაა იგი გაიგივებული და ამ ეგრეგორში მყოფ ცოცხალ არსებებთან ერთობის შეგრძნება უფრო ძლიერია, რის გამოც ნიჰილირდება „მე“-ს ვიწრო, ცენტრისკენული აზროვნება. დაბალი თვითგააზრების არსებებს ცენტრისკენული ცნობიერება აქვთ. მათ მკვეთრად მოხაზული „ეგოს“ ფარგლები აქვთ და „თავისნაირების“ ველში დისკრეტულები არიან. უფრო მაღალი სულიერების არსებებში „მატერიალური მე“ წაშლილია სხვა „თავისნაირებთან“ უდიდესი ერთობის შეგრძნებაში, თუმცა ინდივიდუალურობა ყოველთვის შენარჩუნებულია, ღმერთის ინდივიდუალური „თვითგააზრების“ გამო. მაგალითად, ჩვენ (ვისაც თქვენ ანგელოზებს ეძახით) ერთმანეთს ვგრძნობთ როგორც ერთიან ორგანიზმს, მაგრამ ვინარჩუნებთ ინდივიდუალობას, მაშინ როცა ადამიანებს უჭირთ ერთობის შეგრძნება და ძლიერად განვითარებული „ეგო“ აქვთ. თითოეული ცოცხალი არსების სული თავისი მრავალსაუკუნოვანი რეინკარნაციების შედეგად „ილექავს“ „სულიერ თვისებებს“, რომლებიც მის ინდივიდუალობას ძერწავს და მის ე. წ. უმაღლეს „მე“-ს წარმოადგენს განსხვავებით იმ „ერთჯერადი“ „მე“-სგან, რომელიც თითოეულ ინკარნაციაში ავლენს თავს და თითოეული ინკარნაციის მერე ნიჰილირდება. სწორედ „ფიზიკურ მე-სთან“ არ უნდა გააიგივოს თავი ადამიანმა და უმაღლესი „მე“-ს კატეგორიებით დაიწყოს ცხოვრება.

5. ცოცხალმა არსებებმა უნდა იპოვონ თავისი ინდივიდუალური „ტალღა“, თავისი ღვთაებრივი ენერგიის ტიპი, რისი გამტარებლებიც გახდებიან მატერიალურ სამყაროში. ეს „ტალღა“ განპირობებულია მათი მრავალი ინკარნაციის განმავლობაში გამომუშავებული/დაგროვილი სულიერი თვისებებით და „სიცოცხლის ხე“-ში მათი გენეოლოგიური მიკუთვნებით. ამ „სულიერი გენეოლოგიით“ ადამიანი კონკრეტულ „მასწავლებელს“ „მოსწავლედ“ ეკუთვნის (კონკრეტული ნათელი იერარქის სულიერი შთამომავალია). ეს სულიერი მასწავლებელი ადამიანმა უნდა მონახოს გულის კარნახით და გაამყაროს მასთან კავშირი, რადგან ის იქნება მისი გზამკვლევი და ცნობიერების ამწევი.

„სიცოცხლის ხე“ ასევე ერთგვარი ფრაქტალური სტრუქტურაა, რომელიც სხვადასხვა მაშტაბებში ვლინდება. მას როგორც ყველა ფრაქტალურ სტრუქტურას, თავისი გეომეტრია, მათემატიკური სტრუქტურა და მასთან შეჭიდული „პრინციპი“ აქვს. საკრალური გეომეტრია, მაგიური გეომეტრიული ფიგურები და ნუმეროლოგია რომელიც როდესღაც ხელმისაწვდომი იყო ადამიანებისთვის, სწორედ ამ ფრაქტალების „მათემატიკასთან“ და „პრინციპთან“ არის დაკავშირებული. ფრაქტალები პირვანდელი ღვთაებრივი ენერგიის, გარკვეული „პრინციპით“ გარდატეხის და გატარების სტრუქტურებია, რომლებიც სხვადასხვა განზომილებებში „პულსირებენ“ უმცირესიდან უდიდესისკენ და პირიქით. მათი ცოდნა უმაღლეს საკრალურ ცოდნას წარმოადგენს, რომელიც შესაბამისი ენერგიების მართვის ძალაუფლებას იძლევა. მაგალითად 7 საკრალური რიცხვია რომელიც კონკრეტულ ფრაქტალს ახასიათებს და მას ეგ. წ. „აღმავლობის“ პრინციპი შეესაბამება.

სიცოცხლის ხე როგორც ფრაქტალური სტრუქტურა შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ადამიანი, ასევე კაცობრიობა და სრულიად ცოცხალი არსებები.

კაცობრიობის დონეზე წარმოდგენილ სიცოცხლის ხეში, თითოეული ტოტი მაღალ სულიერ იერარქს წარმოადგენს, მისგან გამომავალი მცირე ზომის ტოტები ადამიანების კონკრეტულ „უმაღლესს მე“-ებს, რომელიც ამ კონკრეტული სულიერი იერარქის ეგრეგორში ევოლუციონირდნენ, ხოლო ფოთლები - ერჯერად ინკარნაციებს. შენ როგორც უკვე იცი, ჩემ სულიერ შტოს მიეკუთვნები.

„სიცოცხლის ხე“ როგორც მიკროკოსმის ასევე მაკროკოსმის დონეზე შემდეგ „პრინციპს“ მოიაზრებს - იგი ფესვებით მატერიალურ სამყაროში დგას და ტოტებით ზეციურ სამყაროში. სამყაროს ევოლუცია ამ ფრაქტალის განვითარებას წარმოადგენს. ინდივიდუალურ დონეზე ადამიანი უნდა გახდეს სრულყოფილი „სიცოცხლის ხე“, რომელიც თავისი თავით ზეციერ სამყაროს მიწიერ სამყაროსთან დააკავშირებს. კაცობრიობის დონეზე „სიცოცხლის ხე“ იგივე პრინციპის მატარებელია. რაც უფრო მაღლაა მისი ტოტი განლაგებული მით უფრო მაღალი იპოსტასის იერარქს ეკუთვნის იგი. თუმცა „მაღალი“ და „დაბალი“ არ მოიაზრება როგორც „უკეთესი“ და „უარესი“. ყველაფერი თავის ადგილზე და თავისი ფუნქციით არის თვითკმარი და სრულყოფილი. კიდევ უფრო დიდ მაშტაბში ხის სტრუქტურა აქვს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროთა კავშირს. მის აღწერას სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიაში შეხვდები. გაიხსენე სკანდინავიური „სიცოცხლის ხე“- იგდრასილი. სკანდინავიური მითოსის სამყაროთაშორისი მოგზაურობისთვის განკუთვნილი ცისარტყელისებრი ხიდიც, რომელიც შენ შენ სიზმარში ჩრდილოეთის ციალს მიამსგავსე (იხ. „სხვა სამყარო“), რეალობაა...

2018 წელი. 16 აპრილი. თაიგული

ღამე რამდენჯერმე გამეღვიძა. საათს შევხედე. ოთხი სრულდებოდა. ჩემი მეუღლე მისაღებ ოთახში რაღაცეებს საქმიანობდა. მასაც უძილობა ჰქონდა. ბოლოს როგორც იქნა დამეძინა და დამესიზმრა რომ:

ოთახში ვარ. მგონი წერაქვია, მაგრამ ოთახს ვერ ვცნობ. გარშემო ნახევრადსიბნელეა და ნივთები უცნაურ მეტამორფოზას განისცდიან. ყველაფერი ცოცხალივით ბორგავს და მოძრაობს. მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმული სურათებიც კი სახეს იცვლიან. ყურში ხმები მეჩურჩულებიან. დემონური ენერგიები მკვრივდება გარშემო. დახმარებისთვის სამჯერ სახელით ვუხმობ მიქაელს და თვალებზე შავ ზონარს ვიხვევ როგორც ყოველთვის ბოლო დროს, რომ მისი ძლიერი ნათებისგან დავიცვა თავი.

უეცრად გამეღვიძა იმისგან რომ კარზე ზარია. გაკვირვებულმა საათს შევხედე. დილის 5 საათია, ჯერ არ გათენებულა. უნებურად ვფიქრობ ვინ შეიძლება დაგვადგეს შუა ღამით. ჩემი ქალიშვილი ბაქოშია წასული და დილით ჩამოდის. სახლის დაცვის ბიჭებიდან ხომ არ არის ვინმე? რამე ხომ არ მოხდა?

გავიგონე როგორ მივიდა ჩემი ქმარი კართან. მამაჩემიც კი გამოვიდა ოთახიდან. მეუღლემ კარი გააღო და ვიღაცას ჩუმად ესაუბრა. მერე გაკვირვებით გამომხედა და კარში მდგომი შემოიპატიიჟა. ჩემთან ოთახში შუა ხნის ქალბატონი შემოვიდა. ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირა. შემოვიდა და თაიგული მომაწოდა. მე გაოგნებულმა შევხედე.

- Это от кого? - ვკითხე რატომღაც რუსულად.

- От Него! - ჩუმად მიპასუხა, ისე რომ ჩემი უმცროსი შვილი არ გაეღვიძებინა, რომელსაც გვერდზე ლოგინში ეძინა.

ყურებს ვერ ვუჯერებდი.

- Не может быть... - ვუპასუხე დაბნეულმა.

- Он же обещал, - მიპასუხა ქალმა. აშკარად მსგავსი დაპირება არ მახსოვდა. მარცხენა თვალზე თითით მიქაელის ნიშანი დამაწერა და გასასვლელად გაემართა. გზად შეყოვნდა და რაღაცას შეხედა ჩემ საწერ მაგიდასთან. არა იმ ადგილას, სადაც მიქაელის ნახატი ეკიდა, არამედ, სადაც ეს ნახატი იდგა, როცა იხატებოდა!

- Похож! - თქვა და კარში გავიდა. ყვავილებს თვალი მოვწყვიტე და შევეცადე ქალბატონი გამეჩერებინა. მივაძახე რომ კიდევ მოსულიყო, მაგრამ ის აღარ ჩანდა. ისევ თაიგულს შევხედე. რა ნაცნობი ყვავილია და ნაცნობი სუნი. ეს ხომ აყვავებული ჟასმინის ტოტებია! თაიგული ჩავიხუტე და ვინატრე რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო.

და გამეღვიძა...

სინანულით გავიფიქრე რომ მიქაელის საჩუქარი ვერ გადმომყვებოდა რეალობაში. უცებ რატომღაც თვალწინ წარმომიდგა, რომ ჩემი ქმარი დილით უმცროსი შვილის სკოლაში გაიყვანისთანავე, უკანა გზაზე აუცილებლად მიყიდიდა თაიგულს... რის თაიგულს? იასამნის! ჟასმინს ვერ იშოვის. მერე შემოვა ოთახში იასამნის თაიგულით და მეტყვის: - „რადგან შენ თქვი რომ ტოტების მოტეხვით, ბუჩქი არ კვდება, ამიტომ გადავწყვიტე იასამნის ყიდვა!“

ამ ფიქრებით ჩამეძინა.

ერთ საათში გამეღვიძა იმისგან რომ მეუღლემ შემოიხედა.

- შემოდი, აღარ მძინავს! - ვეუბნები მე.

მეუღლე შემოდის და ხელში დიდი იასამნის თაიგული უჭირავს.

- რადგან შენ თქვი რომ ტოტების მოტეხვით, ბუჩქი არ კვდება, ამიტომ გადავწყვიტე იასამნის ყიდვა! - მეუბნება და თაიგულს მაწვდის!..

 

 imma34

* * *

მიქაელი:

- ჩემი თაიგული შექმნისთანავე განხორციელდა ფიზიკურ სივრცეში შენი ქმრის ნაჩუქარი იასამნის სახით, მაგრამ ჩემი თაიგული კიდევ დიდხანს არ დაჭკნება!

მოგვიანებით ჩამატებული:

რას ნიშნავდა თაიგულის არ დაჭკნობა მერე მივხვდები, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით ხან ვინ და ხან ვინ დაიწყებს ჩემთვის ყვავილების ჩუქნას. ხან ჩემი დამხმარე მანანა სოფლიდან მომიტანს, ხან მებაღე მომიწყვეტს ჩვენი ეზოს გაზონიდან. ერთი თაიგული გახმობას ვერ ასწრებს, რომ მეორეს მჩუქნიან. სურათების გადაღებაც კი დავუწყე. მაინტერესებს როდის დამთავრდება ეს ყვავილების „ცვენა“!.

კიდევ მოგვიანებით ჩამატებული:

ყვავილების ჩუქება მთელი ზაფხული გაგრძელდა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff