ჰერმეტიზმი
2018. წელი. 13. ოქტომბერი. ჰერმეტიზმი
ეს ბოლო კვირაა ჰერმეს ტრისმეგისტზე ვკითხულობ. სამი ძირითადი ტექსტი მოვიძიე, რომელსაც მის ავტორობას უკავშირებენ და ერთი ტექსტი, რომელიც სამი უცნობი ავტორისაა, მაგრამ თანამედროვე ენით ჰერმეტულ ფილოსოფიას აღწერს. ესნია: „ჰერმეტიკის კორპუსი“, „ზურმუხტის დაფა“, „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის დაფები“ და მეოთხე - „ქიბალიონი“.
აი მოკლე ცნობები ამ წიგნების შესახებ, რაც ინტერნეტში მოვიძიე:
1. „ჰერმეტული კორპუსი“, „კორპუს ჰერმეტიკუმი“ (ლათ.Corpus Hermeticum ან Hermetica), - ძველ ბერძნულ ენაზე დაწერილი რელიგიურ-ფილოსოსფიური ტრაქტატების ნუსხა, რომლის ავტორად მოიაზრება ბრძენი ჰერმეს ტრისმეგისტი. ჰერმეტული ფილოსოფია წარმოადგენს ძველი ბერძნული და ეგვიპტური ცრურწმენებსა და წარმოდგენებს, რომლებიც გადმოცემულია ძველი მისტიკური სწავლებების სახით. ტექსტი დაწერილია არაკლასიკური ბერძნულით, რომელიც მიეკუთვნება მე-3 საუკუნეს. ჩვენამდე მოღწეულ ტრაქტატებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 14 ტრაქტატი, რომელიც გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით - „პაემანდერი“. მკვლევარები ამ ტრაქტატებს მიაკუთვნებენ ფილოსოსფიურ (უმაღლეს) ჰერმეტიზმს.
2. ჰერმესის ზურმუხტის ფილა (ლათ.Tabula Smaragdina Hermetis) - ეგვიპტური ჰერმეტიზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ფართოდ გავრცელდა ლათინურ თარგმანებში. ლეგენდის თანახმად, ტექსტი ეგვიპტურ ტაძარში ზურმუხტის ფილაზე ამოტვიფრა ჰერმეს ტრისმეგისტრმა. ერთი ვერსიით ეს ფილა ჰერმეს ტრისმეგისტის საფლავზე აღმოაჩინა აპოლონ თიანელმა, ხოლო მეორე ვერსიით ალექსანდრე მაკედონიელმა. ტექსტი წარმოადგენს ჰერმეტული ფილოსოსფიის ძირითადი სწავლებების უკიდურესად შეკუმშულ ფორმულირებას - თავისებურ ჰერმეტული რწმენის სიმბოლოს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად „ზურმუხტის ფილა“ შეიცავს დაშიფრულ იინფორმაციას „ალქიმიურ ქმედებაზე“ - სხვა სიტყვებით ფილოსოფიური ქვის მიღებაზე.
3. „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის ფილების“ წინასიტყვაობიდან:
ამ დაფებზე აღწერილი ისტორია, რომელსაც თქვენ წინამდებარე წიგნში იხილავთ გაცდენილია თანამედროვე მეცნიერების სფეროს. მათი სიძველე განმაცვიფრებელია - ფილები დატირებულია 36 000 წლით ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. მათი ავტორი თოტია - ატლანტების მეფე და ქურუმი, რომელმაც დაარსა კოლონია ძველი ეგვიპტის ტერიტორიაზე მას მერე, რაც მისი სამშობლო წყალმა შთანთქა. იგი იყო გიზას დიდი პირამიდის მშენებელი, იმ პირამიდის, რომელსაც შეცდომით მიაკუთვნებენ ხეოფს. ამ პირამიდაში ჩააქსოვა მან ძველი სიბრძნის პრინციპები და მასში ჩამალა ძველი ატლანტების ხელნაწერები და ნივთები. დაახლოებით 50 000 წლიდან ჩვ. წ. აღ-მდე - 34 000 წ. ჩვ. წ. აღ.-მდე წლებში ანუ 16 000 წლის განმავლობაში მართავდა ის ძველ ეგვიპტეს. ამ პერიოდში ის ბარბაროსთა რასა, რომელთა შორის დასახლდნენ თოტი და მისი მიმდევრები, მნიშვნელოვნად განვითარდა და მიაღწია ცივილიზაციის უმაღლეს დონეს. თოტი იყო უკვდავი, რაც ნიშნავს, რომ მან სძლია სიკვდილს და მხოლოდ მაშინ წავიდა მიწიერი რეალობიდან, როცა თავად მოისურვა, ისიც არა სიკვდილით. მისმა უკიდურესად ვრცელმა ცოდნამ განაპირობა, რომ იგი გახდა ატლანტების მრავალი კოლონიის მმართველი, მათ შორის სამხრეთ და ცენტრალური ამერიკისაც.
4. „ქიბალიონი - მცირე ტრაქტატი ჰერმეტულ ფილოსოფიაში, რომელიც 1908 წელს ჩიკაგოში «The Yogi Publication Society» გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა («The Kybalion. A Study of the Hermetic Philosophy of ancient Egypt and Greece». The Yogi Publication Society, Chicago, 1908). ავტორი უცნობია, რადგან იგი ხელმოწერილი იყო როგორც „სამი განდობილი“.“
„ქიბალიონი - ამ ტერმინის ზუსტი აზრი დაიკარგა საუკუნეებში. მიუხედავად ამისა, ეს სწავლება ნაცნობია მათთვის ვისთვისაც ის განდობილი იყო ზეპირსიტყვიერად. ქიბალიონის სწავლება არ იწერებოდა და არ იბეჭდებოდა, ის ზეპირსიტყვიერად გადადიოდა მასწავლებლიდან მოსწავლეზე და გასაგები იყო მხოლოდ განდობილთათვის, მას მერე რაც მასწავლებელი ჰერმეტიკოსი უხსნიდა და მაგალითებით უსაბუთებდა ჰერმეტიზმის პრინციპებს თავის ნეოფიტებს.“
„ოკულტურ საძმოებში ინახება „ქიბალიონის“ გამონათქვამთა ნუსხა. ჰერმეტული საძმოს წევრს ისინი ზეპირად უნდა სცოდნოდა.“
მე, როგორც მეცნიერი რომელსაც კლასიკური განთლება აქვს მიღებული, მიჩვეული ვარ პირველ რიგში ინფორმაციის წყაროების გადამოწმებას და შესაბამისად ავტორების სანდოობის გაანალიზებას, რაც ამ შემთხვევაში არ მუშაობს. „ჰერმეტული კორპუსი“ ჩვ. წ.-ის ადრეული საუკუნეების ისეთი წიგნის ბერძნულ თარგმანად მიიჩნევა, რომელიც წარმოუდგენლად ძველ ეპოქას ეკუთვნის; იმ ეპოქას, როდესაც ეგვიპტეს ჯერ კიდევ ღმერთების თაობა მართავდა. პირვანდელი ვარიანტი თითქოს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრისას განადგურდა. ქიბალიონი საერთოდ უცნობი ავტორების მიერაა დაწერილი და კაცმა არ იცის რას ეყრდნობა მათი ცოდნა. ტოტის ზურმუხტის დაფები კი ვიღაც ადეპტის შემოქმედებაა, რომლის პიროვნებაზე საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაგენი.
მიქაელი:
- შენ სულ ეძებ დასაყრდენს ავტორიტეტებში, მაგრამ ხომ ხედავ როგორ იმსხვრევიან ისინი თვალსა და ხელს შუა. შენი ავტორიტეტი იმ გზაზე, რომელსაც შენ მიუყვები, მხოლოდ „ბრძენი გულია“ და სხვა არაფერი! მეტს ვერაფერს დაეყრდნობი. დაივიწყე თანამედროვე მეცნიერული მიდგომები და კლიშეები. გაათავისუფლე გონება და გულს ჩაუკვირდი. ნუ ფიქრობ იმაზე ვინ წაიკითხავს შენს ნაწერს. ამაზე თუ იფიქრე, ქვეცნობიერად „მკითხველს“ მიუსადაგებ შენს აზრებს. ჩათვალე რომ მხოლოდ ჩემთვის წერ. მე ვარ მხოლოდ შენი მკითხველი!
მე:
- როცა ამ და სხვა, თუნდაც გნოსტიკურ ტექსტებს ვკუთხულობ, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიმართლის მარცვლები სიცრუესთანაა არეული და თითქოს ეს მარცვლები უნდა ამოვარჩიო, ამოვიცნო და ერთმანეთში მოზაიკად შევკრა... როდესაც „ჰერმეტიკის კორპუსს“ ვკითხულობდი, ისეთი განცდა, ისეთი ინტუიციური შეგრძნება მქონდა, თითქოს არაა მთლად ნამდვილი... ანუ... შენ, როგორც მითხარი, გულს რომ ჩავუკვირდე უმრავლეს ნაწილში ისეთივე пустословие-ს ვგრძნობ, როგორსაც ბევრ გნოსტიკურ ტექსტში. თითქოს სიტყვები ცარიელია... ძალას არ ატარებს. თან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ „ჰერმეტულ კორპუსში“ პოსტქრისტიანული გნოსტიციზმის ხელი ურევია, რაც არ უნდა იყოს ამ ხელნაწერის ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ტექსტს თავი დავანებე. ტრისმეგისტის ზურმუხტის დაფა ძალიან პატარა და როგორც ჩანს ავტენტური ტექსტია, რომელსაც აქვე მოვიყვან:
ზურმუხტის დაფის ლათინური ტექსტი:
1.Verum, sine mendasio, certum et verissimum.
2.Quod est inferius, est sicut (id) guod est superius, et quod est superius, est sicut (id) quod est inferius, ad perpetranda miracula rei unius.
3.Et sicut omnes res fuerunt ab uno, meditatione unius: sic omnes res natae fuerunt ab hac una re, adaptatione.
4.Pater ejus est Sol, mater ejus Luna; (5) portavit illud , ventus in ventre suo; (6) nutrix ejus terra est.
5 (7).Pater omnis thelesmi totius mundi est hie.
6 (8).Vis (Virtus) ejus Integra est, si versa fuerit in terrain.
7 (9).Separabis terrain ab igne, subtile a spisso, suaviter, cum magno ingenio.
8 (10).Ascendit a terra in coelum, iterumque descendit in iterram, et recipit vim superiorum et inferiorum. (11) Sic habebic gloriam totius mundi. Ideo fugiat (fugiet) a te omnis obscuritas.
9.Hie (Haec) est totius fortitudinis fortitudo fortis: quia vincet omnem rem subtilem, omnemque solidam penetrabit.
10 (12).Sic mundus creatus est.
11 (13).Hinc adaptationes erunt mirabiles, quarum modus est hie.
12 (14).Itaque vocatus sum Hermes Trismegistus, habens tres partes Philosophiae totius mundi.
13 (15).Completum est quod dixi de operatione Solis.
თანამედროვე თარგმანი:
1.ჭეშმარიტია ყოველგვარი სიცრუის გარეშე, სარწმუნოა და სრულიად ჭეშმარიტია.
2.ის, რაც არის ქვემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ზემოთ; და ის, რაც არის ზემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ, რომ განახორციელოს ერთიანობის საოცრება.
3.და ამგვარად, ყველაფერი წარმოიშვა ერთისგან ერთიანობის საშუალებით: ამგვარად ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანი არსის შეგუების მეშვეობისგან.
4.მისი მამა არის მზე, მისი დედა არის მთვარე. (5) ქარი მას თავის მუცლით ატარებდა. (6) მისი ძიძა არის მიწა.
5 (7).ეს არსი არის მთელი ქვეყნიერების ყოველგვარი სრულყოფილების მამა.
6 (8).მისი ძალა მთლიანი რჩება, როცა ის მიწად გადაიქცევა.
7 (9).შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, ფაქიზს უხეშისგან ნაზად, დიდი ხელოვნებით.
8 (10).ეს არსი ადის მიწიდან ცისკენ და მიღებული უმაღლესი და უმდაბლესი ძალით ისევ მიწაზე ეშვება. (11).ამგვარად ეუფლები მთელი სამყაროს დიდებას, ამიტომ შენ მოგშორდება ყოველგვარი წყვდიადი.
9.ეს არსი არის ყველა ძალის ძალა: რადგან ის გაიმარჯვებს ყველანაირ ფაქიზზე და შეაღწევს ყველანაირ სიმყარეში.
10 (12).ასეა შექმნილი სამყარო.
11 (13).აქედან წარმოიშვება ყოველგვარი შეგუება, რომელთა საშუალებაც ასეთია.
12 (14).ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს.
13 (15).საკმარისია ის, რაც მე ვთქვი მზის წარმოშობის სამუშაოზე.
არაბული თარგმანი:
1.ეს შეიცავს ზუსტ ნათქვამს, რომელშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა.
2.ეს ამბობს: ის, რაც არის ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ. ერთიანობის საოცარი ნამუშევარია.
3.და ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანობის შედეგად. როგორი გასაოცარია მისი ნამუშევარი! ეს სამყაროს და მისი დარაჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.
4.მისი მამა არის მზე და მისი დედა არის მთვარე. (5) ამგვარად ქარს ის თავის სხეულში ჰყავდა. (6) და მიწა მას კვებავდა.
5 (7).თილისმების მამა და საოცრებების მცველი.
6 (8).სრულყოფილი ძალაში, რომელიც ააშკარავებს სინათლეს.
7 (9).ეს არის ცეცხლი, რომელიც გაჩნდა ჩვენს მიწაზე. გაყავი მიწა ცეცხლისგან და უფრო მეტად უერთგულე მას, რაც არის ფაქიზი, ვიდრე უხეში, ზრუნვით და სიბრძნით.
8 (10).ეს ადის მიწიდან ცამდე. ეს იღებს სინათლეს სიმაღლეებიდან და ზემოთ და ქვემოთ მიღებული ძალით ეშვება მიწაზე სინათლეთა სინათლით. (11) ამის გამო წყვდიადი გარბის მისგან.
9.უდიდესი ძალა ძლევს ყველაფერს, რაც არის ფაქიზი და აღწევს ყველაფერში, რაც არის უხეში.
10 (12).მიკროსამყაროს ფორმირება მაკროსამყაროს ფორმირების შესაბამისია.
11 (13).სწავლულებმა შექმნეს მისგან საკუთარი გზა.
12 (14).ეს არის ის, რის გამოც სამგზის ჰერმესი ამაღლდა სიბრძნით.
13 (15).ეს არის უკანასკნელი წიგნი, რომელსაც ის მალავდა კატაკომბში.
ისააკ ნიუტონის თარგმანი:
1.ეს არის სიმართლე სიცრუის გარეშე, უდავოდ ყველაზე ნამდვილი.
2.ეს, რაც არის ქვემოთ, ჰგავს მას, რაც არის ზემოთ, რომელიც არის ზემოთ, ის ჰგავს მას, რაც არის ქვემოთ, რათა შექმნას ერთიანობის საოცრება.
3.და რადგან ყველაფერი გაჩნდა ერთიანობისგან ერთიანობის შუამავლობით: ყველაფერს აქვს დაბადება ამ ერთიანობასთან შეგუებით.
4.მზე მისი მამაა, მთვარე მისი დედაა.
5 (7).ქარი მას მუცლით ატარებდა. მისი ძიძა მიწაა.
6 (8).მთელი სამყაროს სრულყოფილების მამა აქ არის.
7 (9).მისი ძალა ან სიმძლავრე მთლიანობაა, თუკი ის მიწად გადაიქცევა. გაყავი მიწა ცეცხლისგან, ფაქიზი უხეშისგან ნაზად დიდი აზროვნებით.
8 (10).ეს ადის მიწიდან ზეცაში, ისევ ეშვება მიწაზე და იღებს უმაღლეს და უმდაბლეს ძალას.
9 (11).ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს მთელი სამყაროს დიდება. ამგვარად წყვდიადი უნდა გაფრინდეს შენგან.
10 (12).მისი ძალა ყველა ძალაზე მაღლა მდგომია. რადგან ეს ამარცხებს ყველაფერ ფაქიზს და აღწევს ყოველგვარ სიმყარეში. ასე შეიქმნა სამყარო.
11 (13).აქედან არის და მოდის საუცხოო შეგუება, რომლის პროცესიც არის აქ, მასში.
12 (14).შესაბამისად მე მიწოდებენ ჰერმეს ტრისმეგისტს, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს.
13 (15).ეს ვთქვი მე, რომ მზის სამუშაო დასრულებული და დამთავრებულია.
ჯორჯიო ბეატოს თარგმანი:
1.ეს არის ნამდვილი და მოშორებულია ყოველგვარი ტყუილისგან.
2.რაც არის ქვემოთ, მსგავსია მისი, რაც არის ზემოთ. ამ ერთიანი სამუშაოს საოცრებით მიღწეულია სრულყოფილება.
3.გარდა ამისა, რადგან ყველაფერი შექმნილია ერთისგან ერთის განხილვით, ყველაფერი შეიქმნა ამ ერთისგან შეერთებით.
4.მისი მამა მზეა, მისი დედა მთვარეა.
5.ქარი მას საშვილოსნოთი ატარებდა. მისი ძიძა მიწაა, დედა ყოველგვარი სრულყოფილებისა.
6.მისი ძალა სრულყოფილია.
7.თუკი ის დაბრუნდება მიწაზე.
8 .გაყავი მიწა ცეცხლისგან, ფაქიზი და თხელი - ნედლისა და უხეშისგან, გონივრულად, კრძალვით და სიბრძნით.
9 .ეს ადის მიწიდან ცაში და ისევ ბრუნდება ციდან მიწაზე, და იღებს ზედას და ქვედას ძალას და ეფექტურობას
10.ეს ნიშნავს, რომ შენ შეიძენ მთელი სამყაროს დიდებას, და ამგვარად შენ განდევნი აჩრდილებს და სიბრმავეს.
11.მისი სულის სიმტკიცე ხელისგულით იჭერს სხვა სულის სიმტკიცეს და ძალაუფლებას. რადგანაც მას შეუძლია შეღწევა და შესუსტება ყოველგვარი ფაქიზისა და ყოველგვარი ნედლისა და უხეშისა.
12.ამგვარად ნიშნავს, რომ სამყარო დაარსდა.
13.და შესაბამისად მისი საოცარი შეერთება და საუცხოო შედეგები არის გზა, რომლის საშუალებითაც არის მოტანილი ეს საოცრება.
14.ამის გამო მე მიწოდეს ჰერმეს ტრისმეგიტი, რადგან მე მაქვს მთელი მსოფლიოს სიბრძნის და ფილოსოფიის სამი ნაწილი.
15.ჩემი სიტყვა, რომელშიც ვსაუბრობდი მზის სამუშაოს შესახებ, დასრულებულია.
ინტერნეტპოსტებიდან:
ზურმუხტის დაფის ინტერპრეტაცია
მიუხედავად იმისა, რომ „ჰერმესის ზურმუხტის დაფა“ ჩემს მასწავლებლებთან არ გამირჩევია (არც ტოტის ზურმუხტის დაფები) და პირდაპირ „ქიბალიონზე“ გადავედით, მაინც მინდა ეს ტექსტი გავარჩიო იქიდან გამომდინარე, მე როგორ მესმის და როგორ მასწავლეს. სამწუხაროდ, ჩვენ (თანამედროვე ადამიანების) განკარგულებაში არ არის არც თვითონ ზურმუხტის დაფა ძველი ეგვიპტური დამწერლობით, არც მისი პირვანდელი სავარაუდო თარგმანი ბერძნულად, არამედ მარტო ლათინური ტექსტი, რომელიც მხოლოდ 1541 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მისგან უკვე თავისმხრივ ითარგმნა სხვა ენებზე. არაბული თარგმანი მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამედოვე, ნიუტონის და ბეატოს თარგმანებისგან, რადგან ის ნათარგნია არა გავრცელებული ლათინური ტექსტიდან, არამედ უფრო ადრეული ვარიანტიდან. როგორც ხედავთ მრავალსაუკუნოვან თარგმანთა თარგმანებში ბევრი ინფორმაცია სახეიცვლება სუბიექტური ინტერპრეტაციებით და ამის ნათელი მაგალითია არაბული და თანამედროვე (ლათინური) თარგმანების შეუსაბამობა, რომლებსაც წესით საერთო პირველწყარო აქვთ - ეგვიპტური „ჰერმესის ზურმუხტის დაფა“. ამიტომ ამ ტექსტის ინტერპრეტაციას ალბათ უფრო ინტუიცია ჭირდება, ვიდრე სიტყვების დეტალური ჩაძიება. მოდით დავეყრდნოთ თანამედროვე თარგმანს და მივუყვეთ:
1.ჭეშმარიტია ყოველგვარი სიცრუის გარეშე, სარწმუნოა და სრულიად ჭეშმარიტია.
ეს გასაგებია. საუბარია იმაზე, რომ რაც ამ დაფაზე წერია სრული ჭეშმარიტება და სარწმუნო ინფორმაციაა.
2.ის, რაც არის ქვემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ზემოთ; და ის, რაც არის ზემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ, რომ განახორციელოს ერთიანობის საოცრება.
აქ ჩემთვის გასაგებია, რომ საუბარია სამყაროს ფრაქტალურ მოწყობაზე.
„მიქაელი:
-ყველა ფრაქტალურ სტრუქტურას, თავისი გეომეტრია, მათემატიკური სტრუქტურა და მასთან შეჭიდული „პრინციპი“ აქვს. საკრალური გეომეტრია, მაგიური გეომეტრიული ფიგურები და ნუმეროლოგია რომელიც როდესღაც ხელმისაწვდომი იყო ადამიანებისთვის, სწორედ ამ ფრაქტალების „მათემატიკასთან“ და „პრინციპთან“ არის დაკავშირებული. ფრაქტალები პირვანდელი ღვთაებრივი ენერგიის, გარკვეული „პრინციპით“ გარდატეხის და გატარების სტრუქტურებია, რომლებიც სხვადასხვა განზომილებებში „პულსირებენ“ უმცირესიდან უდიდესისკენ და პირიქით. მათი ცოდნა უმაღლეს საკრალურ ცოდნას წარმოადგენს, რომელიც შესაბამისი ენერგიების მართვის ძალაუფლებას იძლევა.“
„მიქაელი:
-გაიხსენე ფრაქტალების პრინციპიც. დიდი იმეორებს მცირეს და მცირე დიდს.“
3.და ამგვარად, ყველაფერი წარმოიშვა ერთისგან ერთიანობის საშუალებით: ამგვარად ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანი არსის შეგუების მეშვეობისგან.
აქ საუბარია იმაზე, რომ თავდიპირველად იყო ერთი მთლიანი, რომელიც შემდგომ დიფერენცირდა და გამოვლინდა მრავალ ფორმაში.
„მიქაელი:
-პირველადი დიფერენცირების მერე სამყაროში წარმოიქმნა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი: მატერია და სული (შენ სქემებზე პირველწყაროდაა მოხსენიებული, თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მისთვის „პირველწყაროს სულის იპოსტასის“ დარქმევა). ამ ორის ზემოქმედებით და ურთიერთგადადინებით წარმოიქმნება, ვითარდება და ნადგურდება გამოვლენილი სამყაროები. რაც უფრო მკვრივია, მატერიალიზირებულია პირველწყარო და დაშორებულია სულიწმინდას ანუ სულის იპოსტასს, მით უფრო მკვრივია მატერია და ილუზორულია შესაბამისად გამოვლენილი სამყარო. რაც უფრო ახლოა „სულთან“ სამყარო (მაგალითად სულიერი ან ნატიფ-მატერიალური სამყაროები) მით მეტად „რეალურად“ აღიქმება ის.“
„მიქაელი:
-შემოქმედების იმპულსი აბსოლუტიდან მოდის. ჯერ გამოუვლენელი აბსოლუტი დიფერენცირდება მატერიის და სულის იპოსტასად. შემდეგ მატერია სიმბოლურად რომ ვთქვათ „ქვევით“, ვიბრაციების ვარდნისკენ, გაუხეშებისკენ მოძრაობს შორდება რა სულის იპოსტასს. ამ ეტაპზე ხდება მატერიის მეტად და მეტად დიფერენცირება, ხოლო შემდეგ უკვე დიფერენცირებული, ესე ვთქვათ ინდივიდუალობაშეძენილი მატერია „ზევით“ ბრუნდება სულის იპოსტასისკენ გათხელებისა და ვიბრაციების გაზრდის გზით. ასე ხდება აბსოლუტის თვითგამოვლინება ფორმაში.“
ანუ ხდება ერთის (ღვთაებრივი პირველწყაროს) დიფერენცირება მრავალ კომპონენტად, ამას ახლავს სულის ჩასვლა (ვარდნა) მატერიაში, ხოლო შემდეგ უკან სულში დაბრუნება მატერიის გათხელება/განღმრთობით და ისევ ერთიანობაში დაბრუნებით. ამიტომ ხდება ადამიანის ცნობიერების აღმავლობა (ღმერთში დაბრუნება) მისი მეტად და მეტად გაფართოების გზით და მეტ და მეტ არსებასთან (ღმერთის ინდივიდუალურ გამოვლინებებთან) ცნობიერების ერთარსად, ერთ არსებად გაერთიანებით. სულის მატერიაში ვარდნა და შემდეგ მისი დაბრუნება წარმოადგენილია ე. წ. „გაშლადი“ და „შეკუმშვადი“ ევოლუციური ციკლებით, რომლებიც ამოსუნთქვა- ჩასუნთქვას შეიძლება შევადაროთ.
4.მისი მამა არის მზე, მისი დედა არის მთვარე. (5) ქარი მას თავის მუცლით ატარებდა. (6) მისი ძიძა არის მიწა.
(იხილეთ სურათი 3.) აქ ცალსახად იკვეთება 4-ობრივი ფრაქტალი, რომელიც მთავარი ფრაქტალია მატერიალური სამყაროებისთვის, მაშინ როცა 3 - სულიერი განზომილებისთვის. სადღაც მახსოვს წავაწყდი ბლავაცკაიას ასეთ გამონათქვამს, რომელიც მაშინვე ჩამებეჭდა მეხსიერებაში: როცა სამი გახდა ოთხი, სული გამოვლინდა მატერიაში. ეს ჩანს ცნობიერების მოწყობის 7-ობრივ სტრუქტურაში, სადაც იკვეთება ზედა (სულიერი) ტრიადა და ქვედა (მატერიალური) ტეტრადა. აი, სწორედ ტეტრადა არის მატერიის ძირითადი ფრაქტალი. ეხლა შეხედეთ, ოთხობრივ ფრაქტალში ყოველთვის არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილი. მაგ: ზამთარი - ზაფხული და გაზაფხული - შემოდგომა. ასევე ცეცხლი - წყალი და ჰაერი - მიწა. შეხედეთ ფოტოს და დაინახავთ სწორედ ამ მე-4 სტროფის ილუსტრაციას. მზე არის იგივე ცეცხლი, მთვარე იგივე წყალი, ქარი იგიცე ჰაერი, ხოლო მიწა მიწაა. მაგრამ აქ უბრალოდ სტიქიებზე არაა საუბარი. საუბარია ამ 4-ობრივი ფრაქტალის ყველაზე ფართო/მნიშვნელოვან გამოვლინებაზე - სული-მატერიის ცირკულირება 4-ობრივ ციკლში, რომელიც სრულიად მატერიალური სამყაროების ევოლუციას განაპირობებს. აი ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან:
„მიქაელი:
- ზოგადად რომ ვთქვათ აქტიური საწყისი მამაკაცის პრინციპია და პასიური ქალის... გამცემის მამაკაცია და მიმღები ქალი. ეს პრინციპი კარგად ჩანს სიმბოლოებში სადაც სული მამაკაცია, მატერია ქალი, მზე მამაკაცია და მთვარე ქალი. იანი მამაკაცია და ინი ქალი, დღე მამაკაცია და ღამე ქალი. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გამოვლინება ერთმანეთის გარეშე ვერ არსებებს და ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნის!“
ანუ, როგორც მზე ზაფხულთანაა ანალოგიაში, მთვარე ზამთართან, ასეა ქარი გაზაფხულთან, ხოლო მიწა შემოდგომასთან. რაც შეეხება მატერიის ანალოგიას მთვარესთან და არა მიწასთან (ამ შემთხვევაში), ეს აზრი მერე მიქაელმაც გააჟღერა:
„მიქაელი:
- თქვენი მეცნიერები ეგზოპლანეტებზე სიცოცხლეს ყოველთვის წყლის არსებობას უკავშირებენ. ისინი ყოველთვის წყალს ეძებენ, მაგრამ იმ იდეას, რომ თქვენ პლანეტაზე სიცოცხლე წყალთანაა დაკავშირებული, ბევრად უფრო ღრმა აზრი აქვს, ვიდრე უბრალოდ წყლის არეში ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის შესაძლებლობა. სულიერი თვალით რომ შეხედო, გაგიკვირდება მაგრამ სულის ინკარნაცია მართლა წარმოადგენს წყლის სტიქიაში ჩაშვების პროცესს...“
„მიქაელი:
- и Дух Божий носился над водою...- გაიმეორა მან ჩემი მაშინდელი ფიქრები - ეხლა ხვდები, რომ ზედა, სულიერი განზომილებებიდან მატერიალური სამყარო აღიქმება როგორც წყლის ზედაპირი? იოანეს გამოცხადებაში სიტყვები „и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу“ ასევე ფიზიკურ განზომილებას ეხება.“
5 (7).ეს არსი არის მთელი ქვეყნიერების ყოველგვარი სრულყოფილების მამა.
აქ არის დადასტურება იმისა, რომ ზემოთთქმული აზრი ყველაფრის სრულყოფილების საწინდარია. მატერიალური სამყაროები ყოველთვის სული-მატერიის ურთიერთმიმართებას მოიაზრებს, ამიტომ ამ ორის ერთმანეთში გადადინება 4-ობრივი ციკლებით განაპირობებს საბოლოო სრულყოფილების მიღწევას.
6 (8).მისი ძალა მთლიანი რჩება, როცა ის მიწად გადაიქცევა.
აქ შესაძლოა საუბარია იმაზე, რომ როცა სული მატერიაში ვარდება (მიწად იქცევა), მისი პირვანდელი პოტენციალი, ანუ ჭეშმარიტი არსი, ანუ საღმრთო წარმომავლობა შენარჩუნებულია.
7 (9).შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, ფაქიზს უხეშისგან ნაზად, დიდი ხელოვნებით.
ხო. აქ ვეთანხმები G. S.-ს აზრს, რომ საუბარია სულიერი ფასეულობების გარჩევაზე მიწიერი, ანუ მატერიალური ფასეულობებისგან, რადგან კარგის გარჩევით ცუდისგან მიმდინარეობს ცნობიერების ამღლება და საბოლოო განღმრთობა. ადამიანისთვის აუცილებელი ეტაპია სწორი ზნეობრივი განვითარება და სწორი არჩევნების გაკეთება სიკეთის (სულიერების ანუ ცეცხლის) სასარგებლოდ და ბოროტების (ანუ მიწის) საწინააღმდეგოდ. ვერანაირი ოკულტური ცოდნა ვერ ჩაანაცვლებს ამ პროცესს, რომელსაც საკუთარ თავში ცეცხლის მიწისგან განცალკევება ქვია. ამ შემთხვევაში მიწა მდაბიო, უხეში მატერიის იპოსტასს გამოსახავს.
8 (10).ეს არსი ადის მიწიდან ცისკენ და მიღებული უმაღლესი და უმდაბლესი ძალით ისევ მიწაზე ეშვება. (11).ამგვარად ეუფლები მთელი სამყაროს დიდებას, ამიტომ შენ მოგშორდება ყოველგვარი წყვდიადი.
„ეს არსი“ იგულისხმება ზემოთხსენებული ცეცხლის გარჩევა მიწისგან, ცეცხლში დაბადება, რომელზეც იესო საუბრობდა. აქ უკვე საუბარია ადამიანის განსხივოსნებაზე, როცა მისი ცნობიერება სულიერ სამყარომდე (ცამდე) მაღლდება, ღმერთის ცნობიერებას ეზიარება. მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიზიკურ სხეულშია, ამიტომ განღმრთობილი ცნობიერება ერთგვარად „მიღებული უმაღლესი“ (ანუ სულიერი გამოცდილებით) და „უმდაბლესი ძალით“ (ფიზიკური სხეულით) „ისევ მიწაზე ეშვება“. მაგრამ ამჯერად ის უკვე დაუფლებულია სამყაროს საიდუმლოეებს, „მთელი სამყაროს დიდებას“ და „წყდიადი“ ანუ მიჯაჭულობა მატერიალურ განზომილებაზე შორსაა მისგან.
9.ეს არსი არის ყველა ძალის ძალა: რადგან ის გაიმარჯვებს ყველანაირ ფაქიზზე და შეაღწევს ყველანაირ სიმყარეში.
„ეს არსი“ ანუ ცეცხლის გარჩევა მიწისგან, ანუ გასულიერების პროცესი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანის ევოლუციაში. სული იმარჯვებს როგორც უხეშ, ასევე ნატიფ მატერიაზე.
10 (12).ასეა შექმნილი სამყარო.
აქ საინტერესოა არაბული თარგმანი რომელიც ასე ჟღერს: „10 (12).მიკროსამყაროს ფორმირება მაკროსამყაროს ფორმირების შესაბამისია.“, რომელიც ისევ ფრაქტალების პრინციპზე მიგვანიშნებს.
11 (13).აქედან წარმოიშვება ყოველგვარი შეგუება, რომელთა საშუალებაც ასეთია.
ეს აზრი ცოტა გაუგებარია და შესაძლოა დამახინჯდა მრავალჯერად თარგმანებში, ამიტომ აქ არაბულ ტექსტს დავესესხები, რომელიც ასე ჟღერს: „11 (13).სწავლულებმა შექმნეს მისგან საკუთარი გზა.“ ანუ, აშკარად საუბარია იმაზე, რომ სწავლულმა ანუ განდობილმა ადამიანებმა ამ საკრალური ცოდნის გამოყენებით შექმნეს სულიერი სრულყოფის გზა, ერთგვარი სწავლება, რომელსაც ადამიანი განსხივოსნებამდე მიყავს.
12 (14).ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს.
აქ მიქაელმა ცალსახად ამიხსნა, რომ საუბარია სამყაროს სამი დონის ცოდნაზე: სულიერი, ნატიფმატერიალური და უხეშმატერიალური ფენების, ანუ ქართულ ტერმინოლოგიას რომ დავესესხოთ სკნელის, ქვესკნელის და ზესკნელის ცოდნაზე.
13 (15).საკმარისია ის, რაც მე ვთქვი მზის წარმოშობის სამუშაოზე."
აქაც საინტერესოა, რომ ეს სტროფი არაბულ თარგმანში სრულიად სხვანაირად ჟღერს:
„13 (15).ეს არის უკანასკნელი წიგნი, რომელსაც ის მალავდა კატაკომბში.“ ყველა ვარიანტში ეს არის დასასრული ფრაზა. „მზის სამუშაოში“ შეგვიძლია მოვიაზროთ ისევ და ისევ ცეცხლის, ანუ სულიერი სამუშაო. ხოლო არაბულ თარგმანში უბრალოდ მითითებულია, რომ წიგნი იმალებოდა რომელიღაც კატაკომბში.