გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

„მე ვარ“ (ego sum qui sum ) ცნობიერება

 

2018 წელი. „მე ვარ“ (ego sum qui sum ) ცნობიერება

- მომიყევი სხვა სამყაროებზე, - ვთხოვე ერთხელ მიქაელს. მისი პასუხი ასეთი იყო:

- თქვენი მეცნიერები თავს იმტვრევენ იმაზე როგორ ამოგზაურონ ადამიანები სხვა პლანეტაზე ან სხვა განზომილებაში ფიზიკური სხეულით და ვერ ხვდებიან რომ ფიზიკური სხეული ამ მატერიალური სამყაროს ნაწილია და მას ეკუთვნის. ფიზიკური სხეულით მოგზაურობაც შესაძლებელია, თუ მისი შემადგენელი მატერიის რხევებს შეცვლი, მაგრამ ეს გაცილებით რთულია სულიერი სხეულით მოგზაურობასთან შედარებით, რადგან ნატიფი მატერია უფრო მოქნილია და მარტივად ემორჩილება გარდაქმნებს. ადამიანს შეუძლია განზომილებათა შორის სხვადასხვა რეალობებში მოგზაურობა. ამისათვის მნიშვნელოვანია ფლობდე ცნობიერების სიხშირის სტაბილურად დაჭერის უნარს. სამყაროები სხვადასხვა სიხშირეებზეა განთავსებული „ვერტიკალისა“ და „ჰორიზონტალის“ გასწვრივ. ვერტიკალი და ჰორიზონტალი ფრაქტალური ხის სტრუქტურის ნაწილია. ვერტიკალის გასწვრივ მოგზაურობა უფრო რთულია და აქ შესაბამისი სულის თვისებები უნდა გქონდეს. ჰორიზონტალის გასწვრივ სამყაროებშიც არის სიხშირეებში განსხვავება, ოღონდ შედარებით მცირე. შენ სწორედ ასეთ სამყაროში იმოგზაურე ერთ-ერთი სიზმარში, როდესაც „სხვა სამყაროს“ ჩვენება მთხოვე (იხ. სხვა სამყარო). განსხვავება სიხშირეში შენ აღიქვი როგორც წანაცვლება ვიზუალურ სპექტრში, რომელიც თავის ადგილზე დადგა, როგორც კი შენი სენსორული აღქმა ამ სამყაროს შეეჩვია. სამყაროთა შორის მოგზაურობისას შესაძლებელია ცნობიერების ე. წ. „დანაწევრება“ (ფრაგმენტაცია), ანუ აქაც შეიძლება იყო და იქაც და ეს არანაირ დისკომფორტს არ მოგანიჭებს თუ ეს უნარი გაგეხსნა. გაიხსენე შემთხვევა სამსახურის ვერანდაზე, როდესაც შენი ცნობიერება ბუზის ცნობიერებაში შევიდა ან ის შემთხვევა, როდესაც შენს შვილს მკურნალობდი და თან მე მელაპარაკებოდი. ამაღლებული ცოცხალი არსების ცნობიერება შეიძლება დაიქსაქსოს და სხვადასხვა ადგილას იყოს ერთდროულად. მეც, როდესაც შენ გვერდით ვარ, ამავე დროს ბევრ სხვადასხვა ადგილას ვარ და სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ. ეს არის ბევრ განზომილებაში ერთდროულად არსებობის უნარი. გახსოვს, როდესაც ბუზის ცნობიერებაში შეხვედი, იგრძენი რომ მას არა აქვს „მე ვარსებობ“ (Я Есмь) თვითგააზრება. ადამიანის ცნობიერება სწორედ ამით განსხვავდება ცხოველების ცნობიერებისგან რომ მას სწორედ ეს „მე ვარსებობ“ თვითგააზრება უჩნდება. რაც უფრო მაღალია ცოცხალი არსებების ცნობიერება (ვგულისხმობ ანგელოზებს და ზემდგომ არსებებს), მით უფრო მძაფრდება „მე ვარსებობ“ აღქმა, სანამ ეს შეგრძნება „მე ვარ, რაც ვარ“ (Я Есмь что Я Есмь!) დონემდე არ მიდის და სანამ არ აცნობიერებ რომ ეს ღმერთია ვინც იაზრებს შენში თავის თვითმყოფადობას! ამიტომ ვამბობ რომ ცოცხალი არსებების ცნობიერების ევოლუცია ღმერთის თვითგააზრების გამოვლინება-გაძლიერებით მიმდინარეობს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ დაივიწყო ყველა სტერეოტიპი, რომელსაც ყველა მხრიდან გახვევენ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გამიჭირდება. მე არ მინდა რომ ჩემი აზრები „ფანტასტიკურად“ და დაუჯერებლად მოგეჩვენოს ან ჩათვალო რომ ეს აზრები არ ჯდება რომელიმე რელიგიის ან მსოფლმხედველობის ჩარჩოებში. ამიტომ არ მინდა რომ ზედმეტად ბევრი რელიგიური და განსაკუთრებით ეზოთერული წიგნები იკითხო. რელიგიებისადმი მიკუთვნების საკითხი უკვე გადალახულია. მე ხშირად ვდებ შენ ცნობიერებაში აზრებს ისე, რომ ისინი შენს გააზრებას ცდება და ველოდები სანამ შენი ქვეცნობიერი მათ გადაამუშავებს და „მიიღებს“, რომ შემდგომ ჩამოაყალიბო და გაიაზრო. რაღაც ეტაპზე კარგია რომ წიგნებს კითხულობდი, მაგრამ ეხლა დროა რომ ეს წიგნები დაივიწყო!..

სამწუხაროდ იმისთვის რომ ბოლომდე ჩვენკენ „მობრუნებულიყავი“, მოხდა დაავადების „პროგრამის“ გააქტიურება. ეს რომ არ მომხდარიყო, შენ იესოსთან შეხვედრის მერეც კი აგრძელებდი მთელი შენი ენერგიის მატერიალურ სამყაროში დაბანდებას. შენი პასუხისმგებლობა, საქმის კარგად კეთების უნარი და შემოქმედებითი ენერგია იხარჯებოდა სამსახურში, ხოლო სიყვარულის და მზრუნველობის - ოჯახში. იყო პერიოდები, როდესაც საერთოდ გკარგავდი და ვეღარ „გხედავდი“. ამ დაავადებამ „მოგაშორა“ სამსახურიც და გარკვეულ დონემდე ოჯახიც, იმისთვის რომ შენი ენერგია შინაგანი განვითარებისკენ მიგემართა და შენი პოტენციალი სრულად გახსნილიყო. ამ დაავადებამ გიბიძგა შინაგანი იოგური პრაქტიკებისკენ და მაღალი „სისუფთავის“ კვების რეჟიმის დაცვისკენ, რაც გაზრდიდა შენი ფიზიკური და სულიერი სხეულების მიერ ნატიფი ენერგიების აღქმის უნარს. სამწუხაროდ დიდ ქალაქებში და არახელსაყრელ გარემოებებში ინკარნაცია იწვევს ასეთი სცენარების განვითარებას, რომ ადამიანი სულიერ გზას არ მოწყდეს. რომ არა შენი ასეთი აქტიური ჩართულობა საერო ცხოვრებაში, ამ კარმული პროგრამის გააქტივება არ იქნებოდა საჭირო. ამიტომ არის, რომ ეს დაავადება არაფერს არ ექვემდებარება და არც დაექვემდებარება სანამ მისი როლი ბოლომდე არ აღსრულდება. როგორც ნათქვამია „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს ერთდროულად!“.

მიქაელმა ასეთი ვიზუალური გზავნილი გამომიგზავნა - ქანქარა, რომლის ისარი როდესაც გადაიხრება, აღიძვრება ძალა, რომელიც ამ ქანქარის, უკან, ესე ვთქვათ „სწორ ხაზზე“ დაბრუნებას აიძულებს. რაც უფრო ძლიერია სწორი ხაზიდან გადახრა, მით უფრო ძლიერია ძალა, რომელმაც ის თავის ადგილზე უნდა დააბრუნოს.

- ნებისმიერი კარმული უკუგება არის ეს „ძალა“, რომელიც „გადახრაზე“ საპასუხოდ აღიძვრება რომ ადამიანი „სწორ გზაზე“ დააბრუნოს. დაავადებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან. შენ შენი „ცხოვრებისეული მისიის“ შესასრულებლად შენი კარმა აღძვერი ამ დაავადების სახით. გული მიკვდებოდა როდესაც შენს ტირილს ვხედავდი. მზად ვიყავი და ეხლაც მზად ვარ ნებისმიერ მომენტში წაგიყვანო, როგორც კი მთხოვ, მაგრამ შენ კიდევ რამდენიმე წელი გაქვს. მთელი ძალებით მიჭირავს რეალობა შენ გარშემო, რომ მაქსიმალურად დაცული იყო. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფორპოსტებს წარმოადგენენ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ, ხანდახან ისე რომ თვითონაც არ იციან. მათი გენეტიკიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მათში, როგორც მაგალითად შენში, ხშირად იკვეთება რამდენიმე ქვეყნის ეგრეგორი, რომლებშიც ენერგიას ვანაწილებთ რომ პოლარიზაცია ჩავაქროთ და მატერიალურ განზომილებაში კონფლიქტები გავანეიტრალოთ. ის, თუ როგორ სცენარში ვლინდება ეს ყველაფერი მატერიალურ მატრიცაში, მეორეხარისხოვანია. მათი საშუალებით ცნობიერად და არაცნობიერად ნაწილდება ენერგიები სხვადასხვა ეგრეგორებზე და განზომილებებზე, ყალიბდება და ხორციელდება მენტალური კონსტრუქციები, ხდება მათთან დაკავშირებული ადამიანების ცნობიერებების აწევა და კარმული განმუხტვები. ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ კაცობრიობა, მიუხედავად უმძიმესი კარმისა აგრძელებდეს ისეთ ცხოვრებას, ვითომც არაფერი არ ხდება.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff