გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

სიბრძნის მცველი

 

2018 წელი. 29 სექტემბერი. თბილისი. სიბრძნის მცველი

სიზმარი:

ეკლესიასავით შენობაში ვარ სადაც კედლებიც და ჭერიც წმინდანების გამოსახულებებითაა მოხატული. ოღონდ ეს წმინდანები არ არიან ჩემთვის ნაცნობები. ესეთი აზრი მომდის, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სიბრძნის მატარებლები იყვნენ. უეცრად ჩემ წინ მოხუც კაცს ვხედავ. მას ანაფორის მსგავსი კაბა აცვია, თოკით წელშემორტყმული. მამაკაცი იატაკზე წევს. მას თმის პატარა ნაწილს აჭრიან. ეს რაღაც სიბოლური ინიციაციის პროცედურაა თითქოს. მე რატომღაც თმაზე ხელს ვიკიდებ, მეც ხომ არ მომაჭრეს-მეთქი, მეფიქრება.

- Хранитель знаний! მან სიბრძნე შელახვისგან უნდა დაიცვას! - მესმის ხმა და მამაკაცს კვერთხს აძლევენ რომელიც სამი ცოცხალი გველისგან შედგება. ცისფერი, ნაცრისფერი და თეთრი გველი ერთმანეთშია გადახლართული, როგორც თოკში ძაფის კონები.

- Три типа знаний, - მესმის ისევ ხმა და ვხვდები, რომ თითოეული გველი გარკვეული ტიპის ცოდნას გამოხატავს.

- Типа интуитивное, интелектуальное... - მეფიქრება ჩემთვის, რადგან ვცდილობ გავშიფრო რას ნიშნავს სამი ტიპის ცოდნა და...

...მეღვიძება.

2018 წელი. 30 სექტემბერი. თბილისი. შენი იარაღი კეთილი გულია

ღამით მეზობლებმა მოინდომეს აივანზე ქეიფი (სიყვარული და მოფერება, როგორც თვითონ ეძახიან ხოლმე ასეთ ურთიერთობას), რომელიც საღამოს 10 საათზე დაიწყო და ნარ-ნარად გადაიზარდა სრულიად უზნეო ღრეობაში ხმამაღალი შეძახილებითა და ღმუილის მსგავსი სიმღერებით. ეს ცალმხრივი სიამოვნება დილის 5 საათამდე გრძელდებოდა და მისი მონაწილეები ვამპირებივით პირველივე მზის სხივზე გაიფანტნენ. ჩემი უკიდურესად ფხიზელი ძილისთვის, როდესაც ხშირად ძილსა და სიფხიზლეს შორის ვიმყოფები და მცირე ხმაც მირტყავს თავში, ეს ღამე აუტანელი აღმოჩნდა. ამ დროს მგრძნობელობა ისეთი მომატებული მაქვს, რომ ხმები ხელის გულებითაც კი მესმის, ამიტომ ეს ხმაური სრულიად გაუსაძლისი გახდა. რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ გავბრაზდი და სრულიად სერიოზულად მოვისურვე რომ ამ „ქეიფის“ მონაწილეებს ისეთი ფაღარათი დამართვნოდათ, რომ ერთმანეთის გადავლით ვერ მიესწროთ საპირფარეშომდე! ვიცოდი, რომ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში რომ შევსულიყავი, მათი ეთერული სხეული მუცლის არეში საათის ისრის საწინააღმდეგოდ დამეტრიალებინა შხამიანი მწვანე ფერის მიღებამდე, რაღაც ასეთი ნამდვილად დაემართებოდათ. ღმერთო, საიდან ვიცი ეს ყველაფერი? - გავიფიქრე და უეცრად ძალიან მძაფრად გავაანალიზე რომ ამას ვერ ვიზამდი! იმიტომ კი არა რომ ტექნიკურად არ შემეძლო, არამედ იმიტომ რომ ასეთი საქციელის ჩადენა ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც მთვარეზე გაფრენა!

მიქაელის ღიმილი ვიგრძენი ისევ.

- შენ აღარ შეგიძლია ადამიანებისთვის ზიანის მიყენება... არასდროს და არანაირი მიზეზით, იმიტომ რომ ეს შენი ბუნება აღარ არის. ნაწილებად რომ აგკუწონ, მაინც ვერ შეძლებ. შენი იარაღი მხოლოდ კეთილი გულია და ამის იქით არაფერი გაგაჩნია. ადამიანისთვის დგება ასეთი ეტაპიც, როდესაც ნებისმიერი, თუნდაც „სამართლიანი“ ძალადობა მისთვის აკრძალულია.

თავი რატომღაც დაჩაგრულად ვიგრძენი, რადგან ვერაფერს ვაკეთებდი და უძილობის გამო ვიცოდი, რომ მეორე დღეს ვეღარ ავდგებოდი ლოგინიდან. ამ უხეშ სამყაროში ასე მარტივად მოწყვლადი არ უნდა იყო და საკუთარ თავზე მომივიდა გული.

- ეს აზრი ეთერული სხეულის დატრიალებაზე მწვანე ფერამდე, საიდან მომივიდა? გამომივიდოდა მაგის გაკეთებას, რომ მომნდომებოდა?

- არა. ესეც სულის ცოდნა ამოტივტივდა. ადრე შეგეძლო... სხვა ცხოვრებებში... მაგრამ არ მინდა გეგონოს რომ ბოროტებას არ უნდა უპირისპირდებოდე. ადამიანები, რომლებსაც მენტალური სხეული 1-ელ და მე-2 დონეზე აქვთ, უხეში ფიზიკური ძალით უნდა ეწინააღმდეგებოდნენ მას; მე-3 დონის ადამიანები სხვადასხვა ტიპის აქტიური ქმედებებით; მათ ვისაც მე-4 დონეზე აქვთ მენტალური სხეული განვითარებული, ანუ ინტელექტუალური ადამიანები, აზრით და სიტყვით უნდა მოქმედებდნენ. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ „ინტელექტუალური“ კატეგორიის ადამიანები ფიზიკურად არ უნდა ჩაერიონ ბოროტების აღმოფხვრაში, თუ ასეთი მათ თვალწინ ხდება. მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები უპირატესად იმ „ტალანტის“ დონეზე უნდა მოქმედებდნენ, რაც მათ ღმერთმა მიანიჭა... მაგრამ შენ სულიერი ველებით მოქმედებ და შენი იარაღი ნატიფი ენერგიებია. შენ ან ღმერთთან ხარ ან მის წინააღმდეგ. შუალედური არ არსებობს. ნუ დაღონდები საკუთარ უმწეობაზე. ის რაც შენ სისუსტედ გეჩვენება უდიდესი ძალაა... ხომ გახსოვს „ძალა უძლურებაში აღესრულება“!...

- მგონი ჩემზე უკეთესი წარმოდგენის ხარ, ვიდრე ვარ სინამდვილეში...

- მე თუ მჯერა შენი, შენც ირწმუნე.

- ბოდიში, რომ შენში ეჭვი მეპარებოდა - გავიფიქრე და მეხამუშა საკუთარი ფიქრები, თითქოს ჩემი არ იყო.

- არ ყოფილა მსგავსი არაფერი! მე ბევრჯერ შევამოწმე შენი სული ნდობაზე და პირიქით, აბსოლუტური ნდობა დავინახე. ის რასაც ეჭვები ქონდა, შენი გარეგანი გონება იყო, მენტალური სხეული, რომელიც ბევრ ეგრეგორთანაა კავშირში და მათ ზემოქმედებას განიცდის. მათ შორის ქრისტიანული ეგრეგორის, სადაც ეშმაკისგან ცდუნების შიშს ძალიან ღრმა ფესვები აქვს გადგმული. შენ სიზმარში სატანას ხმამაღალი სიცილი (იხ. „ხიდს იქით გადასვლა“), კლასიკური ქრისტიანური ეგრეგორის მენტალური კონსტრუქციაა. შენი სული ბოლომდე და უპირობოდ მენდობა... ტყუილი არ გითხარი, როდესაც ვთქვი, რომ სამყაროს დასალიერშიც კი წამომყვები (იხ. „შავი ხვრელი“)! ასე რომ არ ყოფილიყო, შევწყვიტავდი შენთან კონტაქტს. ჩვენ არავის და არაფერს ვაძალებთ... და იცოდე, რომ ნდობა სულის დონეზე სხვა რამეა... ეს არ არის „გჯერა თუ არ გჯერა“ ჩემი, ეს სულთა ნათესაობით გამოწვეული კავშირია, ერთობა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გაწყვიტავს.

2018 წელი. 2 ოქტომბერი. თბილისი. ჰერმეს ტრისმეგისტი

მე:

- ეხლა ვიფიქრე... ეს ფრაზა... Как вверху, так и внизу, как внизу, так и вверху... ეს ფრაზა, ხომ საიდანღაც არის!

მიქაელი:

- შენ იცი...

მართალია არ ვიცი, მაგრამ ინტერნეტში, ხომ შემიძლია ვნახო. კომპიუტერს ვრთავ და ამ წინადადებაზე ძებნას ვაძლევ. აი რას მიგდებს:

"1908 წელს ჩიკაგოში «The Yogi Publication Society» გამომცემლობით გამოქვეყნდა მცირე ტრაქტატი ჰერმეტულ ფილოსოსფიაში - "ქიბალიონი"."

""სამმა განდობილმა", რომლებმაც დაწერეს ქიბალიონი მოისურვეს ანონიმურად დარჩენა, რამაც გამოიწვია მრავალი სპეკულაცია მათ ავტორობასთან დაკავშირებით".

"ჰერმეს ტრისმეგისტის ზურმუხტის დაფა"...

"როგორც ზევითაა ისე ქვევითაა და როგორც ქვევითაა, ისეა ზევით - პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არსებობს ურთიერთკავშირი კანონებსა და მოვლენებს შორის ყოფადობის და სიცოცხლის სხვადასხვა დონეებზე. ამ სიტყვებში ასახულია ჰერმეტიკოსების ძველი აქსიომა. ამ პრინციპის დაუფლება გასაღებს იძლევა ბევრი აუხსნელი პარადოქსის და ბუნების ფარული საიდუმლოებების ამოსახსნელად".

ჰერმეს ტრისმეგისტი... ტოტ-ატლანტი

"ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს."

ჰერმესის ატრიბუტია - მაგიური ძალების მატარებელი კვერთხი. მან აქცია ჰერმესი ღმერთად და ღმერთების მაცნედ. მან გაუხსნა ჰერმესს გზა სამ სამყაროში: ღმერთების, ადამიანების და სულების სამყაროებში. ჰერმესის კვერთხი წარმოადგენს ორ გველს რომლებიც ცენტრალური ღერძის გარშემო არიან შემოხვეულნი და ღერძის ბოლოზე არსებულ მზეს უცქერიან."

imm18 

ნახ. 20. კადუცეი ანუ ჰერმეს ტრისმეგისტის კვერთხი.

მე:

- აი ვინ იყო ის მოხუცი ჩემ სიზმარში... Хранитель знаний! კვერთხი სამი გადახლართული გველისგან, რომელიც სამი ტიპის ცოდნას განასახიერებდა სამ სამყაროზე!
საშინელი ინტერესი მიპყრობს. უნდა წავიკითხო ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული!

მიქაელი:

- ხომ გინდოდა რამეს ან ვინმეს დაყრდნობოდი?

და ისევ მის ღიმილს ვგრძნობ. საიდანღაც ვიცი, რომ რასაც იქ წავიკითხავ ყველაზე ახლოს იქნება იმასთან რასაც მიქაელი მიყვება! მეც მეღიმება. ეს ყველაფერი დეტექტიურ გამოძიებას ჰგავს და არქეოლოგიურ გათხრებს ერთდროულად.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff