გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

შეხვედრა ბერებთან

 

2018 წელი. 8 სექტემბერი. თბილისი. შეხვედრა ბერებთან

მიქაელთან ბოლო შეხვედრის მერე ერთი კვირა გავიდა და ბევრი მაქვს დასაწერი. ისე მოვიქეცი, როგორც მიქაელმა დამაბარა. გავანებე ყველაფერს თავი და შევეცადე შინაგან გულისმიერ ლოცვაზე გადავრთულიყავი. არ ვიცოდი მამა ღმერთისთვის რა სიტყვებით მიმემართა და იმ სიტყვებს ვპოულობდი, რა თვისებებიც ვიგრძენი მასში - სიბრძნე, მადლი, მამობრივი სიყვარული. აწი, ტრადიციულ ლოცვებს ვეღარ გამოვიყენებდი. ეს სხვა საფეხური იყო და ჩემი სიტყვები უნდა მეპოვა. ჩემი ძაფი უნდა გამება, რომელიც მე და მას დააკავშირებდა. ხანდახან მქონდა ისეთი გრძნობა, რომ ცნობიერების ნაწილით გაკვრით ვეხებოდი მას, მის თვისებებს, მაგრამ მყარი თანამყოფობის შეგრძნება, როგორიც მიქაელის ან იესოს მიმართ მქონდა არ მომდიოდა.

მოხდა ისე, რომ ამ კვირის განმავლობაში „---------„-ის მონასტრის წინამძღვარმა ბერული გულის ლოცვა მასწავლა. ეს ლოცვა ისედაც ვიცოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოცვის სიტყვები სუნთქვასთანაც და გულისცემასთანაც უნდა შემეთავსებინა. საუბრიდან გამოჩნდა რომ ამ წინამძღვრისთვის ცნებები კარმაზე და რეინკარნაციაზე არ იყო უცხო, რამაც ერთობ გამაკვირვა მართლმადიდებელი ბერისგან.

წასვლისას მამა „-------„-მა ჩუმად ჩამჩურჩულა:

- ხომ ხედავ... ჩვენ გვჯერა ესეთი რაღაცეების, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. ადრე იყო ეს ცოდნაც ქრისტიანობაში, მაგრამ მერე ამოიღეს. რასაც ეხლანდენილი მართლმადიდებლობა წარმოადგენს, ეს გზაა. ეს გზაა, რომელიც ამართლებს, მუშაობს და ჭეშმარიტია, მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული ცოდნა აკლია. ამ ცოდნის არ არსებობა ამ გზას არ აკნინებს. და მე ძალიან გირჩევ მამა „---„-ს წააკითხო შენი ნაწერები.

მე თან დავეთანხმე, თან არა. რადგან ეხლანდელ დროს, რომელიც მატერიალური ცოდნის ეპოქაა, სულიერი ცოდნის გარეშე, ბევრი ამ გზას ვერ ერგება. დაკარგული ცოდნა კარმაზე და რეინკარნაციაზე ალბათ რაღაცნაირად უნდა დაბრუნდეს ქრისტიანობაში, მაგრამ ამ ცოდნას სხვა ცოდნაც მოყვება, როგორიცაა ვედური ნათელი და ბნელი ძალების იეარარქიის აღიარება, რაც სამებაში წარმოდგენილი მონოთეისტური რელიგიისთვის ძნელი წარმოსადგენია და ეს გასაგებიცაა.

ამ ორმა შეხვედრამ გარკვეულწილად გამარკვია საკუთარ ემოციებში, მაგრამ ეჭვი საკუთარ თავში თავს არ მანებებდა.

ეს ერთი კვირა მიქაელს არ დავკავშირებივარ, როგორც მთხოვა. მაგრამ ამჯერად ფიქრებით დავუძახე და მისი თანამყოფობა მაშინვე ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ ისეთ კარგ განწყობაზე იყო, რომელშიც ხუმრობა უნდება ხოლმე. მის ასეთ განწყობაზე მეც უნებურად მეღიმება და ხანდახან მეცინება კიდეც... მის ართქმულ ხუმრობებზე მეცინება თუ უბრალოდ მისგან მომავალი სიხარული მედება, არ ვიცი...

უკანასკნელი სამი დღეა მამა „---„-ს ნასწავლ გულის ლოცვებს ვამბობ. ვცდილობ უწყვეტ ლოცვას მივაღწიო, მაგრამ თუ რამით ვკავდები ყურადღება მეფანტება. ამავე დროს მიქაელის ნასწავლი მახსენდება, რომელიც მიხსნიდა რომ ადამიანს შესაბამისი უნარის განვითარებისას, ისევე როგორც უმაღლეს არსებებს, ცნობიერების დაქსაქსვის უნარი აქვთ. ამ უნარით წესით უწყვეტი ლოცვა და პარალელურად სხვა, თუნდაც ინტელექტუალური საქმიანობა უნდა იყოს შესაძლებელი. მამა ღმერთის შეგრძნება ჯერ-ჯერობით არ მომდის გულში. მხოლოდ ქრისტეს ვგრძნობ გაძლიერებულად. გულში სიმხურვალის და სინათლის დანახვაც მხოლოდ სიზმარში ან „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში შემიძლია. ერთადერთი რაც მამა „---„-ს ნასწავლიდან გამომდის, არის პულსაციის მიყვანა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, განსაკუთრებით წელს ზევით. უნდა აღვნიშნო, რომ მამა „---„-ს „ბერული ლოცვა“ თავისი მექანიზმით და პრინციპით ძალიან ჰგავს ჩვენი აგნი იოგების გულის ცეცხლის ფლობისა და მკურნალობის მეთოდიკას, მხოლოდ უფრო ლოცვაზე და ღმერთზეა მიმართული.

რაც ასევე დამამახსოვრდა მამა „---„-ს ქადაგებიდან იყო მისი სიტყვები ადამიანის სულის, იგივე ცნობიერების 9 სხეულზე. მან ამ სხეულების ცხრა ფენაზე სამჯერ გაიმეორა. მაგრამ მე რომ მიქაელი 7-ობრივ სტრუქტურაზე მელაპარაკებოდა? ამ 9 შრეზე, თუ ფენაზე ისევ წავაწყდი ინფორმაციას ფეისბუკზე ახალი ამბების თვალიერებისას ერთ-ერთ სტატიაში ვედურ შეხედულებებზე. ვედებში როგორც ჩანს ითვლება რომ ადამიანი თავისი ფიზიკური სხეულიანად 9 და არა 7 შრისგან შედგება. რატომღაც მენიშნა რომ ეს ინფორმაცია ტყუილად არ მოდის ასე დაჟინებით ყველა მხრიდან.

- რატომ მოდის წინააღმდეგობაში ეს 9-ად დაყოფის პრინციპი 7-ად დაყოფის პრინციპთან? - ვკითხე შინაგანად მიქაელს და რატომღაც მისგან ასეთი აზრი ვიგრძენი:

- მოდის, რო? ადამიანი მუცლადყოფნის დროს 7 თვეში არულებს თავის განვითარებას, გადის რა ევოლუციის საფეხურების იმიტაციას. 7 თვის ნაყოფი დასრულებულია და სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მუცლად მაინც 9 თვე იმყოფება. დაფიქრდი ამაზე.

მან ფიქრებით იმ სქემასთან დამაბრუნა, სადაც ადამიანი 2-ადაც, სამადაც, ოთხად, ხუთად, ექვსად და ბოლოს შვიდ ფენად იყო განხილული (იხ. „შვიდობრივი ფრაქტალის პრინციპი“). ისევ გამიჩნდა შეგრძნება რომ ბნელ და მოყინულ გზაზე მივდივარ და ახალ ამოცანაში უნდა გავერკვიო. როგორ არ მიყვარს ან ქრისტიანობასთან ან ვედებთან დაპირისპირება, რადგან ეს ორი ავტორიტეტული რელიგიაა ჩემთვის. თუმცა ვედებზე დაფუძნებულ რელიგიებშიც უამრავი ვარიაციებია და ყველას თავისი სიმართლე აქვს. ყველგან თავისებური ინტერპრეტაციებია.

2018 წელი. 9 სექტემბერი. წერაქვი. მრავალი ინკარნაცია, როგორც ერთი უწყვეტი სიცოცხლე

მიქაელი:

- გახსოვს, როდესაც შენმა უკრაინელმა მეგობარმა გთხოვა შეგეფასებინა ინტერნეტ სივრცეში მოღვაწე ე. წ. „განსხივოსნებულები“ და სულიერი გურუები, შენ ყველა დაიწუნე ერთის გარდა?

- იგორი? ის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ფილოსოფოსი მწერალია...

- გაიხსენე შენი ეჭვები... შენ ჩემში არა, სინამდვილეში მართლა საკუთარ თავში გეპარებოდა ეჭვი, რადგან თვლიდი რომ არაფერი გიღვაწია ისეთი, რომ ამაღლებულ არსებებთან და თავად ქრისტესტან გქონდეს კონტაქტი... ეს იმიტომ რომ შენ საკუთარ თავს, ისევე როგორც სხვებს მხოლოდ ამ ცხოვრებით და ამ ცხოვრების მონაპოვარით აფასებ. სინამდვილეში ადამიანის უკან მრავალი იკარნაციაა, რომელთა ერთობლიობა ძერწავს ჭეშმარიტ „მე“-ს. წაიკითხე იგორის 6 სექტემბრის ჩანაწერი.

ვაკოპირებ ინტერნეტიდან:

Igor Nemoff

6 სექტემბერი

- Скажи, какой смысл называть наши прошлые жизни нашими, если в этой жизни мы ничего не можем о них вспомнить?

- Для начала следует понять, что вспоминать? Ты никогда не вспомнишь то, чего нет. Так вот, нет никаких прошлых жизней. Жизнь всегда одна и та же. Она длится вечно. Она всегда происходит здесь и сейчас. Поэтому не вспоминай какие-то прошлые жизни, а вспоминай события из твоей одной единственной жизни, которые случались с тобой в разных твоих воплощениях. И у тебя будет настоящий шанс действительно что-то вспомнить. Но, ответь, все ли ты помнишь хотя бы из того, что происходило с тобой даже в этом теперешнем твоем воплощении, которое ты считаешь всей своей реальностью? Или же ты помнишь только все самое яркое, особенное, необычное, важное?

- Пожалуй, что именно так.

- Тогда, насколько яркими, важными и особенными должны быть события из очень давних твоих воплощений, чтобы они запомнились тебе навсегда?

- Даже не могу представить себе, что бы это могло быть? А ты как думаешь?

- Не забывается Бог, не забывается любовь. Потому что любовь – это и есть Бог. Он может стереть из памяти все. И это благо придумано для того, чтобы старые воплощения не мешали новому, чтобы ты ценил сегодняшнюю жизнь до последнего ее мига, не зная наверняка, что она бесконечна. Что в самой глубокой своей сути она была, есть и будет всегда. Но Бог не может стереть из твоей памяти себя самого. Он не может стереть любовь. По сему, только любящие люди, знающие Бога, знают и то, что жизнь их вечна. Ведь это одно и то же знание, мой друг. Узнав себя настоящих, они уже не смогут это потерять. Нигде и никогда.

Igor Nemoff "Пешеход"

მიქაელი:

-ადამიანმა შეიძლება ამ ცხოვრებაში არა, მაგრამ წინა ცხოვრებებში დაიმსახურა ის, რაც ამ ცხოვრებაში ეძლევა. ამიტომ ნუ განსჯი სხვა ადამიანს და ნურც საკუთარ თავს აწმყო მომენტით. თუ გინდა ისწავლო სულის თვალით ხედვა, დაინახე ერთი უწყვეტი სიცოცხლე, რომელიც სხვადასხვა ინკარნაციებისგან შედგება. „Поэтому не вспоминай какие-то прошлые жизни, а вспоминай события из твоей одной единственной жизни, которые случались с тобой в разных твоих воплощениях.“ ეს ერთი ცხოვრებაა. სხვადასხვა განსხეულებებში გამოვლენილი ერთი ცხოვრება და ეხლა ვლინდება ის რაც ამ ინკარნაციებში ყველაზე მკაფიო, ყველაზე კვალისდამამჩნეველი იყო, ის რაც შენი სულის თვისებაში დაილექა და ეხლა შენი უმაღლესი „მე“-დან შენ ამჟამინდელ პიროვნებაში ვლინდება.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff