პლანეტარული დემიურგია
2018 წელი. 5 ნოემბერი. პლანეტარული დემიურგია
მიქაელი:
- თქვენ, ადამიანებს გინდათ მარსის კოლონიზაცია, მაგრამ ახლოსაც ვერ იაზრებთ რას ნიშნავს პლანეტის გაცოცხლება, პლანეტაზე სიცოცხლის ფორმების დათესვა და ფორმირება. რომ იცოდეთ ეს რას ნიშნავს, ჯერ ის უნდა გაიაზროთ რომ პლანეტა ისეთივე ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია და იმდენივე სულიერ და ფიზიკურ შრეებს შეიცავს, რამდენსაც მასზე მცხოვრები უმაღლესი ცნობიერების არსება! თუ პლანეტაზე ადამიანები ცხოვრობენ, მას ადამიანივით 4 მატერიალური შრე უნდა ქონდეს და ეს შრეები მასზე საფეხურებრივად უნდა ჩამოყალიბდეს რასაც მილიონობით წელი სჭირდება - მილიონი ევოლუციის წელი, რომელიც შესაბამის კოსმოსურ ციკლებთან იქნება შეთავსებული, იმისთვის რომ მასზე სრულფასოვანი შრეები და მათში არსებული შესაბამისი ცნობიერების არსებები ერთმანეთთან ჰარმონიულად განვითარდნენ. ჯერ პლანეტის უხეში ფიზიკური სხეული ყალიბდება. ეს თქვენი ტერმიენებით პლანეტის გეოლოგიური ფორმირების პერიოდია. ამ დროს მასზე 1-ლი განზომილების, ანუ მინერალური ცნობიერების 7 ფენა (ამ ფენების უფრო დაწვრილებითი კლასიფიკაციაცაა შესაძლებელი, მაგრამ ამას ეხლა არა აქვს მნიშვნელობა) უნდა ჩამოყალიბდეს. შემდეგ პლანეტა ენერგეტიკულ (ეთერულ) სხეულს იძენს მცენარეული და უმდაბლესი ორგანიზმების განვითარების ხარჯზე, რომელიც ასევე 7 ძირიდათი შრისგან შედგება. შემდეგ ასეთივე 7 დონის ასტრალურ ფენას იძენს ცხოველთა სამყაროს ხარჯზე და მხოლოდ როდესაც ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი დასრულებულია, მას შეუძლია მენტალური ველი მიიღოს ადამიანის სახით. სხვა შემთხვევაში პლანეტა ადამიანისთვის იქნება და დარჩება მტრულ და არასიცოცხლისუნარიან გარემოდ, რომელიც აუცილებლად განადგურდება პირველივე მცირე კატაკლიზმის შედეგად. თქვენ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც სინამდვილეში ძალიან მოწყვლადი და არასაიმედოა. ეს იმიტომ, რომ ნატიფ და სულიერ განზომილებებს ვერ აღიქვავთ. თქვენ არ შეგიძლიათ პლანეტის კოლონიზაცია. ამისთვის ბევრად მაღალ საფეხურზე უნდა იდგეთ, რადგან მხოლოდ ზედა განზომილებებიდანაა შესაძლებელი ქვედა განზომილებების მართვა და ფორმირება. თქვენ წარმატებით შეგიძლიათ ქვედა განზომილების ორგანიზება(მე-3 და დაბლა. ანუ იგულისხმება ფლორა, ფაუნა და გეოლოგია); ნაკლებად წარმატებით, მაგრამ მაინც ახერხებთ თქვენივე საკუთარი, ანუ ადამიანების შრის მართვას, მაგრამ ნატიფი სხეულების აღქმის გარეშე შეუძლებელია პლანეტარული დემიურგი გახდე. გარდა ამისა ეს მილიონწლოვანი პროექტია, რომელიც რომ გაითვალო და რომელსაც რომ უხელმძღვანელო „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსება უნდა იყო, ანუ ის ვისაც თქვენ „უკვდავებს“ ეძახდით...
- ეგ ვინ არიან და რას ნიშნავს „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსება? - გავაწყვეტინე მე.
მან ლოკოკინას ნიჟარას სურათი გამომიგზავნა, რომელსაც გაშლადი სპირალის ფორმა აქვს, ხოლო შემდეგ სპირალური ფრაქტალის, რომელიც დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ნახატ 35-ზე.
ნახ. 35. სპირალური ფრაქტალი.
- კოსმოსურ ციკლებს გაშლადი ან პირიქით შეკუმშვადი სპირალის ფორმა აქვთ. ხომ გახსოვს სპირალიც გამოვლენილი სამყაროს მატრიცის ფრაქტალური სტრუქტურაა. გაშლა ან შეკუმშვა და სპირალის მიმართულება დამოკიდებულია იმაზე „ჩადის“ თუ „ამოდის“ სულიერი ენერგია მატერიაში, „გამოასხივებს“ თუ „შთანთქავს“ მიმდინარე ციკლი. მცირე ციკლებში ეს „გაშლა“ ან „შეკუმშვა“ თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ დიდ ციკლებში თვალნათელია. როდესაც კაცობრიობის განვითარება ეხლანდელ დიდ კოსმოსურ ციკლს დაასრულებს, ის ე. წ. „ზედა ციკლის“, ანუ სპირალის უფრო ფართო ხვეულში გადაინაცვლებს. ამ ხვეულის პერიოდში მცხოვრები ადამიანისთვის დრო სხვანაირად წარიმართება და დროის აღქმა განსხვავებული იქნება. ის ერთგვარად „უკვდავი“ აღმოჩნდება ეხლანდელი ქვედა „ხვეულის“ მაცხოვრებელი ადამიანის გადმოსახედიდან, ისევე როგორც რომელიმე ერთდღიანი პეპლისთვის, თქვენ, ადამიანები, „უკვდავებად“ აღიქმებით. „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსებებს „ქვედა სასიცოხლო ციკლების“ ორგანიზაცია შეუძლიათ და შესაბამისად თქვენი აღქმით ისეთი გრძელვადიანი პროექტების განხორციელება, როგორიც პლანეტარული სისტემების ათვისებაა, რადგან პლანეტის და შესაბამისი სასიცოცხლო ფორმების ევოლუცია დიდ და მცირე კოსმოსურ ციკლებს უნდა შეესატყვისოს, რომელთა შორის მზის სისტემის მეზობელი პლანეტების ფიზიკური, ნატიფი და სულიერი ენერგეტიკის ზემოქმედებაც გასათვალისწინებელია!
- ანუ, ის რასაც ჩვენ ასტროლოგიას ვეძახით... მაგრამ რატომ მელაპარაკები ამ „უკვდავებზე“, რომლებსაც პლანეტარული დემიურგობა შეუძლიათ? როგორც ვხვდები, გინდა მომიყვე ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლე როგორ წარმოიქმნა?.. ადამიანი როგორ შეიქმნა?
- თქვენი პლანეტა ყოველთვის იყო და იქნება ზედა განზომილების, ანუ როგორც წეღან ვუწოდეთ „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსებების ზედამხედველობის ქვეშ და... ინტერესის სფეროში... მაგრამ ეს ინტერესები ხშირად იკვეთება...
- რისი თქმა გინდა?
- ჯერ ის მინდა აგიხსნა როგორ ჩაისახა დედამიწაზე სიცოცხლე და ევოლუციონირდა სიცოცხლის ფორმები. თავი დავანებოთ იმას, რომ პლანეტარული სისტემებისა თუ გალაქტიკის ფორმირებასაც უმაღლესი გონი უდგას სათავეში შესაბამისი იერარქების სახით და კონკრეტულად დედამიწაზე გავჩერედეთ. დედამიწა, ისევე როგორც ნებისმიერი პლანეტა უმაღლესი გონის მიერ კონკრეტულ ადგილასაა განთავსებული ციურ სხეულებს შორის და მისთვის კონკრეტული სიხშირეთა დიაპაზონია გამოყოფილი, ისეთი, რომელშიც მას შეუძლია კონკრეტული ტიპის სიცოცხლის ფორმები გამოზარდოს!
- რას გულისხმობ?
- მაგალითად, დედამიწის სიცოცხლის ფორმის სიხშირეთა დიაპაზონი ყოველთვის უფრო დაბალი იქნება ვიდრე ვენერას, მერკურის ან მზის! მზეზეც არსებობენ სიცოცხლის ფორმები, ოღონდ არა თქვენ სიხშირეთა დიაპაზონზე. თქვენ სიხშირეთა დიაპაზონში ოპტიმალური სწორედ ცილოვანი, ნუკლეინის მჟავებზე დაფუძნებული ფორმებია, რომლებიც მზის ვერც ზედაპირზე და ვერც მის შიგნით ბუნებრივია ვერ იარსებებენ. მაგრამ უფრო მაღალ სიხშირეთა დიაპაზონში, რომელიც თქვენი სენსორული სტატუსისთვის მიუწვდომელია, მზეზე არსებობენ სიცოცხლის ფორმები ნატიფი ცეცხლოვანი სხეულებით. თქვენი „თვალისთვის“, თუნდაც სულიერი „თვალისთვის“, მათი ნათება მზესავით ძლიერი და დამაბრმავებელია! მაგრამ ჩვენ ისევ თემას გადავუხვიეთ. თქვენს პლანეტას თავისი დემიურგები ჰყავს. და ხო, თქვენი მეცნიერები მართლები არიან, სიცოცხლის ფორმები მარტივი უჯრედის შექმნით დაიწყო. თქვენთვის გაუგებარია, როგორ შეიქმნა ეს ცოცხალი უჯრედი უბრალოდ მოლეკულების ქაოტური შეჯახებით, რადგან ამის ალბათობა იმდენად წარმოუდგენლად მცირეა, რომ ეს შეუძლებელიცაა. თქვენმა მეცნიერებმა არ იციან, რომ მატერიის ფორმებად შეკვრა მენტალური კონსტრუქციების „დალექვის“ (რუს. Осаждение мыслеформ) გზით მიმდინარეობს. ანუ სხვა სიტყვებით მოლეკულების დაჯახებას, რომლის შედეგად ცოცხალი უჯრედი წარმოიქმნა „უმაღლესი გონი“ მიეხმარა. „უმაღლესი გონი“ ფრაქტალური სტრუქტურების შესაბამისად „ლექავს“ მენტალურ კონსტრუქციებს და კრავს მატერიას ფორმებად! ოღონდ ეს პროცესი არსებითად განსხვავდება იმისგან, როგორც თქვენ ახორციელებთ შემოქმედებით პროცესს. პლანეტარული ლოგოსი ატარებს თავის თავში პირველწყაროს სულიერ ენერგიას და მიმართვას მას მატერიაზე კონკრეტული სურვილით. ამის შედეგად სულიერი ენერგია იწყებს მატერიის ისეთი სიხშირით რხევას, რომელსაც კონკრეტული ფრაქტალური კონსტრუქციები შეესაბამება. ეს კონკრეტული ფრაქტალური სტრუქტურები, თავის მხრივ, კონკრეტული ციკლების გავლით კრავენ კონკრეტულ მატერიალურ ფორმებს... შესაბამისი სიხშირის დიაპაზონი ხანდახან მილიონობით წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ამ დროს წარმოიქმნება და გადარჩევის პროცესს გადის შესაბამის სტრუქტურებზე დაფუძნებული მარტივი და რთული სიცოცხლის ფორმები.
მან ვიზუალურად ერნსტ ქლადნის ფიგურების მსგავსი სურათი გამომიგზავნა (ნახ. 36).
ნახ. 36. ქლადნის აკუსტიკური ფიგურები.
მოლეკულურ თუ არა, ატომურ დონეზე ყველა ცოცხალ თუ არაცოცხალ სტრუქტურას გეომეტრიული ფორმები აქვს. ფრაქტალური სტრუქტურები ყოველთვის მოიცავენ თავის თავში სიმეტრიას. ყველა ცოცხალ არსებას ბიოლოგიური ინსტინქტისა თუ გააზრებული იდეის დონეზე ჩანერგილი აქვს ფრაქტალური სრულყოფილებისკენ ლტოლვა, როგორც ლტოლვა სიმეტრიისკენ. სამყაროს მატრიცული სტრუქტურების ქვეცნობიერი აღქმა აყალიბებს ადამიანში სილამაზის განცდას. რადგან რაც უფრო სრულყოფილია ფრაქტალური გამოვლინება, მით უფრო ლამაზია! მით უფრო წარმატებით შედგა შემოქმედების პროცესი! ამიტომაა რომ ადამიანის თვალს ასე სიამოვნებს ოქროს კვეთის შემცველი ფორმების ყურება. ეს სილამაზის აღქმა როგორც სწრაფვა ფრაქტალური სრულყოფილების მიმართ იმისთვისაა ჩადებული, რომ ადამიანი თვითონაც სწორედ მათ შესაბამისად ქმნიდეს და ესე ვთქვათ ღმერთის თანაშემოქმედი გახდეს!
მე გამახსენდა რომ ცხოველები მეწყვილეს არჩევისას ინსტინქტის დონეზე უპირატესობას ანიჭებენ უფრო სიმეტრიული ფორმების მქონე ინდივიდს. მაგალითად მდედრი ირემი ისეთ მამარს მიანიჭებს უპირატესობას, რომელსაც უფრო სიმეტრიული რქები აქვს. ბუნებაში ფორმათა სიმეტრია, იქნება ეს მცენარე თუ ცხოველი, უფრო ჯანმრთელ, კომკურენტუნარიან, უფრო სრულყოფილ და ძლიერ ინდივიდთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ადამიანის თვალს უფრო სიამოვნებს სიმეტრიული მცენარის ყურება, ვიდრე აცაბაცა ტოტების მქონე მცენარის. ხელოვნებაში ცნობილ ასიმეტრიაშიც კი ფარული სიმეტრიაა დამალული. აქ მხარეები შეიძლება არა ფორმით, არამედ შუქ-ჩრდილით ან ფერთა ინტენსივობით, ერთგვარი „წონით“ დაბალანსდეს.
- ამ ფონური, გლობალური შემოქმედების ფონზე, რომელიც გლობალური პლანეტარული სიხშირეებითაა განპირობებული, მიდის უფრო ვიწრო, დიფერენცირებული შემოქმედებითი პროცესებიც, რომლებიც უფრო დაბალი რანგის იერარქებით იმართება. მაგრამ ყოველთვის ეს პროცესი ზევიდან ქვევითაა მიმართული.
ინტერნეტპოსტებიდან:
"წყლის სტიქიაში" ჩაშვება ფიზიკურ სხეულში ინკარნაციისას.
გახსოვთ ვედებში საუბარია, რომ ჩვენს მანდალაზე (ბხუმანდალაზე), ანუ ჩვენ ფიზიკურ სამყაროში განთავსებულია 7 დვიპა (კონცენტრაციული კუნძული), რომელიც განცალკევებულია ერთმანეთისგან წყლით (ოკეანით). ის დვიპა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ თავისმხრივ შედგება 9 ვარშისგან. ეს რიცხვები (დვიპებთან დაკავშირებით) განსხვავდება სხვადასხვა წყაროებში. მახაბხარატაში საუბარია 7 დვიპაზე, ვიშნუ-პურანაში 13 დვიპაზე. თუ სწორედ მივხვდი მიქაელის მონათხრობიდან დვიპებში და ვარშებში იგულისხმება პლანეტარული სისტემები და პლანეტები. ბხუმანდალა (ანუ ჩვენი მატერიალური განზომილება) შედგება ისეთი პარალელურ რეალობებისგან, რომლებიც არ აღიქმება ჩვენი სენსორიკით და ჩვენთვის ეს პლანეტები შეიძლება დაუსახლებელი იყოს (იგივე ჩვენი მზის სისტემის პლანეტები), მაგრამ საკმარისია ჩვენმა აღქმის დიაპაზონმა წაინაცვლოს ფაზაში, რომ ის რაც უკაცრიელია, აღმოჩნდება დასახლებული ცოცხალი არსებებით. ამაზე ძველ პოსტებშიც მიწერია, სადაც ვამბობდი, რომ მზეც კი დასახლებულია მაღალცნობიერი არსებებეით და სიცოცხლის ფორმა არ ნიშნავს აუცილებლად ცილოვან, დნმ-ზე დაფიძნებულ ორგანიზმს.
ჩვენი მანდალის რეალობები (დვიპები და ვარშები) შედარებით მცირედ განსხვავდება სიხშირეებში და განვითარებულ (ამაღლებულ სულს) შეუძლია მათ შორის მოგზაურობა (იხილეთ "სხვა სამყარო"). მიქაელი ამ რეალობებს "პარალელურ სამყაროებს" ეძახის. გადანაცვლება მათ შორის სულიერი სხეულით ხდება ერთგვარი "სხივის" საშუალებით, რომელიც აღიქმება როგორც ჩრდილოეთის ციალი და სკანდინავიურ მითოლოგიაშია აღწერილია, როგორც "ცისარტყელისებრი ხიდი". ამ მცირედ განსხვავებული (პარალელური) რეალობების გარდა არსებობს ის რასაც მიქაელი "ვერტიკალურ სამყაროებს" ეძახის. ვედებში ეს არის სხვა მანდალები (ანუ 7 ზეციური და 7 ქვესკნელის) სამყაროები, რომელიც მთა მერუს ღერძის გასწვრივაა განლაგებული. ამ სამყაროებს შორის ვიბრაციული დიაპაზონი არსებითად განსხვავდება და ზეციურ განზომილებაში მოსახვედრად დიდი სულიერი ღვაწლის მოხვეჭაა საჭირო. რატომ განსხვავდება დვიპების და ვარშების (ანუ ჩვენი მატერიალური სამყაროს ქვესამყაროების) რაოდენობა და ხან 7-ია ნახსენები, ხან 9 და ხან 13 (12?). მე როგორც მივხვდი აქ მოქმედებს პრინციპი "სადაც 7-ია, იქ 9-აცაა და იქ 12-იცაა". ანუ 7 არის ბაზალური სტრუქტურა, მაგრამ როგორც 7 ფერი შეიძლება ჰარმონიულად დაყო 12 ფერად ან 7 ნოტა 12 ნოტად თუ ქვეტონალობებს შეიტან, ასევე თუ ქვედანაყოფებს გაითვალისწინებ, შეიძლება 12 სტრუქტურა დაინახო იქ, სადაც ბაზალური 7 სტრუქტურაა. ხოდა იმის თქმა მინდა რომ ერთი ვარშიდან (პლანეტიდან) მეორეზე ინკარნაციისთვის სულმა უნდა გაიაროს წყლის და მიწის სტიქიები. თუ სულიერი სხეულით მოგზაურობ, მაშინ არა, მაგრამ ინკარნაციისას ეს გავს წყალში ჩაშვებას. იმისთვის რომ 9 ვარშა გაიარო, როგორც ხალხურ ზღაპრებშია ნათქვამი - "9 მთა და 9 ზღვა უნდა გადალახო", ანუ, 9-ჯერ ინკარნიდე უფრო და უფრო მაღალვიბრაციულ ვარშებში. ანუ ცხრაჯერ უნდა ჩაეშვა "წყლის" სტიქიაში და ამოხვიდე "მიწაზე" ადამიანის სხეულით. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის სულის სიკვდილისშემდგომ გამოცდილებებზე და ვიცით, რომ სიკვდილის მერე ადამიანის სული ცნობიერებას ინარჩუნებას და "ხედავს" გარკვეულ რეალობებს, მაგრამ თითქმის არასდროს არ ვსაუბრობთ იმაზე რას ხედავს ადამიანის სული ფიზიკურ სხეულში ჩასვლამდე ანუ დაბადებამდე?