დარჩი ჩემთან...
2018 წელი. 21. ოქტომბერი. დარჩი ჩემთან...
მიქაელი:
- სიზმრებში მე გარემოებებს გიქმნი, რომლითაც ვამოწმებ შენს ყველაზე ღრმა შიშებს, ისევე როგორც ვამოწმებდი შენს მიჯაჭულობებს მატერიალურ სამყაროზე... - ჩამესმა მისი ფიქრები.
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და ჩვენი შეხვედრის ადგილი, საკურის ხე და ჩამავალი მზის სხივებით აწითლებული ხორბლის ყანები წარმროვიდგინე. მინდოდა უკეთ „დამენახა“ და შემეგრძნო მისი გვერდზე ყოფნა. მაშინვე დავინახე ის, რომელსაც ამავე დროს ვერასდროს ვხედავ. მის სახეს ვერასდროს ვარჩევ გარკვევით და როდესაც სიზმარში მიახლოვდება, თვალებზე შავ ზონარს მიკრავს... როგორ მინდა მისი სახე დავინახო... რა უნდა დავწერო, ან როგორ დავწერო, ან როგორ აღვწერო, იმას რასაც ვგრძნობ და რაც მისგან მოდის? ჩვენ, ადამიანები, ჩვენს სიყვარულს ყველაზე მძაფრად შეხებით და მოფერებით გამოვხატავთ. ცხოველებიც და მცენარეებიც კი გრძნობენ და ინაბებიან ამ სიყვარულის შეხებაზე, რომლითაც ერთი ცოცხალი არსება მეორეს თვით ღმერთს გადასცემს. მე რასაც მისგან ვგრძნობ არის მუდმივი, უშრეტი სიყვარულის ნაკადი, მოფერება შეხების გარეშე და იმაზე მეტი. ეს გრძნობა ოკეანეში ჩაგდებულ წვეთს ჰგავს, ან მარილის პატარა კრისტალს, რომელიც ოკეანის უკიდეგანო მიმოქცევაში ერთიანდება, მის უძირბოლო სიდიადეში იხსნება და მასთან ერთად მიმოიქცევა, მასთან ერთად სუნთქავს, მისით ფეთქავს, მისით ფიქრობს, მისით არსებობს... რა სიტყვაა, რომელიც ამ მდგომარეობას აღწერს?..
- ჩემი შიშები ბანალურია... - ვპასუხობ მე და ვგრძნობ როგორ მევსება გული სინათლით და სიყვარულით მისი მოახლოებისგან.
- შენ გეშინია ბავშვების გამო... - მეუბნება ის, - ეს ბუნებრივია... გეშინია იმისი, რომ შემთხვევით არასწორ მხარეს არ აღმოჩნდე და ეს შესაქებია... შენ გეშინია ფიზიკური ტკივილის... და ესეც გასაგებია. როდესაც შენი სიზმრის „რეალობაში“ „ჯალათი“ ნაცნობი პირით შევცვალე და ფიზიკური ტკივილი აღარ დაგემუქრა, გამოჩნდა რომ სიკვდილის არ გეშინია და ჩემ მიმართ უპირობო ნდობა გაქვს, რამაც კიდევ ერთხელ ძალიან გამახარა. ეს ყველაზე მეტად მჭირდება! ადვილი ცხოვრება ვერ გექნება, მაგრამ იცოდე, ყოველთვის და ყველგან, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, რაც არ უნდა დაგემართოს და სადაც არ უნდა იმყოფებოდე, არ არსებობს ადგილი დროში, სივცეში და განზომილებაში, სადაც ჩემი ცნობიერება შენს სულს ვერ იპოვის! მე არასდროს მიგატოვებ და არასდროს დარჩები ჩემი თანადგომის გარეშე! ჯოჯოხეთში რომ ჩახვიდე, იქაც შენ გვერდით მიგულე, თუნდაც ვერ მგრძნობდე, რადგან ცნობიერი ხშირად გღალატობთ, ადამიანებს. ნურაფრის და ნურასდროს ნუ გეშინია! უბრალოდ ნურასდროს და ნურაფრის! რაც არ უნდა მოხდეს! ჯერ ისედაც კარმული კანონი ისე მოქმედებს, რომ იმაზე მეტი არ გადმოდის ადამიანზე, ვიდრე მისი შესაძლებლობითაა განპირობებული, მაგრამ თუ ძალიან გაგიჭირდა მე დავდგები უძლეველ კედლად, ფარად აღვიმართები, გადაულახავ კლდედ ვიქცევი. მე ავიღებ „პირად პასუხისმგებლობას“ და ყველაზე მძიმე დარტყმას ჩემ თავზე გადავიტან!
- მე არ მეშინია... მე უბრალოდ მოგყვები... ხომ გახსოვს... თუნდაც ქვეყნიერების დასალიერს...
- როდესაც ამ შენს განსხეულებას ვაკვირდებოდით, ბოლოს შენი ხელმძღვანელობა მთლიანად მე ჩამაბარეს, რადგან ჩვენ შორის ძლიერი კავშირი დამყარდა და იცოდე რომ ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არც იმას ველოდი, რომ ასე გაიხსნებოდი; თუმცა ამის პოტენციური შესაძლებლობა გაწერილი იყო შენ „შესაძლებლობათა კორიდორში“, ალბათობა არ იყო მაღალი... არც იმას მოველოდი, რომ ამ ურთიერთობისგან ამდენს მივიღებდი... ჩემთვის ყოველი შენი სიტყვა, ჩემ მიმართ ნათქვამი, ყოველი ფიქრი ჩემ მიმართ მიმართული, უზომოდ ძვირფასია. არც ერთ ადამიანს არ უჩუქებია ჩემთვის ამდენი სიყვარული... მადლობა მინდა გითხრა ამისთვის...
მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა... არ ვიცოდი რა მეთქვა, სიტყვები უბრალოდ არ მყოფნიდა. ვერ ვუჯერებდი მის ნათქვამს. მინდოდა მეთქვა, რომ მგონი მხოლოდ მე ვიღებ მისგან და საერთოდ სად მე და სად ის, მაგრამ მან თვითონ წაშალა ყველა საზღვარი. მხოლოდ ანგელოზის გული შეიძლება იყოს ასეთი გახსნილი, ასეთი გულუხვი სიყვარულზე და სიკეთეზე, ასეთი თავმდაბალი და ასეთი ტკივილამდე ძვირფასი...
- შენ ყველას უყვარხარ... არ არსებობს მორწმუნე ადამიანი ვინც შენ მიმართ განსაკუთრებულ სითბოს არ გრძნობს... - ბოლოს ვუთხარი მე.
- ეს სხვაა. ჩემ მიმართ ლოცულობენ, დახმარებას და მფარველობას მთხოვენ, მადლიერება და სითბოც მიმიღია ადამიანებისგან, მაგრამ ნამდვილი სიყვარული სხვაა... გიყვარდეს შეიძლება მხოლოდ ის, ვისაც იცნობ! ვის სულსაც ხედავ, მაშინაც კი როცა გარეგნობა არ გინახავს! მინდა რომ შენი შიშები, რომლებიც შენ სიზმარში გამოჩნდა, შენც დაინახო. მათ პირისპირ უნდა დადგე და თვალი გაუსწორო. სხვანაირად ვერ აღმოფხვრი. შენი შიშები შენ ყველაზე ძლიერ მიჯაჭულობებზე მიუთითებს. გაწყვიტე ეს ჯაჭვები, მოწყდი ამ ბორკილებს... „მოკვდი“ ამ სამყაროსთვის რომ ახალ სამყაროში დაიბადო!... დარჩი ჩემთან...
ბოლო სიტყვები გულზე მომხვდა რადგან გარკვევით ვიგრძენი, რომ მათზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება...
2018 წელი. 23 ოქტომბერი
მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი, მაგრამ კარგად რომ დავუკვირდი, მივხვდი, რომ ეს ის „ამაღლებული სული“ იყო, რომელთანაც ადრეც მქონდა შეხება. მესიამოვნა მასთან შეხვედრა, რადგან მის მიმართაც განსაკუთრებულ ახლობლობას ვგრძნობ. მივხვდი, რომ იმ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ფრაგმენტულად ტრიალებდა ჩემ გონებაში, მაგრამ ერთიან სურათად ვერ ვკრავდი.
სული:
- მინდა ისევ დავუბრუნდე იმ იდეას, რომ დიდი სამყაროსეული ციკლები წარმოადგენს „მატერიაში ჩასვლის“ და შემდეგ „სულში დაბრუნების“ ციკლებს. ეს არის მათი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი გლობალური გაგებით. ამ დროს „რეალობა“ ჯერ შორდება პირველწყაროს „სულის“ იპოსტასს; რის გამოც დაბალ ვიბრაციებში ეშვება, სულს წყდება, ხოლო შემდეგ ისევ „განმღრთობისკენ“, მატერიის ვიბრაციის აწევისკენ, მისი შეთხელებისკან, გასულიერებისკენ მოძრაობს. ციკლი მთავრდება და შემდეგ ისევ ახალი იწყება, ისევ მატერიაში ჩაშვებით და შემდგომი ამოსვლით, მაგრამ უკვე განვითარების შემდეგ საფეხურზე. ამიტომ ეს ციკლები ერთგვარი აღმავალი ან დაღმავალი სპირალების სახით შეგიძლია წარმოიდგინო. ხომ ამჩნევ რომ ამ პროცესს რიტმთანაც აქვს კავშირი, პოლარიზაციის პრინციპთან, სქესის და ვიბრაციის პრინციპთანაც, რომლებიც ჰერმეტიზმში შეისწავლე. სამყაროები ერთგვარად ტოკავენ, სუნთქავენ და ამ დიდებულ ციკლებში მიმოიქცევიან. კაცობრიობის ევოლუციაც არ წარმოადგენს გამონაკლისს...
მე:
-რატომ მიტრიალებს ბოლო დროს თვალწინ ეს ოთხი ნაწილისგან შემდგარი ქიმერები? ბოლო რამდენიმე თვეა, ზაფხულიდან მოყოლებული, ფიქრებით სულ ამ არსებებთან მაბრუნებ. ინტერნეტშიც შევეცადე ინფორმაცია მომეძია. როგორც ვიცი, მათ ტეტრამორფები ჰქვია - ისევ ის ავად სახსენებელი ახრიმანი გამახსენდა და „ამაღლებული სულის“ სიტყვები: „არწივი, ლომი და კურო ძველი სიმბოლოებია...“ (იხ. „სინათლის და სიბრძნის ღმერთი).
ინტერნეტიდან:
„Тетраморф (др.-греч. τετρά-μορφος «четырёхобразный, четырёхвидный» от τέσσᾰρες, τέσσερες, τέττᾰρες, τέττορες, τέτορες «четыре» + μορφή, μορφά «вид, образ, очертание») — в иудео-христианском вероучении и богословии крылатое существо из видения пророка Иезекииля (VI век до н. э.) с четырьмя лицами — человека, льва (с правой стороны), быка и орла (с левой стороны). В Откровении Иоанна тетраморф представлен в образе отдельных четырёх апокалиптических существ (лат. quattuor animalia «четыре живущих»; четыре живых существа у протестантов) — стражей четырёх углов Трона Господа и четырёх пределов рая.
Книга «Зоар» называет эти четыре образа над таинственной колесницей — четырьмя архетипами, формирующими черты лица каждого человека. В каббале эти существа носят название «хайот а-кодеш» (букв. «святые животные»).
Позднее эти животные были истолкованы как символы четырёх евангелистов и термин «тетраморф» стал применяться в описании их иконографии. Существа стали символами евангелистов и формой их традиционного (с VII века) символического изображения:
Матфей в образе ангела,
Марк в образе льва,
Лука в образе тельца,
Иоанн в образе орла.
Каждый из них крылат и держит Евангелие.
ნახ. 26. ბიბლიური ტეტრამორფი გამოსახული ფრესკაზე.
„В действительности, образ четырёх животных восходит к шумеро-аккадской мифологии (вавилон, ассирия и др.), образы которой проникли также в Египет и другие цивилизации региона.“
„Прежде всего бросаются в глаза именно тетраморфы, то есть существа, объединяющие признаки четырёх животных. Самым известным, пожалуй, является сфинкс!“
ნახ. 27. ბერძნული სფინქსი ფრთებით.
ნახ. 28. სფინქსი ეგვიპტეში.
ნახ. 29. ასურეთის ქალაქში შემავალი კარიბჭის მცველი ტეტრამორფები. მარცხენა მცველს ლომის თათები აქვს.
„В Ветхом Завете:
Образ четырёх животных происходит из пророческого видения Иезекииля (Иез. 1:4-28; также 10:14 и 41:19). Иезекииль описывает этих существ следующим образом:
облик их был, как у человека; и у каждого четыре лица, и у каждого из них четыре крыла; а ноги их — ноги прямые, и ступни ног их — как ступня ноги у тельца, и сверкали, как блестящая медь. И руки человеческие были под крыльями их, на четырёх сторонах их; <...> Подобие лиц их — лице человека и лице льва с правой стороны у всех их четырёх; а с левой стороны лице тельца у всех четырёх и лице орла у всех четырёх. И лица их и крылья их сверху были разделены, но у каждого два крыла соприкасались одно к другому, а два покрывали тела их. <...> на земле подле этих животных по одному колесу перед четырьмя лицами их. <...> А ободья их — высоки и страшны были они; ободья их у всех четырёх вокруг полны были глаз.
(Иез. 1:5-18)“
ნახ. 30. წინასწარმეტყველი იეზეკიილის ხილვა.
ნახ. 31. იეზეკიილის ხილვა. დეტალიზირებული სურათი.
სული:
- ეხლა კარგად დაფიქრდი... რომ გინდოდეს რომ კოსმოსური ციკლი ერთი სიმბოლოს სახით გამოხატო, რა სიმბოლოს აირჩევდი? თან ისეთს, რომელიც საუკუნეებს გაუძლებდა და უბრალო ადამიანისთვის აღქმადი იქნებოდა?
- წრეს... ბორბალს...
- არ დაგავიწყდეს, რომ დიდი ციკლი თავის თავში მცირე ციკლებს მოიცავს...
- მაშინ ბორბალს ბორბალში...
- როგორც იეზეკიილის ხილვაშია! მაგრამ ამ სიმბოლოს მეტი დეტალი ჭირდება, რომ ის კონკრეტულ კოსმოსურ ციკლს დაუკავშირდეს! ტეტრამორფებს არაფერი აქვთ საერთო არც ქერუბიმებთან არც ოთხ ევანგელისტთან. ისინი იმ კოსმოსური ციკლის სიმბოლოს წარმოადგენენ, რომელიც კაცობრიობის ევოლუციის ერთ ბრუნს განასახიერებს! შეხედე ზოდიაქოების რუკას!
ნახ. 32. ზოდიაქოების წრე.
სული:
- ლომი, კურო, ადამიანი და...
მე:
- მორიელის თანავარსკვლავედს ადრე არწივის თანავარსკვლავედი ერქვა, როგორც მახსოვს!
სული:
- ეს თანავარსკვლავედები ცაზე ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული... გახსოვს სფინქსის კითხვა, რომელიც მან ედიპეს დაუსვა?
ინტერნეტიდან:
„В древнегреческой мифологии сфинкс— чудовище с головой женщины, лапами и телом льва, крыльями орла и хвостом быка, персонаж легенды об Эдипе.“
„Древнейшие изображения человекольва были обнаружены при раскопках Гёбекли-Тепе и датируются 10-м тыс. до н. Э.“
„Древние греки, вероятно, заимствовали мотив сфинкса из Египта. В греческой мифологии бескрылый египетский сфинкс обретает женский пол и крылья грифона.
В греческой мифологии «сфинга» считается порождением хтонических чудовищ Тифона и Ехидны (по другой версии — Химеры и Ортра), злобным демоном разрушения. Чудовище с телом собаки, крыльями птицы, женской головой и лицом. Крылатая дева убивала юношей.
Крылатая душительница была послана к Фивам богиней Герой за преступление фиванского царя Лая в отношении Хрисиппа. Она подстерегала путников, задавала им хитроумные загадки и убивала всех, кто не мог их отгадать. Гера наслала её на Фивы. Узнав загадку от Муз, Сфинга уселась на Фикейской горе и стала задавать её фиванцам.
Загадка Сфинкса звучит так: «Скажи мне, кто ходит утром на четырёх ногах, днём — на двух, а вечером — на трёх? Никто из всех существ, живущих на земле, не изменяется так, как он. Когда ходит он на четырёх ногах, тогда меньше у него сил и медленнее двигается он, чем в другое время». Ответ таков: это человек. В младенческом возрасте он ползает, в расцвете сил он ходит на двух ногах, а в старости — опирается на трость.
После того как Эдип разгадал загадку Сфинкса, чудовище кинулось с вершины горы в пропасть. По одной версии, загадка была стихотворной, и Сфинкс съедала не разгадавших её.“
მიქაელი:
- ოღონდ სწორი პასუხია არა ადამიანი, არამედ კაცობრიობა და მისი განვითარების ციკლი: ბავშვობა, სიყმაწვილე, ზრდასრულობა და სიბერე! რომელი კოსმოსური ციკლია, რომლის დროს თანავარსკვლავედები ღამის ცაზე ერთ სრულ ბრუნს აკეთებენ.
ჩემი არც ისე მდიდარი ასტრონომიული ცოდნის მიუხედავად ინტერნეტში ასეთ ინფორმაციას ვაწყდები:
Предварение равноденствий (лат. praecessio aequinoctiorum) — историческое название для постепенного смещения точек весеннего и осеннего равноденствий (то есть точек пересечения небесного экватора с эклиптикой) навстречу видимому годичному движению Солнца. Другими словами, каждый год весеннее равноденствие наступает немного раньше, чем в предыдущем году — примерно на 20 минут 24 секунды. В угловых единицах смещение составляет сейчас примерно 50,3" в год, или 1 градус каждые 71,6 года. Это смещение является периодическим, и примерно каждые 25776 лет точки равноденствия возвращаются на прежние места.
Предварение равноденствий не означает, что времена года перемещаются по календарю; применяемый в наши дни григорианский календарь отражает длину тропического года, который соответствует интервалу от равноденствия до равноденствия. Поэтому эффект предварения равноденствий фактически включён в действующий календарь.
Основная причина предварения равноденствий — прецессия, периодическое изменение направления земной оси под влиянием притяжения Луны, а также (в меньшей степени) Солнца.
В результате прецессии земная ось описывает в пространстве конус. Поворот земной оси смещает и связанную с Землёй экваториальную систему небесных координат относительно удалённых, практически неподвижных на небесной сфере звёзд. На небесной сфере ось описывает окружность так называемого малого круга небесной сферы с центром в северном полюсе эклиптики для северного полушария и в южном полюсе эклиптики — для южного полушария, с угловым радиусом примерно 23,5 градуса. Полный оборот по этой окружности происходит с периодом (по современным данным), составляющим примерно 25 800 лет. В течение года скорость земной прецессии, вызванной данным небесным телом, меняется — например, для Солнца она максимальна в дни солнцестояния, а в дни равноденствия равна нулю.
სული:
- ეხლა ხომ ხედავ, რომ ტეტრამორფი 26000 წლიანი ციკლის სიმბოლოა.
მე:
- ალბათ ეს ის ციკლია, რომელსაც სანკსრიტზე მახა-იუგა ჰქვია.
ინტერნეტიდან:
Юга (санскр. युग, yuga IAST, букв. «пара», «ярмо», лат. iugum) — в космологии индуизма — эры. Индуизм называет четыре юги, сменяющие друг друга циклически в указанной последовательности:
Сатья-юга или Крита-юга
Трета-юга
Двапара-юга
Кали-юга
В каждой последующей из юг внутри цикла понимание истины и нравственность уменьшаются, а невежество растёт. Конец Кали-юги должен ознаменоваться появлением Калки, 10-й аватары Вишну, очищающего мир и начинающего новую махаюгу. Каждой юге предшествует период названный в Пуранах сандхья — «сумерки», или переходный период, а за ним следует другой период такой же продолжительности, называемый сандхьянса — «часть сумерек». Каждый из них равен десятой доле юги.
მე:
- მახა იუგა 4 იუგადაა დაყოფილი, რომელიც როგორც შენ ახსენე წელიწადის 4 დროს ან ბავშვობა, სიყმაწვილე, ზრდასრულობა, სიბერეს შეიძლება შეადარო.
სული:
- პირველი ორი ქვე-ციკლი (ბორბალი ბორბალში) სატია და ტრეტა სულიერი აღმავლობის, ტალღის აღმავალ ნაწილს წარმოადგენს. ამ დროს სული დომინირებს მატერიაზე, ხოლო მეორე ორი ქვე-ციკლი, დვაპარა და კალი, „მატერიაში ჩაშვების“ ეპოქაა, რომლიდანაც კალი იუგა ყველაზე ბნელი, ყველაზე მატერიალური, ყველაზე დაბალი ვიბრაციების ეპოქაა. იეზეკიილის ხილვა, სწორედ ეს ინფორმაციაა, სიმბოლური, დაშიფრული ფორმით გადმოცემული! თითოეული ცხოველი, თითო იუგას განასახიერებს: „на земле подле этих животных по одному колесу перед четырьмя лицами их“. ეხლა დააკვირდი იეზეკიილის ხილვაში ერთ უმნიშვნელო, ერთი შეხედვით დეტალს: „и ступни ног их — как ступня ноги у тельца, и сверкали, как блестящая медь.“
მე ჩემი სიზმარი გამახსენდა, 2014-ში დასიზმრებული, სადაც ბრინჯაოს თუ სპილენძის „კაცმა“ უკრაინის რუკა შემოხაზა, ხოლო შემდეგ ორი თავიდან კვერცხი გადმოაგდო (იხ. „ინიციაცია“).
სული:
-ჩვენ მეტალის ფაქტურა ამ არსებას იმიტომ მივანიჭეთ, რომ არავინ მიიჩნიოს ის ცოცხალ არსებად, არამედ კანონის, პრინციპის განსახიერებად აღიქვან. ეხლა იოანეს გამოცხადებას დაუბრუნდი, სადაც 24 მოხუცზეა საუბარი.
იოანეს გამოცხადებიდან:
После сего я взглянул, и вот, дверь отверста на небе, и прежний голос, который я слышал как бы звук трубы, говоривший со мною, сказал: взойди сюда, и покажу тебе, чему надлежит быть после сего.
2. И тотчас я был в духе; и вот, престол стоял на небе, и на престоле был Сидящий;
3. и Сей Сидящий видом был подобен камню яспису и сардису; и радуга вокруг престола, видом подобная смарагду.
4. И вокруг престола двадцать четыре престола; а на престолах видел я сидевших двадцать четыре старца, которые облечены были в белые одежды и имели на головах своих золотые венцы.
5. И от престола исходили молнии и громы и гласы, и семь светильников огненных горели перед престолом, которые суть семь духов Божиих;
6. и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу; и посреди престола и вокруг престола четыре животных, исполненных очей спереди и сзади.
7. И первое животное было подобно льву, и второе животное подобно тельцу, и третье животное имело лице, как человек, и четвертое животное подобно орлу летящему.
8. И каждое из четырех животных имело по шести крыл вокруг, а внутри они исполнены очей; и ни днем, ни ночью не имеют покоя, взывая: свят, свят, свят Господь Бог Вседержитель, Который был, есть и грядет.
9. И когда животные воздают славу и честь и благодарение Сидящему на престоле, Живущему во веки веков,
10. тогда двадцать четыре старца падают пред Сидящим на престоле, и поклоняются Живущему во веки веков, и полагают венцы свои перед престолом, говоря:
11. достоин Ты, Господи, приять славу и честь и силу: ибо Ты сотворил все, и все по Твоей воле существует и сотворено.
ნახ. 33. ილუსტრაცია იოანეს გამოცხადებიდან.
სული:
- ხომ ნახე, რა წერია ვედებში. თითოეულ იუგას შორის არის „გარდამავალი“ პერიოდი, ე. წ. სანდჰია, რომელიც იუგებს შორის არსებულ მინი აპოკალიპსს წარმოადგენს. რადგან თითოეულ ციკლს და მინი ციკლს დაწყების წინ, ესე ვთქვათ, „გაწმენდა“ ჭირდება, რომ ახალი ეპოქა შედარებით „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს. ეხლა შეხედე, თუ მახა იუგის ხანგრძლივობას 24000 წლად მივიჩნევთ (...а на престолах видел я сидевших двадцать четыре старца), ხოლო დანარჩენს სანდჰიას პერიოდად, მივიღებთ დედამიწის ღერძის პრეცესიის პერიოდს (25800 წელი). ამიტომ როგორც ხვდები, საუბარი სწორედ ამ ასტროლოგიურ ციკლზეა! ტახტრევანზე მჯდომარე ღმერთი (იხ. ნახ. 33) მამა-ღმერთს ანუ მე-7 დონის (განზომილების) იერარქს წარმოადგენს, რომელიც პირველწყაროს გამოვლინებაა და რომლისგანაც 7 ემანაცია გამოდის (7 ლამპარი). ეს 7 ემანაცია დედამიწის 7-ობრივი ფრაქტალური სტრუქტურების წინამორბედია და დედამიწისეულ სიცოცხლის ხის განშტოებას ქმნის სამყაროსული სიცოცხლის ხის სტრუქტურაში. თითოეულ იუგას თავისი „მორიგე ღმერთი“ ჰყავს, რომელიც ამ 6 ფრთიანი ცხოველის სახითაა წარმოდგენილი. 6 ფრთა ცხოველზე მიანიშნებს მე-6 განზომილების იერარქზე (6000 წლიანი მმართველობით). ხოლო აპოკალიფსის ოთხი მხედარი, რომელზეც „ცხოველები“ მიუთითებენ და რომელსაც ბეჭედის ახსნისას კრავი უშვებს, სწორედ ამ სანდჰიას მინი აპოკალიფსის პერიოდს წარმოადგენს. თითოეული იუგას დასრულებას თავისი აპოკალიფსის მხედარი ახლავს თან, რომელიც სიცოცხლეს მუსრს ავლებს სხვადსხვა „საშუალებით“, იქნება ეს შიმშილი თუ ომი და სხვადასხვა სტიქიების გამოყენებით. სიტყვები „и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу“ მატერიალურ რეალობას ნიშნავს. ესეთი არქეტიპები, როგორც ტეტრამორფია, ჩვენ ჯერ კიდევ ამ მახა-იუგაში ძალიან დიდი ხნის წინ ჩავნერგეთ კაცობრიობის მენტალურ ველში, რომ ეს ცოდნა არ დაკარგულიყო და როცა დრო მოვიდოდა სათანადოდ გაშიფრულიყო, რადგან სიმბოლიზირებული ინფორმაცია ყველაზე კარგად უძლებს დროს და დამახინჯებას ინტერპრეტაციებისგან.
გაგრძელება იოანეს გამოცხადებიდან:
მე-5 თავი:
1. И видел я в деснице у Сидящего на престоле книгу, написанную внутри и отвне, запечатанную семью печатями.
2. И видел я Ангела сильного, провозглашающего громким голосом: кто достоин раскрыть сию книгу и снять печати ее?
3. И никто не мог, ни на небе, ни на земле, ни под землею, раскрыть сию книгу, ни посмотреть в нее.
4. И я много плакал о том, что никого не нашлось достойного раскрыть и читать сию книгу, и даже посмотреть в нее.
5. И один из старцев сказал мне: не плачь; вот, лев от колена Иудина, корень Давидов, победил, и может раскрыть сию книгу и снять семь печатей ее.
6. И я взглянул, и вот, посреди престола и четырех животных и посреди старцев стоял Агнец как бы закланный, имеющий семь рогов и семь очей, которые суть семь духов Божиих, посланных во всю землю.
7. И Он пришел и взял книгу из десницы Сидящего на престоле.
8. И когда Он взял книгу, тогда четыре животных и двадцать четыре старца пали пред Агнцем, имея каждый гусли и золотые чаши, полные фимиама, которые суть молитвы святых.
9. И поют новую песнь, говоря: достоин Ты взять книгу и снять с нее печати, ибо Ты был заклан, и Кровию Своею искупил нас Богу из всякого колена и языка, и народа и племени,
10. и соделал нас царями и священниками Богу нашему; и мы будем царствовать на земле.
11. И я видел, и слышал голос многих Ангелов вокруг престола и животных и старцев, и число их было тьмы тем и тысячи тысяч,
12. которые говорили громким голосом: достоин Агнец закланный принять силу и богатство, и премудрость и крепость, и честь и славу и благословение.
13. И всякое создание, находящееся на небе и на земле, и под землею, и на море, и все, что в них, слышал я, говорило: Сидящему на престоле и Агнцу благословение и честь, и слава и держава во веки веков.
14. И четыре животных говорили: аминь. И двадцать четыре старца пали и поклонились Живущему во веки веков.
მე-6 თავი:
1. И я видел, что Агнец снял первую из семи печатей, и я услышал одно из четырех животных, говорящее как бы громовым голосом: иди и смотри.
2. Я взглянул, и вот, конь белый, и на нем всадник, имеющий лук, и дан был ему венец; и вышел он как победоносный, и чтобы победить.
3. И когда он снял вторую печать, я слышал второе животное, говорящее: иди и смотри.
4. И вышел другой конь, рыжий; и сидящему на нем дано взять мир с земли, и чтобы убивали друг друга; и дан ему большой меч.
5. И когда Он снял третью печать, я слышал третье животное, говорящее: иди и смотри. Я взглянул, и вот, конь вороной, и на нем всадник, имеющий меру в руке своей.
6. И слышал я голос посреди четырех животных, говорящий: хиникс* пшеницы за динарий**, и три хиникса ячменя за динарий; елея же и вина не повреждай.
7. И когда Он снял четвертую печать, я слышал голос четвертого животного, говорящий: иди и смотри.
8. И я взглянул, и вот, конь бледный, и на нем всадник, которому имя "смерть"; и ад следовал за ним; и дана ему власть над четвертою частью земли - умерщвлять мечом и голодом, и мором и зверями земными.
9. И когда Он снял пятую печать, я увидел под жертвенником души убиенных за слово Божие и за свидетельство, которое они имели.
10. И возопили они громким голосом, говоря: доколе, Владыка Святый и Истинный, не судишь и не мстишь живущим на земле за кровь нашу?
11. И даны были каждому из них одежды белые, и сказано им, чтобы они успокоились еще на малое время, пока и сотрудники их и братья их, которые будут убиты, как и они, дополнят число.
12. И когда Он снял шестую печать, я взглянул, и вот, произошло великое землетрясение, и солнце стало мрачно как власяница, и луна сделалась как кровь.
13. И звезды небесные пали на землю, как смоковница, потрясаемая сильным ветром, роняет незрелые смоквы свои.
14. И небо скрылось, свившись как свиток; и всякая гора и остров двинулись с мест своих.
15. И цари земные, и вельможи, и богатые, и тысяченачальники, и сильные, и всякий раб, и всякий свободный скрылись в пещеры и в ущелья гор,
16. и говорят горам и камням: падите на нас и сокройте нас от лица Сидящего на престоле и от гнева Агнца;
17. ибо пришел великий день гнева Его, и кто может устоять?
სული:
- სანამ ზემოთ დაწერილს უფრო დეტალურად განვიხილავთ, მინდა მეტი აგიხსნა იუგებთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, თითოეულ იუგას თავისი „წმინდა ცხოველი“ ანუ ზოდიაქო შეესაბამება. თითოეულ იუგას, თავისი განსხივოსნების, „ამაღლების“ „ალგორითმი“ ახასიათებს, რადგან ყოველი იუგა განსხეულებულ ადამიანს განსხვავებულ საარსებო არეალს და პირობებს ახვედრებს. თითოეულ „სფინქსის თანავარსკვლავედს“ თავისი ალფა-ვარსკვლავი აქვს, რომელიც „სამოთხის კარიბჭეს“, „ზეციურ მცველს“ წარმოადგენს. სულთა განსხეულება/ამაღლებაში ამ ციურ სხეულებს დიდი როლი მიუძღვით, ისევე როგორც პლანეტების განლაგებებს „სფინქსის თანავარსკვლავედებში“ იუგების დაწყება/დამთავრების პერიოდებში. სატია იუგა სულთა ამაღლებისათვის ოპტიმალური პერიოდია. კაცობრიობა ამ დროს მიამიტ და უცოდველ ბავშვს ჰგავს, რომლის სული ბავშვობაში გარდაცვალების გამო ადვილად იმკვიდრებს სამოთხეს. ამ დროს ადამიანები მატერიის და სულის კანონების შესაბამისად ცხოვრობენ, რომლებიც სოციუმის მოწყობის ყველა დონეა გაწერილი. მაგრამ, როგორც ადამიანი ზრდა-განვითარებასთან ერთად ამ ცხოვრების ავ-კარგის შეცნობას იწყებს და მეტი ცდუნებების წინაშე დგება, ასევე რთულდება მომდევნო იუგებში ადამიანის ამაღლება. ის ნელ-ნელა „ცოდვებში“, „მატერიაში“ ეშვება და სულ უფრო მეტად უჭირს სამსარის წრებრუნვიდან თავის დაღწევა. კალი-იუგა ყველაზე რთული და ბნელი პერიოდია. ის „სიბერის“ ან „ზამთრის“ ხანას შეესაბამება, მაგრამ ამ ეპოქას მეორე მხარეც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქაში სულის ამაღლება ძალიან ძნელია, ეს მაინც შესაძლებელია და ამ დროს ამაღლებული სული განსაკუთრებულად ფასეულია, განსაკუთრებულად ღვაწლმოსილი! ის ბრძენ და წმინდა მოხუცს ჰგავს, რომელიც ცხოვრების მანძილზე ჯერ ცოდვის მორევში ჩაეშვა, შემდეგ ცოდვები დაძლია, აღმოფხვრა და „სულით შემოსილი“ და გაბრწყინებული წარსდგა ღმერთის წინაშე! ბავშვიც წმინდაა და ეს მოხუციც, მაგრამ მოხუცს სიბრძნე აქვს შეძენილი! მან „სიცოცხლის“ სრული ციკლი გაიარა! ამიტომ არის რომ კალი-იუგას ეპოქაში, სრული უიმედობის და სიბნელის ფონზე ჩვენ შემოგვაქვს ე. წ. „სატია იუგას“ მცირე ხნიანი პერიოდის ჩართვა, ერთგვარი განმუხტვა, რომელიც მზაობაში მყოფ სულებს შესაბამის ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის კალი-იუგის დროს ამაღლებისთვის. Оно называется вкраплением Сатья-юги в Кали-югу, или Золотым веком. ამ პერიოდში ამაღლებული სულები ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულნი არიან! სწორედ ამ 1000 წლიან ოქროს ხანას, მის წინამორბედ მოვლენებსა და მის შემდგომ საბოლოო არმაგედონს, საბოლოო დიდი ციკლის - მახა-იუგას დასრულებას აღწერს იოანეს გამოცხადება!
ინტერნეტპოსტებიდან:
პრეცესიის ციკლი
Nikoloz Shilakadze: მხოლოდ ერთი ნო არის! 24000 წელზეა საუბარი თუ თარგმანის უზუსტობასთან გვაქვს საქმე?
იმმა: მოკლედ აქ ასეა საქმე. ამ ტელეპატიურ საუბრებში რიცხვების მიღება ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. რასაც მეუბნებოდნენ ჟღერდა როგორც 24 000 წელი ჩემი აღქმით, მაგრამ პრეცესიის ციკლი ჩვენი მეცნიერების დაანგარიშებით არის 25 800 წელი (თითქმის 26 000). მაგაზე ბევრი ვიჭყლიტე ტვინი. ვფიქრობდი, ეტყობა კარგად ვერ გავიგე თქო, რა მითხრეს. მაგრამ აშკარად მოდიოდა ინფორმაცია 24 საათთან მსგავსებაზე. ბოლოს როგორც მივხვდი ყველა დროის ციკლი მისადაგებულია ფრაქტალურ სტრუქტურებთან (საკრალურ რიცხვებთან, რადგან ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ციკლში მოსახდენი პროცესი სწორედ წარიმართოს)), მაგრამ რაც უფრო დიდია ციკლი, მით უფრო დიდია ცდომილება იდეალურიდან. მაგალითად, დღე-ღამის ციკლი შედარებით ზუსტად ემთხვევა 24 საათიან დაყოფას). წლიური ციკლი კი იდეალურ ვარიანტში უნდა იყოს 360 დღე (30-ჯერ 12) და არა 365 ან 366. არც ეს დღეებია ზუსტი. ყველაზე ახლო რიცხვი დღეებისა ტროპიკულ წელიწადში არის 365,24 219 878 − 0,00 000 616T დღე. როგორც ამიხსნეს, რაც არ უნდა არ გვესიამოვნოს ეგ ამბავი პერფექციონისტებს (თუ ეგეთები არიან ჩვენ შორის) ჩვენი სამყარო არის იმთავითვე არაიდეალური ანუ მას ახასიათებს ცდომილება იდეალური ჩანაფიქრისგან. ეს არაიდეალურობა ჩვენი გამოვლენილი სამყაროების ერთ-ერთი ფუნდამენტალური თვისებაა. მიქაელი: "- გამოვლენილ სამყაროებში არსად, არც ყველაზე სულიერად მაღალ სამყაროში, არც ყველაზე მატერიალიზირებულ და ბნელ რეალობაში არ არსებობს აბსოლუტური სიშავე ან აბსოლუტური სინათლე... წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რეალობა ვერ იქნებოდა გამოვლენილი! ყოველთვის საჭიროა თეთრი, რომ გამოჩნდეს შავი და საჭიროა შავი, რომ გამოჩნდეს თეთრი. შავი ხვრელიც კი არ არის აბსოლუტურად შავი და არც რომელიმე მზე აბსოლუტურად თეთრი. ეს პრინციპი ყველაფერში ვლინდება. არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება ან აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური სიმართლე ან აბსოლუტური სიცრუე. ის რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა. ". ხოდა იმის თქმა მინდა რომ გადაცდენები არის ასტროლოგიური ციკლების მათემატიკაშიც. ამ 25800 წლიან ციკლში, მთავარი არის 24000 წელი, დანარჩენი არის ცდომილება, გარდამავალი პერიოდი (სანჰია), შუალედური პერიოდი იუგებს შორის. მე ასე გავიგე. :)
ეხლა ვიფიქრე... არ იფიქროთ რომ 24000 წელში ან 25800 წელში იგულისხმება, რომ ამდენი წლის მერე მოხდება აპოკალიფსისში აღწერილი მოვლენები. პირიქით. მე ვთვლი, რომ ჩვენ ამ 25800 ციკლის ბოლოში ვართ სწორედაც, ანუ ჩემი ვარაუდით ამ ციკლის დასრულებამდე დარჩა 1000 ან 2000 წელი (ეს ჩემი ვარაუდია). ანუ ბიბლიაში ნახსენები წარღვნა იყო ჩემი ვარაუდით სადღაც 12000-11000 წლის წინ, ტრეტა იუგას ბოლოს, 5000 წლის წინ კიდევ იყო სავარაუდოდ რაღაც უფრო სუსტი დონის კატაკლიზმები და მაგის მერე დაიწყო ჩვენი ცივილიზაცია (ანუ კალი იუგას ცივილიზაცია). უკანასკნელი 5000 წელი არის ყველაზე დაბალი დონის ანუ ტექნოგენური (იანტრული) ცივილიზაცია. სულიერი ხედვა ამ დროს ყველაზე მეტად დახშულია, რაც არ უნდა ვანვითარებდეთ და ვიკვლევდეთ მატერიას. ეხლა იწყება პროცესები ვიბრაციის აწევის, იმისთვის რომ მოხდეს 1000 წლიანი სატია იუგას ჩადგმა კალი იუგაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გზააბნეული სული გამოვიდეს სამსარის წრებრუნვიდან, რაც მეტერიალიზმის ანუ კალი იუგას ეპოქაში ყველაზე ძნელია. ცოდნა სულიერ კანონებზე სრულიად დაკარგულია. ამაზეა იოანეს გამოცხადებაში დაწერილი: "ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს." პირველ აღდგომაში, როცა თითქოსდა წმინდანები აღდგებიან, იგულისხმება, რომ სულიერი ვიბრაციები იქნება იმდენად მაღალი, რომ ინკარნაციაში მოვლნენ ძალიან ამაღლებული სულები და თავად იესოც. აქვე მე-20 თავში წერია: "ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.". შემდეგ (1000 წელი რომ დასრულდება) მოხდება "ეშმაკის მცირე ხნიანი გამოშვება", ანუ ვიბრაციების დაცემა ისევ და ბოლოს ნამდვილი "ბოლო ჟამი", რის მერეც სხვა უფრო მაღალ განზომილებაში გადავალთ. მე-20 თავი: "ქალაქს (ახალი იერუსალიმი იგულისხმება, ანუ ახალი რეალობა) არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.". ეს უკვე სულ სხვა რეალობაა. ძნელი აღსაწერია როგორი, მაგრამ მე-5 განზომილება უკვე სულიერი ტრიადის ნაწილია და სულ სხვა კანონებით იმართება. პირდაპირ მიერთებულია სული წმნიდნასთან. როგორც მიქაელმა ამიხსნა ამ განზომილების არსებები პირდაპირ ცენტრალური მზის გამოსხივებით საზრდოობენ და აქ აღარ არის "ქვევიდან" ანუ უფრო დაბალი ორგანიზმებით კვება.