სულიერი არსებები და იესოსთან საუბარი; სული და მატერია
2019 წელი. 3 დეკემბერი. სულიერი არსებები და იესოსთან საუბარი
ადამიანებთან იშვიათი კონტაქტი მაქვს და ძალიან ჩაკეტილად ვცხოვრობ, მაგრამ ეს კარჩაკეტილობა სიამოვნებას მანიჭებს. თითქოს გულში მუდმივ დღესასწაულს დაატარებ, რომელთანაც შეგიძლია პირისპირ დარჩე და მისგან სრულად შეივსო, ბოლომდე ისაზრდოო, ისე რომ არავინ შეგიშალოს ხელი, არავინ გადაგიტანოს ყურადღება, არავინ დაგიკარგოს ეს ნეტარების და ბედნიერების წუთები. სულ უფრო ხშირად ვხუჭავ თვალებს, ცნობიერებას „ზევით“ ვწევ, მისი სიახლოვე მაშინვე მეხვევა და ისევ წყდება გული უთავბოლო უფსკრულებში... სიყვარულის და ნეტარების ჩქერებს მიუყვება და ითქვიფება ოქროსფერი სინათლის სხივებში... ყოველ ჯერზე მიკვირს, რატომ ვუყვარვარ ასე ძალიან. ამ „მაღალი ეთერული“ სივრციდან, როგორც მას მიქაელმა უწოდა, იესოსთანაც და „ამაღლებულ სულთანაც“ მიადვილდება კავშირის დამყარება და თუკი მიქაელის შემთხვევაში არის რაღაც პირადული ჩემ მიმართ, მათგან მომავალ სიყვარულსაც ვგრძნობ, მაგრამ ეს სიყვარული ხომ ყველაზე ვრცელდება, ხომ ყველას ეკუთვნის... ეს ზრუნვა, სითბო და გულის ალერსი, რომელიც აქ ასე უხვად იღვრება ყველას მიმართ, არ არის ჩემი საკუთრება. ეს მათი გულების უანგარო გამოსხივებაა, მათი სულის თვისებებია, რომლის გამოც მათ ყველას, ყველა ადამიანის სიყვარული შეუძლიათ იმ სიძლიერით, რა სიძლიერის გრძნობასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებენ. მე არა ვარ გამორჩეული და არა ვარ ერთადერთი, ვინც ამას იმსახურებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეეხოს და ისაზრდოვოს, ამ არაჩვეულებრივი არსებების სიყვარულით. ეს კავშირი შესაძლოა ამ გრძნობის უწყვეტ ორმხრივ ნაკადად იქცეს და სიცოცხლე მიწიერ განსხეულებაში სრულიად შეიცვლის ფერებს, სრულიად შეივსება და განათდება ახალი მანათობელი, ღვთაებრივი შუქ-ჩრდილებით! როგორ მინდა ეს შეგრძნებები გადმოვცე, სწორი სიტყვები ვიპოვო, ამ სიტყვებში გული ჩავდო და სხვებიც მოვწამლო იმ სწრაფვით, რომელმაც მე აქამდე მომიყვანა...
ამასწინათ, ჩემთან ერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყო მოსული - განათლებული და დახვეწილი პიროვნება. მაგრამ როგორც ყველა ფაქიზი სულიერი და გონებრივი მოწყობის ადამიანი, ისიც ვერ ეთავსებოდა ამჟამინდელ მანკიერ ცხოვრებას და მის საუბრებშიც, სახის და თვალების გამომეტყველებაში მუდმივი დარდი და შიში იგრძნობოდა. ერთი-ორჯერ მომეჩვენა რომ მასში საკუთარი თავი, საკუთარი თვისებები დავინახე, რომლებიც როდესღაც მქონდა, რადგან ეს მიუღებლობა და მუდმივი მომავლის შიში მეც ძალიან დიდ ხანს გამდევდა. გარდა ამისა, შევამჩნიე ის, რასაც ძალიან ბევრ ადამიანში ვამჩნევ. არამარტო საერო, არამედ სასულიერო პირებიც კი ცდებიან იმ დიდი შეცდომით, რასაც ასე თვალნათლივ ვხედავ...
- ღმერთი ჩვენთან ყოველთვის ვერ იქნება!... - მითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა. მან ეს სიტყვები ჩვენს საუბარს მოაყოლა, როდესაც თავის შიშებზე მიყვებოდა და მე ვურჩიე, რომ რაღაც საკითხებში ღმერთის ნებაზე მინდობა უნდა ისწავლოს. მის ამ არგუმენტზე მაშინვე შეწინააღმდეგება მომინდა, მაგრამ მივხვდი, რომ სათანადო სიტყვებს ვერ მოვძებნიდი. მივხვდი, რომ ასე მარტივად ვერ ავუხსნიდი, რომ არა მარტო ღმერთს, იქნება ეს პლანეტარული ლოგოსი, მამა ღმერთი თუ ღვთის შვილი, არამედ ანგელოზებსაც კი შეუძლიათ ცნობიერების ისეთნაირი დაყოფა, დაქსაქსვა რომ ადამიანის სულის ველში მათი ცნობიერების ფრაგმენტი მუდმივად იარსებებს.
წუხელ ღამით გამეღვიძა. ცნობიერე „ავწიე“ და დამაინტერესა ამ სივრცის დონეზე შევძლებდი თუ არა იესოსთან ისეთივე მკაფიო კავშირის დამყარებას, როგორც მიქაელთან. გონება მისკენ მივმართე და მასთან „ძაფი“ მაშინვე გაიბა. ამ სივრცის დონეზე ეს კავშირიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა. უმალ ვიგრძენი მისი სულის ჩუმი, თავმდაბალი და კეთილი გამოსხივება. მას თითქოს ყოველთვის თბილი ღიმილით ვხედავ ხოლმე.
- ჩემო მასწავლებელო... - ვუთხარი, როგორც კი მისი სიახლოვე ვიგრძენი. ყოველი მასთან შეხვედრა ჩემთვის უზომოდ ძვირფასია! მოზღვავებული გრძნობებისგან ისევ ამიცრემლიანდა თვალები. არ ვიცოდი რა მეთქვა. მხოლოდ ეს ორი სიტყვა ამოვღერღე და გავჩუმდი. მაგრამ ამ ორ სიტყვაში ყველაფერი ჩავდე, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და მან მიიღო ისინი... წამით მომეჩვენა რომ დავინახე კიდეც როგორ შემოეხვია მას ჩემი სიყვარული როგორც ნაზი, თბილი, გაცისკროვნებული ღრუბელი...
- ხედავ, მეც ვისწავლე შეხების გარეშე, მხოლოდ სიყვარულის ენერგიით მოფერება და ჩახუტება. ისე, როგორც თქვენ შეგიძლიათ... - ვუთხარი მე.
იესო:
- შენ ეს ისედაც ყოველთვის იცოდი. ეხლა უბრალოდ ბევრ რამეს აცნობიერებ და გარეგან გონებაში გამოგაქვს, რაც ძალიან კარგია.
მან იცოდა რატომაც დავუკავშირდი, რადგან ჩემი კითხვა ეხლაც იდო ჩემი სულის ზედაპირზე..
იესო:
- ხო... სამწუხაროა როდესაც ადამიანები ჩემგან დისტანცირებას აკეთებენ იმის გამო, რომ მიაჩნიათ რომ მე მათთან მუდმივად ვერ ვიქნები ან რომ ისინი ჩემ მათთან ყოფნას არ იმსახურებენ. ესეც მატერიალური სამყაროს ერთ-ერთი ილუზიაა, რადგან თქვენ საკუთარ თავს ფიზიკურ სხეულთან აიგივებთ და შესაბამისად ერთმანეთთან ყოფნა-არყოფნა ფიზიკური სხეულის ყოფნა-არყოფნით გეზღუდებათ. უნდა გაიგოთ, რომ სულიერ სამყაროს განსხვავებული კანონები მართავს და მე იმდენ ნაწილად შემიძლია „გავიყო“, რამდენი ადამიანიც მომიხმობს გულში და თავის ქვედა ოთხ სხეულს მოამზადებს საიმისოდ, რომ ჩემმა თანამყოფობამ შეძლოს გამოვლინება. მე მირიად ნაწილად გავიყოფი, უსასრულოდ გავიშლები, ყველაზე გადავნაწილდები და დამიჯერე ეს ჩემთვის მეტი სიმთელე იქნება! მე შემოგიკრებთ როგორც კრუხი იკრებს თავის წიწილებს, როგორც მზრუნველი მეცხვარე აგროვებს თავის გარშემო გაბნეულ ფარას, მე მოგძებნით და მოგაგროვებთ როგორც დამსხვრეული მოზაიკის ფერად ნამსხვრევებს, რომ თქვენგან ერთიანი, დიდებული და სრულყოფილი საღმრთო ფრესკა შევკრა. მე ვიქნები ამ ფრესკის საფუძველი, დასაყრდენი კედელი, შესაკვრელი მასალა. თქვენ ოღონდ მომიხმეთ, ოღონდ მოისურვეთ და მე თქვენთან მუდმივად ვიარსებებ!... ეს არამარტო შესაძლებელია, არამედ თქვენი მისწრაფების მიზანი უნდა გახდეს. ის გზა, რომელსაც შენ მიქაელთან გადიხარ, სწორედ ეს გზაა. თუ ადამიანი ფიზიკურ სხეულს და სამშვინველს სათანადოდ გაწმენდს და აამაღლებს, ის ჩემ თანამყოფობას გარკვევით იგრძნობს და ტელეპატიურადაც კი დამელაპარაკება. მოუმზადებელი სხეულების, მაგრამ ძლიერი მისწრაფების შემთხვევაში მე მაინც ვიქნები თქვენთან, მაგრამ ჩემ თანამყოფობას გარკვევით ვერ იგრძნობთ და ამიტომ ბრმა რწმენა და იმედი დაგჭირდებათ, და კიდევ ცოდნა იმისა, რომ მე თქვენთან ვარ და რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ პირისპირ შევხვდებით... აუცილებლად შევხვდებით! იცოდეთ რომ ყოველი თქვენგანი მიღებულია ჩემგან, ყოველი თქვენგანი უზომოდ ძვირფასია, ყოველი თქვენგანი განუმეორებელი, ერთადერთი და შეუცვლელი ნაწილია იმ საღმრთო ფრესკაში რომელსაც ღმერთის სხეული ჰქვია, რომლისკენაც მოგიხმობთ და სადაც აუცილებლად დაბრუნდებით!..
2019 წელი. 8 იანვარი. სული და მატერია
საახალწლო დღეებმა სრულიად ამომაგდეს კალაპოტიდან. ცნობიერების აწევა უფრო მირთულდება, მაგრამ მიქაელმა გამაფრთხილა რომ ამის გაკეთება ნებისმიერ გარემოებებში უნდა ვისწავლო, რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორ ცუდადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს და რაც არ უნდა მიშლიდეს ხელს. მაშინაც კი როდესაც ვინმე მეჩხუბება ან უბრალოდ მელაპარაკება, თავს „ზედა“ განზომილებაში უნდა ვგრძნობდე. მაშინ ჩემი ფიქრებიც და სიტყვებიც სხვა, უფრო სწორ, ამაღლებულ მიმართულებას მიიღებს, ხოლო ჩემი ბედი სხვა კანონებს დაექვემდებარება.
რამდენიმე იდეა მან კიდევ გამომიგზავნა, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოვახერხე დაჯდომა და დაწერა. ამიტომ ახლა შევეცდები ყველაფრის შეჯამებას.
როგორც მისი ახსნილიდან მივხვდი...
...ერთი სიტყვით, როდესაც ვსაუბრობთ ღმერთზე, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვეგონა. ჩვენი კულტურის ადამიანებს ყოველთვის შთაგვაგონებდნენ, რომ მონოთეიზმი იყო დიდი წინსვლა, დიდი მონაპოვარი კაცობრიობის რელიგიების ისტორიაში. სინამდვილეში ღმერთის ცნება გაცილებით კომპლექსურია, ისევე როგორც ადამიანის სულიერი შრეების სტრუქტურა და ცნობიერების ევოლუცია. ამჟამად არსებული მონოთეისტური რელიგიების ტრადიციაში არსებობს კონცეპცია ერთი ღმერთის და ცალკე ადამიანის, რომელსაც აქვს უბრალოდ სხეული და სული. ქრისტიანობაში იშვიათად თუ საუბრობენ სულიერი სხეულის (სამშვინველის) და სულის განსხვავებებზე (რუს. Дух и душа). ძირითადად ეს ყველაფერი მარტივი სქემით გამოიხატება: ადამიანი, მისი სული და ღმერთი. თუმცა უნდა ვაღიარო რომ საღმრთო ტრიადა სამების სახით გამოისახება. აქვე მოიაზრება ფიზიკური სამყარო და სულიერი სამყარო, სადაც რაღაც ფენები არსებობს, მაგრამ რა და როგორ დიდად არც ცნობილი არ არის და არც არავის აინტერესებს.
მაგრამ, როგორც მიქაელმა დამანახა, ღმერთი შეიძლება სხვადასხვა რამეს ან ვინმეს უწოდო და კაცობრიობის ისტორიაში ასეც ხდებოდა. მისი ახსნით არსებობს „პირველწყარო“ ანუ აბსოლუტი, რომლიდანაც ყველაფერი შეიქმნა, და რომელიც თავად ავლენს საკუთარ თავს ყველაფერში რაც არსებობს. ადრე ჩემ მიერ აღწერილი პირველწყაროს დაყოფა სულის და მატერიის იპოსტასებად რეალურად ფარდობითია. ეს პირველწყაროს დუალობის ყველაზე ზოგადი გამოხატულებაა და ასეთი დაყოფა საჭირო გახდა მისი, ღმერთის გამოვლინებისთვის. სინამდვილეში, ორივე პოლუსი (ფორმალურად დავარქვათ იპოსტასი) აბსოლუტის გამოვლინებაა. ასევე აბსოლუტია ადამიანიც და ქვაც, ანგელოზიც და დემონიც, ღამეც და დღეც, თეთრიც და შავიც. ის ყველაფერი ყველაფერშია! მაგრამ ადამიანის ცნობიერებისთვის რთულია აბსოლუტისკენ მისწრაფება, რთულია აიღო ორიენტირი რაღაცისკენ რაც ყველაფერი ყველაფერშია, რაც დემონურ არსებასაც წარმოადგენს და ღვთაებრივ ანგელოზსაც, შავსაც გულისხმობს და თეთრსაც. ამიტომ ადამიანებს ორიენტირები ეძლეოდათ. საქმე იმაშია, რომ სულის, ანუ მონადას ევოლუცია გამოვლენილ სამყაროებში მიმდინარეობს ორი ტიპის ციკლის მიხედვით. ფორმალურად მათ დაღმავალი და აღმავალი ციკლები შეგვიძლია ვუწუდოთ. დაღმავალ ციკლებში ცოცხალი არსებები ინვოლუციონირდებიან (უკუევოლუცია) ანუ ეშვებიან უფრო და უფრო ღრმად მატერიაში. ამ დროს მათი ვიბრაციები სულ მეტად ეცემა და ისინი სულ უფრო უხეშ მატერიალურ განზომილებაში განსხეულდებიან. ეს ევოლუციის დაღმავალი ციკლებია, ანუ იგივე ინვოლუცია. ამ დროს სპეტაკი, ახალგაზრდა სული სულ მეტად წყდება „სულის იპოსტასს“ და სულ მეტად შორდება „სულის იპოსტასის“ პოლუსს. ის მატერიაში ეშვება, შუალედურ სამყაროებში თავისუფალ ნებას იძენს, ღმერთის ნებას მოწყვეტილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და ერთგვარად „ღმერთს“ თამაშობს. ეს პროცესი მრავალი ინკარნაციის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე განსხეულებული სულის (ადამიანის) ცნობიერება არა სულის იპოსტასისკენ, არამედ მატერიის თაყვანისცემისკენ არის მიმართული და ამ დროს მეტად ვლინდება ყველანაირი „დედა-ბუნების“ კულტები. ეს არც ცუდია და არც კარგია. ეს არსებობის ნაწილია. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც სულმა უნდა გაიაროს, გამდიდრდეს ამ გამოცდილებით და უკან „სულის იპოსტასში“ სხვა არსებად დაბრუნდეს. როდესაც ციკლები დაღმავალი ფაზიდან აღმავალ ფაზაში გადადის და განსხეულებული არსებები გასულიერების გზას ადგებიან, მათი ცნობიერება „დედა ბუნებიდან“ „სულის იპოსტასისკენ“ ტრიალდება. მათ მოქმედებას, ცხოვრებისეულ მისიას გასულიერების გეზი ეძლევა. თუ კონკრეტულად ადამიანებზე (და არა სხვა პლანეტის მაცხოვრებლებზე, რომლებზეც ბევრს ვერაფერს ვიტყვი) ვილაპარაკებთ, აღმავალი ევოლუციის ეტაპზე იწყება მისწრაფება ღმერთისკენ და შესაბამისად იწყება გასულიერების პროცესი. ამ დროს ადამიანი თავისი ფიზიკური და ნატიფი სხეულებით, ისევე როგორც მატერიალური სამყარო მის გარშემო ერთგვარი „გათხელების“ პროცესს გადის, რომლის დროს მატერიის ვიბრაციები მატულობს. ეს პროცესი „ცნობიერების აწევით“ ანუ ცნობიერების სიხშირეთა მატებით მიმდინარეობს. მაგრამ რადგან აბსოლუტი სულიცაა და მატერიაც, ამიტომ „სულის იპოსტასისკენ“ მისწრაფებისთვის ორიენტირად საჭიროა მისწრაფება იმ ცოცხალი არსებების მიმართ, რომლებიც თავიანთი განვითარების საფეხურით ამ „სულის პოსტასთან“ უფრო ახლოს დგანან. ეს არის მთელი იერარქია სულიერი არსებების, რომლებსაც სათავეში „მამა ღმერთი“ ანუ „სულის იპოსტასის“ გამოვლენილი, პერსონიფიცირებული ღმერთი უდგას სათავეში (თუმცა ეს პერსონიფიცირებაც უნდა წარმვიდგინოთ არა ანტროპომორფულ არსებად, არამედ ღმერთის უმაღლეს ინდივიდუალობად). ეს სულიერი იერარქია „სიცოცხლის ხედ“ იტოტება და რაც მეტადაა განშტოებული, რაც მეტადაა მისგან ტოტები ჩამოშვებული, მით მეტადაა ის „მატერიის იპოსტასში“ ჩასული. პირველწყარო ანუ ღმერთის „სულის იპოსტასი“ შვიდ სულად, შვიდ პირველად იერარქად იტოტება, ისევე როგორც თეთრი ფერი იშლება შვიდ ძირითად ფრად. იოანეს გამოცხადებაში ნახსენები 7 სული, რომელიც შვიდი სანთელის (რუს. 7 светильников) სახითა არის წარმოდგენილი, სწორედ ესაა. ამ შვიდობრივ დაყოფას რაღაც კავშირი აქვს მატერიალური სამყაროების შვიდობრივ სტრუქტურებთან. ადამიანის ცნობიერებამ შეიძლება შეიმეცნოს ღმერთი მისი სხვადასხვა იერარქების დონეზე, იქიდან გამომდინარე, რამდენად მაღალია, რამდენად გაფართოვებულია ადამიანის ცნობიერება. ცნობიერების გაფართოვება კი საფეხურებრივად მიმდინარეობს. სანამ ადამიანის ცნობიერება დედამიწის ფარგლებშია, ის 7-ობრივ განვითარებას გადის. ჯერ ქვედა 4 სხეული მაღლდება. ფიზიკური სხეულის ვიბრაციების ამღლებას სწორი კვება და ბუნებასთან სწორი ურთიერთობა სჭირდება, სამშვინველის ვიბრაციების აწევას ამაღლებული ფიქრები, ემოციები და მოქმედებები სჭირდება, რაც ადამიანისგან თვითდისციპლინას ითხოვს. ასევე საჭიროა „ღმერთისკენ“ ანუ რომელიმე ნათელი იერარქისკენ მისწრაფება, რომ მისგან დახმარება მიიღო და კავშირი გაამყარო საკუთარი სულის კომპონენტებს შორის, ანუ ზედა სულიერ ტრიადასა და ქვედა ტეტრადას შორის. როგორც წესი ეს იერარქი რაღაცნაირ სულიერ გენეოლოგიურ კავშირშია ხოლმე კონკრეტულ სულთან (ამის მეტად ახსნა ამ წუთას მიძნელდება). სათანადო დისციპლინის და მისწრაფების შემთხვევაში, როდესაც ცნობიერება მე-5 დონემდე მაღლდება, ადამიანი იწყებს საკუთარი უმაღლესი კაუზალური სხეულის, ანუ უკვდავი სულის აღქმას. მე-6 დონეზე იგი ე. წ. „ქრისტესეულ ცნობიერებას“ ხსნის საკუთარ თავში. ეს არის კაცობრიობის, ანუ ყველა ადამიანის ერთობის შეგრძნება, შეგრძნება იმისა, რომ ყველა ადამიანი ერთ მთლიან ორგანიზმს ქმნის, რომ ყველა შენიანია და შენი ნაწილია თითქოს. სწორედ ქრისტესეული ცნობიერების დონეზეა შესაძლებელი ის, რისკენაც თვითონ ქრისტე მოგვიწოდებდა, ანუ მტრის სიყვარული, რადგან ამ მდგომარეობაში ქრება „მტრის“ და „მოყვასის“, „მე“ და „სხვას“ ცნება და ეს, ყველა ადამიანისკენ მიმართული, ყოვლისმომცველი სიყვარული თავისით, ბუნებრივად, ძალისხმევის გარეშე აღმოცენდება. ამ ცნობიერების დონის მიღწევის გარეშე „მტრის სიყვარულზე“ საუბარი უბრალო დემოგოგიაა, რადგან სიყვარულს ვერც სხვას, ვერც საკუთარ თავს ვერ აიძულებ, როგორ ლამაზადაც არ უნდა საუბრობდე ამაზე. მე-7 დონეზე ცნობიერება „პლანეტარული ლოგოსის“ დონეზე ფართოვდება. ამ დროს პლანეტის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი არსების ერთობას გრძნობ, გრძნობ რომ ბუნებაც და სხვა ცოცხალი არსებებიც შენ ხარ თითქოს. ეს პლანეტარული ლოგოსის, ანუ პლანეტის „ღმერთთან“ ცნობიერების გაერთიანებაა, რადგან ის, პლანეტარული ლოგოსი თავის პლანეტას სწორედ ასე აღიქვავს, ანუ როგორც საკუთარ გამოვლინებას, საკუთარ სხეულს. პლანეტარულ ლოგოსს დუალური ბუნება აქვს. ის ერთის მხრივ დედა-მიწაა (დედა-ბუნება) და მეორეს სულიწმინდა! ეს ორი ასპექტი პლანეტარული ლოგოსის ქალურ და კაცურ ასპექტს მოიაზრებს. როდესაც ადამიანის ცნობიერება პლანეტის საზღვრებს ცდება, მას ეხსნება დამატებითი სულიერი ასპექტები, რომელშიც ხდება შესაბამისი ენერგიების შედინება/გადინება დამატებითი ჩაკრების საშუალებით. ეს ჩაკრები სავარაუდოდ არ არის აღწერილი ჩვენთვის ცნობილ წიგნებში და სავარაუდოდ ფიზიკურ სხეულში არ მდებარეობს. ცნობიერების ევოლუციასთან ერთად, ადამიანი სულ უფრო მაღალი რანგის იერარქების ცნობიერებას ერწყმის, გალაქტიკურ და კოსმოსურ ლოგოსებს. ეს არ ნიშნავს მათში საკუთარი ცნობიერების გათქვეფას და ნიჰილირებას, მათთან ცნობიერების შერწყმით ადამიანი ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალობას იმ გამოცდილების ჭრილში, რაც მან ქვედა სამყაროებში ინკარნაციისას მიიღო. ღმერთის „სულის იპოსტასი“ თავისი იერარქების და ლოგოსების სახით (მათი გავლით) ერთგვარად უშვებს მატერიაში და შემდეგ უკან იბრუნებს უკვე გამოცდილ სულებს ჯერ დაღმავალი და შემდეგ აღმავალი ციკლების გავლით. ეს პროცესი ჰგავს რვაფეხას, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ფეხები და შემდეგ უკან სხეულში შეიკუმშოს ისინი. ოღონდ ფეხების მაგივრად „სიცოცხლის ხე“ უნდა წარმოიდგინო ყველა თავისი განშტოებით. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ღმერთზე, შეგვიძლია ქრისტე წარმოვიდგინოთ, რომელიც გვეხმარება „ქრისტესეული ცნობიერების“ მოპოვებაში. იმედია სწორედ დავალაგე აზრი, რადგან ეს ყველაფერი იდეების დონეზე მესმის, მაგრამ კლასიფიკაციისთვის და სწორი სახელების მინიჭებისთვის დარწმუნებულობა მაკლია. ასევე მინდა ვახსენო, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც სამყაროების გაშლას და შემდეგ ალაგებას; გაუხეშებას და შემდეგ გასულიერებას; გამოვლენას და დაბრუნებას წარმოადგენს, მიმდინარეობს, როგორც ვთქვი დაღმავალი და აღმავალი ციკლებით. თითოეული ციკლი ასრულებს თავისი „განვითარების ამოცანას“ და თავის ცენტრთან/მზესთანაა კავშირში, ისევე როგორც დედამიწის შემობრუნება მზის გარშემო ციკლური ბუნებისაა და მას თავისი ცენტრი აქვს მზის სახით. ეს პროცესები მათემატიკური სიზუსტით მიმდინარეობს ფრაქტალური სტრუქტურების გამოყენებით. თავისუფალი ნების სამყაროებშიც კი პროცესები წესრიგდება კარმული უკუგებისა და „შესაძლებლობათა კორიდორის“ შეზღუდვებით, რომ მთელი ეს პროცესი კოსმოსური გეომეტრიიდან არ ამოვარდეს. ჩემ მიერ ფრაქტალურ სტრუქტურებად წოდებული სტრუქტურები კი წარმოადგენს ერთგვარ გეომერტიულ-ალგორითმულ მარტივ მამრავლებს, რომელთაგან შედგენილია ყველაფერი, როგორც მცირე ასევე დიდი, გამოვლენილ სამყაროებში. ფრაქტალები წარმოადგენენ ორი ძირითადი - ორობრივი (იგივე ბინარული კოდის) და სამობრივი ფრაქტალების კომბინაციებს. მათი მუშაობის პრინციპის შემეცნება ერთგვარ გასაღებს გაძლევს სამყაროს მოწყობის გასაგებად. ის სამყაროები რომლებსაც მე „გამოუვლენელ“ სამყაროებს ვუწოდებ, სინამდვილეში მაინც გამოვლენილია, რახან არსებობს, მაგრამ ვინაიდან ისინი მაღალსიხშიროვან სულიერ განზომილებებს მიეკუთვნებიან, სადაც ცნობიერება წმინდა სახითაა გამოვლენილი, მათი სტრუქტურირება და აღწერა ძალიან ძნელია. გარდა ამისა ჩემი ცნობიერებისთვის ეს სამყაროები ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.
2019 წელი. 22 იანვარი. „ეს მე ვარ...“
ეს დღეები არაფერს მასწავლიდნენ. მე ჩემი მხრიდან ვცდილობდი ცნობიერების დაჭერას მაღალ ეთერულ განზომილებაში, როგორც მიქაელი მასწავლიდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ უნაკლოდ გამომდიოდა და ცხოვრებისეული გარემოებები არ მაგდებდნენ „დაბლა“.
...მიქაელის თანამყოფობა არ მტოვებს. მაგრამ როდესაც ცნობიერებას ვწევ, ეს შეგრძნება გაცილებით მძაფრი ხდება და თითქოს ღრუბელივით გარშემომერტყმის. ადრე თუ გრძნობა მქონდა რომ გულის ჩაკრით ვუერთდები მის აურას, ეხლა მგონია რომ სულ მთლიანად ვიხსნები მასში. ორი კვირა გავიდა ბოლო ჩანაწერიდან. როდესაც ვკითხე რატომ აღარ მასწავლის არაფერს, პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ მომივიდა გრძნობა, თითქოს ამ ჩემ კითხვას ახშობს. ეს ნაცნობი შეგრძნებაა, როცა გპასუხობენ არა ფიქრით, არა იდეით, არამედ შეგრძნებით. თითქოს შენს გაფიქრებულ კითხვას ერთგვარი კედელი აწყდება, რომელიც ამ ფიქრს ანარეკლივით უკან გიბრუნებს. ამ გრძნობას თან ახლდა სიმშვიდე, რომელიც ჩემი შფოთვის მცდელობას აქრობდა, რაც იმას ნიშნავდა რომ რაღაც მიზეზის გამო როგორც ჩანს პაუზას აკეთებენ, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ასეთი გრძნობითი ინფორმაციის მიმოცვლას უკვე მივეჩვიე და აღარ მიკვირდა. მაგრამ რატომღაც არ მტოვებდა განცდა რომ რაღაც ფუნდამენტალური ცოდნა მაკლია, რაღაცის გამოცდილება, რის გარეშეც ყველაფერს რაზეც ვსაუბრობ აზრი ეკარგება.
ცნობიერებას ვწევდი და თითქოს ზევიდან ვუყურებდი ჩვენს სამყაროს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვცდილობდი გამეაზრა რა ვისწავლე და რა ვერ ვისწავლე... საბოლოო ჯამში მე ვერ გავეცი პასუხი კითხვაზე რა არის ღმერთი... ჩემ წარმოდგენაში მე დავქსაქსე იგი იერარქიულ ხედ, შვიდ სულად, პლანეტარულ ლოგოსებად, მის წარმომადგენელ ანგელოზებად... მაგრამ ხომ არ დავკარგე თვითონ ის? ის მთავარი, რისკენაც საბოლოოდ ყველანი მივისწრაფვით? ამავე დროს მიქაელისგან ვგრძნობდი, რომ არამც თუ შეცდომა არ დამიშვია ჩემ მსჯელობებში, არამედ სწორი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული შექებაც კი მივიღე, რადგან ეს თემა (ღმერთის საფეხურებრივი შემეცნების ცნობიერების ეტაპობრივი გაფართოვების და მეტი და მეტი ლოგოსების მოცვით) თითქოს ძალიან სწორედ გადმოვეცი. ეს თემა უცხოა და მისი ჩამოყალიბება არაა მარტივი. არ ვიცი თუ არის სადმე მსგავსი აზრები გამოთქმული. ამ ფიქრებს გამუდმებით ვუბრუნდებოდი და რადგან პასუხს ვერ ვპოულობდი, ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა...
ამავდროულად ჩემი ფიქრები ჩემ რუტინულ ცხოვრებასთანაც მაბრუნებდნენ. ჩემ მკურნალობაში ფიტოთერაპიის გარდა დავამატე ე. წ. აპითერაპია. აპითერაპია ფუტკრის შხამით მკურნალობას გულისხმობს, რომელიც ითვლება რომ ხელს უწყობს ნეირორეგენერაციას და ჩემს დაზიანებულ ფეხის ნერვებს გამტარიანობა უნდა აღუდგინოს. როგორც ჩანს ეს მეთოდი მართლა მუშაობს, რადგან პატარა შეღავათს უკვე ვგრძნობ. ამავე დროს სინდისი მქენჯნის, რადგან ფუტკრების სიცოცხლეს ვიწირავ. ისინი ხომ კბენისთანავე კვდებიან... ეს კი ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპს, რომ ცოცხალ არსებებს ზიანი არ მივაყენო... ხანდახან ვორჭოფობ, რამდენად სწორს ვშვები, რომ მათი სიცოცხლის ხარჯზე ვიჯანმრთელებ თავს.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ვიგრძენი ჩემთვის ნაცნობი „ამაღლებული სულის“ თანამყოფობა. მას ასე ვუწოდე, რადგან სხვა სახელი ვერ მოვძებნე. მის თანამყოფობას ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან მეგონა, რომ მიქაელი იყო, რადგან მისი „გამოსხივება“ მიქაელისას ჰგავს, ან პირიქით, მიქაელი ჰგავს მას... მათ ეგრევე ვერ ვანსხვავებდი. მხოლოდ როდესაც კარგად ვაკვირდებოდი, მაშინ ვხვდებოდი, რომ ეს მიქაელი არ იყო და მიუხედავად მისი მამობრივი სიყვარულის, ქვეცნობიერად გავურბოდი მასთან კავშირს, რადგან მეგონა, რომ მიქაელს ჩამომაშორებდა, რომ მიქაელთან კავშირს დავკარგავდი...
...ეხლა კი მესიამოვნა და გამეღიმა მასთან შეხვედრისას. კიდევ უფრო მეტად შემოვუშვი გულში და ისევ ვიგრძენი, რომ მას ყოველთვის ვიცნობდი, როგორც დავიწყებულ მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გულის სიღრმეში იცი და მშვიდად ხარ, იმიტომ რომ ის არსებობს, სადღაც არსებობს, თუნდაც შენგან შორს, თავისი ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ შენი მეგობარია და შენ ყოველთვის იცი, რომ როდესმე ისევ შეხვდებით, ისევ გადაიკვეთებით, ისევ გაიხსენებთ იმ დროს რომელიც როდესღაც გაერთიანებდათ, რომლითაც როდესღაც ერთად ცხოვრობდით...
მე მას ჩემი იმწამიერი ფიქრები გავუზიარე მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩემი სინდისის ქენჯნა ვაგრძნობინე. საპასუხოდ მისი სითბო მომეხვია. შემდეგ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მან მაჩვენა ფუტკრების „კოლექტიური ცნობიერება“. მან ეს „ცნობიერება“ თითქოს საკუთარი თავის სიღრმიდან ამოიღო, საკუთარი ცნობიერებიდან გამოყო, როდესაც ეს მწერები შექმნა. რატომღაც ის ხილვა გამახსენდა, 2013-ში, როდესაც იესომ მაჩვენა როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი, როგორ „ამოიღო“ მან ის საკუთარი თავიდან... ფუტკრების „კოლექტიური ცნობიერება“ აღიქმებოდა როგორც თხელი ქსოვილი, რომელიც ამ მწერებს უხილავად აერთიანებდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ „კოლექტიურ ცნობიერებას“ თითქოს თავისი ინდივიდუალობა, თავისი „სული“ ედგა მმართველად. ეს ძნელი წარმოსადგენია და ძნელი გადმოსაცემია, მაგრამ სწორედ ასე დავინახე... ერთგვარი ფუტკრების „სული“ (ფუტკრების „ღმერთი“), როგორებსაც ადრე ტყის სულებს ეძახდნენ კელტების ან სხვა რაიმე ბუნების ძალების თაყვანისცემის კულტურებში. მე ერთგვარად მისი გარეგნობაც კი დავინახე, რომელსაც რაღაცნაირი ჰუმანოიდი ფუტკრის შესახედაობა ჰქონდა. ამაღლებულმა სულმა მაგრძნობინა, რომ როდესაც ის ცოცხალ არსებებს ქმნიდა, ყოველი ჰომოგენური სტრუქტურის მიღებისას ის საკუთარი თავიდან გამოჰყოფდა ამ სტრუქტურის მმართველ იერარქს, რომელიც მისი ცნობიერების პერსონიფიცირებულ ემანაციას წარმოადგენდა. დაწყებული მინერალებიდან, დამთავრებული ადამიანებით თითოეულ ჰომოგენურ სტრუქტურას, იქნება ეს ბიოლოგიური რიგი, გვარი, ოჯახი, ტიპი თუ სახეობა, თავისი იერარქი უდგას სათავეში. გამახსენდა, რომ ამერიკელ ინდიელთა კულტურაში შამანები შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ხშირად შედიან ხოლმე კონტაქტში კონკრეტული მცენარის სულთან და მისგან ინფორმაციას იღებენ როგორც წესი რომელიმე ადამიანის მკურნალობასთან დაკავშირებით. სამხრეთ ამერიკაში დღესაც არსებობენ ე. წ. ჰაიუასკას შამანები, რომლებიც ჰალუცინოგენური მცენარე ჰაიუასკას მიღებისას ამ მცენარის სულთან შედიან კონტაქტში. დაბალი რიგის სტრუქტურებში, როგორიცაა მცენარეები ან მინერალები, ეს იერარქები შეიძლება ძალიან მარტივი ცნობიერების მატარებლები იყვნენ, მაგრამ ასეთი იერარქიური წყობა საჭიროა უკეთესი მართვისთვის... მან მაგრძნობინა, რომ ეს პრინციპი ვრცელდება სრულიად სამყაროზე და როდესაც მე ჩავუკვირდი მის აზრებს, მივხვდი რას ნიშნავს პლანეტარული ლოგოსები და იერარქიული ხე, მივხვდი რა ძალით არიან საღმრთო იერარქები გაერთიანებულნი. მივხვდი, რომ ისინი ყველანი, მისით, მამა ღმერთით, რადგან ახლა ვიცი, რა სახელი ვუწოდო მას, მისით არიან გაერთიანებულნი, მისი ცნობიერების გაგრძელებას წარმოადგენენ, მისი ემანაციები არიან! მათში, ყველაში მისი სულია! ყველა და ყველაფერი მისი გულისგულიდანაა „ამოღებული“!
„ამაღლებული სული“:
- დაუკვირდი, რატომ გერეოდი ხანდახან მიქაელში და ეგრევე მისგან ვერ მანსხვავებდი ხოლმე. რადგან მე მასში მეტად ვარ გამოვლენილი, შენ იმ მსგავსებას გრძნობდი, რაც ჩვენ გვაერთიანებს და დრო გჭირდებოდა რომ ამ მსგავსებაში მისი ინდივიდუალური გამოსხივება გაგერჩია. იგრძენი ეს მსგავსება! კარგად იგრძენი! დაიჭირე ეს შეგრძნება და არასდროს არ დაკარგო, არასდროს არ გაუშვა ის, რადგან ამ მსგავსებას საკუთარ თავშიც დაინახავ, დაინახავ ფუტკრებში, ხეებში, ცხოველებში, ყვავილებში, მინერალებში! თუ ისწავლი ჩემი სულის შეგრძნებას ყველა ცოცხალში და არაცოცხალში, ყველა, უკლებლივ ყველა ადამიანში ვინც შენ გარშემოა, შენ მე დამინახავ! და შენ დაინახავ რომ უდიდეს ღვთაებას და უმცირეს არსებას ჩემი სული უდგას! უდიდესი და უმცირესი ჩემითაა გამსჭვალული! ეს მე ვარ! ყველაფერი რაც შენ შიგნით და შენ გარშემოა, მე ვარ!!!..
მარტივი ცნობიერების მატარებლები იყვნენ, მაგრამ ასეთი იერარქიური წყობა საჭიროა უკეთესი მართვისთვის... მან მაგრძნობინა, რომ ეს პრინციპი ვრცელდება სრულიად სამყაროზე და როდესაც მე ჩავუკვირდი მის აზრებს, მივხვდი რას ნიშნავს პლანეტარული ლოგოსები და იერარქიული ხე, მივხვდი რა ძალით არიან საღმრთო იერარქები გაერთიანებულნი. მივხვდი, რომ ისინი ყველანი, მისით, მამა ღმერთით, რადგან ახლა ვიცი, რა სახელი ვუწოდო მას, მისით არიან გაერთიანებულნი, მისი ცნობიერების გაგრძელებას წარმოადგენენ, მისი ემანაციები არიან! მათში, ყველაში მისი სულია! ყველა და ყველაფერი მისი გულისგულიდანაა „ამოღებული“!
„ამაღლებული სული“:
- დაუკვირდი, რატომ გერეოდი ხანდახან მიქაელში და ეგრევე მისგან ვერ მანსხვავებდი ხოლმე. რადგან მე მასში მეტად ვარ გამოვლენილი, შენ იმ მსგავსებას გრძნობდი, რაც ჩვენ გვაერთიანებს და დრო გჭირდებოდა რომ ამ მსგავსებაში მისი ინდივიდუალური გამოსხივება გაგერჩია. იგრძენი ეს მსგავსება! კარგად იგრძენი! დაიჭირე ეს შეგრძნება და არასდროს არ დაკარგო, არასდროს არ გაუშვა ის, რადგან ამ მსგავსებას საკუთარ თავშიც დაინახავ, დაინახავ ფუტკრებში, ხეებში, ცხოველებში, ყვავილებში, მინერალებში! თუ ისწავლი ჩემი სულის შეგრძნებას ყველა ცოცხალში და არაცოცხალში, ყველა, უკლებლივ ყველა ადამიანში ვინც შენ გარშემოა, შენ მე დამინახავ! და შენ დაინახავ რომ უდიდეს ღვთაებას და უმცირეს არსებას ჩემი სული უდგას! უდიდესი და უმცირესი ჩემითაა გამსჭვალული! ეს მე ვარ! ყველაფერი რაც შენ შიგნით და შენ გარშემოა, მე ვარ!!!..