გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

როგორ დააღწიო თავი უბედურებას

 

2018 წელი. ივნისი. როგორ დააღწიო თავი უბედურებას

ჩემი ბიჭი ბოლო დროს მეკობრეების თემით არის გატაცებული. იმიტომ არა რომ ყაჩაღები და მკვლელები მოსწონს. ამ თვისებებს მათში, ის როგორც ჩანს საერთოდ ვერ ამჩნევს და ძალიან უკვირს როცა ეუბნებიან რომ კარგი მეკობრეები არ არსებობენ. მას მათში თავგადასავლები მოსწონს, მათი ზღაპრული, საშიში და ფათერაკებით სავსე ცხოვრება. მათ ცხოვრებაში ხომ ყველაფერია შესაძლებელი, მშვენიერი ზღაპრული სირინოზები და საშინელი მითიური ურჩხულები ყოფიერ მოვლენებთან და ადამიანებთან თანაარსებობენ. ზღვა საიდუმლოებებითაა აღსავსე და სადღაც შორს, ჰორიზონტს გადაღმა ყოველთვის არსებობს უკაცრიელი კუნძული, სადაც ცალფეხა და ცალთვალა მეკობრემ ოქროთი და ძვირფასი ქვებით სავსე სკივრი დაფლა.

ძილის წინ, როდესაც ლოგინში ვწვებით, წარმოვიდგენთ ხოლმე აბობოქრებულ ზღვებსა და გადარჩენისთვის მებრძოლ გემებს, მშვენიერ და საშიშ კუნძულებს თავიანთი ზღაპრული ბინადრებითა და საგულდაგულოდ გადამალული განძებით. ახლაც, როდესაც ჩემი შვილი ავადაა და მაღალი სიცხით გათანგული ლოგინში წევს, მე გვერდზე ვუწვები და ზღაპრულ სამყაროებზე ვუყვები.

- ჩვენ გემზე ვართ, - ვეუბნები „------„-ის რომელსაც უკვე რული მოერია და ქუთუთოები უმძიმდება, - დღეს წყნარი ამინდია და ნიავიც არ იძვრის. ჩვენი გემი ზღვის მშვიდ და მოსარკულ ზედაპირზეა გაშეშებული. ოღონდ ეს ზღვა არ არის, ეს ვარსკვლავებით მოჩირაღდნებული ამობრუნებული ცაა, რომელშიც თევზების მაგივრად ვარსკვლავები დაცურავენ. ჩვენც შეგვიძლია გემბანიდან ანკესი გადავაგდოთ და ერთი-ორი ვარსკვლავი დავიჭიროთ, მაგრამ ეხლა მაგის დრო არაა. ეხლა ჩვენ გემბანზე პირაღმა წამოვწვებით, თავქვეშ ხელებს ამოვიდებთ და კოსმოსის სიღრმეებში ჩავიძირებით. ჩვენი თვალი სამყაროს დასალიერს სწვდება. ყველაზე შორეული გალაქტიკის ყველაზე შორეული ვარსკვლავიც კი ხილვადია ჩვენთვის... ახლა კი წარმოიდგინე, თითქოს სინათლის ფრთები გაქვს შესხმული, რომლებიც მიგაფრენენ ამ შორეულ სამყაროებში სადაც სულ გაზაფხულია და ღვთაებრივი სულით გულანთებული ანგელოზები გელოდებიან სულმოუთქმელად, რომ თავიანთი ფარული საიდუმლოებები გაგიმხილონ..

ჩემ ბიჭს ეძინება... მე კი ვუყურებ და ვფიქრობ, როდის... რა ასაკში უქრება ბავშვს ეს უმანკო ანგელოზის სახე როცა სძინავს... მე ნაზად ვკოცნი ლოყაზე და ჩემი კოცნა მას თეთრ ნატიფ ღრუბლად გარშემოერტყმება. ამ ღრუბელში ზღვაც არის და ვარსკვლავებიც, მზეც და მთვარეც, ის თბილია და ალერსიანი, იმიტომ რომ ეს ჩემი სიყვარულია, სიყვარული რომელიც მას მთელი ღამე დაიცავს, გამოაჯანმრთელებს და მოეფერება და არ არსებობს ამ ქვეყნად ბოროტი ზრახვა ან ავი ქმნილება... არ არსებობს ძალა ამ ან მიღმიერ სამყაროში, რომელიც ამ დაცვას გაარღვევს ან შიგ შეაღწევს.

- ღამე მშვიდობისა, პატარა მეკობრევ და ყველა ტკბილი და ლამაზი სიზმარი იყოს შენკენ!

მეც ძილი მითრევს, თვალები მეხუჭება. გულში უამრავი მძიმე გრძნობა მერევა და მათ შორის დედის მუდმივად თანმხლები ყრუ შფოთვა შვილზე. მიქაელის გვერდზე ყოფნას ვგრძნობ და ვეუბნები:

- როგორ... ამიხსენი, როგორ შეიძლება ამ მიჯაჭულობას, რომელსაც შვილის სიყვარული ჰქვია, თავი დააღწიო? როგორ შეიძლება შეინარჩუნო ამაღლებული ცნობიერება და შინაგანი სიმშვიდე, როცა შენი შვილი ავადაა? ან თუნდაც სხვა, უცხო ადამიანები ავადობენ და წვალობენ? როგორ შეიძლება ბედნიერი იყო, როცა გარშემო ამდენ უბედურებას ხედავ?

- მხოლოდ ისეთი ცნობიერების მდგომარეობის მიღწევით, რომელშიც მაშინ, 2013-ში ქრისტემ შეგიყვანა (იხ. „ქრისტესთან შეხვედრა). მან მაშინ შენი ცნობიერება ხელოვნურად ასწია ზეგანზომილებამდე, მაგრამ ამ მდგომარეობას შენ თვითონ, შენი სულის დამსახურებით უნდა მიაღწიო! როცა ადამიანის გონება პარალელურად ზეციერ განზომილებაში თანაარსებობს, მას მუდმივი ნეტარების განცდა აქვს, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო და მისი ცნობიერების ზეგავლენით გარემოც და ადამიანებიც უკეთესობისკენ იცვლებიან! ხომ გახსოვს, რომ მაღალი ცნობიერება უფრო ქმედუნარიანია და სულიერი განზომილებიდან ზემოქმედებს მატერიაზე. ძლიერ ცნობიერებას მატერიის წამიერი გარდაქმნაც კი შეუძლია. სწორედ ასე ახდენდა იესო სასწაულებს. ძლიერ ცნობიერებას მატერია ისევე მორჩილად ექვემდებარება როგორც მეთუნეს თიხა. ცნობიერების ამაღლებას სიბრძნეც მოაქვს და სიყვარულის განცდაც უფრო ნატიფი და თავისუფალი ხდება. გახსოვდეს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა მიაღწიოს! ეს ერთადერთი გზაა უბედურებისგან თავდასაღწევად...

2018 წელი. ივნისი. ნათელი იერარქიისგან მოვლენილ სულებზე

მე:

-მინდა იმ ადამიანებზე გკითხო, ვინც დედამიწაზე თქვენი ენერგიების გამტარია ან ტელეპატიური აზრების მიმღები. ესე ვთქვათ, თქვენ მოგზავნილ სულებზე, თქვენ ადეპტებზე.

მიქაელი:

-ჩვენთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობენ. გააჩნია სულის პოზიციას სულიერი იეარარქიის ხეში. უმრავლესობა ჩვენს მოგზავნილ ადამიანებს ან არ ახსოვთ ან ბუნდოვნად გრძნობენ თავიანთ სულიერ წარმომავლობას. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რელიგიის ეგრეგორში მსახურობენ და შესაბამის ენერგიას ატარებენ. ქრისტიანული ეგრეგორის ენერგია იმდენად ფაქიზი და ამაღლებულია რომ წმინდა სახით მისი გამტარებელების მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნებია, ამიტომ მიუხედავად ამ რელიგიის ფართო გავრცელებისა, მათი რაოდენობა ძალზე მცირეა.

ჩვენ წარმომადგენლებში არიან ისეთები, ვინც უბრალოდ ძალიან კარგი, დიდი, კეთილი გულის ადამიანია. ისინი თავიანთი სულიერი სხეულებით საღმრთო შუქს ატარებენ და თავის გარშემო სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან უბრალოდ იმითი რომ არსებობენ! მათ შეიძლება არც რაიმე თანამდებობა ეკავოთ, არც რაიმე მნიშვნელოვანს მოღვაწეობდნენ. ისინი უბრალოდ უხილავად ანათებენ და მათ ნათელზე ადამიანები იზიდებიან როგორც პეპლები ლამპრის შუქზე. მათ გვერდით თავს დაცულად და მშვიდად გრძნობ. ასეთი ადამიანები სხვებს დადებით მუხტს, იმედს და სიხარულს ანიჭებენ, თუმცა ხშირად საკუთარი მოღვაწეობა არა აქვთ გაცნობიერებული და თვითონ უზომოდ უჭირთ ცხოვრება. თქვენი განზომილება „შუალედური“ ტიპისაა. ასეთ სამყაროებს ყველაზე ადვილად „საშუალო“ სულიერების ადამიანები ერგებიან. როგორც პლიუს ასევე მინუს უკიდურესობას უჭირს არსებობა. ანუ, ძალიან დადებით ადამიანებს ძალიან უჭირთ. და მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად სწორედ ჩვენი მოგზავნილები არიან.

ჩვენი მოგზავნილებიდან არიან ისეთებიც, ვინც გარდა სულიერი სხეულებისა, საღმრთო ნათელი „გამოვლენილ ცნობიერებაში“ ანუ ინტელექტში უნდა გაატარონ და ესე ვთქვათ, ეს ნათება ცოდნის სახით გამოავლინონ. ამას იერარქიის ცალკე შტო ემსახურება.

მინდა გავავლო პარალელი ადამიანის ყურთასმენასთან. ადამიანის ყური აღიქვავს გარკვეული დიაპაზონის ბგერებს, არც მეტს არც ნაკლებს. მას არ ესმის ულტრაბგერა ან ინფრაბგერა, იმიტომ რომ ეს ტალღები მისი აღქმის დიაპაზონის გარეთაა. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ინფორმაციაც წარმოადგენს ტალღების ძალიან ნატიფ ფორმას, იგივე სინათლის ნაკადს. როდესაც ჩვენ ჩვენ ტელეპატიურ მიმღებებთან ინფორმაციას ვაგზავნით, ეს ჰგავს სინათლით დასხივებას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმღები ადამიანის ცნობიერების დიაპაზონი რაც შეიძლება ფართო იყოს, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც სულიერი სამყაროს კანონზომიერებებს მოიცავს, მისმა ცნობიერებამ აღიქვას და ტალღები მისი აღქმის გარეთ არ დარჩეს, როგორც ადამიანის სმენისთვის ულტრაბგერა ან ინფრაბგერა. თუ მიმღები ადამიანის ცნობიერება რაღაც მიზეზის გამო ვიწროვდება „ჩემი ქვეყანა“-ს ეგრეგორამდე, ან კიდევ უარესი საკუთარ „მე“-მდე, ის ამ ნაკადიდან მხოლოდ იმ ინფორმაციას იღებს რაც მის დიაპაზონში ანუ ამ შემთხვევაში „ჩემი ქვეყანა“ ან „ჩემი მე“-ს ფარგლებში ხვდება. რაც არ უნდა ამაღლებული იყოს „ჩემი ქვეყანა“-ს ან „ჩემი მე“-ს ფარგლებში მოხვედრილი ინფორმაცია, თუ მიმღების ცნობიერება ისევ ვერ გაფართოვდა, ჩვენ სინათლის ნაკადს ვწყვეტთ. არ არსებობს ქვეყანა რომელიც ჩვენთვის სხვა ქვეყნებზე უპირატესია, რადგან კაცობრიობა ერთიან ქსოვილს, ერთიან ორგანიზმს წარმოადგენს სადაც ყველას თავისი უნიკალური ადგილი უჭირავს. ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული ქვეყნის ეგრეგორის და მითუმეტეს კონკრეტული ეგოს გამოკვება. ამიტომ გიმეორებ ხშირად რომ „შენ არაფერს ეკუთვნი და შენ არაფერი გეკუთვნის“. შენც ხშირად შეახსენე ეს შენ თავს. არასდროს არ გადაწყვიტო რომ ვინმეზე მაღლა დგახარ იმის გამო რომ მე „მესაუბრები“, ყველაზე უკანასკნელ, თქვენი აზრით უკანასკნელ ადამიანზეც კი, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანი ერთნაირად ფასეულია. ყველა ადამიანი ღმერთის გამოვლიანებაა თავისი ინდივიდუალობის დონეზე. და არა მარტო ადამიანი, ყველა ცოცხალი არსება ფასეულია. გახსოვს, რომში დასიზმრებულ სიზმარში, როდესაც ეშმაკი დალოცე, შენ მოგეჩვენა, რომ მას გული აუჩუყდა? არ მოგეჩვენა. ეს მართლა მოხდა, ერთი წამით, მაგრამ მოხდა. სანამ დემონურ არსებებში ერთი მცირედი, უმცირესი წვეთი სინათლე მაინც არსებობს, ისინიც არსებობენ და სანამ მათი სულიერი მატარებელი სრულიად არ დაბნელდება და არ ნიჰილირდება, საღმრთო კანონის თანახმად მათაც აქვთ არსებობის უფლება. ჩვენ მათ ვებრძოლებით მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ვიცავთ სულების ევოლუციის გზას ზედმეტი შეფერხებისგან.

2018 წელი. ივნისი. დადებითად ფორმულირებული სიტყვის ძალა

ბოლო დროს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. რას აღარ ითხოვს ხალხი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვას, სამართალდამცავი სისტემის რეფორმას, მართლმსაჯულების აღსრულებას უსამართლოდ გამოკვლეული მკვლელობის საქმეებზე და ას. შ. საპროტესტო აქციები და მიტინგები უწყვეტი ნეგატივის თანხლებით მიმდინარეობს. ერთმანეთის აზრის შეუწყნარებლობის და დაპირისპირების ფონზე ერში თითქოს იძერწება და იკვეთება ახალი ფასეულობათა სისტემა. მაისის თვე განსაკუთრებით მძიმე იყო. თითქოს ერი ერთიანად შეირყა და შეიშალა. კარგია ეს პროცესები? მატერიალური გადმოსახედიდან თითქოს კი, მაგრამ სულიერ განზომილებაში ძალიან მძიმე, ბნელი ენერგიების მოზღვავებას ვგრძნობ, რომლის ფონზე დემონური არსებები აქტიურდებიან. თითქმის ყოველთვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა დემონსტრაციები ნეგატიური ენერგიის გამოფრქვევის ხარჯზე მიმდინარეობს. ასეთი ღელვების მერე ნათელი ძალები განსაკუთრებით მობილიზდებიან და ერთგვარად ალაგებენ ამ პროცესების შედეგად შექმნილ სულიერ ნაგავს. კარგი იქნებოდა რომ ადამიანებს ესწავლათ მოთხოვნების დეკლარირებისას, მათი პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენა. მაგალითად „ძირს უსამართლობა“-ის მაგივრად „ვითხოვთ სამართლიანობას“, „არა ძალადობას“ - ის მაგივრად - „ვითხოვთ ურთიერთგაგებას და შემწყნარებლობას“, „ვითხოვთ მკვლელების დასჯას“-ს მაგივრად - „ვითხოვთ სამართალს“. ერთი შეხედვით წვრილმანია და მოთხოვნის აზრი არ იცვლება, მაგრამ სრულიად რადიკალურად, მინუსიდან პლიუსზე იცვლება ასეთი ლოზუნგების სკანირებისას გამოტყორცნილი ენერგია. დადებით სიტყვას ყოველთვის დადებითი ძალა აქვს. დადებითი ენერგია ძალიან ქმედუნარიანია და მისი გამოთავისუფლება აუცილებლად გამოიღებს შესაბამის შედეგს, შეიძლება არაპირდაპირი გზით, მაგრამ გამოიღებს. ასეთია სულიერი სამყაროს კანონები და ასეთია კარმის წესი.

ამ პროცესების ფონზე ნელ-ნელა ვგრძნობ რომ მეც სული მეწამლება და შინაგანი შფოთვა მიპყრობს.

ღამით მეღვიძება და შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევდივარ. ისევ მაქვს ისეთი გრძნობა თითქოს ლიფტივით რაღაც ზევით მიმაქანებს. ეს ცნობიერების „ზევით“ აწევა ხშირი შეგრძნებაა მიქაელთან ან სხვა სულიერ იერარქთან შეხვედრისას. „დაბლა“ ვიყურები და ძალიან გარკვევით ვხედავ თითქოს რაღაც უხილავი ძალა შავი შტრიხებით პენტაგრამას ხაზავს. პენტაგრამა დასრულებისას ქრება და შემდეგ ისევ ჩნდება. გარდა ამისა მის გვერდით, აქეთ-იქითაც ალაგ-ალაგ შავი შტრიხები ჩნდება და ქრება. ამის დანახვა არ მსიამოვნებს და ნაცნობი შფოთვის გრძნობა მიპყრობს. მიქაელს ვეკითხები, ეს რა არის. ის მპასუხობს, მაგრამ ვერ ვიჭერ მის აზრს. გულის ლოცვას ვიწყებ და ასევე ძალიან გარკვევით ვხედავ როგორ გამოთავისუფლდება წრიული ტალღები, ისეთი როგორც წყალში ქვის ჩაგდებისას წარმოიქმნება ხოლმე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff