გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ოთხობრივი და ხუთობრივი ფრაქტალები

 

ინტერნეტპოსტებიდან:

ოთხობრივი და ხუთობრივი ფრაქტალები

მიქაელი ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე ჩვენი რეალობის ილუზორობაზე. რას ნიშნავს ეს? როგორც მისი საუბრებიდან გავიგე ერთის მხრივ ეს ილუზორობა გამოწვეულია იმით, რომ მატერიალური სამყარო წარმოადგენს სულიერი სამყაროს ერთგვარ ანარეკლს, მის მეორად გამოვლინებას. მეორეს მხრივ ილუზორობა გამოწვეულია თვითონ იმ ფაქტით, რომ სხვადასხვა სენსორიკის არსებებისთვის ის სხვადასხვაგვარია. უკეთ რომ მიხვდეთ რას ვგულისხმობ და სანამ ამ პასაჟს წაიკითხავთ, შეხედეთ ნახაზზე (სურ. 1) ოთხობრივი ფრაქტალის მაგალითებს და ადვილად შეამჩნევთ, რომ იგი შედგება ორი წყვილი ურთიერთსაპირისპირო ელემენტებისგან, რომლებიც ნახაზზე სიმბოლურად (X+, X- ; Y+, Y-) სიმბოლებითაა აღნიშნული. ასეთი წყვილებია (დღე, ღამე; დილა, საღამო); (ზაფხული, ზამთარი; შემოდგომა, გაზაფხული), (მიწა, წყალი, ჰაერი ცეცხლი) და ას. შ. იმასაც შეამჩნევდით, რომ ოთხობრივი ფრაქტალების ელემენტებს ახასიათებთ ცირკულირება, ხოლო იმისთვის რომ გავიგოთ რა იწვევს ამ ურთიერთგადადინების ეფექტს, უნდა გადავიდეთ ხუთობრივ ფრაქტალზე (იხილეთ სურ. 2), ანუ პენტაგრამაზე, რომელიც წარმოადგენს იგივე ოთხობრივ ფრაქტალს, ოღონდ „თავის“ დამატებით. ყველაზე მარტივად აღქმადი პენტაგრამა „თავით“ არის პენტაგრამაში ჩახაზული ადამიანის სხეული. შეხედეთ პენტაგრამის აღწერის სურათს, სადაც სხვადასხვა მაგალითებზეა ნაჩვენები, რომ ოთხობრვ ფრაქტალებს რეალურად აქვთ „თავის“ ანუ მართვის დამატებითი ელემენტი. პირველი პენტაგრამიდან ჩანს, რომ „თავი“ ანუ მზე ჩადის მატერიაში, იწყებს ძალის მოკრებას გაზაფხულიდან, რომელიც გადადის ზაფხულში, შემდეგ შემოდგომაში და ბოლოს ზამთარში სადაც მზის ძალა ყველაზე მეტად ნაკლებია. შემდეგ ახალი ციკლი იწყება; ისევ მზე, მერე გაზაფხული, ზაფხული და ას. შ. (ავტ: ოღონდ არა ვარ დარწმუნებული, რომ კომპონენტები სწორი მონაცვლეობით განვალაგე). სტიქიების შემთხვევაში „თავი“ არის ეთერი, რომელიც როგორც მეხუთე ელემენტი წარმოადგენს ერთგვარ ველს, რომელშიც დანარჩენი ოთხი სტიქია გადაადგილდება (ძალას იკრეფს) და გადაადგილება ხდება სხვადასხვა სიჩქარით, ვინაიდან ეს სტიქიები განსხვავდებიან „სიბლანტით“, ანუ შემადგენელი ნაწილაკების დაკავშირების ინტენსივობით. შესაბამისად ეს სტიქიები განსხვავდება ვიბრაციებითაც. მიწას ყველაზე დაბალი ვიბრაციები აქვს (იხილეთ ცხრილი 1), ხოლო ცეცხლს ყველაზე მაღალი. ცხრილს თუ დააკვირდებით ოთხობრივი ფრაქტალის ალგორითმით ნივთიერების ფიზიკური მდგომარეობები, როგორიცაა მყარი, თხევადი, გაზობრივი და პლაზმური ზუსტად შეესაბამება სტიქიებს ანუ მიწას, წყალს, ჰაერს და ცეცხლს. ხოლო სკოლის პროგრამიდან ვიცით რომ მყარი სხეული იმიტომაა მყარი, რომ ამ ნივთიერების შემადგენელი მოლეკულები მჭიდრო კავშირითაა ერთმანეთთან შეჭიდული, რაც უნარჩუნებს ნივთიერებას კონკრეტულ ფორმას. ატომები ასეთ ნივთიერებაში მცირედ ვიბრირებენ. ანალოგიურად ვიცით, რომ გაზი, იმიტომ არის აირადი და ვერ ინარჩუნებს მუდმივ ფორმას, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები ანუ ატომები/მოლეკულები სუსტადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და თავისუფლად გადაადგილდებიან. გაზის ატომები/მოლეკულები უფრო ძლიერად ვიბრირებენ ვიდრე სითხეში ან მყარ სხეულში. სკოლაში რატომღაც არ ასწავლიან რომ არსებობს ნივთიერების მე-4 ფიზიკური მდგომარეობა - პლაზმური, რომელიც ცეცხლის სტიქიას შეესაბამება და ყველაზე მეტად დენადია.

imm1

imm2

imm3

imm4

imm5

სურათი 1. ოთხობრივი ფრაქტალის პრინციპის აღწერა სხვადასხვა მაგალითებზე.

imm6

imm7

სურათი 2. ხუთობრივი ფრაქტალის ანუ პენტაგრამის პრინციპის აღწერა სხვადასხვა მაგალითებზე.

imma8

ცხრილი 1. სტიქიები, ფიზიკური მდგომარეობები და მათი დახასიათება.

ინტერნეტპოსტებიდან:
პასუხი იოანეს კითხვას 3+1-თან დაკავშირებით

Ioane Sh: დავიწყე წიგნის კითხვა სახელად "ფიზიკა სიმეტრიიდან". შეგიძლიათ არ წაიკითხოთ ის, რაც ფოტოზე არის (ინგლისურად). მოკლედ გეტყვით ძირითად იდეას.

პირველ თავში წერია, რომ ფიზიკაში, ფაქტობრივად, ყველაფერი შეგვიძლია მივიღოთ სიმეტრიის იდეიდან. ყველანაირი ფუნდამენტალური დინამიკა და პროცესი. თუმცა, არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც არ გამომდინარეობენ არაფრიდან (მათ შორის არც სიმეტრიიდან). ეს პრინციპები უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, რომელიც არ გამომდინარეობს არცერთი სხვა პრინციპიდან.

ასეთია რიცხვი "3+1". ანუ "3" ერთნაირი და "1" განსხვავებული. მაგალითები:

1. სივრცე სამ განზომილებიანია და + დრო ერთგანზომილებიანი.

2. ბუნებაში არსებობს ოთხი ფუნდამენტალური ძალა. აქედან სამი მათგანი აღიწერება საერთო თეორიით, ხოლო ერთი მათგანი განსხვავებულია და ცალკე თეორიით აღიწერება.

3. ნივთიერების შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკებისთვის არსებობს წარმოშობის სამი ფუძე, ხოლო ურთიერთქმედების შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკებისთვის კი არსებობს წარმოშობის ერთი ფუძე.

და ა.შ.

ეს რიცხვი "3+1" ძალიან აქტუალურია ფუნდამენტალურ დონეზე და არ გამომდინარეობს არანაირი პრინციპიდან. დანარჩენი ყველაფერი კი, თუ ამ წიგნს დავუჯერებთ, სიმეტრიის (სხვაგვარად რომ ვთქვათ - ჰარმონიის) იდეიდან გამომდინარეობს.

თუ დაჯდება ვინმე თეორეტიკოსი, ის აუცილებლად დასვამს შეკითხვას: რატომ მაინცა და მაინც 3+1 და არა სხვა რიცხვი? პასუხი ამაზე არ არსებობს, ეს უბრალოდ ექსპერიმენტული ფაქტია, რომელიც უნდა მიიღო.

თუ გავითვალისწინებთ ღრმად პატივცემული "იმმას" მასწავლებლისგან მოცემულ ინფრომაციას, ჩვენ ვცხოვრობთ ოთხგანზომილებიან სამყაროში, რომელშიც ჩვენს ძირითად "მეს" განსაზღვრავს მე-4 განზომილება. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს ფიზიკაში მოქმედებს პრინციპი: 3 ერთნაირი და კიდევ 1 განსხვავებული.

თუ ამას განვაზოგადებთ, ალბათ მივიღებთ, რომ უფრო მაღალ განზომილებიანი არსებებისთვის, როგორებიც არიან, მაგ. ანგელოზები, მათ რეალობაში ყველაფერი მუშაობს "4+1" ან რაიმე მსგავსი პრინციპით. ანუ იქ არსებობს 5 ფუნდამენტალური ძალა (რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩვენს 4 ძალას დაემთხვეს), არსებობს 5 განზომილება, არსებობს მატერიისა და ძალების 5 წარმოშობის ფუძე, და ა.შ. და ა.შ.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.. მაგრამ, აბა სხვანაირად როგორ ავხსნათ ეს "3+1"-ის პრინციპი?

არსებობს სხვა უფრო მარტივი მოსაზრებაც: ღმერთი სამობით არის (სამება) და + ემატება განღმრთობილი არსებები (ოთხება). ანუ 3 ღმერთი და 1 -იც განღმრთობილი. ესეც ახსნიდან ბუნების ამ პრინციპს. თუმცა, "იმმას" მოდელი უფრო ლამაზია და მრავალფეროვანია..

imm9

იმმა: იოანე, საინტერესო დაკვირვებაა, რაც შენ პოსტში დაწერე და ვფიქრობ რომ 4-ობრივ ფრაქტალთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ოღონდ, როდესაც მათემატიკოსები ახსენებენ ფრაქტალს, ისინი გულისხმობენ გეომეტრიულ ფორმას, როგორც სერპენსკის სამკუთხედია, მაგრამ როცა ჩემი მასწავლებლები ამბობენ ფრაქტალს, ისინი გულისხმობენ უნივერსალურ პრინციპს, რომელიც ერთნაირად ერგება, როგორც გეომეტრიას, ასევე ბიოლოგიას, ქიმიას და ფილოსოფიურ ცნებებს. ეს ძალიან ძველი ცოდნაა, რომელიც ჰერმეტიკოსებთან იყო წარმოდგენილი ფრაზით „როგორც ზევითაა, ასევეა ქვევით და როგორც ქვევითაა, ასევეა ზევით“. ამიტომ არის ნათქვამი ქიბალიონში (ჰერმეტიკოსების წიგნში), რომ ეს ფრაქტალური პრინციპი თუ გაიგე, იგივეობის პრინციპით შეგიძლია შეისწავლო ის სფეროები, რომელიც სხავაირად მიუწვდომელია. ქიბალიონი: „ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია გადაწიო იზიდას საფარველი ისეთ მანძილზე, რომ წამით ამ დიდი ქალღმერთის სახეც კი დაინახო. ისევე როგორც გეომეტრიის ცოდნა აძლევს ადამიანს საშუალებას გაზომოს მანძილი შორეულ ვარსკვლავებამდე და მათი მოძრაობის ტრაექტორია განსაზღვროს, ასევე ანალოგიის პრინციპი საშუალებას გაძლევს გონიერად გადახვიდე ნაცნობიდან შეუცნობელში. ადამიანის მონადის შესწავლით მიხვდები რას წარმოადგენს მთავარანგელოზი!“

imma10

ცხრილი.2. სხვადასხვა კომპონენტების მაგალითზე განხილული (3+1) სისტემა.

იზიდას საფარველის გადაწევაში მატერიალური სამყაროს შეცნობა იგულისხმება.

4-ობრივი ფრაქტალი არის ფაქტიურად (3+1). ცხრილს რომ შეხედო, სტიქიების და ნივთიერებების ფიზიკურ მდგომარეობის სვეტებს რომ დააკვირდე, ცეცხლი და პლაზმური მდგომარეობა გამორჩეულია. ჩვენ სკოლებში არც გვასწავლიან, რომ მყარის, თხევადის და გაზობრივის გარდა არსებობს მეოთხე ანუ პლაზმური მდგომარეობაც. იგივე ცხრილში რომ შეხედო მატერიის ნაწილაკების ურთიერთქმედების ძალებს (რომელიც შენც ახსენე), დაინახავ, რომ „ძლიერიდან“ „სუსტისკენ“ თანდათანობით მცირდება ძალების სიმძლავრე (104-დან 10-2-მდე), მაშინ როცა მეოთხე ძალა, რომელიც 4-ობრივი ფრაქტალის ანალოგიის პრინციპით ცეცხლს, პლაზმას შეესაბამება მკვეთრად სუსტია სიმძლავრეში (10-34). ანუ გრავიტაცია არის ამ შემთხვევაში (3+1) და არც იციან დაზუსტებით ამ ველის გადამტანი ნაწილაკების ბუნებაც კი.

რაც მთავარია პროცესი ამ (3+1)-ზე არ ჩერდება. თუ გადახვედი 5-ობრივ ფრაქტალზე, ჩნდება 4+1 პრინციპი (იხილე კვადრატების და პენტაგრამების სქემები). შეხედე პენტაგრამის სურათებს. მაგალიტად იგივე სტიქიების მაგალითზე, შემოდის მე-5 ელემენტი - ეთერი, წელიწადის დროების მაგალითზე ეს არის მზე, სხეულების შემთხვევაში ეს არის სული, კიდურების შემთხვევაში თავი და ას. შ. ანუ ამ შემთხვევაშიც +1 არის ხარისხობრივად განსხვავებული კომპონენტი, რომელიც ამ 4-თან მაინც ლოგიკურ კავშირშია. მატერიის ძალების შემთხვევაში არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს მე-5 კომპონენტში. ალბათ რაღაც ველი, რომელშიც ეს მიზიდულობები ხორციელდება. იმიტომ რომ მე-5 კომპონენტის ლოგიკური კავშირი დანარჩენ 4-თან არის „მართვის“ პრინციპი. ისევე, როგორც თავი მართავს კიდურებს, მზე მართავს წელიწადის დროებს, სული მართავს ფიზიკურ სხეულებს და სხვ.

შემდეგ გრძელდება და პენტაგრამა შეიძლება გადაიყვანო ჰექსაგრამაში, ანუ ჩნდება 5+1 სისტემა, სადაც ისევ შემოდის ხარისხობრივად ახალი ტიპის კომპონენტი. ოღონდ ამ სისტემაში დამატებით უნდა არსებობდეს (3+3) პრინციპიც, იმიტომ რომ ჰექსაგრამაში ორი ურთიერთსაპირისპირო სამკუთხედი არსებობს. მაშინ როცა პენტაგრამა იყო „მართვის“ სისტემა, ჰექსაგრამა არის „ინი-იანის“, „მდედრობითი-მამრობითი“, „ზეციური-მიწიერი“, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსების სისტემა.

შემდეგ 7-ზე გადავალთ და გაჩნდება 6+1 სისტემა, ოღონდ აქ უნდა იყოს დაცული (4+3) პრინციპი, ანუ როგორც სხეულების შემთხვევაშია ქვედა ტეტრადა და ზედა ტრიადა.

ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ შესაძლებელია მათემატიკურად წარმოადგინო ფორმულების სახით და მაშინ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენამდე შეიძლება მიხვიდე. უბრალოდ მე არ შემიძლია. ცოდნა მაკლია.

რაც შეეხება ზედა ევოლუციური ციკლის არსებებს, ანუ ჩვენ რომ ანგელოზებს ვეძახით, მართალი ხარ, მათთვის განზომილების დონეზე (4+1) პრინციპი მუშაობს, ანუ 3 სივრცული განზომილება, ერთი დროის და 1-იც (მე-5 ელემენტი) „რეალობების შესაძლებლობათა კორიდორის“ ანუ რეალობების ვარიაციების აღქმა. ამ აღქმის გამო დემიურგიის უნარი მათ აქვთ ერთი საფეხურით მაღალი, ვიდრე ჩვენ. ეს დამატებითი განზომილებაა მათთვის.

ინტერნეტპოსტებიდან:

ფრაქტალური განზომილება

პასუხი მ.-ს კითხვაზე 3-თან და 9-სთან დაკავშირებით.

ეს პოსტი ისედაც უნდა დამედო (ქრონოლოგიურად), მაგრამ გამოვტოვე, იმის გამო რომ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი მაშინ რა მოხდა, როდესაც ის ჩანაწერი გავაკეთე. მაგრამ, რახან ეს კითხვა წამოიჭრა, ესე იგი არ უნდა გამომეტოვებინა.

როგორც წინა პოსტებში ვახსენე, ფრაქტალებთან დაკავშირებით, არსებობს სამი ცნება: ფრაქტალური გეომეტრია, ფრაქტალური ალგორითმები და ფრაქტალური განზომილება. ვინაიდან ფრაქტალობის ფენომენს აქვს გაცილებით გლობალური მაშტაბი, ვიდრე რასაც ჩვენი მეცნიერები აკვირდებიან ფიზიკურ სამყაროში (მაგ. მცენარეულ, ცხოველურ, მინერალურ ფორმებში) და მოიცავს როგორც მიკროკოსმს ასევე მაკროკოსმს, შესაბამისად ფრაქტალური განზომილებით შეიძლება გადაადგილდე (ანუ ამოძრაო ცნობიერება) მიკროკოსმიდან მაკროკოსმში და უკან. როგორც მიქაელმა ამიხსნა ეს ერთ-ერთი ზეუნარია, რომელიც ზედა ევოლუციური ციკლის არსებებს ახასიათებთ და ადამიანსაც აქვს პოტენციურად ამის შესაძლებლობა. ხოლო სამკუთხედი, ანუ რიცხვის 3-ის ალგორითმი არის ერთ-ერთი ბაზალური ალგორითმი საერთოდ გამოვლენილ სამყაროებში. ეხლა, წარმოიდგინეთ ფრაქტალი, რომელიც სიმბოლურად შეიძლება დახატო როგორც სამკუთხედი, რომელშიც უფრო პატარა სამკუთხედია, რომელშიც თავის მხრივ კიდევ უფრო პატარა სამკუთხედია მოთავსებული და ასე უსასრულოდ. სიმბოლურად ამას გამოსახავენ როგორ სამი სამიანი, ანუ სამი ცხრაში.

ინეტრნეტპოსტებიდან:

ჰექსაგრამა

სხვათაშორის, ვისაც წაგიკითხავთ "ჩინური საიდუმლოთა წიგნი", რომლებშიც ხაზებად გამოხატული ჰექსაგრამებით ხდება მომავლის წინასწარმეტყველება, სწორედ ამ 6 პრინციპს გამოხატავს (რომელიც პირველ ფოტოზე წიბოებთანაა მიწერილი. იხ. ნახ. 15. ა.). როდესაც ხაზი წყვეტილია, ესე ეგი ერთ-ერთი პრინციპი (მაგალითად "მენტალური სხეული") დათრგუნულია, ხოლო რომელიც უწყვეტი ხაზითაა გამოსახული ის აქტიურია. აქტიურობა-პასიურობა არის ინი-იანის სიმბოლოთი გამოხატული მეორე ფოტოს შუაში (იხ. ნახ. 15. ბ). რადგან ჩვენ დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც 3-ის გარდა ასევე ბაზალური ალგორითმია 2, ანუ ინი-იანი (0,1), იგივე ბინალური კოდი, აქედან გამომდინარე ცხოვრებაშიც შესაბამისი მოვლენები აქტიურდება ან პასიურდება. ამას ეფუძნება ჩინური მკითხაობა ჰექსაგრამებით. საერთოდ მიქაელი არ მიესალმება მკითხაობებს, რადგან ეს მე-2 გზაა (ტანტრიზმი). როცა მე-3, ანუ სულიერი გზით მიდიხარ, უმაღლეს "მე"-სთან გაქვს კავშირი, ინფორმაციის მისაღებად არ გჭირდება შუამავალი საშუალებები, როგორიცაა კარტები ან ჰექსაგრამები. ეს წინათგრძნობები ისედაც გარკვეულ დონემდე მოდის. გარდა ამისა, მომავლის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. აღარ გაქვს შიში იმისი რა მოხდება და რა უნდა მოიმოქმედო, იმისთვის რომ გადარჩე. მინდობილი ხარ საღმრთო ძალებზე. სხვანაირად მინდობილი. ეს არ ნიშნავს უმოქმედობას და საღმრთო ძალებისთვის შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გადაბარება. არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვა სირთულეები. უბრალოდ დამოკიდებულება იცვლება. შენ სიმართლის გზით, ცხოვრობ და მოქმედებ და რასაც ცხოვრება მოიტანს უნდა მიიღო, გაიარო და გამოხვიდე გამარჯვებული.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff