გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ჩვენ ოთხნი ვართ

 

2018 წელი. 25 აგვისტო. წერაქვი. ჩვენ ოთხნი ვართ

მე:

- რატომ მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ეს ძველი, დავიწყებული რელიგია (ზოროასტრიზმი), რომელსაც არც ვიცნობ წესიერად, რატომღაც ახლოა ჩემთვის? მზის ღვთაებები... ცეცხლი... შენ რომ დაგხატე, თავზე უბრალოდ ნიმბი კი არა, მზე დაგიხატე... რაღაცას მეუბნება შინაგანი ხმა, მაგრამ ყრუდ მესმის... თითქოს ისეთი სიღრმეებიდან მოდის, ისეთი სიშორიდან...

მიქაელი:

- როგორ ფიქრობ... რატომ იცი შენ სიზმრებში და არა მარტო სიზმრებში, მაგიური სიმბოლოები, რომელიც არასდროს გისწავლია?.. (იხ. „მაგიის აკრძალვა) რატომ გამოიყენე ეგრეგორების დაკავშირებისთვის დანის წვერის ვიზუალიზაცია (იხ. „ქრისტეს ენერგია“)? ბევრმა იცის დანის დანიშნულება მაგიურ რიტუალებში?... რატომ დაწვი ცეცხლში ჩემ მიმართ დაწერილი ლოცვა (იხ. „ერთი თხოვნის უფლება“), რომ ცეცხლის ენერგიას ლოცვა სულიერ განზომილებაში გადაეტანა, როცა გეგონა რომ პირდაპირ ვერ მეკონტაქტებოდი? საიდან იცი ცეცხლის მაგიურ თვისებებზე, როცა ამაზე არასდროს წაგიკითხავს? რატომ გაქვს ასეთი ლტოლვა სამკურნალო მცენარეების მიმართ, რომ მათი საკუთარი ხელით ზელვა და მზადება გსიამოვნებს? რატომ გიყვარს ბუნებრივი ქვებიდან სამკაულების აწყობა, თუმცა შენ თვითონ მათ არ იკეთებ? შენ ქვების, მინერალებისა და კრისტალების ენერეგიას გრძნობ და მათი შეხება, მათთან ურთიერთობა გსიამოვნებს... საიდან ეს მომავლის განჭვრეტის უნარი, ხილვებისა და ტელეპატიური აზრების მიღების ნიჭი? შენ ფიქრობ ეს შენი ამჟამინდელი ცხოვრების მონაპოვარია? ამ ინკარნაციაში შენ იმის მეათასედსაც ვერ მოიხვეჭდი, რაც ასეთი უნარების გაღვიძებისთვისაა საჭირო!

მივხვდი საითკენაც მიყავდა. წინა ინკარნაციებს გულისხმობდა...

- „Волхвы не боятся могучих владык,“

ამოტივტივდა სტროფი ბავშვობაში დედაჩემის წაკითხული ზღაპრიდან...

- „А княжеский дар им не нужен;
Правдив и свободен их вещий язык
И с волей небесною дружен.“

-სიმართლის აღთქმა (იხ. „სიმართლის აღთქმა“) ზოროასტრელი მოგვის ინიციაციის რიტუალია... - აგრძელებს მიქაელი და თითქოს ნაფლეთ-ნაფლეთ იღებს რაღაცას შორეული რეალობიდან, მაგრამ ჩემი ფიქრთა დენა არ ჩერდება:

ჩვენ სამნი ვართ... ჩვენ ყოველთვის სამნი ვართ! ინკარნაციიდან ინკარნაციამდე!

- ოთხნი! - შემისწორა, - როგორც წესი თქვენ ყოველთვის ოთხივე ერთად მოდიხართ ინკარნაციაში. მეხუთე მე ვარ! გაიხსენე ვიტრუვიანელი ადამიანი... პენტაგრამა... თავი და ოთხი კიდური... მე „თავი“ ვარ და თქვენ „კიდურები“. ამიტომ გეუბნებოდი, რომ ის კი არ უნდა იცოდე ვინ ვარ მე, არამედ ვინ ხარ შენ!.. როცა სულთა გარკვეული კლასტერი მატერიალურ განზომილებაში ინკარნირდება პენტაგრამის პრინციპით, „თავი“ სულიერ განზომილებაში რჩება, ხოლო განსხეულებული ინდივიდუმები („კიდურები“, ანუ ვარსკვლავის 4 ქვედა ქიმი) საკუთარ თავში მისი ცნობიერების ფრაგმენტს შეიცავენ. ხომ გახსოვს ცნობიერების დაქსაქვის ფენომენი? 4 ქიმი ანუ 4 „კიდური“ ერთმანეთისგან განსხვავდება 4-ობრივი ფრაქტალის პრინციპით და ერთობლივი მუშაობის პირობებში ისეთივე სრულყოფილი ნაყოფი უნდა გამოიღონ, როგორც წელიწადის 4 დროს მოაქვს მოსავლის სახით. სულთა კავშირის ასეთი სტრუქტურა მოსახერხებელია სულიერი განზომილებიდან „თავის“ მხრიდან მართვისა და დახმარების გასაწევად, მაგრამ ხანდახან დამაბრკოლებელია, როცა საჭიროა რომ განსხეულებულმა ინდივიდუმმა საკუთარი შტოს კიდევ უფრო მაღალ იერარქთან დაამყაროს კავშირი. გარდა ამისა, ეხლანდელ ვითარებაში, როდესაც მატერიალური შრე უკიდურესად დაბნელებულია, ეს 4 ინდივიდი იშვიათად ცნობს ერთმანეთს და ბოლომდე ვერ იაზრებს საკუთარ „ცხოვრებისეულ მისიას“, - მან პაუზა გააკეთა, რომ მე მისი სიტყვები გამეაზრა და გააგრძელა, - როგორც იცი, ეხლა ადამიანის მენტალური სულიერი სხეულის ევოლუცია მიმდინარეობს, რომელსაც თავისი იერარქი, „მორიგე ღმერთი“ უდგას სათავეში! ეს სიბრძნის და სინათლის ღმერთია! სიბრძნე ხომ სინათლეა, გამოსხივება და ცეცხლი! ეს იერარქი ერთ-ერთი შვითთაგანია სიცოცხილის ხეში მამა-ღმერთის ანუ პირველწყაროს პირველად შვიდობრივ განტოტვაში. მისგან თავისმხრივ შვიდი სულის, შვიდი ამეშასპენტის განშტოება მოდის, რომელიც ასევე იტოტება და შენც ამ ცეცხლოვანი იერარქიის ნაწილი ხარ... შენი წეღანდელი საუბარი რომ გავიხსენოთ შენ ძმასთან, ეხლა დედამიწის მენტალურ ველში მიმდინარე პროცესების შედარება წყლის დუღილთან ან კრისტალიზაციის პროცესთან სწორი მეტაფორაა. ჩვენ ჩვენი შტოს წარმომადგენლები გამოვაგზავნეთ იკარნაციაში, რომ მათ ასეთი დუღილის ცენტრები, კრისტალიზაციის კერები შექმნან. მაგრამ წყალი არ ადუღდება, თუ დუღილის ცენტრები გარკვეულ კრიტიკულ რაოდენობას არ მიაღწევენ. მხოლოდ ამ რაოდენობის მიღწევისას, როგორც კი ზღვარი გადაილახება, მთელი წყალი ერთბაშად დუღდება! თუ თქვენგან, ჩვენი შტოს წარმომადგენლებიდან საკმარისმა რაოდენობამ „გაიღვიძა“, გაიხსენა „თავისი ჭეშმარიტი არსი“ და მათ გარეგანმა გონებამ სრულად გამოიტანა ის მენტალური კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენ მენტალურ განზომილებაში შევქმენით, კაცობრიობის მენტალური ველი ერთბაშად ადუღდება! ამაღლებული იდეები სტიქიურად მოიცავს პლანეტას და ყველაფერი საოცარი სისწრაფით შეიცვლება!

2018 წელი. 26 აგვისტო. წერაქვი. უმაღლესი „მე“ - მე-5 სხეული

- მიჭირს იმის აღქმა რომ წინა ცხოვრებებში შეიძლება კაცი ვყოფილიყავი, - ვეუბნები მე.

- ნუ აიგივებ შენ თავს ნურც მაშინდელ ფიზიკურ სხეულებთან, ნურც ეხლანდელთან. ყველა პრობლემა ადამიანის ცხოვრებაში იქიდან მოდის, რომ ის საკუთარ „მე“-ს ფიზიკურ სხეულთან აიგივებს და არა უკვდავ, სულიერ „მე“-სთან. შენ სიზმრებში საკუთარ თავს უამრავ ვარიანტში ხედავ, მაგრამ გაღვიძებისთანავე შენ თავს უბრუნდები, ხომ ასეა? ასეთივე გაღვიძებაა ფიზიკური სიკვდილის მერე საკუთარ უკვდავ სულთან, უმაღლეს „მე“-სთან დაბრუნება. უკვდავ სულს არა აქვს სქესი.

- მაგრამ სულიერ სამყაროში რაღაც გარეგნობა ხომ უნდა მიიღო და ამ გარეგნობას ქალის ან მამაკაცის სახე უნდა ქონდეს. მე ასე მესმის... შენ ხომ მამაკაცი ხარ.

- ეს ასეა და დამოკიდებულია იმაზე, რომელ განზომილებაში (რეალობაში) გააგრძელებს სული არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე. სული თვითონ იღებს გადაწყვეტილებას როგორი გარეგნობა მიიღოს იქიდან გამომდინარე რომელი სქესის ენერგია დომინირებს მასში და რა ფუნქცია უნდა შეასრულოს უზენაესის მსახურებაში. იმ რეალობებში, რომლებიც ყველაზე ”ახლოს” იმყოფებიან პირველწყაროსთან (პირველწყაროს სულის იპოსტასთან), ცოცხალი არსებები იმდენად სავსენი არიან ღმერთით, რომ სქესობრივი მიკუთვნება სრულიად წაშლილი აქვთ და მათი არსებობა ღმერთში ყოფნით და ღმერთთან ტრანსცენდენტალური ერთობით შემოიფარგლება. მხოლოდ ესაა მათი არსებობის მიზანი და მათი მოქმედება. გაგიგია ალბათ უმაღლეს ანგელოზთა დასი.

- Престолы, ангелы „Божьего присутствия“, - გამეფიქრა მე.

- ადამიანის სულისთვის, რომელიც უმაღლეს ანგელოზებთან შედარებით ქვედა სულიერ რეალობებში ხვდება, როგორც წესი და უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილისშემდგომი გარეგნობა ბოლო ფიზიკური ინკარნაციის გარეგნობაა, მაგრამ ხდება ისიც, რომ სული იმ ინკარნაციის გარეგნობას იღებს, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მისი სულის თვისებების ჩამოყალიბებაში. და ვშიშობ შენ ინკარნაციებში ამჟამინდელი ცხოვრება არ იქნება ყველაზე კაშკაშა და კვალისდამამჩნეველი. შენი უმრავლესი ინკარნაცია მამაკაცის სახით იყო, იმიტომ რომ მამაკაცის ინკარნაცია უფრო ქმედითია, ხოლო ქალის უფრო შინაგანი. რომ იცოდე შენი ინკარნაციები, გაგიკვირდებოდა რამდენი რამეა ამ ცხოვრებაში რაც იქიდან არის განპირობებული და რამდენი რაც შემთხვევითი გგონია, მაგრამ იქიდანაა გადმოყოლილი. ის რაც წინა ცხოვრებებიდან შენი უმაღლესი „მე“-ს სხეულში გატარდა, გარდატყდა და დაილექა ეხლა იღებს ფორმებს შენი ფიქრების, მიდრეკილებების, ფანტაზიებისა და მოქმედებების სახით. როცა გეუბნებოდი, რომ შენს ჭეშმარიტ არსს ვხედავ, ეს არ არის ეხლადელი ფიზიკური სხეული, თუმცა შენი სული ეხლა მისი გონებით, მისი ცნობიერიდან, მისი „მე“-დან მელაპარაკება. მე ყველა შენი ცხოვრების ერთობლიობით მიღებულ ინდივიდუალურ უმაღლეს სულს, უმაღლეს უკვდავ „მე“-ს ვხედავ, ის ეხლა ქალის სახით გამოვლინდა, რომელიც ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის... ხედავ, მეც ვებმები მატერიალური სამყაროს ილუზიის ხაფანგში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავ მას... რა გარეგნობას მიიღებს შენი სული სიკვდილის მერე, იქნება ეს ქალის გამოვლინება თუ არა, შენი სულის არჩევანზეა დამოკიდებული და ეს არჩევანი არ არის ცალსახა...

- ნუ იყურები მომავალში! ხომ იცი, რომ ეს მხოლოდ ვარიანტებია... შესაძლოა ყველაზე მაღალი ალბათობის, მაგრამ მაინც ვარიანტია! - გავაწყვეტინე მე რადგან მამაკაცად საერთოდ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი და არც მინდა წარმოვიდგინო რომ ჩემმა სულმა შეიძლება რაიმე სხვანაირი გამოხატულება აირჩიოს, ვიდრე როგორიც ეხლა ვარ. ხანდახან ვფიქრობ რომ აღარაფერი დარჩა რითიც მიქაელმა შეიძლება გამაკვირვოს, მაგრამ რაც მეტს ვსაუბრობთ და რაც უფრო ვუღრმავდები მასთან ურთიერთობას მით მეტად სასწაული და წარმოუდგენელი ინფორმაცია გამოდის ზედაპირზე.

ღამით ძილსა და სიფხიზლეს შორის, ანუ „შეცვლილი ცნობიერების“ მგდომარეობაში შევედი. „გარეგნულმა გონებამ“ დაიძინა და დარჩა მხოლოდ ცნობიერი, რომელმაც „ხედვა“ დაიწყო... მე ჯერ ჩემს სულს ჩავუღრმავდი... მერე ჩვენი (ჩემი და მიქაელის) სამყარო წარმოვიდგინე ვარდისფერი ყვავილებით მოპენტილი საკურის ხითა და ხორბლის ყანებით (იხ. „საკურის ხე“). ვიგრძენი რომ ის ხის გვერდით დგას. ჩემი თავი თითქოს საიდანღაც სიღრმიდან „ამოვიღე“... უკეთესად არც ვიცი, როგორ გადმოვცე ეს შეგრძნება და ის არსება რაც მიქაელის წინ წარსდგა და რომელიც „მე“ ვიყავი, მხოლოდ ბუნდოვნად თუ ჰგავდა საერთოდ ადამიანს...

- აი, ეს არის ჩემი სული და ესეთი ვარ მე!.. - ვუთხარი. რათქმაუნდა ქალად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩემი „სხეული“ რატომღაც მთავრის სხივს ჰგავდა, გამჭვირვალე, ვერცხლისფრად მოლივლივე სხივს, რომელსაც ბუნდოვნად თუ ჰქონდა ადამიანის მოყვანილობა. მომინდა „ხელის“ წინ გამოწევა და ამ სხივიდან ასეთივე მოვერცხლილი გამჭვირვალე ხელი გამოიკვეთა. თხელ, გრძელ თითებს დავაკვირდი... არაამქვეყნიური შესახედავი იყო. მერე ყურადღება მიქაელზე გადავიტანე და მისი დანახვისთანავე გულში სიყვარულმა იფეთქა. იფეთქა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ჩემი „სხეული“ შიგნიდან მზესავით განათდა... შემდეგ უეცრად დავინახე როგორ დაიწყო ჩემმა „სხეულმა“, უფრო სწორედ სულმა სხვადასხვა მიმართულებით ძაფებივით (ლაზერებივით) გრძელი სხივების გამოსროლა... და ჩემ წინ სხვადასხვა ცხოვრებების სხვადასხვა სურათებმა დაიწყეს კადრებივით ცვლა. შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელშიც როდესღაც ვცხოვრობდი შეცვალა პურის ყანებმა, რომელზეც ვმუშაობდი... „როგორ მიყვარს როცა ხორბლის ყანა ქარზე ზღვასავით ღელავს“... გამიელვეს აზრებმა და უეცრად მივხვდი თურმე რატომ შევქმენი „ჩვენ სამყაროში“ ხორბლის ყანა... ამაზე რომ გავაჩერე ყურადღება წარსულის სურათები შეწყდა. მე ვიაზრებდი იმას რაც დავინახე. ბუნდოვნად, თვალის შევლებით, მაგრამ მაინც დავინახე.

-შენი ბოლო ინკარნაცია ინგლისის არისტოკრატულ ოჯახში (იხ. „წინა ინკარნაცია“), რომელსაც ინდური კოლონიები ჰქონდა იმისთვის იყო საჭირო, რომ ინდური იოგა და ვედები აგეთვისებინა და იქ გამოგევლინა თავი, ისე, რომ ქრისტიანულ ეგრეგორს არ მოწყვეტილიყავი. - გავიგონე ისევ მისი კომენტარი.- ხოლო შენი „სხეული“, რომელიც მთვარის სხივივით დაინახე, მიუხედავად ასეთი მეტაფორისა, ნატიფი ცეცხლის ქსოვილს წარმოადგენს. თუ ადამიანი მენტალური კონსტრუქციების შექმნის ხელოვნებას სრულყოფილადაა დაუფლებული, მას თავისი ასეთი სხეულისთვის უფრო მკვეთრი ფორმების მიცემა შეუძლია საკუთარი სურვილისა და წარმოსახვის შესაბამისად. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი გარეგნობა შეგიძლია მიიღო, მაგრამ რადგან სული ბოლო ინკარნაციის გარეგნობასაა ნაჩვევი, ამიტომ ამ ბოლო გარეგნობას იღებს... უფრო სწორედ ამ გარეგნობის იმ ვარიანტს, როგორადაც ადამიანი თვითონ აღიქვავდა საკუთარ თავს. მაგალითად, როგორც წესი ადამიანები თავის თავს მუდმივად ახალგაზრდებად აღიქვავენ, მიუხედავად ასაკისა და საკუთარი სხეულის ბევრ ნაკლოვანებას ვერ ამჩნევენ. ამაღლებული სულები, როგორი გარეგნობაც არ უნდა მიიღონ მათ სულიერ სამყაროში, ლამაზებად აღიქმებიან. ხომ გახსოვს, ყველაფერი სამყაროებში არის აღქმის ამბავი!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff